„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- - საქართველოს კანონის პროექტი „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (345/3-XIმპ, 16.06.2026) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-22
ბიუროს ნომერი 151
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს
კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) მე-6 მუხლს
დაემატოს შემდეგი შინაარსის 122 პუნქტი:
„122. საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული, ცხოველის საკვების წარმოებისთვის
განკუთვნილი, გენმოდიფიცირებული ორგანიზმის (გარდა სიმინდის, ხორბლისა და
ვაზისა) იმპორტისა და გადამუშავების ლიცენზია - 20 000 ლარი.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„სალიცენზიო
და
სანებართვო
ცვლილების
შეტანის
მოსაკრებლების
თაობაზე“
შესახებ“
კანონპროექტი
საქართველოს
წარმოადგენს
კანონში
„ცოცხალი
გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე საკანონმდებლო პაკეტის შემადგენელ ნაწილს და მიზნად ისახავს
აღნიშნული
კანონპროექტით
გათვალისწინებული
ცვლილებებიდან
გამომდინარე,
საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის
იმპორტისა და გადამუშავების ლიცენზიის მისაღებად შესაბამისი მოსაკრებლის დაწესებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი მიზნიდან და არსიდან გამომდინარე,
მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტით
საქართველოს
ტერიტორიაზე
დაშვებული
ცოცხალი
გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტისა და გადამუშავების ლიცენზიის მისაღებად
დაწესდება შესაბამისი მოსაკრებელი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლს
დაემატება შემდეგი შინაარსის 122 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს
ტერიტორიაზე დაშვებული, ცხოველის საკვების
წარმოებისთვის განკუთვნილი,
გენმოდიფიცირებული ორგანიზმის (გარდა სიმინდის, ხორბლისა და ვაზისა) იმპორტისა
და გადამუშავების ლიცენზიის მოსაკრებელად განისაზღვრება 20 000 ლარი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით
(კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შევა 2027 წლის პირველი იანვრიდან, ვინაიდან „ცოცხალი
გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი ვალდებულებები ძალაში
შევა 2027 წლის პირველი იანვრიდან. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს
კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ)
კანონპროექტის
დაჩქარებული
წესით
განხილვის
მიზეზები
და
შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტი მიზანშეწონილია მიღებულ იქნეს დაჩქარებული წესით, ვინაიდან
მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში დასრულდეს შესაბამისი
ცვლილებების ასახვა კანონმდებლობაში და შესაძლებელი გახდეს საქართველოს
მთავრობის
დადგენილებით
საქართველოს
ტერიტორიაზე
დაშვებული
გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტი და გადამუშავება ცხოველის საკვების
წარმოების მიზნით.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის
მიღება
არ
არის
დაკავშირებული
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსებასთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
აღნიშნული კანონპროექტი იქონიებს დადებით გავლენას
სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე, რამდენადაც ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის
იმპორტისა და გადამუშავებისთვის წესდება სალიცენზიო მოსაკრებელი 20 000 ლარის
ოდენობით. შესაბამისად, ის სუბიექტები, რომლებიც მოიპოვებენ აღნიშნული საქმიანობის
ლიცენზიას, მოსაკრებლის სახით გადაიხდიან შესაბამის თანხას. გავლენა სახელმწიფო
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე სრულად დამოკიდებული იქნება იმ სუბიექტების
ოდენობაზე, რომლებიც განახორციელებენ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის
იმპორტსა და გადამუშავებას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტს არ ექნება გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
რესპუბლიკის
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული
უწყების მიერ ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
აღნიშნული კანონპროექტი იქონიებს ფინანსურ გავლენას, იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც
ვრცელდება
გენმოდიფიცირებული
კანონპროექტის
ორგანიზმის
მოქმედება,
იმპორტისა
და
ვინაიდან
ცოცხალი
გადამუშავებისთვის
წესდება
სალიცენზიო მოსაკრებელი 20 000 ლარის ოდენობით. შესაბამისად, ის სუბიექტები,
რომლებიც მოიპოვებენ აღნიშნული საქმიანობის ლიცენზიას, მოსაკრებლის სახით
გადაიხდიან შესაბამის თანხას.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით დგინდება ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმ სახეობის
იმპორტისა
და გადამუშავების სალიცენზიო მოსაკრებლების განაკვეთი, რომელიც
გადამუშავდება
მხოლოდ
ცხოველის
საკვების
წარმოების
მიზნით.
განაკვეთი
განისაზღვრება 20 000 ლარის ოდენობით.
სალიცენზიო მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრის პრინციპი ეფუძნება არსებული
პრაქტიკით გათვალისწინებულ დაშვებებს. ასევე, გაანალიზებულია არსებული სხვადასხვა
გადასახდელების ოდენობები, შესაბამისად, მოცემულ კანონპროექტში წარმოდგენილი
ახალი გადასახდელის კალკულაცია თანაზომადია და შესაბამისობაში მოდის ანალოგიური
სახის სხვა შენატანებთან. გარდა ამისა, მოცემული გადასახდელის შემოღებისას
გაანალიზებულია საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება.
ბ1)
ბავშვის
უფლებრივ
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
მიერ
დადებულ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ
უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს
შორის
ასოცირების
შესახებ
შეთანხმებიდან“
ან
ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს
პარლამენტის
წევრები:
შოთა
ბერეკაშვილი,
მაია
ბითაძე,
ანტონ
ობოლაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, ილია ინჯია, თორნიკე ბერეკაშვილი, ირაკლი
მეზურნიშვილი, გიორგი ჭყონია, გიორგი ხახუბია, დავით დოლიძე და ვარლამ
ლიპარტელიანი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, მაია ბითაძე, ანტონ
ობოლაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, ილია ინჯია, თორნიკე ბერეკაშვილი, ირაკლი
მეზურნიშვილი, გიორგი ჭყონია, გიორგი ხახუბია, დავით დოლიძე და ვარლამ
ლიპარტელიანი.