„საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე"
- „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტი
- „საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ” (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 66 ✗ 0
II მოსმენა
✓ 71 ✗ 0
III მოსმენა
✓ 68 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-02-01
ბიუროს ნომერი 162
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილებების
შეტანის შესახებ”
მუხლი 1. საქართველოს საზღვაო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, N25-26, 14
ივნისი, 1997, გვ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-8 მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) ახორციელებს საზღვაო
დარგის ტექნიკურ რეგულირებას კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 9
სააგენტო:
ა) საქართველოს სახელით ახორციელებს დროშის სახელმწიფო და საზღვაო
ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და
გამოსცემს ნორმატიულ-სამართლებრივ აქტებს;
ბ) ქმნის მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების ერთიან სისტემას;
გ) ხელმძღვანელობს სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრს და ახორციელებს ზღვაზე
ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისა და ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციის ორგანიზების
სახელმწიფო ზედამხედველობას.
დ) ახორციელებს ამ კოდექსითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა
უფლება-მოვალეობებს.~
2. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11
1. საზღვაო გზებისა და სანავიგაციო საშუალებების განლაგებისა და მოქმედების
ზონაში წყლის სივრცისა და მიწის ნაკვეთის გამოყოფა, აგრეთვე მშენებლობა ხორციელდება
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს თავდაცვის
სამინისტროსა და სააგენტოსთან, ხოლო ამ კოდექსის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილით
გათვალისწინებულ შემთხვევაში – ნავსადგურის კაპიტანთან შეთანხმებით.
2. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც დაარღვევენ ამ მუხლით
გათვალისწინებულ წესებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სააგენტოს
მოთხოვნით ვალდებული არიან მითითებულ ვადაში საკუთარი ხარჯებით აიღონ,
გადაიტანონ ან გადააკეთონ შენობა-ნაგებობანი, რომლებიც ხელს უშლის ნაოსნობას ან/და
სანავიგაციო საშუალებათა მოქმედებას.“.
3. 30-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარება გემი,
რომლის ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტოს მიერ საერთაშორისო
სტანდარტების შესაბამისად აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოება.
2. სააგენტო აწარმოებს საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრს, ადგენს გემის
რეგისტრაციის პირობებს, აგრეთვე სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და საზღვაო
იპოთეკის აღრიცხვის წესებს. “
4. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 35
შიგა ნაოსნობის გემების ზღვაში გასვლის მოთხოვნებსა და ნაოსნობის საზღვრებს
აწესებს საკლასიფიკაციო საზოგადოება სააგენტოსთან შეთანხმებით.“.
5. მე-40 მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს სახელმწიფო დროშით ნაოსნობის უფლების მოწმობას, გემის
ბილეთს, გემის საკუთრების მოწმობას და რადიოსადგურის სერტიფიკატს გასცემს სააგენტო
თავის მიერ სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით დადგენილი წესით. “;
ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საკლასიფიკაციო საზოგადოების ნებართვით და სააგენტოსთან შეთანხმებით,
ზოგიერთი კატეგორიის გემს შეიძლება არ ჰქონდეს განზომილებათა მოწმობა ან მოწმობა
სატვირთო მარკის შესახებ.“.
6. 47-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. წოდებების მინიჭება ხდება სააგენტოში გამოცდების ჩაბარების შემდეგ, რაც
დასტურდება სათანადო დიპლომითა და საკვალიფიკაციო მოწმობით.“;
ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს სახელმწიფო ალმით მცურავი სამგზავრო გემის კაპიტნის
თანამდებობის დაკავება შეუძლია კაპიტნის წოდების მქონე პირს სპეციალური გამოცდების
ჩაბარებისა და სააგენტოს სპეციალური კოლეგიის მიერ დამტკიცების შემდეგ.“.
7. 62-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სააგენტო ზღვაოსნობის უსაფრთხოების, გარემოს დაბინძურების თავიდან
აცილებისა და შრომის დაცვის მიზნით განსაზღვრავს ეკიპაჟის მინიმალურ დასაშვებ
შემადგენლობას, რომლითაც შეიძლება გემის ზღვაში გასვლა.“.
8. 68-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეკიპაჟის წევრთა რეპატრიაცია გემთმლობელის ხარჯზე ხდება შემდეგ
შემთხვევებში:
ა) ადმინისტრაციის ინიციატივით გათავისუფლებისას;
ბ) ავადმყოფობის ან ტრავმის შემთხვევაში;
გ) გემის დაღუპვისას;
დ)
როდესაც
გემთფლობელს
არ
შეუძლია
შეასრულოს
კონტრაქტით
გათვალისწინებული ვალდებულებანი;
ე) შვებულებაში გასვლისას;
ვ) კონტრაქტის ვადის გასვლისას.“.
9. 69-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 69
საერთაშორისო კონვენციებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,
გემის ეკიპაჟი ვალდებულია პირნათლად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა; ნაოსნობის
უსაფრთხოების, ზღვის გარემოს დაცვის, ტვირთის უდანაკარგოდ გადატანის, გემის
გამართული ტექნიკური მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით შეასრულოს კაპიტნის
განკარგულებები და მოთხოვნები, იხელმძღვანელოს სააგენტოს სამართლებრივი აქტებითა
და კომპანიის წესებით.“.
10. 70-ე მუხლის:
ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს ყველა საზღვაო ნავსადგური უნდა აღიჭურვოს საერთაშორისო
სტანდარტების შესაბამისი გემების მოძრაობის მართვის რადიოლოკაციური სისტემებით,
რომელთა ოპერატორები უნდა აკმაყოფილებდნენ სააგენტოს მიერ დადგენილ
საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.“
ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საქართველოს იმ საზღვაო ნავსადგურების ნუსხას, რომლებიც ღიაა უცხო
ქვეყნების გემებისათვის, განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი და იგი ქვეყნდება
„ზღვაოსანთა უწყებებში“. აღნიშნული ნუსხის გამოქვეყნებას უზრუნველყოფს სააგენტო .“
11. 71-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საზღვაო ნავსადგური უსასყიდლოდ უზრუნველყოფს სახელმწიფო საბაჟო,
სასაზღვრო-მიგრაციულ, სანიტარიულ, აგრეთვე სააგენტოს შესაბამის სამსახურებს
სათანადო ფართობით და უქმნის მათ ნორმალური მუშაობის პირობებს.“.
12. 76-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 76
1. საზღვაო ნავსადგური ნაოსნობის უსაფრთხოებისა და ნავსადგურში მომსახურების
დადგენილ ნორმებთან და წესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით
პასუხისმგებელია:
ა) ნავმისადგომებთან და რეიდზე გემების უსაფრთხო დგომაზე;
ბ) ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა გამართულობაზე;
გ)
ნავსადგურის
მფლობელობაში
არსებულ
კავშირგაბმულობისა
და
ელექტრორადიოსანავიგაციო საშუალებათა გამართულობაზე;
დ) ნავსადგურის საკუთრებაში არსებული სანავიგაციო ნიშნების გამართულობაზე;
ე) საპროექტო სიღრმეების შენარჩუნებაზე;
ვ) ნავსადგურის წესების დაცვაზე;
ზ) ნავსადგურის აკვატორიისა და ტერიტორიის ფარგლებში სისუფთავისა და
გარემოს დაცვის მოთხოვნათა შესრულებაზე;
თ) გემიდან ნავთობშემცველი მასების მიღებაზე;
ი) გემიდან ფეკალური მასების, ნაგვის, ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის
მავნე სხვა ნივთიერებების მიღებასა და უტილიზაციაზე;
კ) კატასტროფის შედეგად უბედურებაში ჩავარდნილი ადამიანებისათვის შესაბამისი
პირველადი დახმარების აღმოჩენაზე;
ლ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოსა და სახელმწიფო სამაშველოსაკოორდინაციო ცენტრის მითითებების შესრულებაზე ზღვაზე საძიებო-სამაშველო
ოპერაციების და ნავთობისა და მავნე ნივთიერებების ავარიული დაღვრის ლიკვიდაციის
დროს.
2. საზღვაო ნავსადგური ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ
საქმიანობას ახორციელებს ამ კოდექსის, საქართველოს კანონმდებლობისა და სააგენტოს
მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტების შესაბამისად.“.
13. 77-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საზღვაო ნავსადგური ფუნქციონირებს ნავსადგურის წესების შესაბამისად,
რომლებსაც ამტკიცებს სააგენტო. საზღვაო ნავსადგური თავისი კომპეტენციის ფარგლებში
მონაწილეობს ნავსადგურის წესების შემუშავებაში.“.
14. 78-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საზღვაო ნავსადგურში გემების სააგენტო, სტივიდორული, სურვეირული და
სატრანსპორტო-საექსპედიციო
მომსახურებები
ხორციელდება
საერთაშორისო
სტანდარტებისა
და
საქართველოს
კანონმდებლობის
შესაბამისად.
აღნიშნული
მომსახურებების გამწევი კომპანიების შესახებ სარეგისტრაციო და საკონტაქტო ინფორმაცია
მიეწოდება სააგენტოს.“.
15. მე-80 მუხლის:
ა) მე–2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`ბ)
უზრუნველყოს
სააგენტოს
მიერ
დამტკიცებული
ნავსადგურის
პასუხისმგებლობის ზონაში ჩაძირული ქონების ამოღების სამუშაოების ჩატარების გეგმის
შესაბამისად სათანადო ღონისძიებების განხორციელება;
გ) უზრუნველყოს ნავსადგურის პასუხისმგებლობის ზონაში საფრთხეში მყოფი
ადამიანებისა და გემის გადასარჩენად საძიებო-სამაშველო ოპერაციების, აგრეთვე ნავთობისა
და მავნე ნივთიერებების ავარიული დაღვრის სალიკვიდაციო სამუშაოების ჩასატარებლად
სააგენტოს მიერ დამტკიცებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით ნავსადგურში
ყველა რესურსის მობილიზება; “.
ბ) მე–3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`3. საზღვაო ნავსადგური ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ფუნქციების
განხორციელებისას
ვალდებულია
დაიცვას
საქართველოს
საერთაშორისო
ხელშეკრულებების, ამ კოდექსის, საქართველოს კანონმდებლობის, დადგენილი ტექნიკური
რეგლამენტების, ნავსადგურის წესებისა და სათანადო შემთხვევებისათვის სააგენტოს
წერილობითი მოთხოვნები.“
16. 83-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საზღვაო ნავსადგურში მდგომი ყოველი გემის (გარდა სხვა სახელმწიფოს
საკუთრებაში არსებული გემისა, რომელიც გამოიყენება არაკომერციული მიზნებისათვის)
კაპიტანი და ნავსადგურის ტერიტორიაზე მყოფი პირები ვალდებული არიან სააგენტოს
დავალების შესაბამისად საზღვაო ნავსადგურს მოთხოვნისთანავე გადასცენ მათი კუთვნილი
მცურავი ობიექტები ან სხვა ტექნიკური საშუალებანი საფრთხეში ჩავარდნილი ადამიანების
ან გემის გადასარჩენად, აგრეთვე ზღვის დაბინძურების სალიკვიდაციოდ. “
ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სააგენტოს და საზღვაო ნავსადგურის მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში
ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ნავსადგურში წესრიგის დასაცავად
დადგენილი მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ნავსადგურში მყოფი ყველა
ფიზიკური და იურიდიული პირისა და გემის კაპიტნისათვის.“
17. 86 -ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 86
1. საზღვაო ნავსადგურში გემის შესვლის, გასვლის, დგომის, სატვირთო ოპერაციის,
მათ შორის, სახიფათო ტვირთის შენახვისა და სატვირთო ოპერაციის განხორციელების,
გემის საწვავით გამართვის, სალოცმანო გაცილების წესები და პირობები და სხვა საკითხები
განისაზღვრება „ნავსადგურის წესებით“, რომელსაც ამტკიცებს სააგენტო.
2. სააგენტოს სამხედრო ნავსადგურის, გემთმშენებელი და სხვა საწარმოების,
რომელთა აკვატორია ემიჯნება საზღვაო ნავსადგურის აკვატორიას, უფლებამოსილ
რწმუნებულთან ერთად ადგენს ნავსადგურებში და მათ მისასვლელებთან მოძრაობის
წესებს.“
18. 861 მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში ნაოსნობის უსაფრთხოებაზე სახელმწიფო
ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს საგენტო თავისი სტრუქტურული
ერთეულის – ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის სამსახურის მეშვეობით, რომელსაც
ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსის მიერ დანიშნული ნავსადგურის კაპიტანი.
ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ნაოსნობის უსაფრთხოების სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის
უზრუნველსაყოფად სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) ნაოსნობის უსაფრთხოებაზე სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი;
ბ) საზღვაო ნავსადგურში გემის (მათ შორის, თევზსაჭერი გემის) შესვლის/გასვლის
გაფორმება (განურჩევლად დროშის სახელმწიფოსი და კუთვნილების ფორმისა) სააგენტოს
მიერ დამტკიცებული ნავსადგურის წესების შესაბამისად;
გ) გემების მიერ (განურჩევლად დროშის სახელმწიფოსი და კუთვნილების ფორმისა)
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლი;
დ) თანხმობის მიცემა ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღების სამუშაოთა წარმოებაზე;
ე) საფრთხეში მყოფი ადამიანებისა და გემის გადასარჩენად საძიებო-სამაშველო
ოპერაციების, აგრეთვე ნავთობისა და მავნე ნივთიერებების ავარიული დაღვრის
სალიკვიდაციო სამუშაოების ხელმძღვანელობა და საზღვაო ნავსადგურში ყველა რესურის
გამოყენების კოორდინაცია;
ვ) ნაოსნობის უსაფრთხოების სფეროში შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტების
შესრულებაზე კონტროლი.“
გ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 3. სააგენტოს თავისი ფუნქციების განხორციელებისას უფლება აქვს საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად:
ა) დააკავოს გემი ან ტვირთი;
ბ) შეამოწმოს საზღვაო ნავსადგურში შემოსული გემის დოკუმენტები, მეზღვაურთა
დიპლომები, აგრეთვე ეკიპაჟის წევრთა მოწმობები;
გ) საზღვაო ნავსადგურს მისცეს მითითებები ნაოსნობის უსაფრთხოების
უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
დ) მიიღოს სხვა შესაბამისი გადაწყვეტილებები ამ კოდექსით, „ტრანსპორტის სფეროს
მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონითა და მათგან გამომდინარე
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ
საკითხებზე.“
19. 87-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ზღვაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გემის სალოცმანო გაცილებას
საქართველოს ნავსადგურის მისასვლელებთან და აკვატორიის ფარგლებში ახორციელებს
მხოლოდ საზღვაო ლოცმანი (შემდგომში – ლოცმანი) სააგენტოს მიერ დამტკიცებული წესის
შესაბამისად.“.
20. 88-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 88
ლოცმანად ინიშნება საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სააგენტოს მიერ
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციების მოთხოვნათა გათვალისწინებით, დადგენილი
წესით გაცემული ლოცმანის სერტიფიკატი.“.
21. 91– ე მუხლი ჩმოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 88
სააგენტოს უფლება აქვს შეზღუდოს გემის გასვლა ცუდ ამინდში (ცუდი ხედვისას,
შტორმის, მიწისძვრისა და სხვა შემთხვევაში), აგრეთვე უსაფრთხო ნაოსნობისათვის
არახელსაყრელი სხვა განსაკუთრებული პირობების დროს. „
22. 106 -ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სააგენტო შესაბამის დაინტერესებულ სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებით
ადგენს ჩაძირული ქონების ამოღების ვადას, მისი დაცვისა და სამუშაოების წარმოების
გეგმას, რის შესახებაც აცნობებს მის მფლობელს. ამ სამუშაოების საზღვაო ნავსადგურის
აკვატორიაში წარმოების შემთხვევაში აღნიშნული გეგმა უნდა შეთანხმდეს ასევე
ნავსადგურთან, რომელიც უზრუნველყოფს მის შესრულებას ჩაძირული ქონების
მფლობელის ხარჯით.“
23. 107 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 2. თუ ჩაძირული ქონების მფლობელი უცნობია, სააგენტო „ზღვაოსანთა
უწყებებში“ აქვეყნებს ცნობას ჩაძირული ქონებისა და მისი ამოღების ვადის შესახებ. თუ
ჩაძირული გემის დროშის სახელმწიფო ცნობილია, ადმინისტრაცია ამის შესახებ ატყობინებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.“
24.108-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 108
სააგენტოს საზღვაო ნავსადგურის შუამდგომლობის საფუძველზე ან მის გარეშე
უფლება აქვს მფლობელს აუკრძალოს ჩაძირული ქონების ამოღება თავისი ან/და მის მიერ
შერჩეული გემთამწე ორგანიზაციის კუთვნილი საშუალებებით, თუ სამუშაოთა წარმოება
ან/და მისი ტექნოლოგია საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას,
ნაოსნობას ან შეიძლება გამოიწვიოს გარემოს დაბინძურება. ამ შემთხვევაში ჩაძირული
ქონების ამოღებას ახორციელებს ნავსადგური ჩაძირული ქონების მფლობელის ხარჯით.“
25. 109- ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 109
თუ ჩაძირული ქონება უშუალოდ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და
ჯანმრთელობას, ხელს უშლის უსაფრთხო ნაოსნობას ან შესაძლებელია გამოიწვიოს გარემოს
დაბინძურება, ან/და ჩაძირული ქონების მესაკუთრეს არ ამოაქვს თავისი ქონება დადგენილ
ვადაში, სააგენტოს მითითების საფუძველზე საზღვაო ნავსადგური ვალდებულია
დაუყოვნებლივ ამოიღოს ჩაძირული ქონება ქონების მფლობელის ხარჯით, ხოლო
აუცილებლობის შემთხვევაში – მიიღოს ზომები მის გასანადგურებლად ან სხვა მეთოდით
მოსაცილებლად.
26.110-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 110
ჩაძირული სამხედრო ქონების ამოღებას, მოცილებას ან განადგურებას ახდენენ
საქართველოს სამხედრო-საზღვაო ფლოტის ძალები სააგენტოსთან შეთანხმებით.“.
27. 116-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 116
1. ტვირთის მიღება, შემოტანა ან გატანა შეიძლება აკრძალოს სააგენტომ მხოლოდ ამ
მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში. იგი ამის შესახებ დაუყოვნებლივ
აცნობებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს და სხვა
დაინტერესებულ პირებს.
2. გადასაზიდად ტვირთის მიღების აკრძალვა, დროებით შეჩერება ან შეზღუდვა
შეიძლება შემოღებულ იქნეს გარკვეული მიმართულებით კონკრეტული ნავსადგურიდან ან
კონკრეტულ ნავსადგურამდე გადაზიდვისას. ამის შესახებ სააგენტო
დაუყოვნებლივ
აცნობებს ტვირთის გამგზავნსა და შესაბამის უწყებებს.
3. სტიქიური მოვლენების, მარცხისა და ავარიის, ასევე კარანტინის გამოცხადების
შემთხვევაში, როდესაც შეწყვეტილია მოძრაობა, ნავსადგურის კაპიტნის განკარგულებით
შეიძლება დროებით შეჩერდეს ან/და შეიზღუდოს ტვირთის მიღება, რის შესახებაც
დაუყოვნებლივ ეცნობება სააგენტოს, რომელიც განსაზღვრავს ტვირთის მიღების დროებით
შეჩერების ან/და შეზღუდვის ვადებს და აქვეყნებს „ზღვაოსანთა უწყებებში““.
28. 153-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში მიმღების მიერ ტვირთის მიღება-შენახვის
წესები და ვადა, აგრეთვე მიმღების მიერ მოუკითხავი ტვირთის გაყიდვა ხდება სააგენტოს
მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.“
29. 169-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. იმ შეღავათებისა და მომსახურების წესებს, რომელთა მიღების უფლება აქვს
მგზავრს, ამტკიცებს სააგენტო.“.
30. 206-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. იპოთეკის აღრიცხვის წესს ადგენს სააგენტო.“;
ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სააგენტო ვალდებულია ამონაწერი საქართველოს გემების სახელმწიფო
რეესტრიდან მიაწოდოს დამგირავებელს, მოთხოვნისას კი – ასევე მოგირავნესა და სხვა
დაინტერესებულ პირებს.“.
31. 305-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მოწმობის გაცემის, შემოწმების და აღიარების პირობებსა და წესებს ადგენს
სააგენტო.“.
32. 316-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მოწმობის გაცემის, შემოწმების და აღიარების პირობებსა და წესებს ადგენს
სააგენტო.“.
33. 320-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 320
ბირთვულ გემს საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და ნავსადგურებში შესვლა
შეუძლია მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის ნებართვით. საქართველოს ტერიტორიულ
წყლებსა და ნავსადგურებში ბირთვული გემის კონტროლს ახორციელებენ სააგენტო და
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.“.
34. 357-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ა) საქართველოს ნავსადგურში – სააგენტოს ნოტარიალურად დამოწმებული წესით; “
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის პირველი მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
ganmartebiTi baraTi
`saqarTvelos sazRvao kodeqsSi cvlilebebis
Setanis Sesaxeb~ saqarTvelos kanonis proeqtze
a) zogadi informacia kanonproeqtis Sesaxeb.
a.a) kanonproeqtis miRebis mizezi;
kanonproeqtis miRebis mizezia:
kanonproeqtis miRebis mizezia `transportis marTvisa da regulirebis
Sesaxeb~ saqarTvelos kanonSi cvlilebebisa da damatebebis Setanis Taobaze~
momzadebuli kanonproeqti. romelic iTvaliswinebs saqarTvelos ekonomikisa
da mdgradi ganviTarebis saministros saxelmwifo saqveuwyebo dawesebulebis erTiani satransporto administraciis Zireuli reorganizacias, romlis
bazaze iqmnebian damoukidebeli sajaro samarTlis iuridiuli pirebi–
samoqalaqo aviaciis, saavtomobilo transportisa da sazRvao transportis
saagentoebi.
a.b) kanonproeqtis mizani;
kanonproeqtis mizani mdgomareobs imaSi, rom `saqarTvelos sazRvao
kodeqsi~ moyvanili iqnes SesabamisobaSi `transportis marTvisa da
regulirebis Sesaxeb~ saqarTvelos kanonSi
cvlilebebisa da damatebebis
Setanis Taobaze~ momzadebuli kanonproeqtTan.
a.g) kanonproeqtis ZiriTadi arsi;
warmodgenili kanonproeqtis ZiriTadi arsi mdgomareobs imaSi, rom
sazRao transportis dargSi teqnikuri regulirebis ganmaxorcielebeli
organod erTiani satransporto administraciis nacvlad ganisazRvreba ssip
sazRvao transportis saagento.
b) kanonproeqtis finansuri dasabuTeba.
b.a) kanonproeqtis
dafinansebis wyaro;
miRebasTan
dakavSirebiT
aucilebeli
xarjebis
aRniSnuli proeqtis
xarjebis gamoyofas.
miReba
gamoiwvevs
biujetidan
damatebiTi
ar
b.b) kanonproeqtis gavlena biujetis saSemosavlo nawilze;
kanonproeqti ar moaxdens gavlenas biujetis saSemosavlo nawilze.
b.g) kanonproeqtis gavlena biujetis xarjviT nawilze;
kanonproeqti ar axdens zegavlenas biujetis xarjviT nawilze.
b.d) saxelmwifos axali finansuri valdebulebebi;
saxelmwifo ar iRebs axal finansur valdebulebebs.
b.e) kanonproeqtis mosalodneli finansuri Sedegebi
romelTa mimarTac vrceldeba kanonproeqtis moqmedeba;
im
pirTaTvis,
kanonproeqti ar axdens finansur zegavlenas im pirebze, romlebzedac
igi vrceldeba.
b.v) kanonproeqtiT dadgenili gadasaxadis, mosakreblis an sxva saxis
gadasaxdelis odenobis gansazRvris wesi (principi);
kanonproeqti
gadasaxdelebs.
ar
adgens
gadasaxadebs,
mosakreblebs
an
sxva
saxis
g) kanonproeqtis mimarTeba saerTaSoriso samarTlebriv standartebTan;
g.a) kanonproeqtis mimarTeba evrokavSiris direqtivebTan;
kanonproeqti ar ewinaaRmdegeba evrokavSiris direqtivebs.
g.b) kanonproeqtis mimarTeba saerTaSoriso organizaciebSi saqarTvelos
wevrobasTan dakavSirebul valdebulebebTan;
kanonproeqti
ar
ewinaaRmdegeba
saerTaSoriso
saqarTvelos wevrobasTan dakavSirebul valdebulebebs.
organizaciebSi
g.g) kanonproeqtis mimarTeba saqarTvelos ormxriv da mravalmxriv
xelSekrulebebTan;
kanonproeqti ar ewinaaRmdegeba saqarTvelos ormxriv da mravalmxriv
xelSekrulebebs.
d) kanonproeqtis
momzadebis procesSi miRebuli konsultaciebi.
d.a)
kanonproeqtis
SemuSavebaSi
monawile
saxelmwifo,
arasaxelmwifo an/da saerTaSoriso organizacia(dawesebuleba), eqsperti,
aseTis arsebobis SemTxvevaSi;
kanonproeqtis
SemuSavebaSi
monawile
saxelmwifo organoebi:
saqarTvelos ekonomikisa da mdgradi ganviTarebis saministro;
erTiani satransporto administracia
d.b) kanonproeqtis SemuSavebaSi monawile organizaciis (dawesebulebis)
an/da eqspertis Sefaseba kanonproeqtis mimarT, aseTis arsebobis SemTxvevaSi;
aseTi Sefaseba kanonproeqts ar gaaCnia
d.g) kanonproeqtis avtori;
saqarTvelos ekonomikisa da mdgradi ganviTarebis saministros
saxelmwifo saqveuwyebo dawesebuleba _ erTiani satransporto administracia.
d.d) kanonproeqtis iniciatori.
kanonproeqtis iniciatoria saqarTvelos mTavroba