„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 74 ✗ 57
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 44
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 73 ✗ 30
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-11-24
ბიუროს ნომერი 220
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის
უწყებანი, №27‐28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 53) მე‐7 მუხლია მე‐4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო, ოპერატიულ ‐ სამძებრო საქმიანობის და ფარული
საგამოძიებო მოქმედებების გეგმების, ორგანიზების,მატერიალურ‐ტექნიკური უზრუნველყოფის
საშუალებების, ფორმების, მეთოდების, შედეგების, კონკრეტული ღონისძიებების
განხორციელების, აგრეთვე კონკრეტული პროგრამების დაფინანსების შესახებ; იმ პირთა
თაობაზე, რომლებიც ზემოაღნიშნულ სფეროებში კონფიდენციალურ საფუძველზე
თანამშრომლობენ ან ადრე თანამშრომლობდნენ ასეთი საქმიანობის განმახორციელებელ
საქართველოს შესაბამის ორგანოებთან“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2014 წლის 1 დეკემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტი გამომდინარეობს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
საქართველოს
კანონიდან,
რომლის
მიზეზს
წარმოადგენს კავშირგაბმულობის საშუალებებიდან ინფორმაციის რეალურ დროში მიღების
საკითხის სათანადოდ დარეგულირების აუცილებლობა დაბალანსებული, ეფექტიანი და
თანაზომიერი მექანიზმის შემუშავების სახით.
კანონპროექტის შემუშავების უშუალო მიზეზს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოქმედი კანონი
არ
ითვალისწინებს
ფარული
საგამოძიებო
ორგანიზების,მატერიალურ‐ტექნიკური
მოქმედებების
უზრუნველყოფის
განხორციელების
გეგმების,
საშუალებების,
ფორმების,
მეთოდების, განხორციელების და შედეგების შესახებ მონაცემების საიდუმლოდ მიჩნევის
შესაძლებლობას, რაც ნონსესია.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიღების მიზანია, შემუშავდეს კავშირგაბმულობის საშუალებებზე წვდომის და
სახელმწიფოს ლეგიტიმური მიზნებისთვის ინფორმაციის მოპოვების დაბალანსებული მოდელი,
რომელიც ივადროულად უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემებზე წვდომის ეფექტიანი
ზედამხედველობის სისტემის ჩამოყალიბებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, ახლებურად ყალიბდება კანონის მე‐7 მუხლია მე‐4 პუნქტის „ა“
ქვეპუნქტი,
რომელიც
ითვალისწინებს
ორგანიზების,მატერიალურ‐ტექნიკური
მეთოდების,
შედეგების,
კონკრეტული
ფარული
საგამოძიემო
უზრუნველყოფის
ღონისძიებების
მოქმედებების
საშუალებების,
განხორციელების,
გეგმების,
ფორმების,
აგრეთვე
კონკრეტული პროგრამების დაფინანსების შესახებ ინფორმაციისთვის სახელმწიფო გრიფის
მინიჭების შესაძლებლობას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას;
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ ეკისრება;
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ იწვევს ფინანსური შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება
კანონპროექტის მოქმედება;
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელი
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
ასეთი არ არსებობს;
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს;
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს;
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან:
კანონპროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
აღნიშნული პროექტის მომზადებაში ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ;
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს;
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორებია საქართველოს პარლამენტის წევრები:
ეკა ბესელია, ირაკლი სესიაშვილი, გედევან ფოფხაძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორებია საქართველოს პარლამენტის წევრები:
ეკა ბესელია, ირაკლი სესიაშვილი, გედევან ფოფხაძე
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება
მუხლი 7. ცნობები, რომლებიც მიეკუთვნება სახელმწიფო საიდუმლოებას (სათაური 28.06.2012.
N6567)
სახელმწიფო საიდუმლოებას შეიძლება მიეკუთვნოს შემდეგი სახის ცნობები: (28.06.2012.
N6567)
1. თავდაცვის სფეროში:
ა) რომელიც შეიცავს სტრატეგიულ და ოპერატიულ გეგმებს, სამხედრო ოპერაციების
მომზადებისა და ჩატარების ამსახველ დოკუმენტებს, ჯარების სტრატეგიული და ოპერატიული
გადაადგილების,
მათი
მობილიზაციის,
საბრძოლო
მზადყოფნისა
და
სამობილიზაციო
რესურსების გამოყენების საკითხებს;
ბ) შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის განვითარების მიზნობრივი პროგრამების
აგრეთვე სამეცნიერო ‐ კვლევითი და საკონსტრუქტორო სამუშაოების შესახებ, რომლებიც
შეეხება ახალი სახეობის სამხედრო იარაღის, საბრძოლო ტექნიკისა და თავდაცვითი
ტექნოლოგიების შემუშავებას;
გ) განსაკუთრებით დაცული სამხედრო და სამოქალაქო თავდაცვის ობიექტების რეჟიმის,
სტრუქტურისა და შემადგენლობის შესახებ.
2. ეკონომიკის სფეროში:
ა) სახალხო მეურნეობის სამობილიზაციო გეგმებისა და სიმძლავრეების, სამხედრო
დანიშნულების
სტრატეგიული
ნედლეულისა
და
მასალების
მარაგისა
და
მიწოდების
მოცულობათა, აგრეთვე სახელმწიფო და სამობილიზაციო რეზერვების განლაგებისა და
მოცულობის შესახებ;
ბ) ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, ქვეყნის ინფრასტრუქტურის სხვა დარგებისა და
ობიექტების დაცვის სისტემისა და რეჟიმის შესახებ, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის
ინტერესებისათვის;
გ) ოქროს საერთო მარაგში შემავალი მონეტარული ჯგუფის − ძვირფასი ლითონების,
ძვირფასი ქვებისა და სხვა ფასეულობათა − სახელმწიფო მარაგების კონკრეტულ სახეობათა
შესახებ, ფულის ნიშნების, ფასიანი ქაღალდებისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების დამზადების,
შენახვის, დაცვისა და გაყალბების თავიდან აცილებასთან, მათ მიმოქცევასთან, გაცვლასთან ან
მიმოქცევიდან ამოღებასთან დაკავშირებული ოპერაციების თაობაზე. (28.06.2012. N6567)
3. საგარეო ურთიერთობათა სფეროში:
ა) საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და საგარეო‐ეკონომიკურ ურთიერთობათა
შესახებ, რომელთა წინასწარმა გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ინტერესებს;
ბ)
უცხო
სახელმწიფოებთან
სამხედრო,
სამეცნიერო‐ტექნიკური
და
სხვა
სახის
თანამშრომლობის საკითხების შესახებ, თუ ინფორმაციის (28.06.2012. N6567) გამჟღავნებამ
შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს ინტერესებს.
4. დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა(28.06.2012. N6567) და მართლწესრიგის დაცვის
სფეროში:
ა) სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო და ოპერატიულ‐სამძებრო საქმიანობის გეგმების,
ორგანიზების,
მატერიალურ‐ტექნიკური
უზრუნველყოფის
საშუალებების,
ფორმების,
მეთოდებისა და შედეგების, აგრეთვე კონკრეტული პროგრამების დაფინანსების შესახებ; იმ
პირთა თაობაზე, რომლებიც ზემოაღნიშნულ სფეროებში კონფიდენციალურ საფუძველზე
თანამშრომლობენ ან ადრე თანამშრომლობდნენ ასეთი საქმიანობის განმახორციელებელ
საქართველოს შესაბამის ორგანოებთან;
ბ) "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის
თანახმად განსაზღვრული სახელმწიფოს უმაღლეს თანამდებობის პირთა დაცვისა და
ადმინისტრაციულ შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის რეჟიმის შესახებ;
გ) სამთავრობო და სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემის შესახებ;
დ) სახელმწიფო შიფრების დამუშავებისა და გამოყენების, კრიპტოგრაფიის სფეროში
სამეცნიერო‐კვლევითი მუშაობის შესახებ.
ე) საქართველოს წინააღმდეგ მოსალოდნელი საფრთხეებისა და მათი თავიდან აცილების
მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ; (28.06.2012. N6567)
ვ) ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მთავრობის, ასევე სამინისტროების და სხვა
უწყებების მიერ განსახორციელებელი გეგმებისა და ღონისძიებების შესახებ, რომელთა
წინასწარი გამჟღავნება ზიანს მიაყენებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. (28.06.2012.
N6567)