„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- - საქართველოს კანონის პროექტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (364/3-XIმპ, 09.09.2026) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 93 ✗ 0
II მოსმენა
✓ 90 ✗ 0
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-09-14
ბიუროს ნომერი 157
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს ცვლილება და
კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის VII36 თავი:
„თავი VII36. ადმინისტრაციული სამართალწარმოება კომერციული ბანკის,
დამსაქმებელის, მონაწილის, პენსიის მიმღების, გარდაცვლილი მონაწილის
მემკვიდრის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საპენსიო
ფონდისთვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდებასთან დაკავშირებით
მუხლი 21137. მოსამართლის ბრძანება კომერციული ბანკის, დამსაქმებელის (მისი
უფლებამონაცვლის), მონაწილის, პენსიის მიმღების, გარდაცვლილი მონაწილის
მემკვიდრის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საპენსიო
ფონდისთვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდების შესახებ
1. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით,
375 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას,
დამსაქმებლის
შემოწმებისას
ამ
შემოწმების
ფარგლებში,
საპენსიო
ფონდი
უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით კომერციული ბანკის,
დამსაქმებელის,
მონაწილის,
პენსიის
მიმღების,
გარდაცვლილი
მონაწილის
მემკვიდრის, ასევე სხვა ნებისმიერი პირის მიერ ინფორმაციის/დოკუმენტაციის
მიწოდების შესახებ. თუ საპენსიო ფონდმა ამ პირს საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი
წესით
ერთხელ
მაინც
მიმართა
ინფორმაციის/დოკუმენტაციის
წარდგენის შესახებ, მაგრამ მან აღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტაცია დადგენილ
ვადაში არ წარუდგინა.
2.
კომერციული
გარდაცვლილი
ბანკის,
დამსაქმებელის,
მონაწილის
მემკვიდრის
მონაწილის,
მიერ
პენსიის
საპენსიო
მიმღების,
ფონდისთვის
ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდების შესახებ ბრძანებას გამოსცემს თბილისის
საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
მუხლი 21138. საპენსიო ფონდის შუამდგომლობა
შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული. მასში უნდა მიეთითოს:
ა) იმ პირის დასახელება და საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლის შესახებ
ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიღებასაც ითხოვს საპენსიო ფონდი;
ბ)
ის
კომერციული
ბანკი,
დამსაქმებელი,
მონაწილის,
პენსიის
მიმღები,
გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრე რომლისგანაც საპენსიო ფონდმა უნდა მიიღოს
ინფორმაცია/დოკუმენტაცია;
გ) საპენსიო ფონდის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის აღწერა;
დ) საპენსიო ფონდის მიერ ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიღების ფორმა და ვადა.
მუხლი 21139. კომერციული ბანკის, დამსაქმებელის, მონაწილის, პენსიის მიმღების,
გარდაცვლილი
მონაწილის
ინფორმაციის/დოკუმენტაციის
მემკვიდრის
მიერ
მიწოდების
თაობაზე
საპენსიო
ფონდისთვის
მოსამართლის
ბრძანების
გამოცემის წესი
1. მოსამართლე ბრძანებას საპენსიო ფონდის შუამდგომლობის საფუძველზე
გამოსცემს ამ შუამდგომლობის წარდგენიდან 14 დღის ვადაში.
2. მოსამართლე საპენსიო ფონდის შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად,
ზეპირი მოსმენის გარეშე.
3. საპენსიო ფონდის
მოსამართლე
შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ
გამოსცემს
დასაბუთებულ
ბრძანებას
ამ
შუამდგომლობის
დაკმაყოფილების ან არდაკმაყოფილების შესახებ.
4. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში ბრძანებაში აღინიშნება:
ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;
ბ) ბრძანების გამომცემი მოსამართლის გვარი;
გ) შუამდგომლობის ავტორი;
დ)
ის
კომერციული
გარდაცვლილი
ბანკი,
მონაწილის
დამსაქმებელი,
მემკვიდრე
მონაწილის,
რომელმაც
პენსიის
მიმღები,
საპენსიო
ფონდს
ინფორმაცია/დოკუმენტაცია უნდა მიაწოდოს;
ე) ინფორმაციის მიწოდების ფორმა და ვადა;
ვ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ.
5. შუამდგომლობის არდაკმაყოფილების შემთხვევაში ბრძანებაში აღინიშნება:
ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;
ბ) ბრძანების გამომცემი მოსამართლის გვარი;
გ) შუამდგომლობის ავტორი;
დ) განკარგულება შუამდგომლობის არდაკმაყოფილების შესახებ.
6. მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად. მისი ერთი ეგზემპლარი ეგზავნება
საპენსიო ფონდს, მეორე – პირს, მეორე – კომერციული ბანკს, დამსაქმებელს,
მონაწილეს, პენსიის მიმღებს, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრეს, ხოლო მესამე
რჩება სასამართლოში.
7. მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის ბრძანების გასაჩივრების ვადის ამოწურვის
მომენტიდან.
8. მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანება ბრძანების
გამომცემ სასამართლოში, მხარისათვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან 48
საათში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის
სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს
9. საჩივარი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განიხილება შეტანიდან 10 დღის
ვადაში.
10. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 15 ოქტომბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი