„ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
09.09.2026
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: პაატა კვიჟინაძე, ირაკლი ხელაძე, ბეჟან წაქაძე, ილია ინჯია, გიორგი ბარვენაშვილი, ზურაბ რურუა, ლევან მაჭავარიანი
ნომერი
#364/3-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 93 ✗ 0
II მოსმენა
✓ 90 ✗ 0
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-09-14
ბიუროს ნომერი 157

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ მუხლი 1 ამ კანონის მიზანია ამავე კანონში აღნიშნული ადმინისტრაციული სახდელის − ჯარიმის აღუსრულებელი ნაწილისგან ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით იმ პირის გათავისუფლება, რომლის მიმართაც უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 1 მაისიდან ამ კანონის ძალაში შესვლამდე არსებულ საანგარიშო პერიოდზე (გარდა 2025 წლის 1 მაისამდე ჩადენილი სამართალდარღვევისა) გამოცემული ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება არ აღსრულებულა. მუხლი 2 1. დამსაქმებელი გათავისუფლდეს საქართველოს ადმინისტრაციულ 11 სამართალდარღვევათა კოდექსის 165 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადებული ადმინისტრაციული სახდელის − ჯარიმის (მათ შორის განმეორებითი ჯარიმის) აღუსრულებელი ნაწილისგან, თუ 2025 წლის 1 მაისიდან ამ კანონის ძალაში შესვლამდე (გარდა 2025 წლის 1 მაისამდე ჩადენილი სამართალდარღვევისა) არსებულ საანგარიშო პერიოდზე მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება გამოსცა უფლებამოსილმა პირმა, ეს დადგენილება არ აღსრულებულა და დამსაქმებლის მიერ საკუთარი ან დასაქმებულის სახელით საპენსიო შენატანის განხორციელებისა და მასზე დარიცხული საურავის გადახდის ვალდებულება სრულად განხორციელებულია ან განახორციელა არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით შეფარდებული ჯარიმა, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღსრულებულია, დაბრუნებას არ ექვემდებარება. 3. ეს კანონი არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებაზე, რომელიც გამოსცა უფლებამოსილმა პირმა ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, ამ კანონის ამოქმედებამდე პერიოდისათვის შეუსრულებელ ვალდებულებაზე. მუხლი 3 1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანომ და თანამდებობის პირმა ამ კანონის მეორე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე პირის ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების საკითხი გადაწყვიტონ ამ კანონის შესაბამისად. 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ამ კანონის საფუძველზე: ა) შეწყვიტოს მის წარმოებაში არსებული, ამავე კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების აღსრულება. ბ) არ დაიწყოს ამავე კანონის რეგულირების სფეროსთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების აღსრულება. მიკუთვნებული 3. ამ კანონის ძალაში შესვლიდან ამ კანონის რეგულირების სფეროს მიკუთვნებული ადმინისტრაციული სახდელის − ჯარიმის შესახებ დადგენილების აღსრულება შეჩერებულია 2025 წლის 1 მაისიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 4. ამ კანონის ძალაში შესვლიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს საპენსიო ფონდმა შეაჩეროს მის წარმოებაში არსებული 2025 წლის 1 მაისიდან არსებულ საანგარიშო პერიოდზე წარმოშობილი საპენსიო შენატანის განხორციელების და მასზე დარიცხული საურავის გადახდის შესახებ გადაწყვეტილების/ბრძანების აღსრულება და აღნიშნული გადაწყვეტილება/ბრძანება აღსასრულებლად არ გადასცეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − აღსრულების ეროვნულ ბიუროს. 5. ამ კანონით განსაზღვრულ პირს, ადმინისტრაციული სახდელის − ჯარიმისგან გასათავისუფლებლად, არ მოეთხოვება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ორგანოებისა და თანამდებობის პირებისთვის მიმართვა. 6. ამ კანონში მითითებულ ტერმინებს აქვთ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მნიშვნელობა. მუხლი 4 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი