„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-16 ოქმი“
- „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-16 ოქმი“ კონვენცია
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 58 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-12-22
ბიუროს ნომერი 235
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში
(საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს ცვლილება და 34-ე მუხლს
დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. საკასაციო სასამართლოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი
საკონსულტაციო დასკვნისათვის მიმართვის შემთხვევაში, საკონსულტაციო დასკვნის მიღებამდე
ამ მუხლის 31 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ვადების დინება ჩერდება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა
დაცვის კონვენციის მე-16 ოქმის საქართველოსთან მიმართებაში ამოქმედებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გ. მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მომზადება განპირობებულია საქართველოს მიერ 2014 წლის 19 ივნისს
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-16 ოქმის
ხელმოწერით
და
საქართველოს
სახელმწიფოსთვის
მისი
სავალდებულოდ
აღიარების
შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დაწყებით.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის №16 ოქმის რატიფიცირება იწვევს თანმდევ
ცვლილებებს
საქართველოს
შიდასახელმწიფოებრივ
საქართველოს
ადმინისტრაციულ
საპროცესო
კანონმდებლობაში,
კოდექსში.
ოქმის
მათ
შორის,
პირველივე
მუხლი
შესაძლებლობას ანიჭებს ხელშემკვრელი მხარეების უმაღლესი ინსტანციის სასამართლოებს
(რომლებიც დასახელდებიან ამავე ოქმით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად),
მიმართონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საკონსულტაციო დასკვნის გაცემის
მოთხოვნით იმ პრინციპულ საკითხებზე, რომლებიც ეხება კონვენციითა და მისი ოქმებით
გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების განმარტებას და გამოყენებას. ამ
შესაძლებლობის რეალიზაციისათვის კი საჭიროა შესაბამისი ცვლილებების განხორციელება
ადმინისტრაციულ საპროცესო კანონმდებლობაში.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის
კონვენციის მე-16 ოქმის სარატიფიკაციო პროცედურის ხელშეწყობა და მის მოთხოვნებთან
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპოექტით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლს
ემატება მე-5 ნაწილი, რომლითაც ზუსტდება, რომ, თუ საკასაციო სასამართლომ საკონსულტაციო
დასკნისათვის მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, საკასაციო საჩივრის
განხილვისათვის გათვალისწინებული 6 თვიანი ვადის (მათ შორის, საჩივრის დასაშვებობის
შემოწმებისათვის დადგენილი 3 თვიანი ვადის) დინება შეჩერდება სასამართლოს მიერ
შესაბამისი დასკვნის მიღებამდე. კანონპროექტი არ ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოსადმი საკონსულტაციო დასკვნის გაცემის მოთხოვნით მიმართვასთან
დაკავშირებული სხვა საკითხების რეგულირებას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო
კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული საპროცესო
კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება
საქართველოს
სამოქალაქო
საპროცესო
კოდექსის
დებულებანი.
სამოქალაქო
საპროცესო
კოდექსში შესატანი ცვლილებებით კი უფრო დეტალურადაა მოწესრიგებული ეს საკითხი. რაც
შეეხება
საქმის
განხილვის
ვადასთან
დაკავშირებულ
ცვლილებას,
ვინაიდან
წინასწარ
შეუძლებელია სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს
მიმართვის განხილვისა და შესაბამისი დასკვნის გაცემის ვადის განსაზღვრა, იმ მიზნით, რომ
უზენაესი სასამართლო არ დადგეს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმის
განხილვის ვადების დარღვევის საფრთხის წინაშე, კანონპროექტი ითვალისწინებს საკასაციო
საჩივრის განხილვისათვის დადგენილი 6 თვიანი ვადის დინების შეჩერებას ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის მიმართვიდან შესაბამისი საკონსულტაციო დასკვნის
მიღებამდე.
იმის გათვალისწინებით, რომ კანონპროექტის შინაარსი ადამიანის უფლებათა და
ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-16 ოქმს უკავშირდება, მისი ამოქმედებაც
აღნიშნული ოქმის საქართველოსთან მიმართებაში ძალაში შესვლაზეა დამოკიდებული. ოქმის
მე-8 მუხლის თანახმად, ეს უკანასკნელი ამოქმედდება ევროპის საბჭოს ათი წევრი სახელმწიფოს
მიერ მის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობის გამოხატვის თარიღიდან სამი თვის გასვლის
შემდეგ, მომდევნო თვის პირველ დღეს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის
ცვლილებას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღება
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
არ იწვევს ფინანსურ შედეგებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
საქართველოს
ორმხრივ
მრავალმხრივ
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
და
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ
საერთაშორისო ხელშეკრულებებს. მისი მიღება მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა და ძირითად
თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-16 ოქმის სარატიფიკაციო პროცედურის ხელშეწყობას და
ოქმის შინაარსთან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისობის
უზრუნველყოფას.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია,
რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 34. სააპელაციო და საკასაციო საჩივრების დასაშვებობა
1. სააპელაციო და საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში
დასაშვებია, მიუხედავად სარჩელის ფასისა. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლისა და 391-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები.
11. სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლემ
შეიძლება ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო საჩივარი:
ა)
ამ
კოდექსის
მე-6
მუხლით
გათვალისწინებულ
საქმეზე
გამოტანილ
გადაწყვეტილებაზე;
ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით გამოცემული ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე;
გ) საჯარო რეესტრის ჩანაწერთან დაკავშირებულ დავაზე;
დ) საცხოვრებელი ბინის პრივატიზებასთან დაკავშირებულ დავაზე;
ე)
ადმინისტრაციულ
ხელშეკრულებასთან
დაკავშირებულ
დავაზე
საიჯარო
ურთიერთობის თაობაზე;
ვ) სამშენებლო ურთიერთობიდან წარმოშობილ დავაზე;
ზ) კერძო საჩივარზე;
თ) ამ კოდექსის 2123 მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ი) პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირისათვის და მისი პირველი
რიგის მემკვიდრისათვის ფულადი კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებულ დავაზე;
კ) არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნასთან დაკავშირებულ საქმეებზე.
2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და ამ კოდექსის მე-16
მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული წესით საქმეში ჩაბმულმა მესამე პირებმა შეიძლება
კანონით დადგენილ ვადებში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო
პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო
დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის
შედეგზე.
31. ამ მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დასაშვებობის შემოწმების ვადა არ უნდა
აღემატებოდეს 3 თვეს.
4.
ადმინისტრაციულ
საქმეზე
გადაწყვეტილების გამოტანის ვადაა 6 თვე.
საკასაციო
საჩივრის
წარმოებაში
მიღებისა
და