„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის შესახებ"
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ"
- „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის შესახებ" (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-09-26
ბიუროს ნომერი 199
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს კანონში
დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“
შეტანილი იქნეს შემდეგი დამატებები:
1. 26-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:
,,ამ მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილი მოთხოვნა არ ვრცელდება პირზე, თუ
იგი დაბადებულია საქართველოს ტერიტორიაზე“;
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
კანონპროექტზე ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“
საქართველოს კანონში დამატებების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის შემუშავება განაპირობა იმ
გარემოებამ, რომ დღეის მდგომარეობით დაბადებით საქართველოს მოქალაქეთა დიდი
რაოდენობა, რიგი ობიექტური მიზეზების გამო მრავალი წლის მანძილზე არ იმყოფება
ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, რის გამოც მათ სხვადასხვა საფუძვლით შეუწყდათ
საქართველოს მოქალაქეობა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე
დაბადებული, უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველების ინტეგრირება და
მათი საქართველოში დაბრუნების ხელშეწყობა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, 26-ე მუხლს ემატება
მე-2 პუნქტი, რომლითაც ამავე მუხლის 1-ლ პუნქტში გაწერილი მოთხოვნები არ
ვრცელდება პირზე, თუ ის დაბადებულია საქართველოს ტერიტორიაზე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: არ მოახდენს გავლენას
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ
მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ
იწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: ფინანსურ შედეგებს არ გამოიწვევს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი/პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება
ახალი გადასახადები, მოსაკრებლები ან სხვა სახის გადასახადი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ
ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეხება
საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ
ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეხება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში: ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ: ასეთი არ არსებობს.
დ.გ.) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საინიციატივო ჯგუფი.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია 30. 000
ამომრჩეველი.