„პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის შესახებ"
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ"
- „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის შესახებ" (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-09-26
ბიუროს ნომერი 199
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში
დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს
დამატებები:
კანონში ,,პოლიციის შესახებ“ შეტანილი იქნეს შემდეგი
1. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-21 პუნქტი:
,,21. არჩევნების დანიშვნიდან არჩევნების შეჯამების დღემდე ამ მუხლის მე-2
პუნქტით განსაზღვრულ გადაწყვეტილებას აგრეთვე იღებს ძალოვან
სტრუქტურებზე მონიტორინგის კომისია. კომისია შედგება უკანასკნელ
საპარლამენტო ან/და თვითმმართველობის არჩევნებზე საუკეთესო შედეგის
მქონე 6 სუბიექტის მიერ დანიშნული თითო წევრისაგან“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
კანონპროექტზე ,,პოლიციის შესახებ“
საქართველოს კანონში დამატებების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განაპირობა საარჩევნო
პერიოდში პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ჩადენილმა უკანონო ქმედებებმა, რა
დროსაც ეს უკანასკნელნი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით ზეწოლას
ახდენენ ამომრჩევლებზე და მათი ნების გამოვლენაზე. იმავდროულად, მსგავსი
ფაქტები უმრავლეს შემთხვევაში რეაგირების გარეშე რჩება, რაც აუცილებელს ხდის
სპეციალური ორგანოს შექმნას, რომელიც განახორციელებს მონიტორინგს საარჩევნო
პერიოდში პოლიციელთა ქმედებებზე და მოახდენს სათანადო რეაგირებას.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: ძალოვან სტრუქტურებზე მონიტორინგის კომისია
დეტალურად შეისწავლის საარჩევნო პერიოდში პოლიციელთა მიერ ჩადენილ უკანონო
ქმედებებს და მიიღებს გადაწყვეტილებას მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის
შესახებ.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, კანონის 22-ე მუხლს
ემატება შემდეგი შინაარსის მე-21 პუნქტი,რომლის თანახმადაც არჩევნების
დანიშვნიდან არჩევნების შეჯამების დღემდე ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ
გადაწყვეტილებას აგრეთვე იღებს ძალოვან სტრუქტურებზე მონიტორინგის კომისია.
კომისია შედგება უკანასკნელ საპარლამენტო ან/და თვითმმართველობის არჩევნებზე
საუკეთესო შედეგის მქონე 6 სუბიექტის მიერ დანიშნული თითო წევრისაგან.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: არ მოახდენს გავლენას
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ
მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ
იწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: ფინანსურ შედეგებს არ გამოიწვევს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი/პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება
ახალი გადასახადები, მოსაკრებლები ან სხვა სახის გადასახადი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ
ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეხება
საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ
ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეხება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში: ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ: ასეთი არ არსებობს.
დ.გ.) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საინიციატივო ჯგუფი.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია 30. 000
ამომრჩეველი.