„საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის შესახებ"

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
23.09.2011
ავტორი
საინიციატივო ჯგუფი
ინიციატორი
საქართველოს 30000 ამომრჩეველი
ნომერი
#07-3/484/7
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ"

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-09-26
ბიუროს ნომერი 199

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი ,,საერთო სასამართლოების შესახებ~ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ შეტანილი იქნეს შემდეგი დამატებები: 1. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე“ ქვეპუნქტი: ,,ე. საარჩევნო საქმეთა პალატა“. 2. 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: ,,სააპელაციო სასამართლოს საარჩევნო საქმეთა პალატის შემადგენლობას ცესკოს წარდგინებით განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭო. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი კანონპროექტზე ,,საქართველოს საერთო სასამართლოების“ შესახებ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ არჩევნებთან დაკავშირებული დავების განხილვისას, მოქმედ მოსამართლეებს არ გააჩნიათ სათანადო გამოცდილება და ცოდნა საარჩევნო სფეროში, რაც ხშირ შემთხვევაში განაპირობებს არასწორ და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას. კანონპროექტის მიღების შემდეგ მოსამართლეებს, რომლებიც შევლენ საარჩევნო საქმეთა პალატაში ჩაუტარდებათ სრულფასოვანი ტრენინგები საარჩევნო კანონმდებლობის სპეციფიკის გათვალისწინებით, რაც თავიდან აგვაცილებს უკანონო გადაწყვეტილებებს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია საარჩევნო დავების განხილვის შედეგად საქმეზე დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილებების დადგომა, რასაც თავის მხრივ საარჩევნო საქმეთა პალატის მოსამართლეთა საარჩევნო სფეროში გადამზადება განაპირობებს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში იქმნება საარჩევნო საქმეთა პალატა, რომლის შემადგენლობასაც ცესკოს წარდგინებით განსაზღვრავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: ფინანსურ შედეგებს არ გამოიწვევს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი/პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადები, მოსაკრებლები ან სხვა სახის გადასახადი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეხება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეხება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ: ასეთი არ არსებობს. დ.გ.) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საინიციატივო ჯგუფი. დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია 30. 000 ამომრჩეველი.