„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- - საქართველოს კანონის პროექტი „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (345/3-XIმპ, 16.06.2026) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-22
ბიუროს ნომერი 151
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი
1.
საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსის
(საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 207 მუხლი ჩამოყალიბდეს
2
შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2072. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტი ან/და
რეექსპორტი
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტი (გარდა საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული მათი ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების
მიზნით იმპორტის შემთხვევისა და საქართველოს კანონმდებლობით
საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველის საკვების წარმოების მიზნით
გადამუშავებისთვის დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის
შესაბამისი ლიცენზიის ან მის გარეშე იმპორტისა) ან/და რეექსპორტი –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი
ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან/და ჯარიმით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2027 წლის პირველი იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
კანონპროექტი წარმოადგენს „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო
პაკეტის შემადგენელ ნაწილს და მიზნად ისახავს აღნიშნული კანონპროექტით
გათვალისწინებული ცვლილებებიდან გამომდინარე შესაბამისი ცვლილების
შეტანას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი მიზნიდან და არსიდან გამომდინარე,
მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ
გავრცელდება იმპორტის იმ შემთხვევაზე, როდესაც ხდება საქართველოს
მთავრობის დადგენილებით საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველის საკვების
წარმოების
მიზნით
გენმოდიფიცირებული
გადამუშავებისთვის
ორგანიზმის
იმპორტი
დაშვებული
ცოცხალი
(შესაბამისი
ლიცენზიის
საფუძველზე ან ამ ლიცენზიის გარეშე).
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2072 მუხლი ჩამოყალიბდება ახალი
რედაქციით და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ გავრცელდება
იმპორტის
იმ
დადგენილებით
მიზნით
შემთხვევაზე,
როდესაც
ხდება
საქართველოს
მთავრობის
საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველის საკვების წარმოების
გადამუშავებისთვის
დაშვებული
ცოცხალი
გენმოდიფიცირებული
ორგანიზმის იმპორტი (შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე ან ამ ლიცენზიის
გარეშე).
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული
ქვეპუნქტი
არ
გამოიყენება
წარმოდგენილ
კანონპროექტთან
მიმართებით (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის
მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე
შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შევა 2027 წლის პირველი იანვრიდან, ვინაიდან „ცოცხალი
გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი ვალდებულებები
ამოქმედდება 2027 წლის პირველი იანვრიდან. ამასთან, კანონპროექტი არ
ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტი მიზანშეწონილია მიღებულ იქნეს დაჩქარებული წესით, ვინაიდან
მნიშვნელოვანია,
მაქსიმალურად
შემჭიდროებულ
ვადებში
დასრულდეს
შესაბამისი ცვლილებების ასახვა კანონმდებლობაში და შესაძლებელი გახდეს
საქართველოს
მთავრობის
დადგენილებით
საქართველოს
ტერიტორიაზე
დაშვებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იმპორტი და გადამუშავება
ცხოველის საკვების წარმოების მიზნით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
დაფინანსებასთან.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტის (გარდა საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული მათი ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების
მიზნით
იმპორტის
შემთხვევისა
და
საქართველოს
კანონმდებლობით
საქართველოს
ტერიტორიაზე
ცხოველის
საკვების
წარმოების
მიზნით
გადამუშავებისთვის დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის
შესაბამისი ლიცენზიის ან მის გარეშე იმპორტისა) ან/და რეექსპორტის შემთხვევაში
იურიდიული პირის მიმართ გამოყენებული იქნება ლიკვიდაცია ან საქმიანობის
უფლების ჩამორთმევა ან/და ჯარიმა. ჯარიმის გამოყენებას გავლენა ექნება
სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რაც დამოკიდებული იქნება
ჩადენილ სამართალდარღვევათა რაოდენობასა და დაკისრებული ჯარიმის
ოდენობაზე.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღების შედეგად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ
გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ახორციელებენ საქართველოს მთავრობის
დადგენილებით
მიზნით
საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველის საკვების წარმოების
გადამუშავებისთვის
დაშვებული
ცოცხალი
გენმოდიფიცირებული
ორგანიზმის იმპორტს (შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე ან ამ ლიცენზიის
გარეშე). შესაბამისად, ამ მიმართულებით აღარ მოხდება სასამართლოს და
პენიტენციური
დაწესებულებების
მიერ
საქმის
განხილვასა
და
პატიმრის
შენახვასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევა.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები
პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები)
მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში
არსებული უწყების მიერ ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით,
რომლებზედაც
მოსალოდნელია
კანონპროექტით
განსაზღვრულ
ქმედებებს
ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღების შედეგად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ
გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ახორციელებენ საქართველოს მთავრობის
დადგენილებით
მიზნით
საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველის საკვების წარმოების
გადამუშავებისთვის
დაშვებული
ცოცხალი
გენმოდიფიცირებული
ორგანიზმის იმპორტს (შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე ან ამ ლიცენზიის
გარეშე).
გარდა ამისა, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტის (გარდა
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მათი ჩაკეტილ სისტემაში
გამოყენების მიზნით იმპორტის შემთხვევისა და საქართველოს კანონმდებლობით
საქართველოს
ტერიტორიაზე
ცხოველის
საკვების
წარმოების
მიზნით
გადამუშავებისთვის დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის
შესაბამისი ლიცენზიის ან მის გარეშე იმპორტისა) ან/და რეექსპორტის შემთხვევაში
იურიდიული პირის მიმართ გამოყენებული იქნება ლიკვიდაცია ან საქმიანობის
უფლების ჩამორთმევა ან/და ჯარიმა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დაწესებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2)
ქალისა
და
მამაკაცის
თანასწორობის
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის
მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ
სახელმწიფოებს
შორის
ასოცირების
შესახებ
შეთანხმებიდან“
ან
ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ)
სხვა
ქვეყნების
გამოცდილება
კანონპროექტის
მსგავსი
კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა
გამოყენებული
კანონპროექტის
მომზადებისას,
ასეთი
მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, მაია ბითაძე, ანტონ
ობოლაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, ილია ინჯია, თორნიკე ბერეკაშვილი,
ირაკლი მეზურნიშვილი, გიორგი ჭყონია, გიორგი ხახუბია, დავით დოლიძე და
ვარლამ ლიპარტელიანი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, მაია ბითაძე, ანტონ
ობოლაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, ილია ინჯია, თორნიკე ბერეკაშვილი,
ირაკლი მეზურნიშვილი, გიორგი ჭყონია, გიორგი ხახუბია, დავით დოლიძე და
ვარლამ ლიპარტელიანი.