„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- - საქართველოს კანონის პროექტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (364/3-XIმპ, 09.09.2026) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 93 ✗ 0
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 90 ✗ 0
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-09-14
ბიუროს ნომერი 157
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
06.08.2018,
სარეგისტრაციო
კოდი:
280060000.05.001.019066) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „ჰ11“-ე ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ12“-ე ქვეპუნქტი:
„ჰ12) მიუღებელი სარგებელი - დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების
ვალდებულების დარღვევისათვის (ამ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და საპენსიო
შენატანის განხორციელებისთვის ამ კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევით
შესრულებისათვის) დამსაქმებლის მიერ მონაწილისათვის/პენსიის მიმღებისათვის შესაბამის
საპენსიო შენატანთან ერთად გადასახდელი ამ კანონის 374-ე მუხლით გათვალისწინებული
თანხა, რომელიც აისახება ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო აქტივების სახით.“
2. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საპენსიო ფონდი დამსაქმებლისა და სახელმწიფოს მიერ დასაქმებულის
სახელით/სასარგებლოდ საპენსიო შენატანის განუხორციელებლობასთან დაკავშირებულ
ურთიერთობებთან მიმართებით, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური
დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს
კანონის მიზნებისთვის არ არის კრედიტორი. მონაწილის სახელით/სასარგებლოდ
განსახორციელებელ საპენსიო შენატანებთან მიმართებით, აგრეთვე, ამ კანონიდან
გამომდინარე, დამსაქმებლისადმი მონაწილის მოთხოვნებთან მიმართებით კრედიტორი
(კრედიტორები) არის (არიან) შესაბამისი მონაწილე (მონაწილეები) ან მონაწილის მემკვიდრე
(მემკვიდრეები). „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეაბილიტაციის მმართველის ან/და
გაკოტრების მმართველის მიმართვის შემთხვევაში, აგრეთვე „მეწარმეთა შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად ლიკვიდატორის მიმართვის შემთხვევაში საპენსიო
ფონდი ვალდებულია აღნიშნულ პირს (პირებს) მიაწოდოს ელექტრონულ სისტემაში
არსებული ინფორმაცია შესაბამისი დამსაქმებლის მიერ განხორციელებული საპენსიო
შენატანების შესახებ, აგრეთვე შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზებში არსებულ
ინფორმაციასთან შედარების შედეგად მიღებული ინფორმაცია.“
3. მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს.
4. მე-7 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის:
ა.ა) „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) დავების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ამ კანონის VI2 თავით
გათვალისწინებული საკითხების და უფლებამოსილების ფარგლებში;“
ა.ბ) „ლ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დამრღვევი პირისთვის ამ
კანონითა და საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით შესაბამისი ღონისძიებების
განხორციელება;“
ა.გ) „ლ” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ” ქვეპუნქტი:
„მ) საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით, გათვალისწინებული სხვა
შესაბამისი საქმიანობის განხორციელება.“
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საპენსიო ფონდი ამტკიცებს სამართლებრივ აქტებს საპენსიო შენატანების გადახდის
წესების, საპენსიო შენატანების შესახებ ინფორმაციის წარდგენის ფორმების განსაზღვრის,
პენსიისა და საპენსიო აქტივების მოთხოვნის შესახებ განცხადების წარდგენის, პენსიისა და
საპენსიო აქტივების დანიშვნისა და გაცემის, დაგროვებითი საპენსიო სქემის მართვისა და
ადმინისტრირებისთვის აუცილებელი, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებული სხვა
ღონისძიებების, წესებისა და პროცედურების შესახებ. საპენსიო ფონდის დებულებით
განისაზღვრება ის უფლებამოსილი პირები, რომლებიც საპენსიო ფონდის სახელით
გამოსცემენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს - ბრძანებებს და
სააღსრულებო ფურცლებს.“
5. მე-13 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. გენერალური დირექტორი:
ა) წარმოადგენს საპენსიო ფონდს მესამე პირებთან ურთიერთობებში, გარდა საპენსიო
ფონდის დებულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა და ახორციელებს საპენსიო
ფონდისთვის ამ კანონითა და საპენსიო ფონდის დებულებით მინიჭებულ
უფლებამოსილებებს, მათ შორის, საპენსიო ფონდის სახელით დებს ხელშეკრულებებსა და
გარიგებებს, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;
ბ) ამ კანონისა და საპენსიო ფონდის დებულების შესაბამისად თანამდებობებზე ნიშნავს და
თანამდებობებიდან ათავისუფლებს საპენსიო ფონდის თანამშრომლებს;
გ) აღასრულებს მმართველობითი საბჭოს გადაწყვეტილებებს;
დ) შეიმუშავებს საპენსიო ფონდის წლიურ ბიუჯეტსა და საშტატო ნუსხას და მათ
დასამტკიცებლად წარუდგენს მმართველობით საბჭოს;
ე) ამ კანონისა და საპენსიო ფონდის დებულების შესაბამისად ხელმძღვანელობს საპენსიო
ფონდის საქმიანობას, რომლის ფარგლებშიც იღებს და აღასრულებს შესაბამის
გადაწყვეტილებებს;
ვ) ყოველი წლის შედეგების მიხედვით საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საპენსიო
ფონდის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს;
ზ) ასრულებს საპენსიო ფონდის დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით
განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.“
6. 341-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 342-ე მუხლი:
„მუხლი 342. საპენსიო აქტივების ზედმეტობით გაცემა
1. თუ ამ კანონის 32-ე - 341-ე მუხლების საფუძველზე საპენსიო აქტივების გაცემის შემდგომ
დადგინდება, რომ პენსიის მიმღებმა/მემკვიდრემ საპენსიო აქტივები/პენსია მიიღო
ზედმეტობით, დაუშვებელია დამსაქმებლის ან საპენსიო ფონდის მიერ ზედმეტად
გადახდილი თანხის მოთხოვნა პენსიის მიმღებისგან/მემკვიდრისაგან, გარდა საქართველოს
კანონმდებლობით და საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა.
2. დამსაქმებელი არ არის უფლებამოსილი საპენსიო ფონდისაგან მოითხოვოს მის მიერ
დასაქმებულის სახელითა და სასარგებლოდ განხორციელებული საპენსიო შენატანის ან/და
მასთან დაკავშირებული რაიმე თანხის გადახდა, რომელიც გაცემულია 32-ე - 341-ე მუხლების
საფუძველზე.“
7. 371-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
8. თავი VI-ის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის თავი VI1 და თავი VI2:
„თავი VI1. საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის ფაქტის
გამოვლენა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განხილვის და ადმინისტრაციული
სახდელის დადების წესები
მუხლი 372. საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა
1. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა”, „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით დადგენილი წესით
საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობა (მათ შორის ამ
კანონით დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა), წარმოადგენს სამართალდარღვევას და
გამოიწვევს ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.
2. საპენსიო ფონდი ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაციის შემოსავლების
სამსახურისგან მიღებულ ინფორმაციასთან შედარების შედეგად ან/და დამსაქმებლის
შემოწმებისას მიღებული ინფორმაციის/მონაცემების საფუძველზე ახდენს საპენსიო
შენატანის
განხორციელების
ვალდებულების
დარღვევის
(ამ
ვალდებულების
შეუსრულებლობის ან/და საპენსიო შენატანის განხორციელებისთვის ამ კანონით
განსაზღვრული ვადის დარღვევით შესრულების) ფაქტის იდენტიფიცირებას, აგრეთვე
ავლენს საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტს.
3. საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების არსებობის ან/და დარღვევის
იდენტიფიცირება და საპენსიო ფონდის მიერ შემოწმება ხორციელდება ელექტრონული
სისტემის მეშვეობით, საპენსიო ფონდის მიერ ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.
4. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევისათვის საპენსიო ფონდის
შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე დამსაქმებელს დაეკისრება:
ა) ჯარიმა;
ბ) მონაწილის მიუღებელი სარგებელი, ამ კანონითა და საპენსიო ფონდის ნორმატიული
აქტით დადგენილი წესით.
5. სამართალდარღვევისათვის დამსაქმებლის მიმართ ჯარიმის გამოყენება არ ათავისუფლებს
მას მონაწილის მიუღებელი სარგებლის დარიცხვის/გადახდისა და საპენსიო შენატანის
განხორციელების ვალდებულებისგან. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში
დამსაქმებელი ვალდებულია შესაბამისი საპენსიო შენატანი სრულად საკუთარი ხარჯით
(დასაქმებულის ხელფასიდან გამოქვითვის გარეშე) განახორციელოს.
მუხლი 373. ჯარიმა
1. დამსაქმებლის მიერ საკუთარი ან დასაქმებულის სახელით საპენსიო შენატანის
განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობა ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის
„ა“, „ბ“ და „გ“ პუნქტებით დადგენილი წესით, გამოიწვევს დამსაქმებლის დაჯარიმებას 300
ლარის ოდენობით.
2. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის
დაკისრებიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადაში, დამსაქმებელი სრულად
უზრუნველყოფს განუხორციელებელი საპენსიო შენატანისა და მასზე დარიცხული
მონაწილის მიუღებელი სარგებლის გადახდას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მასზე
დაკისრებული
ჯარიმის
გადახდის
ვალდებულება
გაუქმდება.
ამ
პუნქტით
გათვალისწინებული
ვალდებულების
ამავე
პუნქტით
დადგენილ
ვადაში
აღმოუფხვრელობის
შემთხვევაში,
სამართალდამრღვევი
კარგავს
ამ
პუნქტით
განსაზღვრული შეღავათით სარგებლობის უფლებას.
3. საპენსიო შენატანის/შენატანების განხორციელების ვალდებულების დარღვევად არ
ჩაითვლება:
ა) დამსაქმებლის მიერ საშემოსავლო დეკლარაციის შესწორება/დაზუსტება, რომლის
გათვალისწინებითაც დამსაქმებელი ამ კანონითა და საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი
წესით დროულად და ჯეროვნად განახორციელებს საპენსიო შენატანს/შენატანებს.
ბ) 2025 წლის 1 მაისამდე პერიოდისათვის, 372-ე მუხლის შესაბამისად განხორციელებული
შედარების შედეგად შესამოწმებელ 1-თვიან პერიოდში იდენტიფიცირებული შეუსაბამობა,
რომელიც გულისხმობს ერთი მონაწილის მიმართ განხორციელებულ და კანონის
შესაბამისად განსახორციელებელ საპენსიო შენატანს შორის სხვაობას, რაც 1 ლარს არ
აღემატება;
გ) 2025 წლის 1 მაისის შემდგომ პერიოდისათვის, დამსაქმებლის მიერ საპენსიო ფონდის მიერ
დადგენილი წესით, საანგარიშო 1 თვის განსახორციელებელი საპენსიო შენატანების ჯამური მოცულობა 1 ლარს არ აღემატება.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის თანხა მიემართება საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტში.
5. ჯარიმა დამსაქმებელს შეიძლება დაეკისროს საპენსიო ფონდის მიერ შესაბამისი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 6
თვისა.
მუხლი 374. მონაწილის მიუღებელი სარგებელი
1. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა”, „ბ” და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტის
იდენტიფიცირების შემთხვევაში, დამსაქმებელს დაეკისრება საპენსიო შენატანის
განხორციელება და მონაწილის მიუღებელი სარგებელი საპენსიო შენატანის იმ ოდენობაზე,
მათ შორის ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტით დადგენილი შენატანის
პროპორციულ წილზეც, რომელიც არ განხორციელებულა ან შესაბამისი ვადის დარღვევით
განხორციელდა, საპენსიო შენატანის განხორციელების ვადის გასვლის მომდევნო დღიდან,
თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის (გარდა დამსაქმებლის მიერ შესაბამისი
საპენსიო შენატანის სრულად განხორციელების დღისა) არსებული, ეროვნული ბანკის მიერ
დადგენილი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთისათვის დამატებული 5 პროცენტული
პუნქტის
ოდენობით
ყოველი
წინა
ვადაგადაცილებული
დღის
სარგებლის
გათვალისწინებით.
2. მონაწილის მიუღებელი სარგებლის დარიცხვა წყდება დამსაქმებლის მიერ შესაბამისი
საპენსიო შენატანის სრულად განხორციელებით.
3. მონაწილის მიუღებელი სარგებლის დარიცხვა არ შეწყდება, ასეთი სარგებლის დარიცხვის
თაობაზე საპენსიო ფონდის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებით.
4. მონაწილის მიუღებელი სარგებლის დარიცხვა არ წყდება საქართველოს მოქმედი
კანონმდებლობით დამსაქმებლის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად
ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების კანონიერ
ძალაში შესვლიდან შესაბამისი რეჟიმის დასრულებამდე, აგრეთვე რეაბილიტაციის გეგმის
მოქმედების პერიოდში.
5. 2025 წლის 1 მაისამდე გამოვლენილი საპენსიო შენატანის განხორციელების
ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, დამსაქმებელს მონაწილის მიუღებელი სარგებელი
არ დაეკისრება.
6. დამსაქმებელს ამ მუხლით გათვალისწინებული მონაწილის მიუღებელი სარგებელი
დაეკისრება ჯარიმისგან დამოუკიდებლად, საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით.
7. მონაწილის მიუღებელი სარგებელი ირიცხება მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო
ანგარიშზე საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით.
მუხლი 375. მონიტორინგის წესი
1. საპენსიო ფონდი უფლებამოსილია დამსაქმებლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული
ვალდებულების შეუსრულებლობის, საპენსიო შენატანის განუხორციელებლობის ან/და
საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის მიზნით, მის მიერ
დადგენილი წესით განახორციელოს მონიტორინგი.
2. საპენსიო ფონდი უფლებამოსილია ნებისმიერ პირს, მათ შორის, დამსაქმებელს,
მონაწილეს, პენსიის მიმღებს, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრეს მოსთხოვოს ან/და
ნებისმიერი პირისგან მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია საპენსიო შენატანის ან/და
ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების ან/და მათი
კორექტირების შესახებ და ეს ინფორმაცია ჯარიმის, მონაწილის მიუღებელი სარგებლის
ან/და საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დაკისრების თაობაზე
გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საპენსიო ფონდის მოთხოვნა
სავალდებულოა
შესასრულებლად
შესაბამისი
პირისათვის.
ხოლო
მოთხოვნის
შეუსრულებლობის შემთხვევაში, საპენსიო ფონდი უფლებამოსილია იმოქმედოს
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად.
4. საპენსიო ფონდს უფლება აქვს, ნებისმიერ პირს მოსთხოვოს მისთვის შეცდომით
გადახდილი ნებისმიერი თანხის საპენსიო ფონდისთვის დაბრუნება და ამ თანხის
დასაბრუნებლად განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული
ღონისძიებები, გარდა ამ კანონის 342-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული
შემთხვევისა.
5.
თუ
დამსაქმებლის
შემოწმებისას,
საპენსიო
ფონდის
მიერ
მიღებული
ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოვლინდება მისი შეუსაბამობა
შემოსავლების სამსახურისგან მიღებულ ან/და ელექტრონულ სისტემაში არსებულ
ინფორმაციასთან, საპენსიო ფონდი უფლებამოსილია გადაწყვეტილების მიღებისას და
მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისას იხელმძღვანელოს მის მიერ აღნიშნული
შესწავლის პროცესში მიღებული ინფორმაციით/დოკუმენტაციით.
6. საპენსიო ფონდი უფლებამოსილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის
წარმოების ფარგლებში შეადგინოს და გამოსცეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმი მის მიერ დამტკიცებული ფორმით.
7. საპენსიო ფონდი განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმი არ დგება. ასეთ შემთხვევაში საპენსიო ფონდი გამოსცემს
ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმი. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის გამოცემის წესსა და
პროცედურას ამტკიცებს საპენსიო ფონდი.
8. საპენსიო ფონდი ამ კანონის შესაბამისად შეიმუშავებს და ამტკიცებს დამსაქმებლების, მათ
შორის, სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების, მიერ საპენსიო
შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის ფაქტის იდენტიფიცირებისა და
საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის, ჯარიმის, მონაწილის
მიუღებელი სარგებლის დაკისრების და აღსრულების წესებსა და პროცედურებს. აღნიშნული
უფლებამოსილებების განსახორციელებლად ადგენს შესაბამის ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმების ფორმებს.
მუხლი 376. გადაწყვეტილების აღსრულება
1. ჯარიმის, მონაწილის მიუღებელი სარგებლის ან/და საპენსიო შენატანის განხორციელების
ვალდებულების დაკისრების თაობაზე საპენსიო ფონდის გადაწყვეტილების აღსრულებისას
დამსაქმებლის მიერ გადახდილი თანხები მიემართება შემდეგი რიგითობით:
ა) საპენსიო შენატანი;
ბ) მონაწილის მიუღებელი სარგებელი
გ) ჯარიმა.
2. საპენსიო შენატანის არასრული დაფარვის შემთხვევაში მონაწილის მიუღებელი
სარგებელის დარიცხვა განხორციელდება დარჩენილი ვალდებულების პროპორციულად.
3. ამ კანონით გათვალისწინებული ჯარიმა, საპენსიო შენატანი და მონაწილის მიუღებელი
სარგებელი იძულებით აღსასრულებლად მიექცევა საპენსიო ფონდის ძალაში შესული
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და მის შესაბამისად
გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
4. ჯარიმის დაკისრების თაობაზე საპენსიო ფონდის გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს
მისი გამოტანიდან 2 წლის ვადაში.
მუხლი 377. გაცნობის წესი
1. საპენსიო ფონდის მიერ გამოცემული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი
გადაწყვეტილება/ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან/და სხვა ნებისმიერი
ინფორმაცია/დოკუმენტი დამსაქმებელს ეგზავნება/წარედგინება ელექტრონული სისტემის
და შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
2. საპენსიო ფონდის გადაწყვეტილების/ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესახებ
ინფორმაცია დამსაქმებელს ეცნობება მოკლე ტექსტური ან/და სხვა ელექტრონული
შეტყობინების სახით, თუ საპენსიო ფონდის ან/და შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ
სისტემაში არსებობს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია. თუ საპენსიო ფონდს არ გააჩნია
დამსაქმებლის საკონტაქტო ინფორმაცია, აღნიშნულის მოპოვებას უზრუნველყოფს სხვა
ადმინისტრაციული ორგანოდან.
3. საპენსიო ფონდის მიერ გაგზავნილი/წარდგენილი გადაწყვეტილება/ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, ინფორმაცია/დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება მხოლოდ
ადრესატის მიერ მისი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სისტემაში
გაცნობისთანავე (ნახვისთანავე). რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში, ჩაბარების
თარიღად ითვლება პირველად გაცნობის თარიღი.
4. თუ ელექტრონულ სისტემაში და შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში
განთავსებულ გადაწყვეტილებას/ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ან/და სხვა
ნებისმიერ ინფორმაციას/დოკუმენტს ადრესატი არ გაეცნო მისი განთავსებიდან 10
კალენდარული დღის განმავლობაში, საპენსიო ფონდი უფლებამოსილია უზრუნველყოს
მისი საჯაროდ გავრცელება.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული საჯარო გავრცელება ხორციელდება საპენსიო ფონდის
ოფიციალურ
ვებგვერდზე
განთავსებით
და
საჯაროდ
განთავსებული
გადაწყვეტილება/ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან/და სხვა ნებისმიერი
ინფორმაცია/დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება მისი საჯარო განთავსებიდან მე-10
კალენდარულ დღეს.
თავი VI2. საპენსიო ფონდის დავების განხილვის სამსახური
მუხლი 378. საპენსიო ფონდის დავების განხილვის სამსახური
1.
დავების განხილვის სამსახური წარმოადგენს საპენსიო ფონდის დამოუკიდებელ
ერთეულს, რომელიც ანგარიშვალდებულია მმართველობითი საბჭოს წინაშე და ამ მუხლით
გათვალისწინებულ
საჩივრებს
განიხილავს
უსასყიდლოდ,
სამართლიანობის,
გამჭვირვალობის, ობიექტურობის, თანასწორობის, კანონიერებისა და მიუკერძოებლობის
პრინციპების დაცვით.
2. დავების განხილვის სამსახური უფლებამოსილია განიხილოს მხოლოდ ის დავები,
რომლებიც გამომდინარებს:
ა) ამ კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული საპენსიო ფონდის გადაწყვეტილება;
ბ) ამ კანონის 32-ე - 341-ე მუხლებით გათვალისწინებული საპენსიო ფონდის
გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა
მონაწილის/გარდაცვლილი მონაწილის მოთხოვნა პენსიისა და საპენსიო აქტივების
დანიშვნისა და გაცემის თაობაზე;
გ) ამ კანონის 373 და 374-ე მუხლებით გათვალისწინებული საპენსიო ფონდის
გადაწყვეტილება.
3. დავების განხილვის სამსახურში დავის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, აგრეთვე აღნიშნული
სამსახურისთვის მიმართვამდე, საჩივრის წარმდგენ პირს უფლება აქვს, სადავო საკითხის
გადასაწყვეტად პირდაპირ მიმართოს სასამართლოს.
4. დავების განხილვის სამსახური უფლებამოსილია საქმის გარემოებების სრულყოფილად
გამოკვლევის მიზნით, ნებისმიერ ფიზიკურ პირს, იურიდიულ პირს ან ადმინისტრაციულ
ორგანოს მოსთხოვოს საქმისათვის საჭირო ინფორმაცია ან/და მტკიცებულებები (მათ შორის,
კონფიდენციალური ინფორმაცია და პერსონალური მონაცემი).
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის ან/და მტკიცებულების
წარუდგენლობის შემთხვევაში, დავების განხილვის სამსახური უფლებამოსილია
იხელმძღვანელოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად.
6. ამ თავით გათვალისწინებული დავების განხილვის სამსახურის სტრუქტურა და
შემადგენლობა, აგრეთვე საქმიანობის წესები და პროცედურები, მათ შორის საჩივრის
განხილვისა, და განწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) წესები განისაზღვრება ამ კანონის
შესაბამისად და დავების განხილვის სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს
მმართველობითი საბჭო. ასევე, დავების განხილვის სამსახურის დებულებით შესაძლებელია
განისაზღვროს მონაწილეთა სხვა პრეტენზიების განხილვის წესები და პროცედურები.
მუხლი 379. განუხორციელებელი საპენსიო
განწილვადება (ეტაპობრივი გადახდა)
შენატანის
და
მიუღებელი
სარგებლის
1. დამსაქმებლის განცხადების საფუძველზე, დავების განხილვის სამსახური
უფლებამოსილია განიხილოს დამსაქმებლის მიერ განუხორციელებელი საპენსიო
შენატანების და მასზე დარიცხული მონაწილის მიუღებელი სარგებლის განწილვადების
(ეტაპობრივი გადახდის) საკითხი.
2. დავების განხილვის სამსახური უფლებამოსილია საპენსიო ფონდის გადაწყვეტილების
საფუძველზე განსაზღვრული საპენსიო შენატანების განხორციელების და მიუღებელი
სარგებლის გადახდის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თაობაზე, დამსაქმებელთან დადოს
განწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) შესახებ შეთანხმება, დავების განხილვის
სამსახურის დებულებით გათვალისწინებულ ფარგლებში.
3. დავების განხილვის სამსახურის დებულებით გათვალისწინებულ ფარგლებს ზემოთ,
განწილვადების
(ეტაპობრივი
გადახდის)
შესახებ
შეთანხმების
გაფორმების
უფლებამოსილება აქვს მმართველობით საბჭოს.
4. დამსაქმებელთან განწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) შესახებ შეთანხმება ერთსა და
იმავე შენატანის/სარგებლის ოდენობაზე შესაძლებელია დაიდოს მხოლოდ ერთხელ,
არაუმეტეს 18 თვეზე გადანაწილებით და ამ პერიოდში აქტის აღსრულება შეჩერებულია.
5. დამსაქმებლს მიერ განწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) თაობაზე შეთანხმების
პირობების დარღვევის შემთხვევაში, საპენსიო ფონდის შესაბამისი გადაწყვეტილება
მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
მუხლი 3710. საჩივრის წარდგენის ვადა და ფორმა
1. დავების განხილვის სამსახური წარმოებაში იღებს დამსაქმებლის, დასაქმებულის,
მონაწილის, პენსიის მიმღების, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის მიერ წარმოდგენილ
მხოლოდ ამ კანონის 378 მუხლით გათვალისწინებულ საჩივარს. ამ თავით
გათვალისწინებული საჩივრის წარდგენის ვადებია:
ა) ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების შემთხვევაში,
მისი ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღე;
ბ) ამ კანონით 373 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების თაობაზე საპენსიო
ფონდის ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გასაჩივრების შემთხვევაში, ჩაბარებიდან
10 კალენდარული დღე.
2. საჩივარი დავების განხილვის სამსახურს შეიძლება წარედგინოს წერილობითი
(მატერიალური ან ელექტრონული) ფორმით. საჩივრის ელექტრონული ფორმით წარდგენა
არ გამორიცხავს დავების განხილვის სამსახურის უფლებამოსილებას განმცხადებლისაგან
მოითხოვოს მატერიალური დოკუმენტაციის წარდგენა. საჩივრის ფორმა, მისი წარდგენის
წესი და წარსადგენი სხვა დოკუმენტები/ინფორმაცია განისაზღვრება დავების განხილვის
სამსახურის დებულებით.
3.
ამ კანონის 374-ე მუხლით გათვალისწინებული საპენსიო ფონდის გადაწყვეტილების
გასაჩივრება არ აჩერებს მონაწილის მიუღებელი სარგებლის დარიცხვას.
4.
ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ საჩივრის
წარდგენა დასაშვებია, თუ:
ა) ვადის გაშვება გამოწვეული იყო დაუძლეველი ძალით (ფორს-მაჟორი) ან საჩივრის
წარმდგენი პირისგან დამოუკიდებელი ობიექტური მიზეზით (რაც უნდა დადასტურდეს
შესაბამისი მტკიცებულებით);
ბ) არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები, რომლებიც
მომჩივანმა არ იცოდა და არც შეეძლო სცოდნოდა საპენსიო ფონდის გადაწყვეტილების
მიღებამდე და რომელთა დროული წარდგენა გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი
გადაწყვეტილების მიღებას.
5.
დავების
განხილვის
სამსახურში
აქტის/გადაწყვეტილების აღსრულებას.
საჩივრის
წარდგენა
აჩერებს
სადავო
მუხლი 3711. საჩივრის წარმოებაში მიღება
1. დავების განხილვის სამსახური საჩივარს წარმოებაში მიიღებს, თუ საჩივარი და მასზე
დართული დოკუმენტაცია/ინფორმაცია აკმაყოფილებს კანონის ამ თავით და დავების
განხილვის სამსახურის დებულებით დადგენილ მოთხოვნებს.
2. დავების განხილვის სამსახური საჩივარზე დაადგენს ხარვეზს თუ:
ა) არ არის მითითებული საჩივრის წარმდგენი პირის სახელი/სახელწოდება, პირადი
ნომერი/საიდენტიფიკაციო მონაცემი;
ბ) არ არის მითითებული საჩივრის წარმდგენი პირის საკონტაქტო მონაცემები
(ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, პირის ფაქტობრივი მისამართი);
გ) საჩივრიდან შეუძლებელია მოთხოვნის არსისა და სამართლებრივი საფუძვლების
იდენტიფიცირება;
დ) საჩივარს არ ერთვის სადავო გადაწყვეტილება;
ე) საჩივარი არ არის ხელმოწერილი (ან დადასტურებული კვალიფიციური ელექტრონული
ხელმოწერით);
ვ) საჩივარი წარდგენილია წარმომადგენლის მიერ და არ ერთვის სათანადოდ გაფორმებული
მინდობილობა/წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხარვეზის აღმოჩენისას, დავების
განხილვის სამსახური საჩივრის წარმდგენს ელექტრონულად უგზავნის შეტყობინებას და
ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს არანაკლებ ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის
ვადას. საჩივრის წარმდგენი პირის
დასაბუთებული თხოვნით, ეს ვადა შეიძლება
გაგრძელდეს ერთჯერადად, არაუმეტეს 10 სამუშაო დღით.
4. თუ ხარვეზი არსებითად არ უშლის ხელს საქმის გარემოებების გამოკვლევას, დავების
განხილვის სამსახური უფლებამოსილია ხარვეზის მიუხედავად საჩივარი მიიღოს
წარმოებაში.
მუხლი 3712. საჩივრის განხილვაზე უარის თქმა ან წარმოების შეწყვეტა
1. დავების განხილვის სამსახური არ განიხილავს საჩივარს, თუ:
ა) საჩივარში დასმული საკითხი სცილდება დავების განხილვის სამსახურის კომპეტენციას;
ბ) საჩივარი განმეორებით წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;
გ) გასულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და არ არსებობს მისი აღდგენის
საფუძვლები;
დ) საჩივრის წარმდგენმა პირმა დავების განხილვის სამსახურის მიერ დადგენილ ვადაში არ
გამოასწორა დადგენილი ხარვეზი;
ე) არსებობს იმავე დავის საგანზე, იმავე მხარეებს შორის დავების განხილვის სამსახურის ან
სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება;
ვ) გამოვლინდა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა
შემთხვევა.
2. დავების განხილვის სამსახური შეწყვეტს საჩივრის განხილვას, თუ:
ა) საჩივრის წარმდგენმა პირმა წერილობით განაცხადა უარი საჩივარზე (საქმის განხილვაზე);
ბ) არ არსებობს დავის საგანი;
გ) საჩივრის წარმდგენი ფიზიკური პირი გარდაიცვალა ან იურიდიული პირი
ლიკვიდირებულ იქნა და სადავო სამართლებრივი ურთიერთობა არ უშვებს
უფლებამონაცვლეობას;
დ) არსებობს განწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) თაობაზე ამ თავით
გათვალისწინებული შეთანხმება;
ე) გამოვლინდა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა
შემთხვევა.
მუხლი 3713. საჩივრის განხილვის წესი
1. დავების განხილვის სამსახური საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი
წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში და მხოლოდ საჩივრით გათვალისწინებული
მოთხოვნის ფარგლებში. საჩივრის შინაარსისა და სპეციფიკის, აგრეთვე, დავის მსვლელობისა
და მოსაკვლევი საკითხის გათვალისწინებით, დავების განხილვის სამსახური
უფლებამოსილია მიიღოს შუალედური გადაწყვეტილება და ვადა გააგრძელოს, თუმცა
არაუმეტეს 3 თვისა. დავების განხილვის სამსახური აღნიშნულის შესახებ ატყობინებს მხარეს.
2. დავების განხილვის სამსახურის მიერ საჩივარი განიხილება ზეპირი მოსმენით. მხარეს
უფლება აქვს სხდომას დაესწროს დისტანციურად, ტექნიკურ საშუალების გამოყენებით
(ვიდეოკონფერენცია).
3. სათანადო შეტყობინების მიუხედავად, საჩივრის წარმდგენი პირის სხდომაზე
გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას.
4.
დავების განხილვის სამსახურის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი
ვადის დარღვევა წარმოადგენს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარს და იგი შეიძლება
გასაჩივრდეს სასამართლოში.
5. საჩივრის წარმდგენთან კომუნიკაციის წესი განისაზღვრება ამ კანონით და დავების
განხილვის სამსახურის დებულებით.
მუხლი 3714. დავების განხილვის სამსახურის გადაწყვეტილება
1. სამსახური იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) საჩივრის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ;
ბ) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
გ) საჩივრის მიღებაზე უარის, განუხილვევლად დატოვების, შეწყვეტის შესახებ.
2. დავების განხილვის სამსახური გადაწყვეტილებას იღებს მისი ხელმძღვანელის
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ბრძანების სახით.
3. დავების განხილვის სამსახურის შუალედური გადაწყვეტილება ცალკე არ საჩივრდება და
მისი გასაჩივრება შესაძლებელია საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად.
მუხლი 3715. გადაწყვეტილების ჩაბარება და გასაჩივრება
1. დავების განხილვის სამსახურის გადაწყვეტილება საჩივრის წარმდგენ პირს ეგზავნება
ელექტრონულად საპენსიო ფონდის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ხოლო ასეთი
სახით გადაწყვეტილების გაგზავნის შეუძლებლობის შემთხვევაში, ფოსტით. საჩივრის
წარმდგენი პირის წერილობითი მოთხოვნით, გადაწყვეტილება ელექტრონული სისტემის
მეშვეობით გაგზავნასთან ერთად, მას შეიძლება გადაეცეს მატერიალური ფორმითაც.
2. დავების განხილვის სამსახურის გადაწყვეტილება ჩაბარებულად ითვლება მისი გაცნობის
დღიდან. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების ელექტრონული სისტემის მეშვეობით
გაგზავნიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში
ზედიზედ ორჯერ გაგზავნის შედეგად ვერ მოხდება გადაწყვეტილების გაცნობა საჩივრის
წარმდგენი პირის მიერ, გადაწყვეტილება გამოქვეყნდება საჯაროდ, საპენსიო ფონდის
ოფიციალურ ვებგვერდზე და ის ჩაბარებულად ჩაითვლება მისი ვებგვერდზე განთავსებიდან
მე-10 კალენდარულ დღეს.
3. საჩივრის წარმდგენ პირს უფლება აქვს დავების განხილვის სამსახურის გადაწყვეტილება
გაასაჩივროს საერთო სასამართლოში გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 კალენდარული
დღის ვადაში.
4. დავის განხილვის სამსახურის ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება
სავალდებულოა.
მუხლი 2.
1. 2026 წლის 24 ივნისიდან ამ კანონის ამოქმედებამდე, საპენსიო ფონდში წარდგენილი
საჩივრები, რომელთა განხილვაც არ არის დამთავრებული, განსახილველად გადაეცეს
დავების განხილვის სამსახურს. დავების განხილვის სამსახური საჩივრებს განიხილავს ამ
კანონით დადგენილი წესითა და ვადებში.
2. 2026 წლის 24 ივნისიდან ამ კანონის ამოქმედებამდე, საპენსიო ფონდში წარდგენილ
საჩივრებთან მიმართებით განხორციელებული მოქმედებები ინარჩუნებს იურიდიულ
ძალას, თუმცა დავების განხილვის სამსახურს უფლება აქვს საჩივრის განხილვა გააგრძელოს
იმ სტადიიდან, რომელსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს.
3. 2026 წლის 24 ივნისიდან, ამ კანონის ამოქმედებამდე, საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსის
165¹¹
მუხლით
დაკისრებულ
ჯარიმებთან
დაკავშირებით
წარდგენილ
საჩივრებზე, საპენსიო ფონდის ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღსრულება შეჩერებულია საპენსიო ფონდში
შესაბამისი საჩივრების წარდგენის დღიდან, დავების განხილვის სამსახურის
გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
4. ამ კანონის მე-9 პუნქტის VI1 თავის 376-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს
საპენსიო ფონდის მიერ 2025 წლის 15 ივნისის შემდეგ ჯარიმის დაკისრების თაობაზე
მიღებულ გადაწყვეტილებებზე.
5. მიუღებელი სარგებელი დაეკისრება დამსაქმებელს, 2025 წლის 1 მაისის შემდგომ შესაბამის
საანგარიშო პერიოდში, დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების
ვალდებულების
დარღვევის
(ამ
ვალდებულების
სრულად
ან
ნაწილობრივ
შეუსრულებლობის ან/და საპენსიო შენატანის განხორციელებისთვის ამ კანონით
განსაზღვრული ვადის დარღვევით შესრულების) ფაქტის გამოვლენის დღისთვის მოქმედი
წესით.
6. საპენსიო ფონდმა უზრუნველყოს ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში
მოყვანა არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა.
7. 2027 წლის 1 ივნისამდე ,,დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3
მუხლის მე-6 პუნქტის „ა”, „ბ” და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპენსიო შენატანის
განხორციელების
ვალდებულების
შეუსრულებლობის
(ამ
ვალდებულების
შეუსრულებლობის ან/და საპენსიო შენატანის განხორციელებისთვის საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრული
ვადის
დარღვევით
შესრულების) ფაქტის
იდენტიფიცირების შემთხვევაში, დამსაქმებელს საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით
მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე დაეკისრება საპენსიო შენატანის განხორციელება
და მონაწილის მიუღებელი სარგებელი საპენსიო შენატანის იმ ოდენობაზე, რომელიც არ
განხორციელებულა ან შესაბამისი ვადის დარღვევით განხორციელდა, საპენსიო შენატანის
განხორციელების ვადის მომდევნო დღიდან, თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის
არსებული,
ეროვნული
ბანკის
მიერ
დადგენილი
მონეტარული
პოლიტიკის
განაკვეთისათვის დამატებული 5 პროცენტული პუნქტის ოდენობით. მიუღებელი
სარგებელი დაირიცხება საპენსიო შენატანის განხორციელების ვადის მომდევნო თარიღიდან
და გრძელდება დამსაქმებლის მიერ ამ საპენსიო შენატანის სრულად განხორციელებამდე.
დამსაქმებელს ამ პუნქტით გათვალისწინებული მონაწილის სარგებელი დაეკისრება
ჯარიმისგან დამოუკიდებლად, საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში და
დადგენილი წესით.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის, მე-8 პუნქტით
გათვალისწინებული ,,დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონისVI1 თავის და
VI2 თავის 379 მუხლისა, ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი, მე-8 პუნქტით გათვალისწინებული
,,დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის VI1 თავი, გარდა ამავე თავის 374
მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს 2026 წლის 15 ოქტომბრიდან.
3. ამ კანონის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ,,დაგროვებითი პენსიის შესახებ”
საქართველოს კანონის VI1 თავის 374 მუხლის პირველი პუნქტი და VI2 თავში 379 მუხლი
ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი