„მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
01.02.2011
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/278/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე"

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 71 ✗ 0
II მოსმენა
✓ 90 ✗ 0
III მოსმენა
✓ 70 ✗ 0
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-02-01
ბიუროს ნომერი 162

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N 36, 2000 წელი, მუხ.104) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. პირველი მუხლის: ა) „ა“და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სააგენტო - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო; ბ)საზღვაო დიპლომი (შემდგომში დიპლომი) კომპეტენტურობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაცემულია ან აღიარებულია სააგენტოს მიერ და უფლებას აძლევს მის მფლობელს დაიკავოს ამ დოკუმენტით გათვალისწინებული თანამდებობა;“ ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) თეორიული მომზადების აღიარებული კურსი - შესაბამის საზღვაო სასწავლებელში, რომლის სასწავლო პროგრამა შეესაბამება როგორც საერთაშორისო სტანდარეტებს, ისე საქართველოს კანონმდებლობას და დამტკიცებულია სააგენტოს მიერ, სპეციალური საზღვაო განათლების შედეგად მიღებული თეორიული მომზადების დონე;“ 2. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ნაოსნობაში მუშაობის მსურველს მიებული საზღვაო განათლებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად გემზე პასუხისმგებლობის ყველა დონის თანამდებობის დაკავებისა და თანამდებობრივი გადაადგილება-მონაცვლეობის უფლებას აძლევს სააგენტოს მიერ გაცემული დიპლომი და მოწმობა, რომელთა გაცემისა და მიღების წესი და პირობები რეგულირდება ამ კანონით.“ 3. მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.სააგენტო 2 წელიწადში ერთხელ ამოწმებს, რამდენად შეესაბამება საზღვაო სასწავლებლის და ცენტრის სპეციალური საზღვაო სასწავლო პროგრამები საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს.“ ბ) მე-3 - მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საზღვაო სასწავლებელი და ცენტრი უნდა იყოს აღიარებული სააგენტოს მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად.“ 4. სააგენტო ცნობს სხვა სახელმწიფოს საზღვაო ადმინისტრაციის მიერ გაცემულ დიპლომს, თუ ამ სახელმწიფოში მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომების სისტემა არ არსებობს აღიარებულია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ სახელმწიფოთაშორისო შეთანხმება.“ 5.სააგენტო ვალდებულია მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების თაობაზე აცნობოს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას და იმ სახელმწიფოთა ეროვნულ ადმინისტრაციებს, რომლებთანაც საქართველოს დადებული აქვს შეთანხმება.“. 4. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტო ამოწმებს გემზე საქართველოს საზღვაო სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტებისა და საერთაშორისო საზღვაო კონვენციის არსებობას“. 5. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააგენტო საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს ანიჭებს გემის სამეთაურო შემადგენლობის პირის წოდებას, თუ: ა) იგი არის არანაკლებ 18 წლისა; ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობით აკმაყოფილებს სააგენტოს მოთხოვნებს საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად;“ გ) მართვის დონის შესაბამისი თანამდებობის დაკავებისას აქვს სათანადო უმაღლესი საზღვაო განათლება; დ) ექსპლუატაციის დონის შესაბამისი თანამდებობის დაკავებისას აქვს სათანადო საშუალო საზღვაო განათლება; ე) აქვს შესაბამისი დიპლომი; ვ) აქვს შესაბამისი მოწმობა; ზ) აქვს გემზე მუშაობის შესაბამისი სტაჟი; თ) თანამდებობრივი მოვალეობის მოთხოვნათა ფარგლებში ფლობს ინგლისურ ენას.“ 6. მე-8 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ა)„1.მეზღვაურის სიკვდილის, ავადმყოფობის ან/და დაშავების შემთხვევაში, აგრეთვე სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებების წარმოქმნისას სააგენტოს უფლება აქვს გასცეს სათანადო დიპლომის არმქონე მეზღვაურის განსაზღვრული ვადით თანამდებობაზე დანიშვნის ნებართვა, თუ მისი კვალიფიკაცია აკმაყოფილებს სააგენტოს უფლებებს.“ ბ)„3.საშეღავათო ნებართვებს გემის კაპიტნისა და უფროსი მექანიკოსის თანამდებების დასაკავებლად სააგენტო გასცემს მხოლოდ მეზღვაურის სიკვდილის, ავადმყოფობის ან/და დაშავების შემთხვევაში, აგრეთვე სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებების წარმოქმნისას, არა უმეტეს ერთი თვის ვადით.“ გ)„4. საშეღავათო ნებართვების რადიოსპეციალისტისა და რადიოტელეფონისტის თანამდებობეის დასაკავებლად სააგენტო გასცემს მხოლოდ რადიოკავშირის რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“ 6. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააგენტო აწარმოებს დიპლომებისა და მოწმობის მქონე მეზღაურთა რეგისტრაციას“. 7. მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სააგენტო ადგენს რიგითი შემადგენლობისადმი წაყენებულ მოთხოვნებს.“ 8. მე-16 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) აღნიშნული ტიპის გემზე მუშაობისათვის საჭირო პროფესიული ცოდნით აკმაყოფილებს სააგენტოს მოთხოვნებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.“ 9. მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) რადიოკავშირის სფეროში პროფესიული გამოცდილებით აკმაყოფილებდეს სააგენტოს მოთხოვნებს, რაც დასტურდება სათანადო მოწმობით.“ 10. მე-18 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიდბეს შემდეგი რედაქციით: „გ) ავადმყოფობის მოვლის აღიარებული კურსის ცოდნითა და გამოცდილებით აკმაყოფილებდეს სააგენტოს მოთხოვნებს, რაც დასტურდება სათანადო მოწმობით.“ ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიდბეს შემდეგი რედაქციით: „2. კაპიტნის უფროს თანაშემწეს, რომელიც მუშაობს 500-ზე ნაკლები საერთო ტევადობის გემზე და ასრულებს საერთაშორისო რეისებს, უნდა ჰქონდეს სააგენტოს მიერ აღიარებული 500-დან 3000-მდე საერთო ტევადობის გემის კაპიტნის უფროს თანაშემწედ მუშაობის შესაბამისი დიპლომი.“. 11.მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ავადმყოფის მოვლის აღიარებული კურსის ცოდნითა და გამოცდილებით აკმაყოფილებდეს სააგენტოს მოთხოვნებს, რაც დასტურდება სათანადო მოწმობით.“ 12. მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) პირველადი ელემენტარული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის აღიარებული კურსის ცოდნით და გამოცდილებით აკმაყოფილებდეს სააგენტოს მოთხოვნებს, რაც დასტურდება სათანადო მოწმობით.“ 13. 21-ე მუხლის: ა) პირველი პუქტის „ბ“ ქვეპუნქტი პუნქტი ჩამოყალიდბეს შემდეგი რედაქციით: „ბ) აღნიშნული ტიპის გემზე მუშაობისათვის საჭირო პროფესიული ცოდნით აკმაყოფილებდეს სააგენტოს მოთხოვნებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;“ ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიდბეს შემდეგი რედაქციით: „2.კაპიტანს, რომელიც მუშაობის სანაპირო ნაოსნობის გარეთ მცურავ 500-ზე ნაკლები საერთო ტევადობის გემზე და ასრულებს საერთაშორისო რეისებს, უნდა ჰქონდეს სააგენტოს მიერ 500-დან 3000-მდე საერთო ტევადობის გემზე კაპიტნის მუშაობის შესაბამისი დიპლომი.“ 14. 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ავადმყოფის მოვლის აღიარებული კურსის ცოდნითა და გამოცდილებით აკმაყოფილებდეს სააგენტოს მოთხოვნებს, რაც დასტურდება სათანადო მოწმობით.“ 15. 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ავადმყოფის მოვლის აღიარებული კურსის ცოდნითა და გამოცდილებით აკმაყოფილებდეს სააგენტოს მოთხოვნებს, რაც დასტურდება სათანადო მოწმობით.“ 16. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სავახტო მექანიკოსს 750 კვტ-ზე ნაკლები სიმზლავრის მთავარი ძალოვანი დანადგარის მქონე გემზე შეუძლია დაიკავოს თანამდებობა მეორე მექანიკოსის თანამდებობაზე, ხოლო იმავე გემზე მეორე მექანიკოსის თანამდებობის დასაკავებლად ჰქონდეს სააგენტოს მიერ აღიარებული 750 კვტ და მეტი სიმძლავრის მთავარი ძალოვანი დანადგარის მქონე გემის სავახტო მექანიკოსის დიპლომი.“ 17. 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) თეორიული ცოდნით, გემის მექანიზმების ექსპლუატაციისა და მომსახურების გამოცდილებით აკმაყოფილებდეს სააგენტოს მოთხოვნებს, რაც დასტურდება სათანადო მოწმობით;“ 18.29-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) თეორიული ცოდნით და გემის მექანიზმების ექსპლუატაციისა და მომსახურების გამოცდილებით აკმაყოფილებდეს სააგენტოს მოთხოვნებს, რაც დასტურდება სათანადო მოწმობით;“ 19. 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. რადიოკავშირზე პასუხისმგებელ ოპერატორს ან გემზე რადიოკავშირის განმახორციელებელ პირს, რომელსაც მოეთხოვება GMDSS-ში მონაწილეობა, უნდა ჰქონდეს სათანადო დიპლომი ან სააგენტოს მიერ რადიოკავშირის რეგლამენტის შესაბამისად გაცემული დიპლომი. 2. ოპერატორი უნდა იყოს არანაკლებ 18 წლისა და ჯანმრთელობით, განსაკუთრებით მხედველობის, სმენისა და მეტყველების მდგომარეობით, უნდა აკმაყოფილებდეს სააგენტოს მოთხოვნებს. 20. 33-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ჰქონდეს სააგენტოს მიერ რადიოკავშირის რეგლამენტის შესაბამისად გაცემული დიპლომი;“ 21. 34-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გემის რადიოელექტრონული მოწყობილობის პირველი კლასის ოპერატორი, რომელიც პასუხისმგებელია რადიოკავშირზე, მის შეკეთებასა და მომსახურებაზე, ვალდებულია ჰქონდეს სააგენტოს მიერ რადიოკავშირის რეგლამენტის და საერთაშორისო სტანდარტების მოღხოვნების შესაბამისად გაცემული დიპლომი.“ 22. 35-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ჰქონდეს სააგენტოს მიერ რადიოკავშირის რეგლამენტის და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად გაცემული დიპლომი;“ 23. 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 37. მოწმობები 1. სააგენტოს მიერ აღიარებულია შემდეგი მოწმობები: ა) სავალი ნავიგაციის ვახტზე მდგომი რიგითი შემადგენლობის პირის (I კლასის მატროსი) მოწმობა; ბ) სავალ სამანქანო ვახტზე მდგომი რიგითი შემადგენლობის პირის (I კლასის მოტორისტი) მოწმობა; გ) მტუმბავი მემანქანის (დონკერმანის) მოწმობა; დ) ავტომატიზებული რადიოლოკაციური სისტემისა და რადიო-ლოკაციური წვრთნის სპეციალისტის მოწმობა; ე) გემზე ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალისტის მოწმობა; ვ) გემზე სამაშველო კანჯოებისა და ტივების სპეციალისტის მოწმობა; ზ) ავადმყოფის მოვლის კომპეტენტურობის მოწმობა; თ) პირველი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის კომპეტენტურობის მოწმობა; ი) პირველადი ელემენტარული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის კომპეტენტურობის მოწმობა; კ) საშიში ტვირთების გადამზიდზე მუშაობის მოწმობა; ლ) ნავთობმზიდზე მუშაობის მოწმობა; მ) ქიმიურ ნივთიერებათმზიდზე მუშაობის მოწმობა; ნ) ადრეული ნავთობით ტანკების რეცხვის სისტემასთან მუშაობის მოწმობა; ო) ინერტული აირის სისტემასთან მუშაობის მოწმობა. 2. მოწმობების გაცემის წესს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს სააგენტო. 3. დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი მოწმობების გაერთიანება საზღვაო სააგენტოს მიერ მიღებული ფორმით.“. 24. 39-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დიპლომის მისაღებად კანდიდატის ცოდნა მოწმდება გამოცდების ჩაბარებით და სააგენტოს მიერ აღიარებულინ შემოწმების გავლით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.“ 2. კანდიდატის ცოდნას ამოწმებს სააგენტოს მუდმივმოქმედი სახელმწიფო საზღვაო საკვალიფიკაციო კომისია, რომელსაც ნიშნავს სააგენტო.“ 25. მე-40 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კანდიდატის ცოდნის შემოწმების შედეგებზე დგება ოქმი, რომლის ფორმას ამტკიცებს სააგენტო და რომელიც წარმოადგენს საფუძველს შესაბამისი დიპლომის მისაღებად და თანამდებობის დასაკავებლად.“ ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თუ კანდიდატის ცოდნა განმეორებითი შემოწმებისას კვლავ არადამაკმაყოფილებელი იქნება, კომისია სააგენტოს წარუდგენს დასკვნას, რის საფუძველზედაც სააგენტო 1 წლის ვადით აჩერებს დიპლომის მოქმედებას.“ 26. 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დიპლომებისა და მოწმობების მისაღებად საჭირო საბუთების ნუსხას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადგენს სააგენტო.“ 27. 43-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დიპლომის ან მოწმობის მოქმედების ვადის დროებით შეჩერებას „საზღვაო დისციპლინარული წესდების“ შესაბამისად ადგენს: ა) სააგენტო; ბ) გემის კაპიტანი; გ) ნავსადგურის კაპიტანი სააგენტოსტან შეთანხმებით.“ ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სააგენტო ყველა სახის დისციპლინარული გადაცდომის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს საზღვაო კოდექსით, დებულებით „საზღვაო ინციდენტების მოკვლევის შესახებ“, „საზღვაო დისციპლინარული წესდებითა“ და ამ კანონით.“. 28. 46-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ სააგენტო სპეციალიზებულ საზღვაო სამედიცინო ცენტრთან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციათა გათვალისწინებით ქმნის სამედიცინო კომისიას.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის პირველი მარტიდან საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
ganmartebiTi baraTi `mezRvaurTa momzadebisa da diplomirebis Sesaxeb~ saqarTvelos kanonSi cvlilebis Setanis Taobaze~ saqarTvelos kanonis proeqtze a) zogadi informacia kanonproeqtis Sesaxeb. a.a) kanonproeqtis miRebis mizezi; kanonproeqtis miRebis mizezia `transportis marTvisa da regulirebis Sesaxeb~ saqarTvelos kanonSi cvlilebebisa da damatebebis Setanis Taobaze~ momzadebuli kanonproeqti. romelic iTvaliswinebs saqarTvelos ekonomikisa da mdgradi ganviTarebis saministros saxelmwifo saqveuwyebo dawesebulebis erTiani satransporto administraciis Zireuli reorganizacias, romlis bazaze iqmnebian damoukidebeli sajaro samarTlis iuridiuli pirebi– samoqalaqo aviaciis, saavtomobilo transportisa da sazRvao transportis saagentoebi. a.b) kanonproeqtis mizani; kanonproeqtis mizani mdgomareobs imaSi, rom `mezRvaurTa momzadebisa da diplomirebis Sesaxeb~ saqarTvelos kanoni moyvanili iqnes SesabamisobaSi `transportis marTvisa da regulirebis Sesaxeb~ saqarTvelos kanonSi cvlilebebisa da damatebebis Setanis Taobaze~ momzadebuli kanonproeqtTan. a.g) kanonproeqtis ZiriTadi arsi; warmodgenili kanonproeqtis ZiriTadi arsi mdgomareobs imaSi, rom teqnikuri regulirebis ganmaxorcielebeli organod erTiani satransporto administraciis nacvlad ganisazRvreba ssip sazRvao transportis saagento. b) kanonproeqtis finansuri dasabuTeba. b.a) kanonproeqtis miRebasTan dakavSirebiT aucilebeli xarjebis dafinansebis wyaro; aRniSnuli proeqtis miReba ar gamoiwvevs biujetidan damatebiTi xarjebis gamoyofas. b.b) kanonproeqtis gavlena biujetis saSemosavlo nawilze; kanonproeqti ar moaxdens gavlenas biujetis saSemosavlo nawilze. b.g) kanonproeqtis gavlena biujetis xarjviT nawilze; kanonproeqti ar axdens zegavlenas biujetis xarjviT nawilze. b.d) saxelmwifos axali finansuri valdebulebebi; saxelmwifo ar iRebs axal finansur valdebulebebs. b.e) kanonproeqtis mosalodneli finansuri Sedegebi im pirTaTvis, romelTa mimarTac vrceldeba kanonproeqtis moqmedeba; kanonproeqti ar axdens finansur zegavlenas im pirebze, romlebzedac igi vrceldeba. b.v) kanonproeqtiT dadgenili gadasaxadis, mosakreblis an sxva saxis gadasaxdelis odenobis gansazRvris wesi (principi); kanonproeqti ar adgens gadasaxadebs, mosakreblebs an sxva saxis gadasaxdelebs. g) kanonproeqtis mimarTeba saerTaSoriso samarTlebriv standartebTan; g.a) kanonproeqtis mimarTeba evrokavSiris direqtivebTan; kanonproeqti ar ewinaaRmdegeba evrokavSiris direqtivebs. g.b) kanonproeqtis mimarTeba saerTaSoriso organizaciebSi saqarTvelos wevrobasTan dakavSirebul valdebulebebTan; kanonproeqti ar ewinaaRmdegeba saerTaSoriso organizaciebSi saqarTvelos wevrobasTan dakavSirebul valdebulebebs. g.g) kanonproeqtis mimarTeba saqarTvelos ormxriv da mravalmxriv xelSekrulebebTan; kanonproeqti ar ewinaaRmdegeba saqarTvelos ormxriv da mravalmxriv xelSekrulebebs. d) kanonproeqtis momzadebis procesSi miRebuli konsultaciebi. d.a) kanonproeqtis SemuSavebaSi monawile saxelmwifo, arasaxelmwifo an/da saerTaSoriso organizacia(dawesebuleba), eqsperti, aseTis arsebobis SemTxvevaSi; kanonproeqtis SemuSavebaSi monawile saxelmwifo organoebi: saqarTvelos ekonomikisa da mdgradi ganviTarebis saministro; erTiani satransporto administracia. d.b) kanonproeqtis SemuSavebaSi monawile organizaciis (dawesebulebis) an/da eqspertis Sefaseba kanonproeqtis mimarT, aseTis arsebobis SemTxvevaSi; aseTi Sefaseba kanonproeqts ar gaaCnia d.g) kanonproeqtis avtori; saqarTvelos ekonomikisa da mdgradi ganviTarebis saministros saxelmwifo saqveuwyebo dawesebuleba _ erTiani satransporto administracia. d.d) kanonproeqtis iniciatori. kanonproeqtis iniciatoria saqarTvelos mTavroba