„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 75 ✗ 56
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 44
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 72 ✗ 32
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 80 ✗ 14
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-11-24
ბიუროს ნომერი 220
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №26, 06.06.2005, მუხ. 175) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე‐2 მუხლის დამეტოს ჰ56 ‐ ჰ61 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
„ჰ56 რეალურ დროში ინფორმაციის მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობა ‐ წინასწარ
განსაზღვრული არქიტექტურითა და დადგენილი ინტერფეისებით, გადაცემის პროცესში მყოფი
კომუნიკაციის შინაარსისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების უფლებამოსილი
ორგანოსთვის მიწოდების შესაძლებლობა.
ჰ57 მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის სისტემა ‐ სპეციალური კომპიუტერული სისტემა,
რომელიც
რეალურ
დროში
ინფორმაციის
მიწოდების
ტექნიკური
შესაძლებლობის
არქიტექტურაში წარმოადგენს შუამავალ რგოლს სამართალდამცავი ორგანოს მონიტორინგის
სისტემასა
და
მომსახურების
მიმწოდებლის
ინფრასტრუქტურას
შორის
და
რომელიც
უზრუნველყოფს ობიექტის აქტივაციისა და დეაქტივაციის შესახებ სამართალდამცავი ორგანოს
მონიტორინგის სისტემის მიერ ინიცირებულ ბრძანებათა ტექნიკურ აღსრულებას.
ჰ58 სამართალდამცავი ორგანოს მონიტორინგის სისტემა ‐ პროგრამული ინტერფეისი, რომლის
მეშვეობითაც ხდება ობიექტის აქტივაციის შესახებ ბრძანების ინიცირება და რომელიც
წარმოადგენს გადაჭერილი ინფორმაციის მიღების საბოლოო პუნქტს.
ჰ59 ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტი ‐ მოსამართლის განჩინებით/პროკურორის
მოტივირებული დადგენილებით განსაზღვრული კონკრეტული იდენტიფიკატორი.
ჰ60 ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ‐ ავტორიზებული პირი, რომლის საქმიანობის ან/და
მომსახურების სახეს წარმოადგენს სატელეფონო ან/და ინტერნეტ ქსელებით უზრუნველყოფა
ან/და მომსახურება.“
ჰ61 უფლებამოსილი ორგანო ‐ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე‐3
მუხლის 32‐ე ნაწილით განსაზღვრული ორგანო.
2. კანონის მე‐8 მუხლის მე‐3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის მე‐2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება ინფორმაციის
საიდუმლოების დაცვის შესახებ არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც უფლებამოსილი
ორგანო ახორციელებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით 1431 მუხლის პირველი
პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუქტებით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს.
3. 81 და 82 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი
81.
ელექტრონული
საკომუნიკაციო
ქსელების
მეშვეობით
განხორციელებულ
კომუნიკაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის რეალურ დროში მიწოდება
უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას,
უნდა ჰქონდეს მისი ქსელების მეშვეობით განხორციელებული კომუნიკაციის შინაარსის და
მისი
მაიდენტიფიცირებელი
მონაცემების
უფლებამოსილი
ორგანოს
მონიტორინგის
სისტემისთვის რეალურ დროში მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობა.
მუხლი 82. მონაცემთა გადაცემის ფაქტების აღრიცხვა და ინფორმაციის პერსონალურ მონაცემთა
დაცვის ინსპექტორისათვის მიწოდება
„ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიამ უნდა აღრიცხოს ელექტრონული კომუნიკაციის
მაიდენტიფიცირებელი მონაცემების სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისი 112‐ე და 136‐ე
მუხლებით დადგენილი წესით შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის გადაცემის ფაქტები
და სათანადო ინფორმაცია მიაწოდოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.“
4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 83 მუხლი:
„მუხლი 83. ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება
ფარული
საგამოძიეობო
მოქმედებების
განხორციელების
მიზნით,
შესაბამისი
ხაზებიდან
და
უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს უფლება აქვს:
ა)
ჰქონდეს
კავშირგაბმულობისა
შემაერთებლებიდან,
და
კომუნიკაციის
მეილსერვერებიდან,
ფიზიკური
ბაზებიდან,
სასადგურე
მათი
აპარატურიდან,
კავშირგაბმულობის ქსელებიდან და კავშირგაბმულობის სხვა შემაერთებლებიდან ინფორმაციის
რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობა და ამ მიზნით კომუნიკაციის აღნიშნულ
საშუალებებთან,
გადაჭერის
საჭიროების
მენეჯმენტის
უზრუნველყოფის
შემთხვევაში,
სისტემა
საშუალებები.
და
უსასყიდლოდ
სხვა
რეალურ
სათანადო
დროში
განათავსოს
აპარატურა
ინფორმაციის
მართლზომიერი
და
პროგრამული
მოპოვების
შემდგომ
ღონისძიებებს უფლებამისილი ორგანო ახორციელებს უშუალოდ, სასამართლო განჩინების ან
პროკურორის მოტივირებული დადგენილების საფუძველზე.
ბ) განახორციელოს კავშირგაბმულობის არხში არსებული მონაცმთა ბანკების კოპირება. ამ
შემთხვევაში კავშირგაბმულობის არხიდან/ კოპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოხსნისა
და
ფიქსაციის
შემდგომ
ფარულ
საგამოძიებო
მოქმედებებს
უფლებამოსილი
ორგანო
ახორციელებს აღნიშნული კოპირებული მონაცემთა ბანკებიდან, სასამართლოს განჩინების ან და
პროკურორის მოტივირებულის დადგენილების საფუძველზე.“
2. რეალურ დროში ინფორმაციის მიწოდების არქიტექტურა და შესაბამისი ინტერფეისები
განისაზღვრება შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი აქტით.“
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2014 წლის 1 დეკემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტი გამომდინარეობს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
საქართველოს
კანონიდან,
რომლის
მიზეზს
წარმოადგენს კავშირგაბმულობის საშუალებებიდან ინფორმაციის რეალურ დროში მიღების
საკითხის სათანადოდ დარეგულირების აუცილებლობა დაბალანსებული, ეფექტიანი და
თანაზომიერი მექანიზმის შემუშავების სახით.
2014 წლის 1 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებათა
პაკეტი, რომლითაც მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებში
და მანამდე არსებული ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებების დიდი ნაწილი ფარული
საგამოძიებო მოქმედებების სახით იქნა გადატანილი სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსში.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულმა ცვლილებებმა არაერთი ნოვაცია შემოგვთავაზა, ღიად
დარჩა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, კერძოდ, ვინ უნდა განახორციელოს:
1)
კავშირგაბმულობის საშუალებებებიდან რეალურ დროში ინფორმაციის მოპოვება;
2)
კავშირგაბმულობის
საშუალებებებზე
ინფორმაციის
რეალურ
დროში
მოპოვების
ტექნიკური მიერთება;
3)
კომუნიკაციის აღნიშნულ საშუალებებთან მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის
სისტემისა და საჭიროების შემთხვევაში სხვა სათანადო აპარატურის და პროგრამული
უზრუნველყოფის საშუალებების განთავსება;
4)
კავშირგაბმულობის არხში არსებული მონაცმთა ბანკების კოპირება.
ის გარემოება, რომ აღნიშნული თემები თავიდანვე ერთბაშად ვერ გადაიჭრა და
შემდგომშიც გარკვეული ვადით კვლავ შენარჩუნდა ე.წ. „ძველი წესი“, თავისთავად მოწმობს,
რომ საკითხი არ არის მარტივი და საჭიროებს მოზომილი, გააზრებული და არსებულ
რეალობაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებას.
ფაქტია, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ახალ მოდელზე მუშაობის
პროცესი ზედმეტად გაიწელა. საქმე ეხება არა მხოლოდ მართლწესრიგის და ზოგადად
კრიმინალთან
ბრძოლის
ცალკეულ
ასპექტებს,
არამედ
ქვეყნის
თავდაცვისა
და
უშიშროებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ინტერესებს. საკომუნიკაციო არხებიდან
ინფორმაციის
მოპოვების
გამართული
და
საიმედო
სისტემების
არსებობის
გარეშე,
თანამედროვე პირობებში ყოვლად წარმოუდგენელია სახელმწიფოს მდგარი საფრთხეების
ნეიტრალიზება.
ამჟამად, სახელმწიფოს წინაშე დღის წესრიგში დგას საკითხი თუ ვის უნდა ჰქონდეს
კომუნიკაციის საშუალებებიდან იფორმაციის რეალურ დროში მოპოვების (ანუ, სატელეფონო
საუბრების ფარული მიყურადების) უფლება ‐ სახელმწიფოს თუ კომუნიკაციის სუბიექტს.
საუბარია ასევე დამატებითი კონტროლის მექანიზმებზე, მათ შორის „ომაგი გასაღების“
არსებობაზე და ა.შ.
ამ კუთხით საერთაშორისო პრაქტიკა არ იძლევა ერთმნიშვნელოვან მაგალითს და ნათელ
სურათს, თუ რომელი მედელია უფრო პრიორიტეტული და რომელი მათგანი უნდა იყოს
დანერგილი სახელმწიფოში ‐ კომუნიკაციის სუბიექტის მიერ ფარული მიყურადების მოდელი,
თუ სახელმწიფო ორგანოების.
რა თქმა უნდა ბევრ ევროპულ ქვეყანას აქვს კომუნიკაციის
სუბიექტის მიერ ფარული მიყურადების მოდელი, თუმცა არსებობენ ისეთი ქვეყნებიც
(მაგალითად, ხორვატია, უნგრეთი, პოლონეთი, ისრაელი და სხვ.), სადაც ასეთი ფუნქცია
სახელმწიფოს სამართალდამცავ ორგანოებს გააჩნია. უფრო მეტიც, აღნიშნულ სფეროში
საერთოდ ახალი მიდგომები შეიმუშავა საფრანგეთმა, რომელიც 2015 წლიდან იწყებს სრულიად
ახალ და არსებითად განსხვავებულ მოდელზე გადასვლას, რაც გულისხმობს ფარული
საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას უშუალოდ სამართალდამცავი ორგანოების მიერ
კომუნიკაციის სუბიექტების მონაწილეობის გარეშე. ფაქტიურად, საფრანგეთი ამკვიდრებს
ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ახალ ტენდენციებს და მიმართულებებს.
ზუსტად ამ თემაზე საუბრობს "კიბერდანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ ევროპული კონვენციის
ორი მუხლი, რომლებიც შეეხება უშუალოდ კომპეტენტური ორგანოების მიერ ტრაფიკის
მონაცემების (მომსახურების გაწევის დრო, საუბრის ხანგრძლივობა და ა.შ., მუხლი 20.1.ა.) და
შინაარსობრივი მონაცემების (მუხლი 21.1.ა.) რეალურ დროში შეგროვების უფლებამოსილებას.
კერძოდ, კონვენცია ითვალისწინებს შინაარსობრივი და ტრაფიკის მონაცემების გადაჭერის ორ
მოდელს: როგორც უშუალოდ კომპეტენტური ორგანოების მიერ, ასევე მომსახურების
მიმწოდებლების
მონაწილეობით.
აღნიშნული
ორი
მოდელის
ურთიერთმიმართების
განსაზღვრისთვის უაღრესად მნიშველოვანია კონვენციის განმარტებითი ბარათის 223 პუნქტი,
რომლის
მიხედვითაც,
ორივე
შესაძლებლობის
არსებობა
მნიშვნელოვანია
იმის
გათვალისწინებით, რომ "თუ მომსახურების მიმწოდებელს არ აქვს ტექნიკური შესაძლებლობა
განახორციელოს ტრაფიკის მონაცემების შეგროვება (1. ბ), მაშინ მხარეს უნდა ჰქონდეს
შესაძლებლობა მისმა სამართალდამცავმა ორგანოებმა თავად განახორციელონ აღნიშნული
ამოცანა (1.ა.)." აღნიშნული მიზნებისთვის უაღრესად საინტერესოა ასევე განმარტებითი ბარათის
224 პუნქტი, რომლის მიხედვითაც ამგვარი ორმაგი შესაძლებლობის ვალდებულებამ "წარმოშვა
სირთულეები
ცალკეულ
სახელმწიფოებში,
სადაც
სამართალდამცავი
ორგანოები
უფლებამოსილი არიან განახორციელონ მონაცემების გადაჭერა მხოლოდ მომსახურების
მიმწოდებლების მონაწილეობით ან სულ მცირე მათი ინფორმირების პირობებში. ამ მიზეზით,
მე‐2 პარაგრაფი არეგულირებს მსგავს სიტუაციას. იქ სადაც მონაწილე სახელმწიფოს "შიდა
სამართლებრივი სისტემით დამკვიდრებული პრინციპების გამო," არ შეუძლია მიიღოს 1.ა.
პარაგრაფით გათვალისწინებული ზომები, მას შეუძლია გაატაროს სხვა სახის ღონისძიებები,
როგორიც
არის
აუცილებელი
მაგალითად
ტექნიკური
მომსახურების
შესაძლებლობები,
მიმწოდებლის
რათა
დავალდებულება
უზრუნველყოფილ
იქნეს
იქონიონ
ტრაფიკის
მონაცემების რეალურ დროში შეგროვება სამართალდამცავი ორგანოების მიერ."
როგორც ვხედავთ, საერთაშორისო პრაქტიკის მცირედი მიმოხილვაც კი მიუთითებს იმ
გარემოებაზე, რომ მსოფლიოში არსებობს ფარული მიყურადებისა და კავშირგაბმულობის
არხებიდან ინფორმაციის მოხსნის 2 ძირითადი მოდელი: ერთი ‐ ხორციელდება სახელმწიფოს
ორგანოების, ხოლო მეორე ‐ კომუნიკაციის სუბიექტის მეშვეობით. აქედან გამომდინარე,
შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ ორივე მოდელი სრულად შეესაბამება დემოკრატიის
საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებსა და სტანდარტებს. როგორც ჩანს ამ შემთხვევაში
ქვეყნები ითვალისწინებენ საკუთარი სახელმწიფოების სპეციფიკას და მათ წინაშე მდგარ
გამოწვევებს.
შესაბამისად, აღნიშნული
საკითხებზე
მსჯელობისას
ჩვენი
ქვეყანაც
უნდა
გამოვიდეს
სახელმწიფოს სპეციფიკურობიდან და არსებული საფრთხეებიდან. ყველასათვის ცხადია, რომ
საქართველო დღეისათვის არის ოკუპირებული ქვეყანა, ხოლო კომუნიკაციის სუბიექტების
დიდი ნაწილს წარმოადგენენ არარეზიდენტი სუბიექტები. თუნდაც, მხოლოდ ეს ორი ფაქტიც კი
საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რომ საქართველომ არჩევანი გააკეთოს ქვეყნის უშიშროებისა
და თავდაცვისუნარიანობისათვის უფრო უსაფრთხო და მდგრად მოდელზე, რაც გულისხმობს
ფარული საგამოძიებო მოქმედებების მხოლოდ სახელმწიფო ორგანოების მიერ განხორციელებას,
რა თქმა უნდა კონტროლის უფრო ხისტი და ინტენსიური მეთოდების გამოყენებით.
აღნიშნული იდეის ოპონენტები მაინც ჯიუტად მიუთითებენ კომუნიკაციის სუბიექტების მიერ
ფარული მიყურადების განხორციელების უპირატესობაზე და უნდობლობას უცხადებენ
არსებულ სახელმწიფო ინსტიტუციებს. თუმცა, როგორც ჩანს ისინი მხედველობაში არ იღებენ
აღნიშნულ სფეროში არსებული საერთაშორისო ვითარებას. კერძოდ, პერონალურ მონაცემთა
დაცვის კონტექსტში, მითითებულ საკითხებზე მსჯელობისას ევროპის საბჭო აღნიშნავს, რომ მას
ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება თუ რა მიმართულებით უნდა გააგრძელოს მონაცემთა დაცვის
სფეროში
საკუთარი
სამართლებრივი
დოკუმენტების
მოდერნიზება
სამართალდამცავ
ორგანოებთან და უშიშროების/დაზვერვის სამსახურებთან მიმართებაში (ექსპეტების: დუვე
კორფის, ჯოზეფ ა. კანატაჩის და გრეჰემ სატონის დასკვნა საქართველოს კანონპროექტებზე
სამართალდამცავი ორგანოებისა და ეროვნული უშიშროების სამსახურების მიერ თვალთვალის
წარმოებასთან დაკავშირებით). ევროპის საბჭო, ევროპის კომისია და ევროპის პარლამენტი
მიზნად ისახავენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახალი მარეგულირებელი წესების პროექტზე
მუშაობის დასრულებას 2014 წლის ბოლოსათვის, ხოლო 2014 წლის 9 დეკემბერს ქ. ბრიუსელში
იგეგმება საერთაშორისო კონფერენცის ჩატარება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შეთანხმებულ
ევროპულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით. ამდენად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის
სფეროში საერთაშორისო დონეზეც არ არის ჯერ პოლიტიკა ჩამოყალიბებული. შესაბამისად,
მოცემულ ვითარებაში ასეთი რადიკალური ცვლილებების განხორციელება კომუნიკაციის
კომპანიებისთვის მითითებული ფუნქციის მინიჭების სახით, არ იქნება გამართლებული.
ძალზედ მნიშვნელოვანია ასევე სპეციალურად ამ საკითხებთან დაკავშირებით მოწვეული
ევროსაბჭოს ექსპერტების შეფასებებიც. ჯოზეფ კანატაჩი და გრემ სატონი ემხრობიან ე.წ.
„ორმაგი გასაღების“ იდეას და დასაშვებად მიაჩნიათ, რომ მოსამართლის განჩინების
საფუძველზე პირველადი ჩართვა განახორციელოს შსს‐მ, ხოლოდ მეორე უწყებას, სადაც მეორე
გასაღების გამოყენება გადაწყდება, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ გადაამოწმოს განჩინების
სინამდვილე („მეორე გასაღები გადამოწმებისთვის უნდა იყოს გამოყენებული იმ დროს, როცა
კომუნიკაციებში ჩართვის თაობაზე სასამართლო განჩინება გაიცემა და შინაგან საქმეთა
სამინისტრო თავის გასაღებს გამოიყენებს. მეორე უწყებას, სადაც მეორე გასაღების შენახვა
გადაწყდება, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გადაამოწმოს განჩინების სინამდვილე ‐ მართლაც
გაიცა თუ არა“ ‐ განაცხადა ჯოზეფ კანატაჩიმ, სააგენტო ინტერპრესნიუსი, 26.09.2014). საუბარი
იმაზე, რომ ევროსაბჭოს ექსპერტები ცალსახად მხარს უჭერენ კომუნიკაციის სუბიექტებისთვის
ე.წ. „გასაღების“ გადაცემას, არ შეესაბამება სინამდვილეს. კანატაჩიმ ინტერვიუში (სააგენტო
ინტერპრესნიუსი, 26.09.2014) მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ეს შეიძლება იყოს კერძო პროვაიდერი,
მაგრამ ამასთან ერთად სხვა შესაძლებლობებიც დაუშვა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის
ინსპექტორის მიერ საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებას, კი კანატაჩიმ წინ გადაგმული
ნაბიჯი უწოდა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ საჭიროა „მეორე გასაღების“ მექანიზმის ამოქმედებაც,
რასაც მოცემული კანონპროექტი ითვალისწინებს.
ამდენად, მოცემული საკითხის ირგვლივ
აზრთა სხვადასხვაობის გამო საჭიროდ და
აუცილებლად მიგვაჩნია, რომ საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ნათლად და გასაგებად იყოს
მიწოდებული ინფორმაცია იმ საფრთხეების შესახებ, რომლებიც რეალურად დადგება
კომუნიკაციის სუბიექტებისთვის ფარული მიყურადების უფლების გადაცემის შემთხვევაში.
ღრმად ვართ დარწმუნებულნი იმაში, რომ პროვაიდერი კომპანიებისათვის
ე.წ. „გასაღების“
გადაცემით მაქსიმალურად გართულდება პროვაიდერი კომპანიის საქმიანობის კონტროლი.
სპეციალისტების
აზრით,
ის,
ვინც
ფლობს
„გასაღებს“,
თავისუფლად
შეძლებს
ასევე
კომუნიკაციის შინაარსის გაცნობასაც. ამის დამადასტურებელი ფაქტები უკვე მრავლად
არსებობს იმ ქვეყნებში, სადაც სატელეფონო მიყურადებას ახორციელებენ კომუნიკაციის
სუბიექტები. მაგალითად, ახლო წარსულში, საბერძნეთში ერთ‐ერთი მობილური კომპანია
დაჯარიმდა 76 მლნ ევროთი პრემიერ‐მინისტრის, ცნობილი პოლიტიკოსების, სამხედროების,
ჟურნალისტების, ბიზნესმენებისა და სხვა პირთა მოსმენების გამო. ასეთი ფაქტებისა და
გარემოებების სიმრავლე და მასშტაბურობა მიუთითებს იმაზე, რომ კომუნიკაციის სუბიექტების
მხრიდან მსგავსი სახის განზრახვის გამოვლენა და მისი თანმდევი მოქმედებებისთვის
თვალყურის
მიდევნება,
თუ
იმავდროულად
გავითვალისწინებთ
უცხო
ქვეყნის
სპეცსამსახურების კონსპირაციისა და შენიღბვის შესაძლებლობებს, ძალიან რთული იქნება.
ასეთი ვითარება პირდაპირ გავლენას იქონიებს უცხოეთის სადაზვერვო ორგანიზაციების
შესაძლებლობების გაზრდაზე და ამის პროპორციულად, საქართველოს კონტრდაზვერვითი
შესაძლებლობების შესუსტებაზე. თუ ამას დავუმატებთ ასევე პროვაიდერი კომპანიების
მხრიდან გარკვეული უსაფრთხოების რეჟიმების გამკაცრებასა და სათანადო ორგანიზაციული
ზომებას მიღებას, პრაქტიკულად, საქართველოს სპეცსამსახურებს ჩვენსავე ტერიტორიაზე
შეეზღუდებათ საქართველოსადმი მტრულად განწყობილი სადაზვერვო ორგანიზაციების
ქსელის გამოვლენისა და გაშიფვრის შესაძლებლობა.
მოსმენების ფუნქციის პროვაიდერი კომპანიებისათვის გადაცემის და მათ მიერ საკომუნიკაციო
მონაცემების შეგროვების შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ
სახელმწიფოსათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე საიდუმლო ინფორმაციის დაცვას. ეს
იმას ნიშნავს, რომ საიდუმლოების როგორი რეჟიმიც არ უნდა დააწესოს პროვაიდერმა კომპანიამ,
მათი სიმრავლის (100‐ზე მეტია) გამო სახელმწიფო ვერ შეძლებს საიდუმლოების რეჟიმის
შენარჩუნებას.
აღსანიშნავია
ისიც,
რომ
პროვაიდერ
კომპანიებს
არ
გააჩნიათ
ზემოაღნიშნული
უფლებამოსილების ტექნიკური და ორგანიზაციული შესაძლებლობა. სათანადო მატერიალურ‐
ტექნიკური აღჭურვილობის გარდა მათ პირველ რიგში ესაჭიროებათ ისეთი სტრუქტურული
დანაყოფების შექმნა და ჩამოყალიბება, რომლებიც უშუალოდ განახორციელებენ ინფორმაციის
მოპოვებას, მართლზომიერ გადაჭერას, ინფორმაციის ფიქსაციას და ტექნიკურად შესაბამისი
ორგანოებისათვის მათ გადაცემას. საერთოდ აღნიშნული ფუნქციის განმახორციელებელი
პერსონალი უნდა იყოს აღჭურვილი სათანადო ცოდნითა და გამოცდილებით, ასევე უნდა იყოს
შემოწმებული
საიმედოობისა
და
სანდოობის
კუთხით,
რაც
პროვაიდერებში
ყოვლად
წარმოუდგენელია.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიღების მიზანია, შემუშავდეს კავშირგაბმულობის საშუალებებზე წვდომის და
სახელმწიფოს ლეგიტიმური მიზნებისთვის ინფორმაციის მოპოვების დაბალანსებული მოდელი,
რომელიც იმადროულად უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემებზე წვდომის ეფექტიანი
ზედამხედველობის სისტემის ჩამოყალიბებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ითვალისწინებს ერთის მხრივ, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების
დაცვაზე ორიენტირებული, ხოლო მეორეს მხრივ, საქართველოს საგარეო და საშინაო
საფრთხეებზე მორგებული მოდელი ჩამოყალიბებას, რომლის მიხედვითაც კავშირგაბმულობის
საშუალებებზე მუდმივ მიერთებას და სათანადო ინფორმაციის მოპოვებას განახორციელებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის
თანხმობით, რაც გამორიცხავს ყოველგვარი თვითნებობის რისკს და უზრუნველყოფს
პერსონალურ მონაცემებზე წვდომის ეფექტიანი მექანიზმების არსებობას.
კანონპროექტი გვთავაზობს ისეთი ტერმინების განმარტებას, რომლის დეფინიციის დაზუსტება
ძალზედ მნიშვნელოვანია ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების პროცესში.
კერძოდ, კანონპროექტში მოცემულია შემდეგი ტერმინების განმარტება:
‐
რეალურ დროში მიწოდება;
‐
მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის სისტემა
‐
სამართალდამცავი ორგანოს მონიტორინგის სისტემა
‐
ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტი
ტერმინების გამოყენების საჭიროება წარმოიშვა ორი ძირითადი მოტივით ‐
I. აღნიშნული
ტერმინთა განმარტებები არ იყო კანონმდებლობით განსაზღვრული
და II. ცალკეული
საკითხების უფრო ზუსტი რეგულაციისთვის აუცილებელი გახდა მითითებული ტერმინების და
ასევე მათი განმარტებების შემოღება. მაგალითად, „სამართალდაცავი ორგანოს მონიტორინგი
სისტემა“ ჩაჯდა მე‐81 მუხლიში და შესაბამისად საჭირო გახდა ამ ტერმინის განმარტება. თავის
მხრივ, „სამართალდამცავი ორგანოს მონიტორინგის სიტემის“ განმარტება შეიცავს ფარული
საგამოძიებო მოქმედების ობიექტის ტერმინს, რის გამოც განიმარტა ასევე ეს ტერმინიც.
ამავდროულად, ყველა ამ ტერმინს აქვს თავისი პრაქტიკული დანიშნულება „პერსონალურ
მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პროექტში, რომელიც თან
ერთვის წინამდებარე საკანონმდებლო პაკეტს.
მოქმედი კანონის მე‐8 მუხლის მე‐3 პუნქტი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში
დასაქმებული სუბიექტებს ავალდებულებს, რომ 2 წლის ვადით შეინახონ ამ პუნქტით
განსაზღვრული ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები. თუმცა,
აღნიშნული ვალდებულების შესრულებისთვის საჭირო ტექნიკური საშუალებები კომუნიკაციის
სუბიექტების
უმრავლესობას
არ
გააჩნია.
ელექტრონული
კომუნიკაციის
სუბიექტებს
წინამდებარე ვალდებულების შესრულებაში ვერ დაეხმარება ვერც სახელმწიფო, ასეთი
სუბიექტების სიმრავლის და მონაცემთა ბაზის ფორმირებისთვის საჭირო ხარჯების სიდიდის
გამო. საბოლოო ჯამში, მე‐8 მუხლის მე‐3 პუნქტი თვისობრივად იცვლება და აღნიშნული
პუნქტით რეგულირებას დაექვემდებარება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც არის
მომსახურების მიწოდებლების პასუხისმგებლობის საკითხი სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსით 1431 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუქტებით გათვალისწინებული
ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების დროს. კერძოდ, წინამდებარე ნორმის
შემოღება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ კომუნიკაციის სუბიექტები შემოთავაზებული
მოდელის მიხედვით არ მონაწილეობენ ე.წ. მართლზომიერი გადაჭერის პროცესში. შესაბამისად,
მოცემულ
შემთხვევაში
მათ
არ
უნდა
ეკისრებოდეთ
ამავე
მუხლის
მე‐2
პუნქტით
გათვალისწინებული ვალდებულებები.
კანონის 81 მუხლი ყალიბდება ახალი რედაქციით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტია. ამ
პუნქტის საფუძველზე უნდა მოწესრიგდეს თუ ტექნიკურად როგორ უნდა წარიმართოს
კომუნიკაციის საშუალებებიდან ინფორმაციის რეალურ დროში მიწოდება, რათა ყველა
მომსახურების
მიმოწდებელისთვის
დადგინდეს
ერთიანი
სტანდარტიზებული
წესი.
აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტით მკაფიოდ განისაზღვრა, რომ კომუნიკაციის შინაარსი და
მისი
მაიდენტიფიცირებელი
უფლებამოსილ ორგანოს
მონაცემები
კომუნიკაციების
სუბიექტმა
უნდა
მიაწოდოს
„მონიტორინგის სისტემას“, რაც დღეს მოქმედი კანონით არ არის
განსაზღვრული. ე.ი. ამ ნორმის მიხედვით, კომუნიკაციის შინაარსი უნდა მიეწოდოს
უფლებამოსილი ორგანოს მონიტორინგის სისტემას, რომლის დეფინიციაც მოცემულია
წარმოდგენილ პროექტში. აღნიშნული ნორმა მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებითაც, რომ
ის განსაზღვრავს ელექტრონული კომუნიაციის კომპანიის ვალდებულებას უზრუნველყოს
რეალურ დროში ინფორმაციის მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობება უფლებამოსილი
ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში.
კანონის მე‐8 მუხლის მე‐3 პუნქტის ახლებურად ჩამოყალიბების გამო ცვლილებას განიცდის
ასევე კანონის 82 მუხლიც, სადაც საუბარია კომუნიკაციის კომპანიის მიერ შესაბამისი
მაიდენტიფიცირებელი
ინსპექტორისათვის
მონაცემების
აღნიშნული
აღრიცხვაზე
ინფორმაციების
და
პერსონალურ
მიწოდებაზე.
ამ
მონაცემთა
მუხლის
თანახმად,
ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიებს მოუწევთ მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსისის
112‐ე
და
136‐ე
მუხლებით
დადგენილი
წესით
შესაბამისი
სახელმწიფო
ორგანოებისათვის გადაცემის ფაქტების აღრიცხვა და სათანადო ინფორმაციის პერსონალურ
მონაცემთა დაცვის ინსპექტორისათვის მიწოდება.“
კანონს ემატება 83 მუხლი, რომელიც პასუხს სცემს ამავე განმარტებით ბარათში დასმულ ყველა
შეკითხვას, თუ ვინ უნდა განახორციელოს კავშირგაბმულობის საშუალებებებიდან რეალურ
დროში ინფორმაციის მოპოვება, კავშირგაბმულობის საშუალებებებზე ინფორმაციის რეალურ
დროში
მოპოვების
ტექნიკური
მიერთება,
კომუნიკაციის
აღნიშნულ
საშუალებებთან
მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის სისტემისა და საჭიროების შემთხვევაში სხვა
სათანადო აპარატურის და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების განთავსება, აგრეთვე
კავშირგაბმულობის არხში არსებული მონაცმთა ბანკების კოპირება. მართალია, წარმოდგენილი
პროექტში არ კონკრეტდება ამგვარი უფლებამოსილების განმახორციელებელი სუბიექტი, მაგრამ
საკანონმდებლო პაკეტით ასეთად განიხილება შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ‐
ტექნიკური
დეპარტამენტი,
რომელიც
შემდგომ
ფარულ
საგამოძიებო
მოქმედებებს
განახორციელებს პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის სავალდებულო თანხმობით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას;
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ ეკისრება;
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ იწვევს ფინანსური შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება
კანონპროექტის მოქმედება;
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელი
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
ასეთი არ არსებობს;
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს;
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს;
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან:
კანონპროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
აღნიშნული პროექტის მომზადებაში ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ;
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს;
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორებია საქართველოს პარლამენტის წევრები:
ეკა ბესელია, ირაკლი სესიაშვილი, გედევან ფოფხაძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორებია საქართველოს პარლამენტის წევრები:
ეკა ბესელია, ირაკლი სესიაშვილი, გედევან ფოფხაძე
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება
მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აბონენტი – ბოლო მომხმარებელი, რომელსაც ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების
მიმწოდებელთან
წინასწარ
გაფორმებული
წერილობითი
ხელშეკრულების
საფუძველზე
მიეწოდება საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება;
ბ) აბონენტის ინდივიდუალური დაშვების სისტემა – ტექნოლოგიური სისტემა, ტექნიკური
საშუალებები
და
მათთან
დაკავშირებული
საოპერაციო
მართვის
პროგრამული
უზრუნველყოფის რესურსები, რომლებიც უზრუნველყოფს აბონენტის მიერ ინდივიდუალური,
კოდირებული ციფრული მაუწყებლობის მომსახურების მიღებას;
გ) ადგილობრივი დაშვების ქსელი – ადგილობრივი მომსახურების ზონაში ოპერატორის
სადენიანი (ელექტროსადენიანი ან ოპტიკურ‐ბოჭკოვანი) საკაბელო‐სახაზო მეურნეობა ან
უსადენო (ფიქსირებული რადიოსიხშირული ან ღია ოპტიკური) დაშვების ტექნიკური
საშუალებები ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების მიზნით, ბოლო
მომხმარებლის ფიქსირებულ ტერმინალურ მოწყობილობასა და საკომუტაციო ან გადამცემ
სადგურს შორის გამოძახებების ან საინფორმაციო სიგნალების გასატარებლად, ციფრული
მაუწყებლობის სიგნალების გადასაცემად;
დ)
ადგილობრივი
(ტერიტორიული)
მომსახურების
სეგმენტი,
ზონა
სადაც
–
მომსახურების
ავტორიზებული
ბაზრის
პირი
გეოგრაფიული
ახორციელებს
ბოლო
მომხმარებლისთვის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების
მიწოდებას;
ე) ავტორიზაცია – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ საერთო
სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის
ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო
მომსახურების მიწოდების
განმახორციელებელი
ფიზიკური ან იურიდიული პირის საქმიანობის რეგისტრაცია ამ კანონით დადგენილი ერთიანი
წესით;
ვ) ავტორიზებული პირი – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ
რეგისტრირებული ნებისმიერი
სამეწარმეო პირი, აგრეთვე ნებისმიერი არასამეწარმეო
იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით
უზრუნველყოფას (ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი) ან/და ელექტრონული
საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას (ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების
მიმწოდებელი);
ზ)
ავტორიზებული
პირების
ერთობლივი
მნიშვნელოვანი
საბაზრო
ძალაუფლება
–
მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ორი ან მეტი ავტორიზებული პირის ერთობლივი
მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება, ანუ ისეთი მდგომარეობა, როცა საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ჩატარებული ანალიზი ადასტურებს, რომ ბაზრის ამ
სეგმენტზე
ჩამოყალიბებული
კონიუნქტურა
და
კონკურენციის
მახასიათებლები
მათი
შეთანხმებულად მოქმედებისა და ბაზარზე არაკონკურენტული უპირატესობის ერთობლივად
მოპოვების შესაძლებლობას იძლევა, მაშინაც კი, თუ მათ შორის არ არსებობს სტრუქტურული ან
სხვა სახის, მათ შორის, სახელშეკრულებო ურთიერთობები;
თ) ამოწურვადი რესურსი – რადიოსიხშირული სპექტრი ან/და ნუმერაციის რესურსი;
ი)
ამოწურვადი
რესურსით
სარგებლობის
–
საფასური
რადიოსიხშირული
სპექტრით
სარგებლობის ლიცენზიის ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მაძიებლის
მიერ გადასახდელი თანხა, რომლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება აუქციონის
საფუძველზე ან/და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილებით
დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“
შესაბამისად ან ამ კანონით განსაზღვრული სხვა წესით და რომელიც სრულად ირიცხება
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში; (20.02.2014. N2039)
კ) არაპირდაპირი დაშვება – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ
საკუთარი ქსელის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ
სიმძლავრეებთან,
ან
მათი
გამოყენებით
განხორციელებულ
(ან
განხორციელებად)
ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან მომხმარებლის ან მსურველი
ავტორიზებული პირის დაშვება სხვა ტრანზიტული კავშირის (მომსახურების) ოპერატორის
ქსელების გავლით; (27.06.2008 N 67)
ლ) აუქციონი – კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში რადიოსიხშირული სპექტრით
სარგებლობის უფლების მოპოვების ფორმა, რომლის დროსაც ლიცენზია მიენიჭება აუქციონში
გამარჯვებულ მაძიებელს; (20.12.2011. N5546 ამოქმედდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან.)
მ) მომსახურების ბაზრის კონიუნქტურა – მომსახურების ბაზრის სტრუქტურული და
დინამიკური ფაქტორებისა და მომსახურების კონკრეტულ სახეზე მოთხოვნისა და მიწოდების
ურთიერთქმედებით ბაზარზე ჩამოყალიბებული მდგომარეობა;
ნ) ბილინგის ინფორმაცია – მომხმარებლისთვის მიწოდებული მომსახურების ან ოპერატორის
ქსელის შესაბამისი ელემენტების დატვირთვის (ტრაფიკის) და მათი საოპერაციო რესურსების
გარკვეულ
პერიოდში
გამოყენებული
მოცულობის
შესახებ
ოპერატორები აწვდიან ერთმანეთს ან ბოლო მომხმარებელს
მონაცემები,
რომელთაც
ანგარიშსწორების ჩატარების
მიზნით;
ო) ბოლო მომხმარებელი – მომხმარებელი, რომელიც საკუთარი მოხმარებისათვის იყენებს ან
განზრახული
აქვს
გამოიყენოს
საერთო
სარგებლობის
ელექტრონული
საკომუნიკაციო
ქსელებითა და საშუალებებით განხორციელებული მომსახურება და მიზნად არ ისახავს მის
შემდგომ მიყიდვას სხვა მომხმარებლისათვის;
პ)
–
გადაპირება
რადიოსიხშირული
ლიცენზიის
მფლობელის
მიერ
მის
მფლობელობაში
სპექტრით
სარგებლობის
ლიცენზიიდან
გამომდინარე
არსებული
უფლება‐
მოვალეობების ამ კანონით გათვალისწინებული წესით ნაწილობრივი ან სრული დათმობა სხვა
პირის სასარგებლოდ; (20.12.2011. N5546 ამოქმედდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან.)
ჟ) გამოყენებითი პროგრამული ინტერფეისი – ციფრული მაუწყებლობის ან ელექტრონული
საკომუნიკაციო
მომსახურების
მიმწოდებლის
მომსახურების
სახეების
სამომხმარებლო
რესურსებისა და ციფრული მაუწყებლობის ტექნიკური საშუალებების ფუნქციონალური
რესურსების დამაკავშირებელი პროგრამული ინტერფეისი;
რ) დაშვება – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ განსაზღვრული
პირობებით (მათ შორის, ტარიფებით) საკუთარი ქსელის შესაბამისი ელემენტებით, ტექნიკური
საშუალებებით, მათი თავისუფალი ფუნქციონალური რესურსებითა და სიმძლავრეებით, ან
მათი გამოყენებით განხორციელებული (ან განხორციელებადი) ელექტრონული საკომუნიკაციო
მომსახურების სახეებით სარგებლობის უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს: (27.06.2008 N 67)
რ.ა) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის საკუთარი ქსელის ფიზიკური
ინფრასტრუქტურის შესაბამისი ელემენტებითა და ტექნიკური საშუალებებით სარგებლობის
უზრუნველყოფას;
რ.ბ) ადგილობრივი დაშვების ქსელის ელემენტებითა და მათი თავისუფალი რესურსებით, მათ
შორის, საკანალიზაციო არხებითა და ჭებით, სააბონენტო წყვილებით, ანძებით და ბოძებით
სარგებლობის უზრუნველყოფას;
რ.გ) თანალოკაციის ფართობით სარგებლობის უზრუნველყოფას;
რ.დ) ფიქსირებული და მობილური საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების ქსელის შესაბამისი
ელემენტებით,
მათი
თავისუფალი
საოპერაციო
ფუნქციონალური
რესურსებითა
და
სიმძლავრეებით (მათ შორის, როუმინგის მიწოდებასთან დაკავშირებული რესურსებით)
სარგებლობის უზრუნველყოფას;
რ.ე) აბონენტის ინდივიდუალური დაშვების სისტემისა და პროგრამების (მომსახურების)
ელექტრონული სარჩევის (მეგზურის) რესურსებით სარგებლობის უზრუნველყოფას;
რ.ვ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვისა და
მომხმარებელთა
საინფორმაციო
ბაზების,
სააბონენტო
ნომრების
პორტაბელურობასთან
(ტრანსლირებასთან) დაკავშირებული რესურსებით სარგებლობის უზრუნველყოფას;
რ.ზ) ვირტუალური ქსელების მომსახურების სახეებით სარგებლობის უზრუნველყოფას;
რ.თ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის სხვა შესაბამისი ელემენტების ფუნქციონალური
რესურსებითა და სიმძლავრეებით ან საკომუნიკაციო მომსახურების სახეებით სარგებლობის
უზრუნველყოფას;
ს) დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მსურველი – ავტორიზებული პირი, რომელიც
ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორისაგან მოითხოვს ქსელის შესაბამის
ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან დაშვებას
და/ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას;
ტ) დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მიმწოდებელი – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის
ოპერატორი, რომელსაც მოეთხოვება მის ქსელთან, სისტემასთან, ქსელის ელემენტებთან,
ტექნიკურ
საშუალებებთან,
მათ
თავისუფალ
ფუნქციონალურ
რესურსებთან
და
სიმძლავრეებთან, ან ამ ქსელებითა და საშუალებებით განხორციელებულ (ან განხორციელებად)
ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან მსურველი ოპერატორის დაშვება
ან/და ურთიერთჩართვის მიწოდება;
უ) დაშვების (ურთიერთჩართვის) წერტილი – თანალოკაციის ფართობზე განთავსებული
წერტილი, სადაც მთავრდება ერთი ოპერატორის და იწყება მეორე ოპერატორის დაშვებასთან
ან/და ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა; (27.06.2008 N 67)
ფ) დაშვების (ურთიერთჩართვის)
ტარიფი – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის
ოპერატორის ქსელის ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვების ან/და
ურთიერთჩართვის საფასური; (27.06.2008 N 67)
ქ) ეკონომიკური საქმიანობა – საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული
საქმიანობა; (27.06.2008 N 67)
ღ) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება – საერთო სარგებლობის ელექტრონული
საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით განხორციელებული მომსახურება, რომელსაც
მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირი განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ
სთავაზობს მსურველ ოპერატორს ან მომხმარებელს;
ყ)
ელექტრონული
საკომუნიკაციო
ქსელები
(ელექტრო‐კავშირგაბმულობის
ქსელები)
–
გამოძახებებისა და სხვადასხვა საინფორმაციო სიგნალების ელექტრონული დამუშავების,
დამისამართების (კომუტაციის), გატარების და გადაცემის ტექნოლოგიური სისტემა, რომელიც
მოიცავს სადენიან (მათ შორის, ოპტიკურ‐ბოჭკოვან), თანამგზავრულ, რადიოსიხშირულ ან
ოპტიკურ აღჭურვილობას, სხვა ტექნოლოგიურ საშუალებებს და საოპერაციო ტექნიკურ
რესურსებს, მათ შორის, ფიქსირებული (არხული და პაკეტური კომუტაციის, მათ შორის,
ინტერნეტის) და მობილური კომუნიკაციების, ციფრული მაუწყებლობის, საეთერო და საკაბელო
ქსელებს. სახელმწიფო თავდაცვის, უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის ორგანოების
ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფა ითვალისწინებს ელექტრონული
საკომუნიკაციო სპეციალური ქსელების არსებობასაც;
შ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფა – ქსელების, ტექნიკური
საშუალებების ან ქსელის შესაბამისი ელემენტების მონტაჟი, საოპერაციო მართვა, ექსპლუატაცია
და მათი გამოყენებით ეკონომიკური საქმიანობა, აგრეთვე ქსელის ამ ელემენტებთან, მათ
რესურსებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირების დაშვება;
ჩ) ელექტრონული საკომუნიკაციო
უწყებრივი ქსელი –
ქსელი, რომელიც შექმნილია
არაკომერციული მიზნით, ფუნქციონირებს შიდასაწარმოო საჭიროებისათვის და ჩართულია
საერთო სარგებლობის ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელში;
ც) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი – ავტორიზებული პირი, რომელსაც
განზრახული აქვს ან ახორციელებს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო
ქსელებით ან ქსელის შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფას და განსაზღვრული საფასურის
სანაცვლოდ მსურველი ავტორიზებული პირის ამ ელემენტებთან, მათ რესურსებთან და
სიმძლავრეებთან დაშვებას, ასევე მათი გამოყენებით მომხმარებლებისათვის ელექტრონული
საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას;
ძ)
ელექტრონული
საკომუნიკაციო
მომსახურების
მიმწოდებელი
–
ელექტრონული
საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი ან მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან ან რესურსებთან
დაშვებული ავტორიზებული პირი, რომელსაც განზრახული აქვს ან ახორციელებს ქსელის ამ
ელემენტებით ან რესურსებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას;
წ) ერთობლივი დაშვება – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის კონკრეტული ელემენტის
განცალკევებად ფუნქციონალურ რესურსებთან ან სიმძლავრეებთან ორი ან მეტი მსურველი
ავტორიზებული პირის დაშვება;
ჭ) ვერტიკალურად ინტეგრირებული ოპერატორი – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის
ოპერატორი, რომელიც მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე თავისი საქმიანობისას
ფლობს და იყენებს ქსელის შესაბამისი ელემენტების ან მათი ფუნქციონალური რესურსების
სრულ სპექტრს, მნიშვნელოვნად აკონტროლებს კონკრეტული ელექტრონული საკომუნიკაციო
მომსახურების მიწოდების მთლიან პროცესს;
ხ) ზღვრული ტარიფი – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების
ტარიფის კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში საქართველოს კომუნიკაციების
ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილი ზედა ზღვარი;
ჯ) თანალოკაცია – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების
ან/და
ურთიერთჩართვის
მიწოდების
მიზნით
ელექტრონული
საკომუნიკაციო
ქსელის
ოპერატორის მიერ გამოყოფილ სათანადო სიდიდის თანალოკაციის ფართობზე მსურველი
ავტორიზებული პირის დაშვება და მისი ტექნიკური საშუალებების განთავსებისა და
საოპერაციო მომსახურების განხორციელების უზრუნველყოფა;
ჰ)
ინტერფეისი
–
ელექტრონული
საკომუნიკაციო
ქსელის
ელემენტების,
ტექნიკური
საშუალებების, საოპერაციო პროგრამული რესურსებისა და სისტემების ურთიერთმოქმედების
ფიზიკური ან ლოგიკური ფორმატი, რომელიც განსაზღვრულია საერთო ფუნქციონალური,
ელექტრული, ოპტიკური, კონსტრუქციული და სხვა თავსებადობის მახასიათებლებით,
პროტოკოლის მიმართ ერთგვაროვანი მოთხოვნებით;
ჰ1) კომისია – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;
ჰ2) კონკურენციის წინასწარი რეგულირება – კომისიის მიერ ავტორიზებული პირის
მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ დადგენა და მისთვის ამ კანონით წინასწარ
განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება; (27.06.2008 N 67)
ჰ3) ლიცენზია – სპეციალური ნებართვა, რომელიც პირს განსაზღვრული ვადითა და პირობებით
ანიჭებს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლებას; (20.12.2011. N5546 ამოქმედდეს
2012 წლის 1 თებერვლიდან.)
ჰ4) მიწოდების მხარის ჩანაცვლება – მომსახურების ბაზარზე დამკვიდრებული კონკურენციის
პირობებში ავტორიზებული პირების მიერ მომხმარებლისათვის ურთიერთშენაცვლებადი
მომსახურების სახეების მიწოდების შესაძლებლობა;
ჰ5) მნიშვნელოვანი წილის შეძენა – ავტორიზებული პირის მიერ სხვა ავტორიზებული პირის
საწესდებო კაპიტალში იმ ოდენობის წილის შეძენა, რომელიც განაპირობებს ამ პირის
საქმიანობის მნიშვნელოვან კონტროლს (საკონტროლო წილი). მნიშვნელოვანი წილის შეძენა
განაპირობებს პირების ურთიერთდამოკიდებულებას; (27.06.2008 N 67)
ჰ6) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება – მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე
ავტორიზებული პირის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება, ანუ ისეთი მდგომარეობა, როცა
კომისიის მიერ ჩატარებული ანალიზი ადასტურებს, რომ ავტორიზებულ პირს არ ჰყავს
კონკურენტები, დაცულია მნიშვნელოვანი კონკურენციისაგან ან მისი კონკურენტული პოზიცია
საშუალებას აძლევს მას, ცალმხრივად არსებითი გავლენა მოახდინოს ბაზრის ამ სეგმენტზე და
შეზღუდოს კონკურენცია;
ჰ7) მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტები – მომსახურების ბაზარზე ჩამოყალიბებული
ტარიფების,
კონიუნქტურის,
კონკურენციის,
ჩანაცვლების
ფაქტორების
გათვალისწინებით
მოთხოვნისა
და
გამოყოფილი
მიწოდების
მხარეების
მომსახურების
სახეები,
ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეების ჩათვლით;
ჰ8)
მომსახურების
ერთგვაროვანი
ბაზრის
პირობებით
შესაბამისი
გეოგრაფიული
გამოყოფილი
საზღვრები
მომსახურების
ბაზრის
–
კონკურენციის
გეოგრაფიული
(ტერიტორიული) სეგმენტი;
ჰ9) მომხმარებელი – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც იყენებს ან განზრახული აქვს
გამოიყენოს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება;
ჰ10) მომხმარებლის ტერმინალური მოწყობილობა – აბონენტის ან ბოლო მომხმარებლის მიერ
ელექ ტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მისაღებად განკუთვნილი, მობილური ან
ფიქსირებულ მისამართზე განთავსებული ტექნიკური აღჭურვილობა, რომელიც არ არის
ოპერატორის ქსელის ნაწილი, თუმცა დაკავშირებულია მასთან;
ჰ11)
მოთხოვნის
მხარის
ჩანაცვლება
–
მომხმარებლის
მიერ
ურთიერთშენაცვლებადი
მომსახურების სახის არჩევის შესაძლებლობა, რომელიც მეტ‐ნაკლებად იმავე საფასურით,
ხარისხითა და მოცულობით აკმაყოფილებს მის მოთხოვნებს;
ჰ12) მომსახურების ბაზრის მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტები – მომსახურების ბაზრის
შესაბამისი სეგმენტები, სადაც ერთ ან რამდენიმე ავტორიზებულ პირს შორის სახელშეკრულებო
ურთიერთობების ან მათი ქსელების სტრუქტურული კავშირის გამო ბაზრის ერთ სეგმენტზე
მნიშვნელოვანი
საბაზრო
ძალაუფლება
შესაძლებელია
მათ
ცალ‐ცალკე
ან
ურთიერთშეთანხმებულად გამოიყენონ სხვა სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების
მოსაპოვებლად ან გასაძლიერებლად;
ჰ13) ნუმერაციის სისტემა – სიმბოლოების განსაზღვრული კომბინაცია, რომელიც გამოიყენება
ელექტრონული
საკომუნიკაციო
მომსახურების
მიწოდების
პროცესში
ელექტრონული
საკომუნიკაციო ოპერატორის ქსელის ან მომხმარებლის ტერმინალური მოწყობილობის
იდენტიფიცირებისათვის;
ჰ14) ნუმერაციის რესურსი – ნუმერაციის სისტემის საფუძველზე არსებული სიმბოლოების
სისტემა, რომელიც გამოიყენება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემისას
ან/და ნუმერაციის რესურსის მინიჭებისას; (20.12.2011. N5546 ამოქმედდეს 2012 წლის 1
თებერვლიდან.)
ჰ15) პირდაპირი დაშვება – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ
საკუთარი ქსელის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ
სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირის უშუალოდ დაშვება;
ჰ16) რეგულირების საფასური – ამ კანონისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის
საფუძველზე დადგენილი საფასური;
ჰ17) სააბონენტო ნუმერაცია – ნუმერაციის სისტემის საფუძველზე არსებული ციფრული სისტემა
აბონენტის ტერმინალური მოწყობილობის იდენტიფიცირებისათვის;
ჰ18)
საერთო
სარგებლობის
ელექტრონული
საკომუნიკაციო
ქსელი
–
ელექტრონული
საკომუნიკაციო ქსელების ერთიანი სისტემა, რომელიც განკუთვნილია მომხმარებლებლისთვის
საზოგადოებისათვის შეუზღუდავად ხელმისაწვდომი, საერთო სარგებლობის ელექტრონული
საკომუნიკაციო მომსახურების მისაწოდებლად;
ჰ19) საზიანო ხელშეშლა – ხელშეშლა, რომელიც საზიანო გავლენას ახდენს რადიოდანადგარზე
ან/და მომხმარებლის ტერმინალურ მოწყობილობაზე;
ჰ20)
სერტიფიკატი
–
დოკუმენტი,
რომელიც
ადასტურებს,
რომ
საჭირო
სახით
იდენტიფიცირებული მოწყობილობა ან მომსახურება შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
ჰ21) სიმძლავრე – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტის ფუნქციონალური
რესურსის რაოდენობრივი მახასიათებელი;
ჰ22)
ელექტრონული
საკომუნიკაციო
სპეციალური
ქსელები
–
საერთო
სარგებლობის
ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელისგან ფიზიკურად განცალკევებული ქსელები, რომლებიც
შექმნილია
არაკომერციული
მიზნით,
სახელმწიფო
თავდაცვის,
უშიშროებისა
და
მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებათა ჩასატარებლად;
ჰ23)
სპეციფიკური
ვალდებულება
–
მომსახურების
ბაზრის
შესაბამის
სეგმენტზე
კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფის მიზნით მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების
მქონე ავტორიზებული პირისათვის კომისიის მიერ დაკისრებული ვალდებულება;
ჰ24) სტრუქტურული ქვედანაყოფი – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის
შიდაორგანიზაციული სტრუქტურის ფუნქციური ქვედანაყოფი, რომელიც ავტორიზებული
პირის საქმიანობიდან გამომდინარე ასრულებს კონკრეტულ სამუშაოს და ახორციელებს
განსაზღვრული სახის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებას;
ჰ25)
ტექნიკური
საშუალებები
–
ელექტრონული
საკომუნიკაციო
გამოძახებებისა
და
საინფორმაციო სიგნალების ფორმირების, დამუშავების, გატარების, გადაცემის ან მიღების
მიზნით
გამოყენებული
ელექტრონული
საკომუნიკაციო
ქსელის
აღჭურვილობა
და
საშუალებები;
ჰ26)
ტექნოლოგიური
ნეიტრალიტეტის
პრინციპი
–
პრინციპი,
რომლის
მიხედვითაც
მარეგულირებელი გადაწყვეტილებების მიღებისას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ბოლო
მომხმარებლისთვის მიწოდებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეს და არა
ამ მომსახურების მისაწოდებლად გამოყენებულ ტექნოლოგიებს;
ჰ27) ტრანზიტული კავშირის (მომსახურების) ოპერატორი – პირი, რომელიც ფლობს და
საქმიანობს ტრანზიტული გატარების ან გადაცემის ქსელის ელემენტებით და მათი გამოყენებით
აერთებს ერთ ან რამდენიმე ადგილობრივი მომსახურების ზონაში მოქმედი სხვადასხვა
ოპერატორების
ქსელებს,
ან
ახორციელებს
სხვადასხვა
ელექტრონული
საკომუნიკაციო
მომსახურების ან ციფრული მაუწყებლობის საინფორმაციო სიგნალების გატარებას ან/და
გადაცემას;
ჰ28) ტრაფიკი – ოპერატორის ქსელის ელემენტებისა და ტექნიკური საშუალებების ჯამური
დატვირთვა დროის ინტერვალში;
ჰ29) ურთიერთჩართვა – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ფიზიკური და ლოგიკური
კავშირი, რომელსაც იყენებს ერთი ან რამდენიმე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის
ოპერატორი, რათა ერთი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს
შესაძლებლობა მიეცეს, დაუკავშირდეს იმავე ან სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის
ოპერატორის მომხმარებელს, ან/და ისარგებლოს სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის
ოპერატორის მომსახურებით, და რომელიც
ხორციელდება ოპერატორების მიერ საკუთარი
ქსელების შესაბამის ელემენტებთან შეუზღუდავი, სავალდებულო და არადისკრიმინაციული
ურთიერთდაშვებით;
ჰ30) ამოღებულია (28.12.2005 N 2564)
ჰ31) ამოღებულია (28.12.2005 N 2564)
ჰ32) ამოღებულია (28.12.2005 N 2564)
ჰ33) ურთიერთდამოკიდებულება – ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებს შორის
განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობა, რომელსაც შეუძლია უშუალო გავლენა მოახდინოს
მათ შორის გარიგებების პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ასეთ განსაკუთრებულ
ურთიერთობებს განეკუთვნება, კერძოდ, ურთიერთობები, რომელთა დროსაც: პირები არიან
ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20
პროცენტია; ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირის საწარმოში, თუ
ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ერთი პირი თანამდებობრივი
მდგომარეობით ექვემდებარება მეორე პირს ან ერთ პირს პირდაპირ ან არაპირდაპირ
აკონტროლებს მეორე პირი; პირები არიან ფილიალი საწარმოები ან პირებს პირდაპირ ან
არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ
აკონტროლებენ მესამე პირს; პირები ნათესავები არიან (ამ კანონის მიზნებისთვის ნათესავებად
ითვლებიან: ოჯახის წევრები, პირდაპირი აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავები, გერი, და
და ძმა, აგრეთვე მშობლის და შვილის გერები);
ჰ34) ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეები – სახის, ხარისხის, საფასურის და სხვა
მახასიათებლების
მიხედვით
ფუნქციონალურად
ერთგვაროვანი
მომსახურების
სახეები,
რომლებიც ერთობლიობაში იმდენად მსგავსია, რომ მომხმარებელი ცვლის ან მზადაა შეცვალოს
ერთი მომსახურება მეორეთი; (27.06.2008 N 67)
ჰ35) ურთიერთოპერაბელურობა – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და სისტემების
ინტერფეისების, აგრეთვე ტექნიკური, საოპერაციო და ფუნქციონალური მახასიათებლების
ურთიერთთავსებადობა ან/და ურთიერთმართვადობა; (27.06.2008 N 67)
ჰ36) ფართოფორმატიანი ციფრული სატელემაუწყებლო მომსახურება – ტელემაუწყებლობა,
რომლის
პროგრამების
წარმოება,
რედაქტირება
და
მომხმარებლისთვის
მიწოდება
უზრუნველყოფილია ფართოეკრანიან (16/9) ფორმატში;
ჰ37) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტები – ელექტრონული საკომუნიკაციო
ქსელის შემადგენელი, ფუნქციონალურად განცალკევებული (ან განცალკევებადი) ტექნიკური ან
ტექნოლოგიური
საშუალებები,
მათი
საოპერაციო
ფუნქციონალური
რესურსები
და
სიმძლავრეები, რომლებიც თავიანთი მახასიათებლებით უზრუნველყოფს: გამოძახებებისა და
საინფორმაციო სიგნალების გატარებას, გადაცემას, დამისამართებას (კომუტაციას); ბილინგის
ინფორმაციის შეგროვებას; ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებული მომსახურების პირობების
მართვას
და
ურთიერთოპერაბელურობას;
სააბონენტო
ნომრების
პორტაბელურობას;
ოპერატორის საოპერაციო, საცნობარო, დამხმარე და საგანგებო მომსახურებას; ქსელების
სინქრონიზაციასა და სიგნალიზაციას; გამოძახებებთან დაკავშირებულ მონაცემთა ბაზებში
შეღწევას; მულტიმედიას; ციფრული მაუწყებლობის მომსახურების მიწოდებას; კონვერსიას,
კოდირებას, უსაფრთხოების დაცვას; პეიჯინგს; ციფრული მონაცემების ტელედამუშავებას და
ინტერნეტის ან სხვა პროტოკოლის გამოყენებით გადაცემას და სხვა; (27.06.2008 N 67)
ჰ38) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტები – ელექტრონული
საკომუნიკაციო
ქსელებით
უზრუნველყოფასთან
ან
ელექტრონული
საკომუნიკაციო
მომსახურების მიწოდებასთან უშუალოდ დაკავშირებული ქსელის ელემენტები ან ტექნიკური
საშუალებები და მათი ფუნქციონალური რესურსები, მათ შორის, ციფრული მაუწყებლობის
მიწოდებასთან დაკავშირებული აბონენტის ინდივიდუალური დაშვების სისტემის რესურსები;
ჰ39) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის თავისუფალი ელემენტი – ელექტრონული
საკომუნიკაციო ქსელის ელემენტი, მისი ფუნქციონალური რესურსი ან სიმძლავრე, რომელიც არ
არის დატვირთული და რომლის გამოყენებაც ტექნიკური და საოპერაციო მოთხოვნების დაცვით
შესაძლებელია ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მისაწოდებლად;
ჰ40) შერწყმა – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ორი ავტორიზებული
პირის გაერთიანება ერთ სამეწარმეო პირად, რომელიც თავდაპირველი ავტორიზებული პირების
სამართალმემკვიდრეა;
ჰ41) ციფრული ტელემაუწყებლობის აღჭურვილობა – ბოლო მომხმარებლის ტერმინალური
მოწყობილობა, რომელიც მიერთებულია სატელევიზიო მიმღებთან ან ინტეგრირებულია მასში
და განკუთვნილია ციფრული, ინტერაქტიული ტელემაუწყებლობის მომსახურების მისაღებად.
ჰ42) ლიცენზიის გაუქმება – ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების საქართველოს
ზოგადი ადმინისტრაციული
(28.12.2005 N 2564)
კოდექსის
შესაბამისად
ძალადაკარგულად
გამოცხადება;
ჰ43) პირი – ნებისმიერი სამეწარმეო პირი, აგრეთვე ნებისმიერი არასამეწარმეო იურიდიული
პირი. (28.12.2005 N 2564)
ჰ44) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები –
ელექტრონული
საკომუნიკაციო
თანამგზავრული
ხაზების
ქსელების
ფიზიკური
წრედები
საკაბელო,
და
საჰაერო,
სახაზო
რადიოსარელეო,
ტრაქტები
ან/და
მათი
ტექნოლოგიური სისტემის შემადგენელი დანადგარების, მოწყობილობებისა და ნაგებობების
ერთიანი კომპლექსები, რომლებიც გამოიყენება ელექტრონული საკომუნიკაციო გამოძახებისა
და საინფორმაციო სიგნალების გატარებისათვის ან/და გადაცემისათვის; (27.06.2008 N 67)
ჰ45) მაუწყებლობის ტრანზიტი – ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ
მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე‐ ან რადიოარხის უცვლელი სახით
(ტელე‐ ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და
ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო
ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის
შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ
არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე‐ ან რადიოარხის ტრანზიტი; (27.06.2008 N 67)
ჰ46) სააბონენტო ნომრის პორტაბელურობა (ტრანსლირება) – ბოლო მომხმარებლის (აბონენტის)
არჩევანის შესაძლებლობა, შეინარჩუნოს იგივე სააბონენტო ნომერი ფიქსირებული ან მოძრავი
საკომუნიკაციო
ქსელებითა
და
საშუალებებით
უზრუნველყოფაზე
ან
მომსახურების
მიწოდებაზე ავტორიზებული პირის სხვა ავტორიზებული პირით შეცვლისას. (27.06.2008 N 67)
ჰ47) ნებართვა – ამ კანონით გათვალისწინებული წესითა და ვადით პირისათვის მინიჭებული
ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლება; (20.12.2011. N5546 ამოქმედდეს 2012 წლის 1
თებერვლიდან.)
ჰ48) საოპერაციო აქტივი − არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური
აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო
ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას,
მათ
შორის,
ელექტრონული
საკომუნიკაციო
ქსელი,
ადგილობრივი
დაშვების
ქსელი,
მაგისტრალი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები,
საკანალიზაციო არხები, ჭები, ანძები, ბოძები, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის
ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი
საბაზრო
უპირატესობის
მოპოვების
(8.04.2011.
თვალსაზრისით;
N4526
ამოქმედდეს
გამოქვეყნებიდან მე‐15 დღეს)
ჰ49) რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენება − პირის მიერ,
რომლის საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო
სარგებლობის
ელექტრონული
საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და
საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, საქმიანობისათვის რადიოსიხშირეების დამხმარე
ტექნოლოგიური
გამოყენება
დანიშნულებით
კომისიის
მიერ
გაცემული
ნებართვის
საფუძველზე; (20.12.2011. N5546 ამოქმედდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან.)
ჰ50) ნებართვის გაუქმება – ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადება. (20.12.2011. N5546
ამოქმედდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან.)
ჰ51) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი − ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი
შესაბამისი ელემენტებით (მათ შორის, მულტიპლექსპლატფორმა), რომელიც გამოიყენება
ციფრული ტელემაუწყებლობის გასავრცელებლად; (20.02.2014. N2039)
ჰ52)
მულტიპლექსპლატფორმა
−
ელექტრონული
სისტემა,
რომელიც
აერთიანებს
ტელეპროგრამებს და მათთან დაკავშირებულ მონაცემებს, აგრეთვე სხვა შესაბამის მონაცემებს
ციფრულ ფორმატში, ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო ქსელში გასავრცელებლად. (20.02.2014.
N2039)
ჰ53) რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთი (რადიოსიხშირული დიაპაზონი) –
ევროპის
ფარგლებში
ან/და
საერთაშორისო
დონეზე
ჰარმონიზებული
ნორმებისა
და
პარამეტრების შესაბამისად დანაწილებული/შემოფარგლული და „რადიოსიხშირული სპექტრის
განაწილების ეროვნული გეგმით“ განსაზღვრული დაწყვილებული ან დაუწყვილებელი
რადიოსიხშირული რესურსი; (01.08.2014. N2632 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე‐15 დღეს)
ჰ54) მსგავსი მახასიათებლების მქონე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების
(რადიოსიხშირული
დიაპაზონების)
ერთობლიობა
–
კომისიის
მიერ
დადგენილი
რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების (რადიოსიხშირული დიაპაზონების)
ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება ერთი და იმავე ელექტრონული საკომუნიკაციო
მომსახურების მისაწოდებლად; (01.08.2014. N2632 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე‐15 დღეს)
ჰ55) რადიოსიხშირული რესურსის მაქსიმალური ოდენობა – რადიოსიხშირული ზოლის
კონკრეტული მონაკვეთის (რადიოსიხშირული დიაპაზონის) ან მსგავსი მახასიათებლების მქონე
რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების (რადიოსიხშირული დიაპაზონების)
ერთობლიობის მეგაჰერცებით ან პროცენტებით გამოხატული მაქსიმალური ოდენობა, რომელიც
დგინდება აუქციონის გამოცხადების შესახებ ან ამოწურვადი რესურსით სარგებლობის
ლიცენზიის გადაპირებასთან დაკავშირებით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით.
(01.08.2014. N2632 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე‐15 დღეს)
მუხლი 8. ინფორმაციის საიდუმლოების დაცვა ელექტრონული
კომუნიკაციების სფეროში (24.09.2010. N3619 ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან)
1. ინფორმაცია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების მომხმარებლის შესახებ, აგრეთვე
აღნიშნული ქსელების მეშვეობით მომხმარებლის მიერ გადაცემული ინფორმაცია საიდუმლოა
და მისი დაცვა გარანტირებულია საქართველოს კანონმდებლობით.
2. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში დასაქმებული ყველა სუბიექტი ვალდებულია
დაიცვას ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საიდუმლოება. ელექტრონული
კომუნიკაციების სფეროს მუშაკები და სხვა პირები, რომლებიც დაარღვევენ ამ ინფორმაციის
საიდუმლოებას, პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში დასაქმებული სუბიექტი ვალდებულია 2 წლის
ვადით შეინახოს განხორციელებული ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი
შემდეგი მონაცემები: (01.08.2014. N2637)
ა) კომუნიკაციის წყაროს კვალის დადგენისა და იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები:
ა.ა) ფიქსირებული ქსელური ტელეფონისა და მობილური ტელეფონის შემთხვევაში: ზარის
ინიციატორი ტელეფონის ნომერი; რეგისტრირებული მომხმარებლის სახელი და მისამართი;
ა.ბ)
ინტერნეტწვდომის,
ინტერნეტფოსტისა
და
ინტერნეტტელეფონის
შემთხვევაში:
მიკუთვნებული მომხმარებლის იდენტიფიკატორი (ID); მომხმარებლის იდენტიფიკატორი (ID)
და
ტელეფონის
ნომერი,
მიკუთვნებული
ნებისმიერი
კომუნიკაციისთვის,
რომელიც
უკავშირდება საჯარო სატელეფონო ქსელს; რეგისტრირებული მომხმარებლის სახელი და
მისამართი, რომელსაც მიაკუთვნეს ინტერნეტპროტოკოლის (IP) მისამართი, მომხმარებლის
იდენტიფიკატორი (ID) ან ტელეფონის ნომერი კომუნიკაციის დროს, დომეინის სახელის
სისტემის (DNS) მიმართვები; პორტების ციფრული ნომრები; გაგზავნილი პაკეტების რაოდენობა;
ბ) კომუნიკაციის ადრესატის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები:
ბ.ა) ფიქსირებული ქსელური ტელეფონისა და მობილური ტელეფონის შემთხვევაში: აკრეფილი
ნომრები (განუხორციელებელი კომუნიკაცია − მიუღებელი ზარი), დარეკილი ნომრები
(განხორციელებული კომუნიკაცია − მიღებული ზარი) და ისეთი დამხმარე სერვისის
გამოყენებისას, როგორიცაა გადამისამართება ან ზარის ტრანსფერი, ნომერი ან ნომრები,
რომელზედაც/რომლებზედაც მოხდა გადამისამართება; რეგისტრირებული მომხმარებლის
სახელი და მისამართი;
ბ.ბ) ინტერნეტფოსტისა და ინტერნეტტელეფონის შემთხვევაში: ინტერნეტტელეფონის ზარის
განკუთვნილი ადრესატის მომხმარებლის იდენტიფიკატორი (ID) ან ტელეფონის ნომერი;
რეგისტრირებული მომხმარებლის სახელი და მისამართი და კომუნიკაციის განკუთვნილი
ადრესატის მომხმარებლის იდენტიფიკატორი (ID), დომეინის სახელის სისტემის (DNS)
მიმართვები; პორტების ციფრული ნომრები; მიღებული პაკეტების რაოდენობა;
გ) კომუნიკაციის თარიღის, დროისა და ხანგრძლივობის იდენტიფიცირებისათვის საჭირო
მონაცემები:
გ.ა)
ფიქსირებული
ქსელური
ტელეფონისა
და
მობილური
ტელეფონის
შემთხვევაში:
ინტერნეტტელეფონის
შემთხვევაში:
კომუნიკაციის დაწყებისა და დასრულების თარიღი და დრო;
გ.ბ)
ინტერნეტწვდომის,
ინტერნეტფოსტისა
და
ინტერნეტწვდომის სერვისის ჩართვისა და გამორთვის თარიღი და დრო, ადგილობრივი დროის
გათვალისწინებით, ინტერნეტწვდომის სერვისის მიმწოდებლის მიერ კომუნიკაციისთვის
მიკუთვნებულ დინამიკურ თუ სტატიკურ ინტერნეტპროტოკოლის (IP) მისამართთან ერთად, და
რეგისტრირებული
მომხმარებლის
(ID);
იდენტიფიკატორი
ინტერნეტფოსტის
ან
ინტერნეტტელეფონის სერვისის ჩართვისა და გამორთვის თარიღი და დრო, ადგილობრივი
დროის გათვალისწინებით;
დ) კომუნიკაციის სახის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები:
დ.ა)
ფიქსირებული ქსელური
ტელეფონისა
და
მობილური
ტელეფონის შემთხვევაში:
გამოყენებული სატელეფონო სერვისი;
დ.ბ)
ინტერნეტწვდომის,
ინტერნეტფოსტისა
და
ინტერნეტტელეფონის
შემთხვევაში:
გამოყენებული ინტერნეტსერვისი;
ე)
მომხმარებლის
კომუნიკაციის
აღჭურვილობის
ან
შესაძლო
აღჭურვილობის
იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები:
ე.ა) ფიქსირებული ქსელური ტელეფონის შემთხვევაში: შემომავალი და დარეკილი ნომრები;
ე.ბ) მობილური ტელეფონის შემთხვევაში: შემომავალი და დარეკილი ნომრები; ზარის
განმახორციელებლის საერთაშორისო მობილური მომხმარებლის იდენტიფიკატორი (IMSI);
ზარის განმახორციელებლის საერთაშორისო მობილური აღჭურვილობის იდენტიფიკატორი
(IMEI); ზარის მიმღების საერთაშორისო მობილური მომხმარებლის იდენტიფიკატორი (IMSI);
ზარის მიმღების საერთაშორისო მობილური აღჭურვილობის იდენტიფიკატორი (IMEI); წინასწარ
ანაზღაურებული ანონიმური სერვისის შემთხვევაში სერვისის პირველადი გააქტიურების
თარიღი და დრო და ადგილმდებარეობის მაჩვენებელი, საიდანაც გააქტიურდა სერვისი;
ე.გ) ინტერნეტწვდომის, ინტერნეტფოსტისა და ინტერნეტტელეფონის შემთხვევაში: ზარის
განმახორციელებელი ტელეფონის ნომერი DIAL‐UP წვდომისთვის; ციფრული სამომხმარებლო
ხაზი (DSL) ან კომუნიკაციის ინიციატორის სხვა საშუალება;
ვ) მობილური კომუნიკაციის აღჭურვილობის ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებისათვის
საჭირო მონაცემები: ადგილმდებარეობის მაჩვენებელი (CELL ID) ქსელების გეოგრაფიული
ადგილმდებარეობის
იდენტიფიცირებისათვის
საჭირო
მონაცემები
იმ
პერიოდისათვის,
რომლისთვისაც ინახება მონაცემები.
4. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში დასაქმებულმა სუბიექტმა ამ მუხლის მე‐3
პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები საქართველოს
სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის XVI1 თავით განსაზღვრული წესით უნდა გადასცეს ფარული საგამოძიებო
მოქმედებების
ჩამტარებელ
ორგანოს,
„სადაზვერვო
საქმიანობის
შესახებ“
და
„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი წესებით −
შესაბამისად,
სადაზვერვო
და
კონტრდაზვერვითი
საქმიანობების
განმახორციელებელ
ორგანოებს, ხოლო „ოპერატიულ‐სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‐7
მუხლის
მე‐3
პუნქტით
განსაზღვრული
წესით
−
ოპერატიულ‐სამძებრო
ღონისძიების
განმახორციელებელ ორგანოს შემდეგ შემთხვევებში: უგზო‐უკვლოდ დაკარგული პირის
ძებნისას; ბრალდებულის ან მსჯავრდებულის შესაბამის სახელმწიფო ორგანოში წარსადგენად
ძებნისას, თუ ის თავს არიდებს მისთვის შეფარდებული იძულებითი ღონისძიების გამოყენებას
ან
დანიშნული
სასჯელის
მოხდას;
დანაშაულის
შედეგად
დაკარგული
ქონების
ძებნისას.(01.08.2014. N2637)
5. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის მეშვეობით მომხმარებლის მიერ განხორციელებული
კომუნიკაციის
შინაარსის
შესახებ
ინფორმაცია
მისი
გადაცემისთანავე,
დაუყოვნებლივ,
ავტომატურად უნდა განადგურდეს. აღნიშნული ინფორმაცია კანონით დადგენილი წესით
ხელმისაწვდომი შეიძლება გახდეს მხოლოდ ამ კანონის 81 მუხლით გათვალისწინებული
სუბიექტისათვის. (01.08.2014. N2637)
მუხლი
81.
ელექტრონული
საკომუნიკაციო
ქსელების
მეშვეობით
განხორციელებულ
კომუნიკაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის რეალურ დროში მიწოდების წესი (01.08.2014.
N2637)
ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას უნდა ჰქონდეს ამ კანონის მე‐8 მუხლის მე‐3 პუნქტით
გათვალისწინებული ინფორმაციის, აგრეთვე მისი ქსელების მეშვეობით განხორციელებული
კომუნიკაციის
შინაარსის
შესახებ
ინფორმაციის
ამგვარი
ინფორმაციის
მიღების
უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოსათვის რეალურ დროში მიწოდების ტექნიკური
შესაძლებლობა.
მუხლი 82. მონაცემთა გადაცემის ფაქტების აღრიცხვა და ინფორმაციის პერსონალურ მონაცემთა
დაცვის ინსპექტორისათვის მიწოდება (01.08.2014. N2637)
ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიამ უნდა აღრიცხოს
პუნქტით
გათვალისწინებული
ელექტრონული
ამ კანონის მე‐8 მუხლის მე‐3
კომუნიკაციის
მაიდენტიფიცირებელი
მონაცემების შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის გადაცემის (როდესაც გადაცემა არ
ხორციელდება ინფორმაციის რეალურ დროში მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობის
გამოყენებით) ფაქტები და სათანადო ინფორმაცია უნდა მიაწოდოს პერსონალურ მონაცემთა
დაცვის ინსპექტორს.