„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- - საქართველოს კანონის პროექტი „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (345/3-XIმპ, 16.06.2026) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-22
ბიუროს ნომერი 151
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი
1.
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსის
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 87 მუხლის:
1
ა) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31-32 ნაწილები:
„31.
საქართველოს
ტერიტორიაზე
დაშვებული
ცოცხალი
გენმოდიფიცირებული
ორგანიზმის იმპორტისა და გადამუშავების ლიცენზიის პირობების დარღვევა გამოიწვევს
დაჯარიმებას
15 000
ლარის
ოდენობით,
სამართალდარღვევის
საგნის
კონფისკაციით ან უამისოდ.“;
შენიშვნა:
საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის
იმპორტისა
და
გადამუშავების
ლიცენზიის
პირობების
დარღვევისათვის
პასუხისმგებლობასთან, მათ შორის, დარღვევის შემთხვევაში, ლიცენზიის გამცემის მიერ
სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილებისათვის გონივრული ვადის განსაზღვრასა და
შესაბამისი პირობების დადგენასთან, აგრეთვე, ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებული
სხვა საკითხები განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს
კანონით.
32. საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის
იმპორტი და გადამუშავება შესაბამისი ლიცენზიის გარეშე −
გამოიწვევს
დაჯარიმებას
25 000
ლარის
ოდენობით,
სამართალდარღვევის
საგნის
კონფისკაციით ან უამისოდ.“;
ბ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41და ნაწილი:
„41. ამ ნაწილით ან ამ მუხლის 32 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ
მუხლის 32 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000
ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის
კონფისკაციით.“;
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2027 წლის პირველი იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ წინამდებარე კანონპროექტი წარმოადგენს „ცოცხალი გენმოდიფიცირებული
ორგანიზმების
შესახებ“
საქართველოს
კანონში
საკანონმდებლო
პაკეტის
შემადგენელ
ნაწილს
ცვლილების
და
მიზნად
შეტანის
ისახავს
თაობაზე
აღნიშნული
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებებიდან გამომდინარე, საქართველოს
ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტისა და
გადამუშავების ლიცენზიას დაქვემდებარებული საქმიანობებისთვის განსაზღვრული
ვალდებულებების
დარღვევისთვის
ადმინისტრაციულსამართლებრივი
პასუხისმგებლობის დადგენას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი მიზნიდან და არსიდან გამომდინარე,
მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად დადგინდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
პასუხისმგებლობა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტით განსაზღვრული ვალდებულებების
შეუსრულებლობისთვის, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი
გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტისა და გადამუშავების ლიცენზიის პირობების
დარღვევისა და საქმიანობის შესაბამისი ლიცენზიის გარეშე განხორციელებისთვის.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 871 მუხლს ემატება 31, 32
და 41 ნაწილები.
კერძოდ, 31 ნაწილის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი
გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტისა და გადამუშავების ლიცენზიის პირობების
დარღვევა დაჯარიმდება 15 000 ლარით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან
უამისოდ. 32 ნაწილის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი
გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტი და გადამუშავება შესაბამისი ლიცენზიის
2
გარეშე
დაჯარიმდება
25
000
ლარით.
41
ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ 3
2
ნაწილის
მიხედვით,
ნაწილით გათვალისწინებული
სამართალდარღვევის განმეორებისა და ყველა შემდეგ ჯერზე ჩადენის შემთხვევაში კი პირი
დაჯარიმდება 50 000 ლარით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით
(კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შევა 2027 წლის პირველი იანვრიდან, ვინაიდან „ცოცხალი
გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე კანონპროექტით
დარღვევისთვისაც
გათვალისწინებული ახალი ვალდებულებები, რომელთა
დგინდება
ადმინისტრაციულსამართლებრივი
პასუხისმგებლობა,
ძალაში შევა 2027 წლის პირველი იანვრიდან. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს
კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტი
მიზანშეწონილია
მიღებულ
იქნეს
დაჩქარებული
წესით,
ვინაიდან
მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში დასრულდეს შესაბამისი
ცვლილებების
ასახვა
კანონმდებლობაში
მთავრობის
დადგენილებით
და
შესაძლებელი
საქართველოს
გახდეს
საქართველოს
ტერიტორიაზე
დაშვებული
გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტი და გადამუშავება ცხოველის საკვების
წარმოების მიზნით.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს ასიგნებები.
3
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტების საშემოსავლო
ნაწილზე, რომელიც დამოკიდებული იქნება ჩადენილ სამართალდარღვევათა რაოდენობასა
და
დაკისრებული
ჯარიმის
ოდენობაზე.
კერძოდ,
საქართველოს
ტერიტორიაზე
დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტისა და გადამუშავების
ლიცენზიის პირობების დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 15 000 ლარის
ოდენობით. საქმიანობის განხორცილება შესაბამისი ლიცენზიის გარეშე დაჯარიმდება 25
000
ლარით,
ადმინისტრაციულსახდელდადებული
პირის
მიერ
აღნიშნული
სამართალდარღვევის განმეორებისა და ყველა შემდეგ ჯერზე ჩადენის შემთხვევაში კი პირი
დაჯარიმდება 50 000 ლარით.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის
იმპორტისა და გადამუშავების ლიცენზიის პირობების კონტროლს და მისი დარღვევის
შემთხვევაში დაჯარიმებას განახორცილებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტრო, არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ადამიანური
რესურსების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული
უწყების მიერ ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე,
რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება და რომლებიც დაარღვევენ საქართველოს
ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტისა და
გადამუშავების ლიცენზიის პირობებს ან საქმიანობას განახორციელებენ შესაბამისი
ლიცენზიის
გარეშე.
კანონპროექტი
ასევე
ითვალისწინებს
ჯარიმებს
დარღვევის
განმეორებით ჩადენის შემთხვევებში. აღნიშნულ ჯარიმებთან ერთად ასევე შესაძლებელია
სამართალდარღვევის საგანი დაექვემდებაროს კონფისკაციას.
4
კერძოდ: საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული
ორგანიზმის იმპორტისა და გადამუშავების ლიცენზიის პირობების დარღვევისთვის
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ გათვალისწინებული
იქნება ჯარიმა 15 000 ლარის ოდენობით (სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან
უამისოდ); საქმიანობის განხორცილება შესაბამისი ლიცენზიის გარეშე კი დაჯარიმდება 25
000
ლარით
(სამართალდარღვევის
საგნის
კონფისკაციით
ან
უამისოდ),
ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ აღნიშნული სამართალდარღვევის
განმეორებისა და ყველა შემდეგ ჯერზე ჩადენის შემთხვევაში კი პირი დაჯარიმდება 50 000
ლარით (სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ).
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად დადგენილი ჯარიმების
განსაზღვრის პრინციპი ეფუძნება არსებული პრაქტიკით გათვალისწინებულ დაშვებებს.
ასევე, გაანალიზებულია არსებული სხვადასხვა გადასახდელების ოდენობები, შესაბამისად,
მოცემულ
კანონპროექტში
წარმოდგენილი
ახალი
გადასახდელის
კალკულაცია
თანაზომადია და შესაბამისობაში მოდის ანალოგიური სახის სხვა შენატანებთან. გარდა
ამისა,
მოცემული
გადასახდელის
შემოღებისას
გაანალიზებულია
საუკეთესო
საერთაშორისო გამოცდილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტით გათვალისწინებულია შემდეგი სახის
ჯარიმები:
საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის
იმპორტისა
და
გადამუშავების
ლიცენზიის
პირობების
დარღვევისთვის
გათვალისწინებულია ჯარიმა 15 000 ლარის ოდენობით. საქმიანობის განხორცილება
შესაბამისი
ლიცენზიის
გარეშე
დაჯარიმდება
ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ
25
000
ლარით,
აღნიშნული სამართალდარღვევის
განმეორებისა და ყველა შემდეგ ჯერზე ჩადენის შემთხვევაში კი პირი დაჯარიმდება 50 000
ლარით.
ბ1 )
ბავშვის
უფლებრივ
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
5
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
ორგანიზაციებში
საქართველოს
ორმხრივ
მრავალმხრივ
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
და
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
მიერ
დადებულ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ
უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
6
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს
პარლამენტის
წევრები:
შოთა
ბერეკაშვილი,
მაია
ბითაძე,
ანტონ
ობოლაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, ილია ინჯია, თორნიკე ბერეკაშვილი, ირაკლი
მეზურნიშვილი, გიორგი ჭყონია, გიორგი ხახუბია, დავით დოლიძე და ვარლამ
ლიპარტელიანი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს
პარლამენტის
წევრები:
შოთა
ბერეკაშვილი,
მაია
ბითაძე,
ანტონ
ობოლაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, ილია ინჯია, თორნიკე ბერეკაშვილი, ირაკლი
მეზურნიშვილი, გიორგი ჭყონია, გიორგი ხახუბია, დავით დოლიძე და ვარლამ
ლიპარტელიანი.
7