„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.11.2014
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, ირაკლი სესიაშვილი, გედევან ფოფხაძე
ნომერი
#07-3/385/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 75 ✗ 58
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 45
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 72 ✗ 30
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 81 ✗ 13
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-11-24
ბიუროს ნომერი 220

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31-33-ე ნაწილები: „31. ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ორ ეტაპიანი ელექტრონული სისტემა - ტექნიკურ და პროგრამულ გადაწყვეტილებათა ერთობლიობა, რომელიც გამორიცხავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ელექტრონული თანხმობის გარეშე სამართალდამცავი ორგანოს მონიტორინგის სისტემის მეშვეობით ობიექტის აქტივაციის შესახებ ბრძანების დამოუკიდებლად ინიცირების შესაძლებლობას.“ 32. 1431 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორცილებაზე შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო - კოდექსის 1434 მუხლის მიზნებისათვის, 1431 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორცილების შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანო არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი. 33. ინფორმაციის მოხსნა კავშირგაბმულობის არხიდან – უფლებამოსილი ორგანოს მიერ ელექტრონული კავშირიდან (ელექტროფოსტა), კომპიუტერული ქსელიდან, სატელეკომუნიკაციო და საინფორმაციო სისტემებიდან გადაცემული, შეკრებილი, დამუშავებული ან დაგროვებული ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით.“ 2. 136-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებაზე ვრცელდება ამ კოდექსის 112-ე მუხლით გათვალისწინებული დებულებები.“ 3. 1433 მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მოსამართლე პროკურორის შუამდგომლობისა და მისი დასაბუთებისათვის საჭირო, თანდართული მასალის სასამართლოში წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა განიხილავს შუამდგომლობას ამ თავითა და ამ კოდექსის 112-ე მუხლით დადგენილი წესებით. მოსამართლეს შეუძლია შუამდგომლობა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს. მოსამართლე შუამდგომლობას ზეპირი მოსმენით,პროკურორის მონაწილეობით, დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილავს და განჩინებით იღებს გადაწყვეტილებას ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის ან მისი ჩატარების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. მოსამართლის განჩინება დგება 4 ეგზემპლარად,რომელთაგან ორი გადაეცემა შუამდგომლობის წარმდგენ პროკურორს, ერთი რჩება სასამართლოში, ხოლო ერთი განჩინება, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, მისი მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა მიეწოდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.“ 4. ამ კანონის 1433 მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ფარული საგამოძიებო მოქმედება პროკურორის მოტივირებული დადგენილებით შეიძლება ჩატარდეს მოსამართლის განჩინების გარეშე, გადაუდებელი აუცილებლობისას, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს საქმისათვის (გამოძიებისათვის) მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან შეუძლებელი გახადოს ამ მონაცემების მოპოვება. ასეთ შემთხვევაში პროკურორი ვალდებულია ფარული საგამოძიებო მოქმედების დაწყებიდან არაუგვიანეს 24 საათისა მიმართოს შუამდგომლობით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ტარდება აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედება, ან გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს გადაუდებელი აუცილებლობისას ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ. პროკურორმა შუამდგომლობაში უნდა დაასაბუთოს როგორც ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების, ისე იმ გარემოებების არსებობა, რომლებმაც განაპირობა ფარული საგამოძიებო მოქმედების მოსამართლის განჩინების გარეშე გადაუდებლად ჩატარება. მოსამართლე პროკურორის შუამდგომლობას განიხილავს სასამართლოში მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა, ამ მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით. შუამდგომლობის განხილვისას მოსამართლე ამოწმებს, შეესაბამება თუ არა ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედება ამ მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, აუცილებელი იყო თუ არა აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედების გადაუდებლად ჩატარება, და განჩინებით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის და მისი გაგრძელების შესახებ; ბ) ფარული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ ცნობის, მისი შეწყვეტის, შედეგების გაუქმებისა და ამ მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის განადგურების შესახებ. 5. 1433 მუხლს დაემატოს მე-61 ნაწილი შემდეგი რედაქციით: „61. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით მოსამართლეს შეუძლია უფლებამოსილი ორგანოდან წერილობით გამოითხოვოს გამოთხოვის მომენტისთვის მოპოვებული მასალის ელექტრონული ეგზემპლარი. მასალის გაცნობის შემდეგი მოსამართლე უზრუნველყოფს მის განადგურებას დადგენილი წესით. 6. 1433 მუხლს დაემატოს მე-62 ნაწილი შემდეგი რედაქციით: „62. სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ პროკურორის მოტივირებული დადგენილების ერთი ეგზემპლარი, მისი მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა მიეწოდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.“ 7. 1433 მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. მოსამართლის განჩინება დგება 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ორი გადაეცემა შუამდგომლობის წარმდგენ პროკურორს, ერთი რჩება სასამართლოში, ხოლო ერთი განჩინება, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, მისი მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა მიეწოდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.“ 8. 1434 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1434. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების უფლებამოსილების მქონე ორგანო 1. ფარულ საგამოძიებო მოქმედებას ატარებს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო ამ კოდექსით დადგენილი წესებით. 2. კოდექსის 1431 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებას უფლებამოსილი ორგანო ახორციელებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ორ ეტაპიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.“ 9. 1435 მუხლის პირველის ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით“ „1. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის სათანადოდ დაცვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელ ორგანოს და შესაბამის საგამოძიებო ორგანოს.“ 10. 1437 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ 1. საგამოძიებო ორგანო (პირი) ვალდებულია მაქსიმალურად შეზღუდოს იმ კომუნიკაციისა და პირის მონიტორინგი, რომელთაც გამოძიებასთან კავშირი არ აქვთ.“ 11. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3323 მუხლი: მუხლი 3323. ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ორ ეტაპიანი ელექტრონული სისტემის ამოქმედების და ფარული საგამიძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალის განადგურების წესის განსაზღვრის შესახებ 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ორ ეტაპიანი ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ტექნიკურ-ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების შექმნა 2015 წლის 31 მარტამდე. 2. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელბის შედეგად მოპოვებული მასალის განადგურების არებული წესის პრაქტიკაში განხორციელების შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების შესწავლა, ანალიზი და სათანადო საკანონდმებლო ინიციატივის საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენა 2014 წლის 31 დეკემბრამდე. მუხლი 2. დასკვნითი დებულებები 1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-8 ნაწილისა ამოქმედდეს 2014 წლის 1 დეკემბრიდან. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-8 ნაწილი ამოქმედდეს 2015 წლის 31 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტი გამომდინარეობს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონიდან, რომლის მიზეზს წარმოადგენს კავშირგაბმულობის საშუალებებიდან ინფორმაციის რეალურ დროში მიღების საკითხის სათანადოდ დარეგულირების აუცილებლობა დაბალანსებული, ეფექტიანი და თანაზომიერი მექანიზმის შემუშავების სახით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიღების მიზანია, შემუშავდეს კავშირგაბმულობის საშუალებებზე წვდომის და სახელმწიფოს ლეგიტიმური მიზნებისთვის ინფორმაციის მოპოვების დაბალანსებული მოდელი, რომელიც იმავდროულად უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემებზე წვდომის ეფექტიანი ზედამხედველობის სისტემის ჩამოყალიბებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ითვალისწინებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ორ ეტაპიანი ელექტრონული სისტემის შემოღებას და ამ მიზნით იძლევა აღნიშნული დეფინიციის სამართლებრივ და ტექნიკურ დონეზე განმარტებას. გარდა ამისა, პროექტი ასახელებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორცილებაზე უფლებამოსილების მქონე შესაბამისი ორგანოს და ასეთად განიხილავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტს. 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის ახალი რედაქციით ჩამოყალიბება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების ახალი რეგულაციების ამოქმედებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ დანაყოფს შეექმნა ობიექტური რეალობით გამოწვეული პრობლემა. კერძოდ, მთელ რიგ შემთხვევებში, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სამინისტროს კიბერდანაშაულთან ინფორმაციის გამოთხოვა გარკვეული ბრძოლის საქართველოს გარემოებების დანაყოფს ფარგლებს დასადგენად, ესაჭიროება გარეთ სხვა სათანადო სახელმწიფო ორგანოებიდან და პროვაიდერი კომპანიებიდან, რაც მოითხოვს გარკვეულ დროს. არსებული წესი ითვალისწინებს ფსმ-ის დაწყებას სასამართლოს განჩინების აღებიდან 15 დღის ვადაში, ხოლო აღნიშნული ვადის დაუცველოს შემთხვევაში მოსამართლის განჩინება კარგავს ძალას, რაც ქმნიდა სერიოზულ პრობლემას. შემოთავაზებული ცვლილებით მოცემული კონკრეტული ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელებაზე გავრცელდება 112-ე მუხლის დებულებების მოქმედება, რაც მნიშვნელოვნად მოაწესრიგებს აღნიშნულ პრობლემას. 1433 მუხლის მე-5 ნაწილში ზუსტდება ფსმ-ს განხორციელებისთვის საჭირო მოსამართლის განჩინებების რაოდენობა და ნაცვლად 3 ეგზემპლარისა მიეთითება - 4 ეგზემპლარი,რომელთაგან ორი გადაეცემა შუამდგომლობის წარმდგენ პროკურორს, ერთი რჩება სასამართლოში, ხოლო ერთი განჩინება, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, მისი მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა მიეწოდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.აღნიშნული ცვლილებით აღმოიფხვრება ის პრობლემა, რომ განჩინების ერთი ეგზემპლარი დარჩება ფსმ-ს განმახორციელებელ დანაყოფში, კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულტექნიკურ დეპარტამენტში, როგორც ეს იყო ახალი კანონმდებლობის ამოქმედებამდე, ხოლო ერთი ეგზემპლარი შუამდგომლობის წარმდგენ პროკურორთან მისი სისხლის სამართლის საქმის მასალებზე დართვის მიზნით. სსსკ 1433 მუხლს ემატება მე-61 ნაწილი, რომლის მიხედვითაც გადაუდებელი წესით ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის საკითხის განხილვისას გადაწყვეტილების მიღების მიზნით, მოსამართლეს ენიჭება უფლებამოსილება წერილობით გამოითხოვოს უფლებამოსილი ორგანოდან გამოთხოვის მომენტისთვის მოპოვებული მასალის ელექტრონული ეგზემპლარი. მასვე ეკისრება აღნიშნულის მასალის განადგურების ვალდებულება მისი გაცნობის შემდგომ. პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის მიერ ფარული საგამოძიებო მოქმედებების პროცესის უფრო მეტი კონტროლის მიზნით, კოდექსს ემატება 1433 მუხლის მე-62 ნაწილი, რომლის თანახმადაც სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ პროკურორის მოტივირებული დადგენილების ერთი ეგზემპლარი, მისი მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა მიეწოდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. 1433 მუხლის მე-7 ნაწილშიც პრობლემას წარმოადგენდა მოსამართლის განჩინებათა რაოდენობა, რაც შესაბამისად სწორდება და ნაცვლად 3 ეგზემპლარისა მიეთითება 4 ეგზემპლარი. 1434 მუხლი (ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების უფლებამოსილების მქონე ორგანო) ყალიბდება ახალი რედაქციით და ამავე მუხლით განისაზღვრება უკვე ე.წ. ორ ეტაპიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების სავალდებულო ხასიათი. თავის მხრივ, ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ორ ეტაპიანი ელექტრონული სისტემა კანონპროექტით განიმარტება, როგორც „ტექნიკურ და პროგრამულ გადაწყვეტილებათა ერთობლიობა, რომელიც გამორიცხავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ელექტრონული თანხმობის გარეშე სამართალდამცავი ორგანოს მონიტორინგის სისტემის მეშვეობით ობიექტის აქტივაციის შესახებ ბრძანების დამოუკიდებლად ინიცირების შესაძლებლობას.“ პრინციპში, აღნიშნული მუხლი წარმოადგენს მოცემული კანონპროექტის მთავარ ნოვაციას. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული ცვლილება ემსახურება პასუხიმგებლობათა გამიჯვნას ფარული საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებლ ორგანოსა და საგამოძიებო ორგანოს შორის ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დაცვის ვალდებულების კუთხით. ასევე, დღეს არსებული რედაქციით, სსსკ 1437 მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი ორგანოს ვალდებულებას „მაქსიმალურად შეზღუდოს იმ კომუნიკაციისა და პირის მონიტორინგი, რომელთაც გამოძიებასთან კავშირი არ აქვთ.“ შემოთავაზებული პროექტით ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელ უფლებამოსილ ორგანოდ განისაზღვრება შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი, რომლის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ტექნიკურ-ორგანიზაციული უზრუნველყოფა და არა ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი და შეფასება, რაც განეკუთვნება ფსმ-ს განხორციელების ინიციატორი საგამოძიებო ორგანოების კომპეტენციას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოთავაზებული ცვლილებით, იმ კომინიკაციისა და პირის მონიტორინგის მაქსიმალურად შეზღუდვის ვალდებულება, რომელსაც არ გააჩნია კავშირი გამოძიებასთან, დაეკისრება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს და არა ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: ფარულის საგამოძიებო მოქმედებების განხორცილების ორ ეტაპიანი ელექტრონული სისტემის, ასევე კონტროლის ელექტრონული სისტემის და მონაცემთა ბანკების კონტროლის ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებების შეძენა, ასევე ტექნიკურ-ორგანიზაციული ღონისძიებების და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების შექმნა მოითხოვს დაახლოებით 280 000 ლარიდან 300 000 ლარამდე. აღნიშნული ხარჯები დაფინანსდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ ეკისრება; ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ იწვევს ფინანსური შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება; ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელი ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: ასეთი არ არსებობს; გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს; გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს; გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს; დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: აღნიშნული პროექტის მომზადებაში ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ; დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს; ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ინიციატორებია საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, ირაკლი სესიაშვილი, გედევან ფოფხაძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორებია საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, ირაკლი სესიაშვილი, გედევან ფოფხაძე
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 3. ძირითად ტერმინთა განმარტება ამ კოდექსის მიზნებისთვის 1. არასრულწლოვანი – პირი, რომელსაც 18 წელი არ შესრულებია. 2. ახლო ნათესავი – მშობელი, შვილად ამყვანი, შვილი, შვილობილი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული). 3. ოჯახის წევრი – მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი ან გერი, მასთან მუდმივად მცხოვრები პირი. 4. კანონიერი წარმომადგენელი – ახლო ნათესავი, მეურვე, მზრუნველი, რომელიც მონაწილეობს სისხლის სამართლის პროცესში ისეთ შემთხვევაში, როდესაც პროცესის მონაწილე არის არასრულწლოვანი, ქმედუუნარო, შეზღუდულქმედუნარიანი ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დაიცვას თავი. 5. მხარე – ბრალდებული, მსჯავრდებული, გამართლებული, მათი ადოკატი, გამომძიებელი, პროკურორი. 6. ბრალდების მხარე – გამომძიებელი, პროკურორი. 7. დაცვის მხარე – ბრალდებული, მსჯავრდებული, გამართლებული, მათი ადვოკატი. 8. მსჯავრდებული – პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. 9. ადვოკატი – პირი, რომელიც კანონით დადგენილი წესით იცავს ბრალდებულის, მსჯავრდებულის, გამართლებულის ინტერესებს და უწევს მათ იურიდიულ დახმარებას. 10. გამოძიება – უფლებამოსილი პირის მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით განხორციელებულ მოქმედებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია დანაშაულთან დაკავშირებული მტკიცებულებების შეგროვება. 11. დასაბუთებული ვარაუდი – ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც მოცემული სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა ერთობლიობით დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენა, ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის ან/და აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისთვის გათვალისწინებული მტკიცებულებითი სტანდარტი. 111. საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები – მტკიცებულებები, რომლებიც დაარწმუნებდა ობიექტურ პირს, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე. (24.07.2014. N2517) 12. ალბათობის მაღალი ხარისხი – წინასასამართლო სხდომაზე საქმის არსებითად განსახილველად გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლის სახელმძღვანელო სტანდარტი, ურთიერთშეთავსებად და რომელიც დამაჯერებელ ეყრდნობა სხდომაზე მტკიცებულებათა წარმოდგენილ ერთობლიობას და საკმარისია ვარაუდის მაღალი ხარისხისათვის, რომ მოცემულ საქმეზე გამოტანილ იქნება გამამტყუნებელი განაჩენი. (14.06.2013. N741) 13. გონივრულ ეჭვს მიღმა – სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. 14. განაჩენი – პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ბრალდებულს ცნობს დამნაშავედ დანაშაულის ჩადენაში ან ამართლებს მას. 15. განჩინება – სასამართლოს გადაწყვეტილება (განაჩენის და განკარგულების გარდა) ნებისმიერ საკითხზე. 16. დადგენილება – გამომძიებლის, პროკურორის გადაწყვეტილება ნებისმიერ საკითხზე. 17. ღამე – დრო 22 საათიდან 6 საათამდე. 18. საპატიო გამოუცხადებლობა, – მიზეზი რაც სისხლის გამოწვეულია მისი სამართლის პროცესის ავადმყოფობით, ახლო მონაწილის ნათესავის გარდაცვალებით, სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებებით, რომლებიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის პროცესზე გამოცხადებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ გაცემული, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. წინასწარ ცნობილი საპატიო მიზეზის არსებობის თაობაზე შეტყობინება უნდა წარედგინოს სასამართლოს პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ პროცესის დაწყებამდე არა უგვიანეს 48 საათისა. საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილ უნდა იქნეს გამოუცხადებლობიდან 5 დღეში. 19. ბრალდებული – პირი, რომლის მიმართაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული. 20. მოწმე – პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემი. პირი მოწმის სტატუსსა და უფლება‐ მოვალეობებს იძენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. 21. ექსპერტი – სპეციალური ცოდნის, ჩვევებისა და გამოცდილების მქონე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმეზე საჭირო გამოკვლევის ჩასატარებლად და დასკვნის შესადგენად მიწვეულია მხარის ან მხარის შუამდგომლობით სასამართლოს მიერ. გარდა ამისა, ექსპერტი მხარეებსა და სასამართლოს დახმარებას უწევს მტკიცებულებათა აღმოჩენაში, გამოკვლევასა და დემონსტრირებაში. 22. დაზარალებული – სახელმწიფო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი მიადგა უშუალოდ დანაშაულის შედეგად. 23. მტკიცებულება – კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია, ამ ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი, რომლის საფუძველზედაც მხარეები სასამართლოში ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, სამართლებრივად აფასებენ მათ, ასრულებენ მოვალეობებს, იცავენ თავიანთ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ხოლო სასამართლო ადგენს, არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე, ახასიათებს მის პიროვნებას. დოკუმენტი მტკიცებულებაა, თუ ის შეიცავს სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დასადგენად საჭირო ცნობას. დოკუმენტად ითვლება ნებისმიერი წყარო, რომელშიც ინფორმაცია აღბეჭდილია სიტყვიერ‐ნიშნობრივი ფორმით ან/და ფოტო‐, კინო‐, ვიდეო‐, ბგერისა თუ სხვა ჩანაწერის სახით ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. 24. მოწმის ჩვენება – მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. 25. ნივთიერი მტკიცებულება – საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი, რომელიც წარმოშობით, აღმოჩენის ადგილითა და დროით, ნიშან‐თვისებებითა და მასზე დარჩენილი კვალით დაკავშირებულია სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივ გარემოებასთან და შეიძლება დანაშაულის აღმოჩენის, დამნაშავის დადგენის ან ბრალდების უარყოფის თუ დადასტურების საშუალება იყოს. 26. გამოძიების ადგილი – საგამოძიებო ორგანოს ადმინისტრაციული შენობის მდებარეობის ადგილი. 27. კომპიუტერული სისტემა – ნებისმიერი მექანიზმი ან ერთმანეთთან დაკავშირებულ მექანიზმთა ჯგუფი, რომელიც პროგრამის მეშვეობით, ავტომატურად ამუშავებს მონაცემებს (მათ შორის, პერსონალური კომპიუტერი, ნებისმიერი მოწყობილობა მიკროპროცესორით, აგრეთვე მობილური ტელეფონი). (24.09.2010. N3616 ამოქმედდეს 2010 წლის 30 სექტემბრიდან.) 28. კომპიუტერული მონაცემი – კომპიუტერულ სისტემაში დამუშავებისათვის ხელსაყრელი ნებისმიერი ფორმით გამოსახული ინფორმაცია, მათ შორის, პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებას. (24.09.2010. N3616 ამოქმედდეს 2010 წლის 30 სექტემბრიდან.) 29. მომსახურების მომწოდებელი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მომხმარებლებს უზრუნველყოფს შესაძლებლობით, ურთიერთობა განახორციელონ კომპიუტერული სისტემის საშუალებით, ასევე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც ამუშავებს ან ინახავს კომპიუტერულ მონაცემებს ამგვარი საკომუნიკაციო მომსახურების ან ასეთი მომსახურების მომხმარებელთა სახელით. (24.09.2010. N3616 ამოქმედდეს 2010 წლის 30 სექტემბრიდან.) 30. ინტერნეტტრაფიკის მონაცემი – კომუნიკაციებთან დაკავშირებული და კომპიუტერული სისტემის მიერ გენერირებული ნებისმიერი კომპიუტერული მონაცემი, რომელიც კომუნიკაციათა ჯაჭვის ნაწილია, მიუთითებს კომუნიკაციის წყაროს, დანიშნულების ადგილს, მიმართულებას, დროს, თარიღს, ზომას, ხანგრძლივობას, ძირითადი მომსახურების ტიპს. (24.09.2010. N3616 ამოქმედდეს 2010 წლის 30 სექტემბრიდან.) მუხლი 136. დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვა (24.09.2010. N3616 ამოქმედდეს 2010 წლის 30 სექტემბრიდან.) 1. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში ინახება სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან დოკუმენტი, პროკურორი უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს შესაბამისი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით. 2. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირი დანაშაულებრივ ქმედებას ახორციელებს კომპიუტერული სისტემის გამოყენებით, პროკურორი უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს მომსახურების მომწოდებლისაგან მომხმარებლის შესახებ არსებული ინფორმაციის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით. 3. ამ მუხლის მიზნებისათვის, მომხმარებლის შესახებ არსებული ინფორმაცია არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც მომსახურების მომწოდებელი ინახავს კომპიუტერული მონაცემების ან ნებისმიერი სხვა ფორმით, რომელიც დაკავშირებულია მისი მომსახურების შინაარსობრივი მომხმარებლებთან, მონაცემებისაგან და განსხვავდება რომლის ინტერნეტტრაფიკისა მიხედვითაც და შესაძლებელია დადგინდეს/განისაზღვროს: ა) გამოყენებული კომუნიკაციის მომსახურების ტიპი, გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და მომსახურების დრო; ბ) მომხმარებლის ვინაობა, საფოსტო ან საცხოვრებელი მისამართი, ტელეფონის და სხვა საკონტაქტო ნომრები, ანგარიშისა და გადასახადების შესახებ ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომია მომსახურების ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე; გ) დამონტაჟებული საკომუნიკაციო აღჭურვილობის ადგილმდებარეობის თაობაზე არსებული ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომია მომსახურების ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე. 4. ამ მუხლით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებაზე ვრცელდება ამ კოდექსის 1432–14310 მუხლების დებულებები. (1.08.2014 N 2634) მუხლი 1433. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების წესი (1.08.2014 N 2634) 1. ფარული საგამოძიებო მოქმედება ტარდება მოსამართლის განჩინებით. განჩინებას პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე იღებს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, გარდა ამ მუხლის მე‐17 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. პროკურორის შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს გარემოებები, რომლებიც ადასტურებს, რომ: ა) გამოძიება დაწყებულია ან/და სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება განზრახი მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის გამო: 117‐ე მუხლის პირველი ნაწილი, 134‐ე მუხლი, 139‐ე მუხლის მე‐2 ნაწილი, 140‐ე და 141‐ე მუხლები, 143‐ე მუხლის პირველი ნაწილი, 1433 მუხლის პირველი ნაწილი, 180‐ე მუხლის პირველი ნაწილი, 181‐ე მუხლის პირველი ნაწილი, 186‐ ე მუხლის მე‐2 ნაწილი, 187‐ე მუხლის მე‐2 ნაწილი, 198‐ე მუხლის პირველი ნაწილი, 210‐ ე მუხლის პირველი ნაწილი, 253‐ე მუხლის პირველი ნაწილი, 2551, 2594 და 284‐ე მუხლები, 285‐ე მუხლის პირველი ნაწილი, 286‐ე და 287‐ე მუხლები, 288‐ე მუხლის პირველი და მე‐2 ნაწილები, 289‐ე, 290‐ე და 292‐ე−303‐ე მუხლები, 304‐ე მუხლის პირველი ნაწილი, 305‐ე და 306‐ე მუხლები, 318‐ე მუხლის პირველი ნაწილი, 3221 მუხლის პირველი და მე‐2 ნაწილები, 340‐ე და 341‐ე მუხლები; ბ) არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირს, რომლის მიმართაც უნდა ჩატარდეს ფარული საგამოძიებო მოქმედება, ჩადენილი აქვს ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული („დანაშაულთან პირდაპირ კავშირში მყოფი პირი“), ან პირი იღებს ან გადასცემს დანაშაულთან პირდაპირ კავშირში მყოფი პირისათვის განკუთვნილ ან მისგან მომდინარე ინფორმაციას, ან დანაშაულთან პირდაპირ კავშირში მყოფი პირი იყენებს პირის საკომუნიკაციო საშუალებებს; გ) ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება გამოწვეულია გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროებით და არის დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად − ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უწესრიგობის ან დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესების ან სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად − აუცილებელი, მისი მიღწევის შესაფერისი და პროპორციული საშუალება; დ) მოთხოვნილი ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული იქნება გამოძიებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ის ინფორმაცია, რომლის სხვა საშუალებით მოპოვება შეუძლებელია ან გაუმართლებლად დიდ ძალისხმევას საჭიროებს. 3. პროკურორის შუამდგომლობაში უნდა აისახოს ინფორმაცია იმ საგამოძიებო მოქმედების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც შუამდგომლობის წარდგენამდე ჩატარდა ამ კოდექსით დადგენილი წესით და რომლითაც დასახული მიზანი ვერ იქნა მიღწეული. 4. უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უზრუნველსაყოფად კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი იყენებს კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის ფიზიკური ხაზებიდან და მათი შემაერთებლებიდან, მეილსერვერებიდან, ბაზებიდან, კავშირგაბმულობის ქსელებიდან და კავშირგაბმულობის სხვა შემაერთებლებიდან ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკურ შესაძლებლობას, აგრეთვე კომუნიკაციის აღნიშნულ საშუალებებთან განათავსებს და ამონტაჟებს სათანადო აპარატურას და პროგრამული უზრუნველყოფის მოწყობილობებს. 5. მოსამართლე პროკურორის შუამდგომლობისა და მისი დასაბუთებისათვის საჭირო, თანდართული მასალის სასამართლოში წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა განიხილავს შუამდგომლობას ამ თავითა და ამ კოდექსის 112‐ე მუხლით დადგენილი წესებით. მოსამართლეს შეუძლია შუამდგომლობა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს. მოსამართლე შუამდგომლობას ზეპირი მოსმენით, პროკურორის მონაწილეობით, დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილავს და განჩინებით იღებს გადაწყვეტილებას ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის ან მისი ჩატარების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. მოსამართლის განჩინება დგება 3 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა შუამდგომლობის წარმდგენ პროკურორს, ერთი რჩება სასამართლოში, ხოლო ერთი განჩინება, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, მისი მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა მიეწოდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. 6. ფარული საგამოძიებო მოქმედება პროკურორის მოტივირებული დადგენილებით შეიძლება ჩატარდეს მოსამართლის განჩინების გარეშე, გადაუდებელი აუცილებლობისას, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს საქმისათვის (გამოძიებისათვის) მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან შეუძლებელი გახადოს ამ მონაცემების მოპოვება. ასეთ შემთხვევაში პროკურორი ვალდებულია ფარული საგამოძიებო მოქმედების დაწყებიდან არაუგვიანეს 24 საათისა მიმართოს შუამდგომლობით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ტარდება აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედება, ან გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს გადაუდებელი აუცილებლობისას ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ. პროკურორმა შუამდგომლობაში უნდა დაასაბუთოს როგორც ამ მუხლის მე‐2 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების, ისე იმ გარემოებების არსებობა, რომლებმაც განაპირობა ფარული საგამოძიებო მოქმედების მოსამართლის განჩინების გარეშე გადაუდებლად ჩატარება. მოსამართლე პროკურორის შუამდგომლობას განიხილავს სასამართლოში მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა, ამ მუხლის მე‐5 ნაწილით დადგენილი წესით. შუამდგომლობის განხილვისას მოსამართლე ამოწმებს, შეესაბამება თუ არა ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედება ამ მუხლის მე‐2 ნაწილის მოთხოვნებს, აუცილებელი იყო თუ არა აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედების გადაუდებლად ჩატარება, და განჩინებით იღებს ერთ‐ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ; ბ) ფარული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ ცნობის, მისი შედეგების გაუქმებისა და ამ მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის განადგურების შესახებ. 7. მოსამართლის განჩინება დგება 3 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა შუამდგომლობის წარმდგენ პროკურორს, ერთი რჩება სასამართლოში, ხოლო ერთი განჩინება, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, მისი მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა მიეწოდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. 8. თუ ბრალდების მხარე საჭიროდ არ მიიჩნევს გადაუდებელი აუცილებლობისას ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენებას, მან ამ ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ მისი დაწყებიდან არაუგვიანეს 24 საათისა შუამდგომლობით უნდა მიმართოს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ჩატარდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება, ან გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს. სასამართლოს მიერ შესაბამისი განჩინების მიღების შემდეგ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს ამ კოდექსის 1438 მუხლის მე‐5 ნაწილით დადგენილი წესით. 9. თუ ფარული საგამოძიებო მოქმედებით გამოვლინდა სხვა დანაშაულის ნიშნები, რომელზედაც არ მიმდინარეობს გამოძიება, ამ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია არის სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი, ხოლო ამ ინფორმაციის ახალ საქმეზე დასაშვებ მტკიცებულებად ცნობის საკითხი გადაწყდება ამ კოდექსით დადგენილი ზოგადი წესით, ფარული საგამოძიებო მოქმედებისათვის ამ მუხლის მე‐2 ნაწილით განსაზღვრული გარემოებების გაუთვალისწინებლად. 10. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის ან გადაუდებელი აუცილებლობისას მოსამართლის განჩინების გარეშე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების მოსამართლემ უნდა გარემოებების არსებობა განჩინების გარეშე დაასაბუთოს და ცნობის ამ მე‐2 ნაწილით განსაზღვრული საგამოძიებო მოქმედების მოსამართლის აუცილებლობა. მოსამართლის მუხლის ფარული გადაუდებლად ჩატარების შესახებ განჩინებაში კანონიერად განჩინებაში უნდა მიეთითოს: განჩინების შედგენის თარიღი და ადგილი; მოსამართლის სახელი და გვარი; პირი, რომელმაც მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა; განკარგულება საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ, რომელშიც ზუსტად უნდა იყოს აღნიშნული, რა სახის ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაა ნებადართული ან რომელი ასეთი მოქმედებაა კანონიერად ცნობილი, სად, დროის რა მონაკვეთში და ვის მიმართ უნდა ჩატარდეს ან ჩატარდა აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედება, ვისზე ვრცელდება ეს ფარული საგამოძიებო მოქმედება; განჩინების მოქმედების ვადა; პირი ან ორგანო, რომელმაც უნდა შეასრულოს განჩინება; ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისათვის საჭირო სხვა მონაცემები; მოსამართლის ხელმოწერა (მათ შორის, ელექტრონული). 11. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემაზე ან ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინებაში უნდა მიეთითოს, რომ წარდგენილი შუამდგომლობით არ დასტურდება ამ მუხლის მე‐2 ნაწილით განსაზღვრული გარემოებების განჩინების არსებობა გარეშე და ფარული გადაუდებლად საგამოძიებო ჩატარების მოქმედების მოსამართლის აუცილებლობა. მოსამართლის განჩინებაში უნდა მიეთითოს: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; მოსამართლის სახელი და გვარი; პირი, რომელმაც მას შუამდგომლობით მიმართა; მოსამართლის ხელმოწერა (მათ შორის, ელექტრონული). 12. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ მოსამართლის განჩინება გაიცემა იმ ვადით, რომელიც საჭიროა გამოძიების მიზნის მისაღწევად, მაგრამ არაუმეტეს 1 თვისა. თუ ეს ვადა საკმარისი არ აღმოჩნდება, დასაშვებია მისი გაგრძელება პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, ამ თავით დადგენილი წესით, არაუმეტეს 2 თვისა. პროკურორის შუამდგომლობაში უნდა აისახოს ინფორმაცია დაწყებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მონაცემების შესახებ და მიეთითოს, რის გამო ვერ მოხერხდა გამოძიებისათვის საკმარისი მონაცემების მოპოვება. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა შეიძლება კიდევ ერთხელ, არაუმეტეს 3 თვისა გაგრძელდეს საქართველოს მთავარი პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია. 13. ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ განჩინება საჯაროდ არ ცხადდება. მოსამართლის განჩინება ძალას კარგავს მისი მიღებიდან 15 დღის გასვლის შემდეგ, თუ ამ ხნის განმავლობაში ფარული საგამოძიებო მოქმედება არ დაიწყო. 14. პირს, რომლისთვისაც მოცემულ საქმეზე სამართალწარმოების მიმდინარეობისას ცნობილი გახდა მის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე, შეუძლია ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ განჩინება ერთჯერადად გაასაჩივროს შესაბამისი სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, აღნიშნული ინფორმაციის და განჩინების გასაჩივრების უფლების შესახებ განმარტების მიღებიდან 48 საათის განმავლობაში. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ ცნობა ქმნის ამ მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ამ კოდექსით დადგენილი წესით დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის საფუძველს. სააპელაციო სასამართლოს მიერ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება საფუძვლად დაედოს ამ კოდექსის მე‐7 მუხლის მე‐3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნას პირისთვის მისი პირადი ცხოვრების შესახებ ცნობების/პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებით, შენახვით ან გამჟღავნებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე. 15. პირი, რომლისთვისაც მოცემულ საქმეზე სამართალწარმოების დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა მის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე, შეუძლია ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ განჩინება გაასაჩივროს შესაბამისი სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, აღნიშნული ინფორმაციის და განჩინების გასაჩივრების უფლების შესახებ განმარტების მიღებიდან 1 თვის განმავლობაში. ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების სააპელაციო სასამართლოს მიერ უკანონოდ ცნობა შეიძლება მიჩნეულ იქნეს ამ კოდექსის 310‐ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებად განაჩენის გადასინჯვისათვის, თუ ამ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს. სააპელაციო სასამართლოს მიერ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება საფუძვლად დაედოს ამ კოდექსის მე‐7 მუხლის მე‐3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნას პირის მიერ მისი პირადი ცხოვრების შესახებ ცნობების/პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებით, შენახვით ან გამჟღავნებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე. 16. ამ მუხლის მე‐14 და მე‐15 ნაწილებით გათვალისწინებულ საჩივარში უნდა აღინიშნოს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის ამ თავით დადგენილი წესის დარღვევის შესახებ. საჩივარი შეიტანება განჩინების გამომტან სასამართლოში. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია საჩივარს განიხილავს მისი შეტანიდან არაუგვიანეს 72 საათისა. სააპელაციო სასამართლო შეტყობინებით უზრუნველყოფს მომჩივნის და ბრალდების მხარის მონაწილეობას საჩივრის განხილვაში. მათი გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს გადაწყვეტილება საჯაროდ საჩივრის განხილვას. საჩივარზე მიღებული ცხადდება და მოთხოვნის შემთხვევაში მომჩივანს და ბრალდების მხარეს გადაეცემა. 17. სახელმწიფო‐პოლიტიკური თანამდებობის პირის, მოსამართლის და იმუნიტეტის მქონე პირის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედება შეიძლება ჩატარდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის განჩინებით, საქართველოს მთავარი პროკურორის ან მისი მოადგილის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე. მუხლი 1434. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების უფლებამოსილების მქონე ორგანო (1.08.2014 N 2634) ფარულ საგამოძიებო მოქმედებას ატარებს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო ამ კოდექსით და „ოპერატიულ‐სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესებით. მუხლი 1435. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი ორგანოს მიერ ინფორმაციის შენახვისა და აღრიცხვის ვალდებულება 1. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის სათანადოდ დაცვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელ ორგანოს. 2. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელმა ორგანომ უნდა აღრიცხოს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან დაკავშირებული შემდეგი მონაცემები: ფარული საგამოძიებო მოქმედების სახე და მისი ჩატარებისას გამოყენებული ტექნიკური საშუალებები; ფარული საგამოძიებო მოქმედების დაწყებისა და დასრულების დრო; იმ პირთა წრე, რომელთა მიმართაც ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება; მოსამართლის განჩინების ან/და პროკურორის დადგენილების რეკვიზიტები. მუხლი 1436. ფარული საგამოძიებო მოქმედების შეწყვეტა (1.08.2014 N 2634) 1. ფარული საგამოძიებო მოქმედების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი გამომძიებლის მიმართვის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით. 2. ფარული საგამოძიებო მოქმედება შეწყდება, თუ: ა) შესრულდება ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ განჩინებით გათვალისწინებული კონკრეტული ამოცანა; ბ) დადგინდება გარემოებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ამ ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ განჩინებით გათვალისწინებული კონკრეტული ამოცანის შესრულება ობიექტურად შეუძლებელია ან ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას გამოძიებისათვის არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს; გ) შეწყდება გამოძიება ან/და სისხლისსამართლებრივი დევნა; დ) გავა ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა. 3. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო ადგენს ოქმს, რომელშიც ზუსტად უნდა იყოს აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედების დაწყებისა და დასრულების დრო, ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების სახე და მისი ჩატარებისას გამოყენებული ტექნიკური საშუალებები, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების კონკრეტული ადგილი და იმ პირთა წრე, რომელთა მიმართაც ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება. ეს ოქმი დაუყოვნებლივ წარედგინება პროკურორს, აგრეთვე ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით − დაცვის მხარეს. მუხლი 1437. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მინიმუმამდე დაყვანა (1.08.2014 N 2634) 1. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი ორგანო (პირი) ვალდებულია მაქსიმალურად შეზღუდოს იმ კომუნიკაციისა და პირის მონიტორინგი, რომელთაც გამოძიებასთან კავშირი არ აქვთ. 2. სასულიერო პირის, ადვოკატის, ექიმის, ჟურნალისტისა და იმუნიტეტის მქონე პირის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს არ უკავშირდება შესაბამისად მათ მიერ სასულიერო მოღვაწეობის ან პროფესიული საქმიანობის დროს კანონით დაცული ინფორმაციის მოპოვებას. 3. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია ადვოკატის პირადი კომუნიკაციის შესახებ უნდა გაიმიჯნოს ადვოკატსა და კლიენტს შორის განხორციელებული კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციისაგან. ადვოკატსა და კლიენტს შორის განხორციელებული კომუნიკაციის შინაარსი, რომელიც ადვოკატის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება, დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს. მუხლი 1438. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის/მასალის განადგურება (1.08.2014 N 2634 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90‐ ე დღეს) 1. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, პროკურორის გადაწყვეტილებით, დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს ფარული საგამოძიებო მოქმედების შეწყვეტის ან დასრულების შემდეგ, თუ მას არა აქვს ღირებულება გამოძიებისათვის. ასევე დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს იმ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც გადაუდებელი აუცილებლობისას მოსამართლის განჩინების გარეშე ჩატარდა და, მიუხედავად სასამართლოს მიერ მისი კანონიერად ცნობისა, ბრალდების მხარემ ამ კოდექსის 83‐ე მუხლით დადგენილი წესით არ წარუდგინა ის მტკიცებულებად საქმის არსებითად განმხილველ სასამართლოს. დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს ოპერატიულ‐სამძებრო ღონისძიების შედეგად მოპოვებული ის მასალაც, რომელიც არ ეხება პირის დანაშაულებრივ საქმიანობას, მაგრამ შეიცავს ცნობებს მისი ან სხვა პირის პირადი ცხოვრების შესახებ და „ოპერატიულ‐სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‐6 მუხლის მე‐4 პუნქტის თანახმად უნდა განადგურდეს. 2. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალა, რომელსაც სასამართლო დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობს, განადგურდება საბოლოო ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე განაჩენის გამოტანიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, დაუყოვნებლივ. ეს მასალა განადგურებამდე სასამართლოს სპეციალურ საცავში ინახება. დაუშვებელია ვინმეს მიერ აღნიშნული მასალის გაცნობა, ასლის გადაღება და გამოყენება, გარდა მისი მხარეთა მიერ საპროცესო უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებისა. 3. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალა, რომელიც საქმეს ნივთიერ მტკიცებულებად დაერთვის, ამ კოდექსის 79‐ე მუხლის მე‐2 ნაწილის თანახმად შეინახება სასამართლოში ამ სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნული მასალა დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს. 4. ამ მუხლის მე‐2 და მე‐3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალის სათანადოდ დაცვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება იმ სასამართლოს ადმინისტრაციას, სადაც განადგურებამდე ინახებოდა ეს მასალა. 5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას ანადგურებს შესაბამისი საქმის გამოძიებაზე სახელმწიფო საპროცესო ბრალდების ზედამხედველობის მხარდამჭერი ან მათი განმახორციელებელი ზემდგომი პროკურორი, ან იმ მოსამართლის ან იმ სასამართლოს მოსამართლის თანდასწრებით, რომელმაც ან რომლის მოსამართლემაც მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე ან გადაუდებელი აუცილებლობისას მოსამართლის განჩინების გარეშე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ან უკანონოდ ცნობის შესახებ. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალის განადგურების შესახებ შესაბამისი პროკურორისა და მოსამართლის ხელმოწერებით დადასტურებული ოქმი გადაეცემა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, ფარული ინფორმაციის/პერსონალური საგამოძიებო მონაცემების მოქმედების შედეგად მოპოვებული განადგურების კომისიას და აისახება ფარული საგამოძიებო მოქმედებების სასამართლო რეესტრში. 6. ამ მუხლის მე‐2 და მე‐3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ მასალას ანადგურებს ის მოსამართლე ან იმ სასამართლოს მოსამართლე, რომელმაც ან რომლის მოსამართლემაც მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე ან გადაუდებელი აუცილებლობისას მოსამართლის განჩინების გარეშე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ან უკანონოდ ცნობის შესახებ. მუხლი 1439. ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ შეტყობინება (1.08.2014 N 2634) 1. ფარული საგამოძიებო მოქმედების დასრულებამდე ამ მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ გამომძიებელს, პროკურორს და მოსამართლეს (თუ ეს ინფორმაცია არსებითად უკავშირდება მათ მიერ განსახილველ საკითხს). 2. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია დაცვის მხარეს მიეწოდება ამ კოდექსის 83‐ე მუხლის მე‐6 ნაწილის შესაბამისად, აგრეთვე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას. 3. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების, ამ მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალის შინაარსისა და აღნიშნული მასალის განადგურების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს პირს, რომლის მიმართაც ჩატარდა აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედება. ამ პირს ასეთი ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად გადაეცემა მოსამართლის განჩინება მის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ, აგრეთვე ის მასალა, რომლის საფუძველზედაც მიიღო მოსამართლემ ამგვარი გადაწყვეტილება, და განემარტება აღნიშნული განჩინების ამ კოდექსის 1433 მუხლის მე‐ 15 ნაწილით დადგენილი წესით გასაჩივრების უფლება. გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ როდის ეცნობოს პირს მის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ და გადაეცეს შესაბამისი განჩინება და მასალა, სამართალწარმოების ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც სამართალწარმოების მიმდინარეობისას, ისე მისი დასრულების შემდეგ, იღებს პროკურორი. 4. თუ პროკურორი გადაწყვეტს, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებიდან 12 თვის ვადაში პირს არ აცნობოს მის მიმართ ამ მოქმედების ჩატარების შესახებ, იგი ვალდებულია აღნიშნული ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 72 საათისა შუამდგომლობით მიმართოს იმ სასამართლოს, რომლის მოსამართლემაც მიიღო განჩინება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე, და მოითხოვოს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისათვის მიწოდების გადავადება არაუმეტეს 12 თვისა. შუამდგომლობაში დასაბუთებული უნდა იყოს ის საფრთხე, რომელიც პირისათვის შეტყობინებით შეექმნება ფარული საგამოძიებო მოქმედების ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, ამოცანის შესრულებას და სამართალწარმოების ინტერესებს. მოსამართლე შუამდგომლობას განიხილავს მისი წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში, ამ კოდექსის 112‐ე მუხლით დადგენილი წესით, საკუთარი შეხედულებისამებრ, ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე. შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით უზრუნველყოფს შესაბამისი განხილვისას პროკურორის მოსამართლე მონაწილეობას შეტყობინებით განხილვაში. მისი გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს შუამდგომლობის განხილვას. განხილვის შედეგად მოსამართლე იღებს დაკმაყოფილების და გადაწყვეტილებას პროკურორის შუამდგომლობის ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე შესაბამისი პირისათვის შეტყობინების გადავადების შესახებ ან შუამდგომლობის დაკმაყოფილებასა და ამგვარი ინფორმაციის მიწოდების გადავადებაზე უარის თქმის შესახებ. პროკურორი ვალდებულია ამ ნაწილით გათვალისწინებული შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს პირის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ამ პირისათვის შეტყობინების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 72 საათისა, აღნიშნული ვადის არაუმეტეს 12 თვით გაგრძელების თაობაზე. მუხლი 14310. ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრი (1.08.2014 N 2634) 1. საქართველოს უზენაესი სასამართლო ადგენს ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრს, რომელშიც აისახება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაცია, მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებით კერძოდ: ფარული საგამოძიებო სასამართლოებში შესული შუამდგომლობების და სასამართლოთა მიერ მათზე მიღებული განჩინებების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე ოპერატიულ‐სამძებრო ღონისძიების შედეგად მოპოვებული მასალის განადგურების თაობაზე ინფორმაცია, რომელიც არ ეხებოდა პირის დანაშაულებრივ საქმიანობას, მაგრამ შეიცავდა ცნობებს მისი ან სხვა პირის პირადი ცხოვრების შესახებ და „ოპერატიულ‐სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‐6 მუხლის მე‐4 პუნქტის თანახმად განადგურდა. 2. საქართველოს უზენაესი სასამართლო ვალდებულია ყოველი წლის ბოლოს გამოაქვეყნოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია.