„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ"
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 65 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
III მოსმენა
✓ 78 ✗ 1
კანონი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2011-10-03
ბიუროს ნომერი 201
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
LJilJd03ilqnL JJdqJAt66lll, lIIdnl,
aJqJEUril0[qilbJ 6ndaJ6nIqI Jil0lll,
16nilil0fll' at6hnq0[L J6nt]cqr6nI
qJ6'tJblll, ?tLJbtl
3 oj6oalc'6o. 2011 $cRo
a,jao N 201
'Lrr
jr16oSSqrol-r 3r5o5oL J14o3j$o ,,1.r; jsr6o3nqob $r'r6og16o Lr3.:5o50qglqo
,:j6to g3qoqnlotr ?ngrSoL ?6Lrb3b"
Itj. J#rq.r0X5$ot $'6drXlo:
3. .r53s3r6odX, t. ,jp,3,r3u
ltj. oXlr$ogoot l-r,r0o6oL$6r'r
o26oqo1q, lr.r3oobor.r 3o0o$X$o
25 - 28 ojgoars6o
18 - 2l clJ6(,alcd,o
I LnAniJnWa ardopo
sqr&,r5"l, Xtsq3loo,., q43oLc qs lrsAer$qrJo
o5$X6t6s6cxrt 3oao$3$o
pAn6O6Oto, 4oAPor Prbl/,S! l,'tr4.Pi]dt8't
trJst6or3Xqmb J.:<6qr365$ot do2r6r'r oq6nGL:
Lsjsr6or3Xqr.rlr J,:r6q.:335$oL JmaoOSO6bL; Rn LrJr6RrACS$o g<6;jSoXlto
qro$'grrb 5r.rr63.:$o2qo .:j$otr Jr6rT 6j$oL 6;5boq3r
b; jr16cn3XqoL Jr<?r q o365$oL
ors335qm3rt66
<l
6or'r166o $3161rn3qo
წერილი
l,JdJ60l3Cs3t'll, JJ6RJA05t90l, SC360
trrJs16rn36qolr J.:691;e16$oL s.).:drr$oL
L;or6616otrs1yor.r p1.lot6$.:3n6$olr 136oLL
J-6 no6t6 lr3os5.:od6L
JsqdsgoSo 3orn6,
lrojrr6org6qoL ;o6116o616ool-1 6'1-1 81tqoL ot6rLSsq-ts;':6o66qnlqo
nSni;n"6ijnl, $6lri- $rr6ao6oq6n5or tr;;1,>dror3XqrnL- Jsr6q;3n5$oL [6314n]otr
pr $3ooq ;1s3ol.r Sondr 3o31';q6d1q JrEm6J6r.rCJ0l':
.roU.'ar,i iSxo*.i,odoLs
'
]t",1.i-3Xq.t $.5o36ror tro3oSoSSqXEqo .'J6to 6nqoq6loL ?X$r5oL ?3Lrb6E'
6orbo3or, $X8rn;p5o?51q,ls5o6Jr6rnnj$lr
3oL61or ?nLrtseoLo 3L3qXqcr6;'
ob. ps6s4oto: ,,17' g7t66gtP
J,>go3oL6n0oor,
,.;.:hsbXdr .:55.:g;6odX
$3orq g1.pgs
.A- Qq b4t
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
№41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 ნაწილები:
„4.
საქართველოს
მოქალაქეს,
აგრეთვე
საქართველოში
მუდმივად
მცხოვრებ
მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლებმაც საზღვარგარეთ ჩაიდინეს ამ კოდექსის 221-ე, 338-ე,
339-ე, ან 3391 მუხლით გათვალისწინებული ისეთი ქმედება, რომელიც დანაშაულად არ
ითვლება
იმ
სახელმწიფოს
კანონმდებლობით,
სადაც
ის
ჩადენილია,
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ კოდექსით.
5. საზღვარგარეთ ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ უცხო
ქვეყნის მოქალაქეს, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლებიც მუდმივად არ
ცხოვრობენ
საქართველოში
და
რომლებიც
საქართველოსთვის
ახორციელებენ
საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას, ამ კოდექსის 221-ე, 338-ე, 339-ე ან 3391
მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ კოდექსით.“.
2. მე-18 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მხოლოდ მძიმე და
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების, აგრეთვე ამ კოდექსის 182‐ე მუხლის პირველი
ნაწილით, 186‐ე მუხლის პირველი და მე‐2 ნაწილებით, 1941 მუხლის პირველი და მე‐2
ნაწილებით, 202-ე მუხლის პირველი ნაწილით, 221‐ე მუხლის პირველი–მე‐3 ნაწილებით,
332‐ე მუხლის პირველი და მე‐2 ნაწილებით, 339‐ე მუხლის პირველი ნაწილით, 3391 მუხლის
პირველი და მე‐2 ნაწილებით, 365‐ე მუხლის პირველი–მე‐3 ნაწილებით და 372‐ე მუხლის
პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების მომზადებისათვის.”.
3. 1072 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1072. იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის
შემთხვევები
იურიდიულ
პირს
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობა
დაეკისრება
ამ
კოდექსის 143 , 143 , 158-ე, 186-ე, 189-ე, 192-ე, 192 , 194-ე, 194 , 195 , 200 , 221-ე, 224 , 227 , 2272,
1
2
1
1
1
3
1
1
2311, 2312, 255-ე, 2551, 260-ე–271-ე, 284-ე, 285-ე, 286-ე, 3222, 323-ე–330-ე, 3301, 3302, 3311, 339-ე,
3391,
3441,
362-ე,
364-ე,
365-ე,
372-ე
და
406-ე
მუხლებით
გათვალისწინებული
დანაშაულებისათვის.“.
4. 186-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან
გასაღება“;
ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონებით სარგებლობა,
ქონების შეძენა, ფლობა ან გასაღება, –
ისჯება
ჯარიმით
ან
საზოგადოებისათვის
სასარგებლო
შრომით
ვადით
ას
ოთხმოციდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.“.
5. 194-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი
ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა (ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა,
კონვერსია, გადაცემა ან სხვა მოქმედება) მისი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი წარმოშობის
დაფარვის ან/და სხვა პირისათვის პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებაში დახმარების
მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის,
განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების
დამალვა ან შენიღბვა, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.”.
6. 1941 მუხლის სათაური და პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1941. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გზით მოპოვებული ქონებით
სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა ან გასაღება
1. წინასწარი შეცნობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გზით მოპოვებული
ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა ან გასაღება, –
ისჯება
ჯარიმით
ან
საზოგადოებისათვის
სასარგებლო
შრომით
ვადით
ას
ოთხმოციდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.“.
7. 202-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 202. ინსაიდერული, კომერციული ან საბანკო საიდუმლოების შემცველი
ინფორმაციის უკანონოდ შეგროვება, გადაცემა, გახმაურება ან გამოყენება
1. ინსაიდერული, კომერციული ან საბანკო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის
უკანონოდ შეგროვება მისი გადაცემის, გახმაურების ან გამოყენების მიზნით, აგრეთვე ასეთი
ინფორმაციის უკანონოდ გადაცემა, გახმაურება ან გამოყენება.
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან
საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ;
ბ) არაერთგზის;
გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
დ) ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით;
ე) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან
საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ.“.
8. 221-ე მუხლის:
ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. იმ პირის მიერ, რომელიც საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ახორციელებს
ხელმძღვანელობით, წარმომადგენლობით ან სხვა სპეციალურ უფლებამოსილებას, ან
რომელიც მუშაობს ამ ორგანიზაციაში, პირდაპირ ან არაპირდაპირ, თავის ან სხვა პირის
სასარგებლოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების ან ქონებრივი მომსახურების ან/და
სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის შეთავაზების, დაპირების, გადაცემის ან
გაწევის მოთხოვნა ან მიღება, რათა მან განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს
რაიმე
ქმედების
განხორციელებისაგან,
თავისი
სამსახურებრივი
ვალდებულებების
დარღვევით, მომსყიდველის ან სხვა პირის ინტერესებისათვის, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან
საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.“;
ბ) შენიშვნის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ის, ვინც ჩაიდენს ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ
ქმედებას, თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ მან ამის
თაობაზე ნებაყოფლობით განუცხადა სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს.
პასუხისმგებლობისგან
გათავისუფლების შესახებ
გადაწყვეტილებას
იღებს პროცესის
მწარმოებელი ორგანო.“.
9. 2311 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2311. ბირთვული ნივთიერების მართლსაწინააღმდეგოდ მოთხოვნა
ძალადობის
გამოყენებით
ან
ძალადობის
მუქარით
ბირთვული
ნივთიერების
მოთხოვნა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება
ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.”.
10. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2312 მუხლი:
„მუხლი 2312. ბირთვული ნივთიერების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ან
გამოყენების მუქარა
ბირთვული ნივთიერების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ან გამოყენების
მუქარა,ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება
ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.“.
11. მე-300 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის უკანონოდ მოპოვება საქართველოს
კონტინენტურ შელფზე, ტერიტორიულ წყლებში, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ან
შიდა წყლებში თევზსარეწი იარაღით ან მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით,
ელექტროდენით ან სხვა აკრძალული იარაღით, ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებით
ანდა თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა
საშუალებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ან ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალში
ან აღკვეთილში, ანდა აკრძალულ დროს ან ადგილას, აგრეთვე საგანგებო ეკოლოგიური
მდგომარეობის დროს ან ეკოლოგიური უბედურების ზონაში, ან საქართველოს „წითელ
ნუსხაში“ შეტანილი თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მიმართ, –
ისჯება
ჯარიმით
ან
გამასწორებელი
სამუშაოთი
ვადით
ორ
წლამდე
ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.“.
12. 323-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ტერორისტული აქტი, ესე იგი აფეთქება, ცეცხლის წაკიდება, იარაღის გამოყენება ან
სხვა ქმედება, რაც ქმნის ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი
ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას და ხელყოფს საზოგადოებრივ
უსაფრთხოებას, სახელმწიფოს სტრატეგიულ, პოლიტიკურ ან ეკონომიკურ ინტერესს,
ჩადენილი მოსახლეობის დაშინების ან ხელისუფლების ორგანოზე, აგრეთვე უცხო ქვეყნის
ხელისუფლების ორგანოზე ან საერთაშორისო ორგანიზაციაზე ზემოქმედების მიზნით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.”.
13. 326-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 326. საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე ან დაწესებულებაზე
თავდასხმა
1. საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე უცხო ქვეყნის წარმომადგენელზე ან
საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომელზე ანდა მათ სამსახურებრივ ან საცხოვრებელ
შენობაზე ან სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, აგრეთვე მათი ოჯახის წევრის
სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან საკუთრების ხელყოფა პოლიტიკური მოტივით ან
საერთაშორისო ურთიერთობების გართულების მიზნით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ოც წლამდე ან უვადო
თავისუფლების აღკვეთით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის მუქარა,ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება
ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.“.
14. 3311 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ტერორიზმის დაფინანსება, ესე იგი ფინანსური სახსრების ან სხვა სახის ქონების
შეგროვება ან მიწოდება იმის წინასწარი შეცნობით, რომ იგი მთლიანად ან ნაწილობრივ
გამოყენებული
იქნება
ან
შესაძლებელია
გამოყენებულ
იქნეს
ტერორისტის
ან
ტერორისტული ორგანიზაციის მიერ ან/და ამ კოდექსის 144, 227, 227 , 227 , 230, 231, 2311,
1
2
2312, 323-ე–330-ე და 3302 მუხლებით გათვალისწინებული ერთ-ერთი დანაშაულის
ჩასადენად, მიუხედავად იმისა, ჩადენილია თუ არა ამ მუხლებით გათვალისწინებული
რომელიმე დანაშაული, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თოთხმეტ წლამდე.”.
15. 332-ე მუხლის შენიშვნის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„1. ამ თავით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტები ასევე არიან საჯარო
სამართლის იურიდიული პირების (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა)
ის თანამშრომლები, რომლებიც ახორციელებენ საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას,
პარლამენტის დროებითი კომისიების წევრები და თანამშრომლები, საარჩევნო სუბიექტები
(მხოლოდ 338-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მიზნებისათვის), არბიტრაჟის
წევრები, კერძო აღმასრულებლები, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს
კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას.
2. ამ თავის მიზნებისათვის, მოხელესთან გათანაბრებული პირი ასევე გულისხმობს
უცხო ქვეყნის სახელმწიფო თანამდებობის პირს (მათ შორის, საკანონმდებლო ან/და
ადმინისტრაციული უფლებამოსილების განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანოს წევრს),
აგრეთვე
ნებისმიერ
პირს,
რომელიც
ასრულებს
რაიმე
საჯარო
ფუნქციას
სხვა
სახელმწიფოსთვის, საერთაშორისო ორგანიზაციის ან ორგანოს თანამდებობის პირს ან
ხელშეკრულების საფუძველზე დაქირავებულ თანამშრომელს, ასევე ნებისმიერ მივლინებულ
ან არამივლინებულ პირს, რომელიც ასრულებს ამ თანამდებობის პირის ან თანამშრომლის
ფუნქციების შესაბამის ფუნქციებს, უცხო ქვეყნის არბიტრაჟის წევრებს და ნაფიც მსაჯულებს,
რომლებიც
ახორციელებენ
თავიანთ
ფუნქციებს
საფუძველზე,
საერთაშორისო
საპარლამენტო
საერთაშორისო
სასამართლოს
წარმომადგენელს,
უცხო
კრების
ქვეყნის
კანონმდებლობის
წევრს,სისხლის
საერთაშორისო
სამართლის
სასამართლოს
სასამართლო ორგანოს მოსამართლეს და თანამდებობის პირს.“.
16. 339-ე მუხლის შენიშვნის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ან
„1.
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისაგან
თავისუფლდება
ქრთამის
მიმცემი, თუ მან ამის თაობაზე ნებაყოფლობით განუცხადა სისხლის სამართლის პროცესის
მწარმოებელ ორგანოს. პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას
იღებს პროცესის მწარმოებელი ორგანო.“.
17. 3391 მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. იმ პირისათვის, რომელიც ამტკიცებს ან ადასტურებს, რომ მას შეუძლია
არამართლზომიერი ზეგავლენის მოხდენა მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ
გადაწყვეტილების მიღებაზე, პირდაპირ ან არაპირდაპირ, მის ან სხვა პირის სასარგებლოდ
ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე
არამართლზომიერი უპირატესობის დაპირება, შეთავაზება ან მინიჭება იმ პირის მიერ,
რომელიც მოქმედებს საკუთარი ან სხვა პირის ინტერესებისათვის, მიუხედავად იმისა,
განხორციელდა თუ არა ასეთი ზეგავლენის ან/და მიღებულ იქნა თუ არა ამ ზეგავლენის
სასურველი შედეგი, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების
შეზღუდვით იმავე ვადით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.“;
ბ) შენიშვნის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
ამ
მუხლის
პირველი
ნაწილით
გათვალისწინებული
დანაშაულისათვის
პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება პირი, რომელიც ამის თაობაზე ნებაყოფლობით
განუცხადებს სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს. პასუხისმგებლობისგან
გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროცესის მწარმოებელი ორგანო.“.
18. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3671 მუხლი:
„მუხლი 3671.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირისა და კენჭისყრის
საიდუმლოების დარღვევა
ნაფიც
მსაჯულთა
სასამართლოს
თათბირისა
და
კენჭისყრის
საიდუმლოების
დარღვევა, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.”.
19. 375-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 375. დანაშაულის დაფარვა
მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის, აგრეთვე ამ კოდექსის 182-ე მუხლის
პირველი ნაწილით, 186-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1941 მუხლის პირველი და
მე‐2 ნაწილებით, 202-ე მუხლის პირველი ნაწილით, 221-ე მუხლის პირველი–მე-3
ნაწილებით, 332-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 339-ე მუხლის პირველი ნაწილით,
3391 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 365-ე მუხლის პირველი–მე-3 ნაწილებით და 372ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების დაფარვა წინასწარ
შეუპირებლად, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
შენიშვნა: სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება პირი,
რომელმაც წინასწარ შეუპირებლად დაფარა ახლო ნათესავის დანაშაული, და „ადამიანით
ვაჭრობის
(ტრეფიკინგის)
წინააღმდეგ
ბრძოლის
შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების
დაწესებულების (თავშესაფრის) პასუხისმგებელი პირი.“.
მუხლი 2
საქართველოს
სისხლის
სამართლის
საპროცესო
კოდექსში
(საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 28-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დასაქმებულ პირს ნაფიც მსაჯულად სასამართლო პროცესში მონაწილეობის დროს
უნარჩუნდება სამუშაო ადგილი და ანაზღაურება.“.
2. 57-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) მოითხოვოს დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენება, თუ საფრთხე ემუქრება
როგორც მის, ისე მისი ახლო ნათესავის ან ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და
საკუთრებას;“.
3. IX თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა დაცვის სპეციალური ღონისძიების
გამოყენების წესი“.
4. 67-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. 68-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 68. პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიების სახე და მის
გამოყენებაზე უფლებამოსილი პირი
1. პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიების სახეს წარმოადგენს
პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვა.
2. პროკურორი საქართველოს მთავარი პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით
უფლებამოსილია გამოიყენოს პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიება და ამ
მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართოს
პროცესის მონაწილე, ან პირი, რომელიც შეიძლება გახდეს პროცესის მონაწილე, მასთან
დაკავშირებული პირი ან/და მისი ახლო ნათესავი, მათი თანხმობით.
3. პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური პროგრამით დადგენილი წესით
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული
პირების მიმართ იყენებს დაცვის კონკრეტულ ღონისძიებებს. ასეთი ღონისძიებებია:
ა) მიკვლევის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება - საჯარო რეესტრში ან სხვა
საჯარო ხასიათის ჩანაწერში პროცესის მონაწილის ამოცნობისა და იდენტიფიცირების
შესაძლებლობის შემცველი მონაცემების, კერძოდ, სახელის, გვარის, მისამართის, სამუშაო
ადგილის, პროფესიის ან სხვა შესაბამისი ინფორმაციის, შეცვლა ან ამოღება;
ბ) ვინაობის შეცვლა და მასზე ახალი დოკუმენტების გაცემა - ფსევდონიმის მიჭება,
გარეგნობის შეცვლა, ამოცნობისა და იდენტიფიცირებისსათვის შესაძლებლობის შემცველი
საპროცესო და სხვა დოკუმენტების გასაიდუმლოება;
გ) უსაფრთხოების ზომების მიღება (პირადი დაცვა, განგაშზე გამოძახება და სხვ.);
დ) საცხოვრებელი ადგილის დროებით ან სამუდამოდ შეცვლა;
ე) სხვა სახელმწიფოში გაყვანა (რელოკაცია).
4. პროცესის მონაწილეთა დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვისა და
კონკრეტული
ღონისძიებების
განხორციელების
პროცედურებს
დაცვის
ერთობლივად
განსაზღვრავენ საქართველოს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები.
5. პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიების ხარჯებს სახელმწიფო
გაიღებს.“.
6. 69-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
7. 70-ე და 71-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 70. გადაწყვეტილება დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ
1. პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ
გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს:
ა) პირი, რომლის მიმართაც გამოიყენება დაცვის სპეციალური ღონისძიება (პროცესის
მონაწილის დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვა);
ბ) დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების ვადა.
2. დაცვის სპეციალური ღონისძიება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს უვადოდ.
3. დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება არ არის
საჯარო. აღნიშნული გადაწყვეტილება ეცნობება მხოლოდ დასაცავ პირს.
5. დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების ვადის ამოწურვის შემთხვევაში
შესაძლებელია ვადის გაგრძელება, თუ კვლავ არსებობს ამ ღონისძიების გამოყენების
საჭიროება.
6.
დაცვის
სპეციალური
ღონისძიების
გამოყენების
საფუძვლის
აღმოფხვრის
შემთხვევაში ამ ღონისძიებას აუქმებს მისი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები
პირი, რაც დაუყოვნებლივ ეცნობება დასაცავ პირს.
მუხლი 71. დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების
აღსრულება
1. დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების აღსრულების შესახებ 3 დღის
ვადაში ეცნობება პროკურორს, რომელმაც გამოიყენა ეს ღონისძიება.
2. დაცვის სპეციალური ღონისძიებისა და მის ფარგლებში გამოყენებული დაცვის
კონკრეტული ღონისძიებების აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტრო.”.
8. 85-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პასუხისმგებლობა სასამართლოში საპროცესო მოვალეობათა შეუსრულებლობისა და
წესრიგის დარღვევისათვის”.
9. 114-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„გ)
საქმის
სასამართლოში
არსებითად
განსახილველად
წარმართვისათვის
აუცილებელი მტკიცებულების სხვა წყაროებიდან მოპოვება საჭიროებს არაგონივრულ
ძალისხმევას.”.
10. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1241 მუხლი:
„მუხლი 1241. საბანკო ანგარიშების მონიტორინგი
1. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირი დანაშაულებრივ ქმედებას
ახორციელებს
საბანკო
დაქვემდებარებული
ანგარიშის/ანგარიშების
ქონების
გამოყენებით,
მოძიების/იდენტიფიცირების
ან/და
ჩამორთმევას
მიზნით,
პროკურორი
უფლებამოსილია, საქართველოს მთავარი პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით,
გამოძიების ადგილის მიხედვით, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით საბანკო
ანგარიშების მონიტორინგის შესახებ განჩინების გაცემის თაობაზე, რომლითაც ბანკი
ვალდებულია ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიაწოდოს მას მიმდინარე რეჟიმში
ინფორმაცია ერთ ან რამდენიმე საბანკო ანგარიშზე განხორციელებული ოპერაციების
შესახებ.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ინფორმაცია საქმის მწარმოებელ ორგანოს
უნდა ეცნობოს ოპერაციის შესრულებისთანავე.
3. ანგარიშიდან თანხის გადარიცხვის ან/და გატანის შემთხვევაში, ინფორმაცია საქმის
მწარმოებელ ორგანოს უნდა ეცნობოს ოპერაციის შესრულებამდე.
4. საბანკო ანგარიშების მონიტორინგის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სისხლის
სამართლის საქმეზე მტკიცებულების მოპოვებისათვის აუცილებელ ვადას.
5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შუამდგომლობას სასამართლო
განიხილავს ამ კოდექსის 112-ე მუხლით დადგენილი წესით.’’.
11. 207-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინება
შეიძლება
ერთჯერადად,
მისი
გამოტანიდან
48
საათში
სააპელაციო
სასამართლოს
საგამოძიებო კოლეგიაში გაასაჩივროს პროკურორმა ან ბრალდებულმა. ადვოკატს უფლება
აქვს, შეიტანოს საჩივარი მხოლოდ მაშინ, როდესაც ბრალდებული არასრულწლოვანია ან
აქვს ისეთი ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის მისგან
თანხმობის მიღებას. ბრალდებულს, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიება გამოყენებულ
იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინება
მისი გამოტანიდან 48 საათში ერთჯერადად გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს
საგამოძიებო
კოლეგიაში,
თუ
ბრალდებული
ითხოვს
საჩივრის
განხილვას
მისი
მონაწილეობის გარეშე. საჩივარი შეიტანება განჩინების გამომტან სასამართლოში, რომელიც
ამ საჩივარსა და მასალებს დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის სასამართლოს განსჯადობის
მიხედვით. გასაჩივრება არ აჩერებს განჩინების აღსრულებას.”.
12. 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სასამართლო საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების
საფუძველზე
ამოწმებს,
დასაბუთებულია
თუ
არა
ბრალდება
და
კანონიერი
და
სამართლიანია თუ არა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის
გამოტანის
თაობაზე
შუამდგომლობაში
მითითებული
სასჯელი,
ასევე
რამდენად
ნებაყოფლობით მოხდა ბრალის აღიარება.
4. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილია უტყუარი მტკიცებულებანი პირის
ბრალის დასადასტურებლად, ხოლო მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია,
მას გამოაქვს განაჩენი სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის
გამოტანის თაობაზე შუამდგომლობის პროკურორის მიერ წარდგენიდან 15 დღის ვადაში.”.
13. 226-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების
აღკვეთას, საქმეს განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც ბრალდებული შუამდგომლობს, რომ საქმე განხილულ იქნეს ნაფიც მსაჯულთა
მონაწილეობის გარეშე. თუ, დანაშაულის სიმძიმიდან ან ხასიათიდან გამომდინარე,
შესაძლებელია საფრთხე შეექმნას ნაფიც მსაჯულთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან
სხვაგვარად არსებითად იქნეს ხელყოფილი მათი ხელშეუხებლობა, აგრეთვე როდესაც ნაფიც
მსაჯულთა სასამართლოს ჩატარება არსებითად დაარღვევს ობიექტური და სამართლიანი
სასამართლოს უფლებას, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, საქმის განმხილველი
სასამართლოს გადაწყვეტილებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
თანხმობით, საქმეს განიხილავს მოსამართლე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე.”.
14. 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„3. მსაჯულის (მსაჯულობის კანდიდატის) მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული
საპროცესო
მოვალეობის
შეუსრულებლობა
იწვევს
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილ პასუხისმგებლობას.
4. სხდომის თავმჯდომარე აფრთხილებს ნაფიც მსაჯულებს პასუხისმგებლობის
შესაძლო ზომების შესახებ, აგრეთვე მათ განუმარტავს, რომ საპროცესო მოვალეობის
შეუსრულებლობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან მხარის
შუამდგომლობით გაათავისუფლებს მათ ნაფიც მსაჯულთა მოვალეობის შესრულებისაგან.”.
15. 273-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს აგრეთვე სასჯელის სახე და ზომა,
პირობითი მსჯავრის გამოყენება, ამ დანაშაულისთვის საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსით გათვალისწინებულ მინიმალურ ზღვარზე დაბალი სასჯელის დანიშვნა და
ნაკლებად მკაცრ სასჯელზე გადასვლა, საპროცესო იძულების ღონისძიების გაუქმების ან
შემდგომი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება.”.
16. 274-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
17. 283-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების
აღკვეთა, განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაავადოს განაჩენის გამომტანმა სასამართლომ
სახელმწიფო
განაჩენით,
სასამართლო-სამედიცინო
ხოლო
მისი
გამოტანის
ექსპერტიზის
შემდეგ
–
დასკვნის
განჩინებით,
საფუძველზე,
შემდეგი
იმავე
საფუძვლების
არსებობისას:
ა) მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის
მოხდას, – მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად
გაუმჯობესებამდე;
ბ)
მსჯავრდებული
განაჩენის
აღსრულების
მომენტისათვის
ორსულადაა
–
მშობიარობის შემდეგ 1 წლამდე.“;
ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:
„11. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო
უფლებამოსილია განაჩენის გამოტანის შემდეგ მისი აღსრულება გადაავადოს ზეპირი
მოსმენის გარეშე.“.
მუხლი 3
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
წარმოდგენილი პროექტის მიღების საჭიროება განპირობებულია სისხლის სამართლის
კოდექსის ცალკეული მუხლების სრულყოფისა და დახვეწის აუცილებლობით. ისეთ
დანაშაულთა დეფინიცები, როგორიცაა კომერციული მოსყიდვა და ზეგავლენით ვაჭრობა,
საჭიროებს დაზუსტებასა და სრულყოფას. ამასთან, კრიმინალიზაციას საჭიროებს ნაფიც
მსაჯულთა სასამართლოს თათბირისა და კენჭისყრის საიდუმლოების დარღვევა. ასევე
დასახვეწია კორუფციული დანაშაულების შემთხვევაში პირის სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისაგან
გათავისუფლების
მექანიზმი,
სამოხელეო
დანაშაულთა
სუბიექტების წრე და სისხლისსამართლებრივი იურისდიქციის გავრცელების საკითხი.
წარმოდგენილი კანონპროექტი ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებას და სახელმწიფოთა
საუკეთესო
პრაქტიკას.
ამასთან,
მასში
ასახულია
საერთაშორისო
ორგანიზაციათა
(როგორიცაა, სახელმწიფოთა ჯგუფი კორუფციის წინააღმდეგ (GRECO) და ეკონომიკური
თანამშრომლობისა
და
განვითარების
საერთაშორისო
ორგანიზაციია
(OECD))
რეკომენდაციები.
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების საჭიროება განპირობებულია ასევე სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლთა სრულყოფის აუცილებლობით. აღსანიშნავია,
რომ დაზუსტებასა და სრულყოფას საჭიროებს ნაფიცი მსაჯულისათვის სამუშაო ადგილისა
და
ანაზღაურების
შენარჩუნების
საკითხი,
დაზარალებულის
უფლებები,
პროცესის
მონაწილეთა დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენების საკითხი, სასამართლოს მიერ
საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანასთან დაკავშირებული საკითხები და
სხვ.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის მუხლებში არსებული ხარვეზების გამოსწორება, მათი დახვეწა, სრულყოფა და
საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის სისხლის სამართლის კოდექსის
შემდეგ მუხლებში: მე-5, 221-ე, 332-ე, 339-ე და 3391. ამასთან, კოდექსს ემატება 3671 მუხლი.
წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსის მე-5
მუხლი განიცდის ორ ცვლილებას. ორივე მათგანი ეხება სისხლის სამართლის კოდექსით
გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას საზღვარგარეთ. წარმოდგენილი ცვლილებებით
უქმდება
ორმაგი
დამნაშავებობის
მოთხოვნა
საქართველოს
მოქალაქეების
მიერ
საზღვარგარეთ ჩადენილ დანაშაულზე, როდესაც დანაშაული არ წარმოადგენს საქართველოს
ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს ამავე
კოდექსით გათვალისწინებული რამდენიმე დანაშაულის ჩადენის შემთვევაში. ასევე მე-5
მუხლს დაემატა ახალი მე-4 ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი
იურისდიქციის გავრცელებას საზღვარგარეთ დანაშაულის ჩამდენ უცხო ქვეყნის მოქალაქესა
და ასევე მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომლებიც საქართველოსათვის ახორციელებენ
საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას.
სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოქმედი რედაქცია არ
ფარავს მოსყიდული პირის მიერ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების ან ქონებრივი
მომსახურების ან/და სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის მიღებას ან მოთხოვნას
საკუთარი
ან
მესამე
პირის
ინტერესებისათვის.
წარმოდგენილი
პროექტით
ხდება
აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრა და შესაბამისი ელემენტის გათვალისწინება. შესაბამისად,
221-ე
მუხლის
მე-3
ნაწილის
ფორმულირება
შეიცვალა
ისე,
რომ
იგი
მოიცავს
უპირატესობის/სარგებლის მიღებას არამხოლოდ უშუალოდ მოსყიდული პირის მიერ,
არამედ მესამე პირის მიერაც.
332-ე მუხლის შენიშვნის პირველმა და მე-2 პუნქტებმა განიცადა ცვლილება იმისათვის,
რომ სრულყოფილად იქნას დაფარული საჯარო მოხელეთა და მასთან გათანაბრებულ პირთა
წრე. 332-ე მუხლის შენიშვნის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ სამოხელეო დანაშაულის
სუბიექტთა
წრეს
თანამშრომლები,
დაემატნენ:
პარლამენტის
დროებითი
კომისიების
წევრები
და
ასევე საარჩევნო სუბიექტები (ფიზიკური პირები). რაც შეეხება მე-2
პუნქტს, მასში ჩამოთვლილ საჯარო მოხელესთან გათანაბრებულ პირთა წრეს დაემატნენ:
უცხო ქვეყნის არბიტრაჟის წევრები და ნაფიცი მსაჯულები, რომლებიც ახორციელებენ
თავიანთ ფუნქციებს უცხო ქვეყნის კანონმდებლობის საფუძველზე.
ცვლილება განიცადა ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 3391 მუხლის პირველმა
ნაწილმა. მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებს ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების,
ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის შეთავაზებას,
მიცემას
ან
დაპირებას
ზეგავლენით
მოვაჭრისათვის
მესამე
პირის
სასარგებლოდ.
წარმოდგენილი ცვლილებით 339 მუხლის პირველი ნაწილის ფორმულირება შეიცვალა ისე,
1
რომ
იგი
ცალსახად
გათვალისწინებულია
ფარავს
არა
ისეთ
შემთხვევებს,
უშუალოდ
როდესაც
ზეგავლენით
როდესაც
მოვაჭრისათვის,
უპირატესობა
არამედ
მესამე
მხარისთვისაც.
ასევე ცვლილება განიცადა სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე , 339-ე
მუხლების
შენიშვნებმა,
რომლებიც
კორუფციული
პასუხისმგებლობისაგან
გათავისუფლებას
ეხება.
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისაგან
და 3391
დანაშაულებისათვის
კერძოდ,
გათავისუფლების
დაზუსტდა
საფუძვლები
და
აღინიშნა, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება პირი,
რომელიც ნებაყოფლობით განუცხადებს სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ
ორგანოს
დანაშაულის
შესახებ.
ასევე
აღინიშნა,
რომ
პასუხისმგებლობისგან
გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროცესის მწარმოებელი ორგანო.
წარმოდგენილი კანონპროექტით სისხლის სამართლის კოდექსს ემატება 3671 მუხლი,
რომელიც ითვალისწინებს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირისა და კენჭისყრის
საიდუმლოების დარღვევის კრიმინალიზაციას. კერძოდ, დანაშაულს წარმოადგენს ნაფიც
მსაჯულთა სასამართლოს თათბირისა და კენჭისყრის საიდუმლოების დარღვევა, რომელიც
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
კანონპროექტით რამოდენიმე მუხლში ტერმინ „ნივთის“ ნაცვლად მიეთითება ტერმინი
„ქონება“, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა წესდება ინსაიდერული ინფრომაციის
ბოროტად გამოყენებაზე და საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე თავდასხმის
მუქარაზე. ამასთან პროექტით ხდება ტერორიზმის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისათვის
საჭირო სამართლებრივი ბაზის სრულყოფა.
წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის შემდეგ მუხლებში: 28-ე, 57-ე, 68-ე, 70-ე, 71-ე, 85-ე, 114-ე, 213-ე, 226-ე, 236-ე და 273ე მუხლებში. ასევე, კანონპროექტით კოდექსიდან ამოღებულია 67-ე და 69-ე მუხლები, ასევე
274-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებული ცვლილებები
აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტით ნაფიც მსაჯულად სასამართლო
პროცესში მონაწილეობის დროს სამუშაო ადგილი და ანაზღაურება უნარჩუნდება არა
მხოლოდ საჯარო სექტორში, არამედ კერძო სექტორში დასაქმებულ პირსაც.
ცვლილებას განიცდის 226-ე მუხლი. წარმოდგენილი რედაქციის თანახმად, როდესაც
წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალსიწინებს თავისუფლების აღკვეთას,
ბრალდებულს შეუძლია იშუამდგომლოს, რომ საქმე განხილულ იქნეს ნაფიც მსაჯულთა
მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე საქმის
განხილვისათვის აღარ არის საჭირო მხარეთა ერთობლივი შუამდგომლობა.
დაცვის სპეციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებული ცვლილებები
წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს 68-ე მუხლის სრულიად ახალ
რედაქციას. მუხლი ეხება პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიების სახესა და
მის გამოყენებაზე უფლებამოსილი პირს.
პროექტის თანახმად, პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიების სახეს
წარმოადგენს პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვა. ამასთან,
პროკურორი საქართველოს მთავარი პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით
უფლებამოსილია გამოიყენოს პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიება და
დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართოს პროცესის მონაწილე, ან პირი, რომელიც შეიძლება
გახდეს პროცესის მონაწილე, მასთან დაკავშირებული პირი ან/და მისი ახლო ნათესავი, მათი
თანხმობით.
ამასთან,
აღნიშნული
პირების
მიმართ
პროცესის
მონაწილის
დაცვის
სპეციალური პროგრამით დადგენილი წესით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
შეუძლია გამოიყენოს დაცვის შემდეგი სახის ღონისძიებები: ა) მიკვლევის საწინააღმდეგო
ღონისძიებების გატარება; ბ) ვინაობის შეცვლა და მასზე ახალი დოკუმენტების გაცემა; გ)
უსაფრთხოების ზომების მიღება (პირადი დაცვა, განგაშზე გამოძახება და სხვ.); დ)
საცხოვრებელი ადგილის დროებით ან სამუდამოდ შეცვლა; ე) სხვა სახელმწიფოში გაყვანა
(რელოკაცია).
68-ე მუხლის შემოთავაზებული რედაქციის თანახმად, საქართველოს იუსტიციისა და
შინაგან საქმეთა მინისტრები ერთობლივად განსაზღვრავენ პროცესის მონაწილეთა დაცვის
სპეციალურ
პროგრამაში
ჩართვისა
და
დაცვის
კონკრეტული
ღონისძიებების
განხორციელების პროცედურებს.
ცვლილებას განიცდის 70-ე მუხლი, რომელიც ეხება დაცვის სპეციალური ღონისძიების
გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას და ადგენს თუ რა უნდა იქნას მასში მითითებული.
მუხლი იძლევა დაცვის სპეციალური ღონისძიების უვადოდ გამოყენების შესაძლებლობას და
ასევე ადგენს, რომ დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება
არ არის საჯარო და იგი მხოლოდ დასაცავ პირს ეცნობება.
რაც შეეხება 71-ე მუხლს, იგი ეხება დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების
შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას და ადგენს, რომ დაცვის სპეციალური ღონისძიების
გამოყენების აღსრულების შესახებ 3 დღის ვადაში ეცნობება პროკურორს, რომელმაც
გამოიყენა ეს ღონისძიება. ამასთან, დაცვის სპეციალური ღონისძიებისა და მის ფარგლებში
გამოყენებული
დაცვის
კონკრეტული
ღონისძიებების
აღსრულებას
უზრუნველყოფს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
სასამართლოს
საქმის
არსებითი
განხილვის
გარეშე
განაჩენის
გამოტანასთან
დაკავშირებული ცვლილებები
213-ე მუხლს, რომელიც ეხება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანას საქმის
არსებითი განხილვის გარეშე, დაემატა „სამართლიანობა“, როგორც მოსამართლის მიერ
საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული სასჯელის შეფასების კრიტერიუმი.
პროექტის მიხედვით, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების
შესახებ განჩინების გასაჩივრების წესს ემატება ნორმა, რომლის შესაბამისად, ბრალდებულს,
რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიება გამოყენებულ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება
აქვს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინება, მისი გამოტანიდან 48 საათში
ერთჯერადად გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, თუ
ბრალდებული ითხოვს საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე. იცვლება ასევე 283ე მუხლიც და ზუსტდება, რომ განაჩენის გამოტანის შემდეგ განაჩენის აღსრულების
გადავადების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე, ვინაიდან,
საკითხის
მნიშვნელობიდან
გამომდინარე,
შესაძლოა
მიზანშეწონილი
იყოს
გადაწყვეტილების მისაღებად ზეპირი მოსმენის ჩატარებაც, რის საშუალებასაც დღეს
მოქმედი წესი არ იძლევა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო;
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
კანონპროექტს არ ექნება გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
კანონპროექტს არ ექნება გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები.
კანონპროექტის
ვალდებულებები.
მიღებით
სახელწმიფოს
არ
დაეკისრება
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება;
კანონპროექტს არ ექნება მოსალოდნელი ფინანსური შედეგები.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი);
კანონპროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახადის
განსაზღვრა.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტის
მიღებით
არ
წარმოიქმნება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან;
კანონპრექტი შეესაბამება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში;
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო და არასამთავრობო
ორგანიზაციების წევრებმა.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
კანონპროექტს არ ახლავს ექსპერტების შეფასება.
დ.გ) კანონპროექტის ავტორი: saqarTvelos parlamentis wevrebi:
Kkaxaber anjafariZe da zviad kukava
კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
დ.დ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია K
kaxaber anjafariZe da zviad kukava