„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
09.09.2026
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: პაატა კვიჟინაძე, ირაკლი ხელაძე, ბეჟან წაქაძე, ილია ინჯია, გიორგი ბარვენაშვილი, ზურაბ რურუა, ლევან მაჭავარიანი
ნომერი
#364/3-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 93 ✗ 0
II მოსმენა
✓ 90 ✗ 0
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-09-14
ბიუროს ნომერი 157

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1) მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ეროვნული ბანკის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ, განუხორციელებელი/გადაუხდელი საპენსიო შენატანის განხორციელების/გადახდის შესახებ და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დარიცხული მიუღებელი სარგებლის გადახდის შესახებ;“ 2) 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. იმ გადაწყვეტილების აღსრულებისას, რომლითაც გათვალისწინებულია კრედიტორის მოთხოვნის ზრდა ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვის შედეგად, სააღსრულებო წარმოების დაწყების დღიდან შეწყდება კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა, გარდა საგადასახადო მოთხოვნის შემთხვევისა და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მიუღებელი სარგებლისა, რომელიც ერიცხება საპენსიო შენატანის იმ ოდენობას, რომელიც არ განხორციელებულა ან შესაბამისი ვადის დარღვევით განხორციელდა. კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე შესაბამისი სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა გაგრძელდება იმ დღიდან, როდესაც აღსრულების ეროვნული ბიურო ამ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად დაუბრუნებს კრედიტორს სააღსრულებო ფურცელს.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი