„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-16 ოქმი“
- „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-16 ოქმი“ კონვენცია
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-12-22
ბიუროს ნომერი 235
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს
ორგანულ კანონს (პარლამენტის უწყებანი, №001, 27.02.1996, გვ. 8) დაემატოს შემდეგი
შინაარსის 213 მუხლი:
„მუხლი 213
1. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, საქმესთან
დაკავშირებულ იმ პრინციპულ საკითხებზე, რომლებიც ეხება ადამიანის უფლებათა და
ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციითა და მისი ოქმებით გათვალისწინებული
უფლებებისა
და
თავისუფლებების
სასამართლოს
უფლება
აქვს
განმარტებას
საკონსულტაციო
ან
გამოყენებას,
დასკვნისათვის
საკონსტიტუციო
მიმართოს
ადამიანის
უფლებათა ევროპულ სასამართლოს.
2.
საკონსტიტუციო
სასამართლომ
უნდა
დაასაბუთოს
საკონსულტაციო
დასკვნისათვის მიმართვის მოთხოვნა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს
წარუდგინოს საქმესთან დაკავშირებული სათანადო სამართლებრივი და ფაქტობრივი
გარემოებები.
3.
საკონსტიტუციო
სასამართლოსადმი
სასამართლო
საკონსულტაციო
ადამიანის
დასკვნისათვის
უფლებათა
მიმართვის
ევროპული
თაობაზე
აცნობებს
მხარეებს.
4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საკონსულტაციო დასკვნას არ აქვს
სავალდებულო ხასიათი.
5.
ადამიანის
უფლებათა
ევროპული
სასამართლოსათვის
მიმართვიდან
საკონსულტაციო დასკვნის მიღებამდე ამ კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული ვადის დინება ჩერდება.“.
მუხლი
2.
თავისუფლებათა
ეს
კანონი
დაცვის
ამოქმედდეს
კონვენციის
მე-16
ადამიანის
ოქმის
უფლებათა
საქართველოსთან
და
ძირითად
მიმართებაში
ამოქმედებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გ. მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მომზადება განპირობებულია საქართველოს მიერ 2014 წლის 19
ივნისს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-16 ოქმის
ხელმოწერით და საქართველოს სახელმწიფოსთვის მისი სავალდებულოდ აღიარების
შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დაწყებით.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის №16 ოქმის რატიფიცირება იწვევს
თანმდევ ცვლილებებს საქართველოს შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში, მათ შორის,
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში.
ოქმის პირველივე მუხლი შესაძლებლობას ანიჭებს ხელშემკვრელი მხარეების უმაღლესი
ინსტანციის სასამართლოებს (რომლებიც დასახელდებიან ამავე ოქმით გათვალისწინებული
პროცედურის შესაბამისად), მიმართონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს
საკონსულტაციო დასკვნის გაცემის მოთხოვნით იმ პრინციპულ საკითხებზე, რომლებიც
ეხება კონვენციითა და მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების
განმარტებას და გამოყენებას. ამ შესაძლებლობის რეალიზაციისათვის კი საჭიროა შესაბამისი
ცვლილებების განხორციელება საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მომწესრიგებელ
კანონმდებლობაში.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა
დაცვის კონვენციის მე-16 ოქმის სარატიფიკაციო პროცედურის ხელშეწყობა და მის
მოთხოვნებთან „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფა. შემოთავაზებული ცვლილებები
შესაძლებლობას
ანიჭებს
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს,
სათანადო
საფუძვლების არსებობისას, საკონსულტაციო დასკვნის გაცემის მოთხოვნით მიმართოს
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტით „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს ემატება ახალი 213 მუხლი, რომლის თანახმად,
საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან (საქართველოს მოქალაქეობა.
ადამიანის
ძირითადი
ნორმატიული
აქტების
უფლებანი
და
თავისუფლებანი)
კონსტიტუციურობის
საკითხზე
მიმართებით
მიღებული
კონსტიტუციური
სარჩელის
არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, საქმესთან დაკავშირებულ იმ პრინციპულ
საკითხებზე, რომლებიც შეეხება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა
დაცვის
კონვენციითა
თავისუფლებების
და
მისი
განმარტებას
ოქმებით
ან
გათვალისწინებული
გამოყენებას,
საქართველოს
უფლებებისა
და
საკონსტიტუციო
სასამართლოს მიენიჭება უფლება საკონსულტაციო დასკვნისათვის მიმართოს ადამიანის
უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებული
იქნება დაასაბუთოს საკონსულტაციო დასკვნისათვის მიმართვის მოთხოვნა და ევროპულ
სასამართლოს წარუდგინოს საქმის სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე
სათანადო ინფორმაცია.
სამართალწარმოების
მნიშვნელოვანია
მოხდეს
პროცესში,
მათი
მხარეთა
ინფორმირება
უფლებების
ადამიანის
დაცვის
უფლებათა
მიზნით,
ევროპული
სასამართლოსათვის მიმართვის თაობაზე, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ
სასამართლოსათვის
მიმართვამ
შესაძლოა
გამოწვიოს
საქმის
განხილვის
პროცესის
გახანგრძლივება. ამ მიზნით, კანონპროექტი განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს
ვალდებულებას - აცნობოს მხარეებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი
საკონსულტაციო დასკვნისათვის მიმართვის თაობაზე.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-16 ოქმის
შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საკონსულტაციო დასკვნას არ
ექნება სავალდებულო ხასიათი.
ვინაიდან წინასწარ შეუძლებელია სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართვის განხილვისა და შესაბამისი დასკვნის გაცემის
ვადის განსაზღვრა, იმ მიზნით, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ დადგეს საპროცესო
კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმის განხილვის ვადების დარღვევის საფრთხის
წინაშე, კანონპროექტი ითვალისწინებს კონსტიტუციური სარჩელის განხილვისათვის
დადგენილი 9 თვიანი ვადის დინების შეჩერებას ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოსათვის მიმართვიდან შესაბამისი საკონსულტაციო დასკვნის მიღებამდე.
იმის გათვალისწინებით, რომ კანონპროექტის შინაარსი ადამიანის უფლებათა და
ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-16 ოქმს უკავშირდება, მისი ამოქმედებაც
აღნიშნული ოქმის საქართველოსთან მიმართებაში ძალაში შესვლაზეა დამოკიდებული.
ოქმის მე-8 მუხლის თანახმად, ეს უკანასკნელი ამოქმედდება ევროპის საბჭოს ათი წევრი
სახელმწიფოს მიერ მის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობის გამოხატვის თარიღიდან
სამი თვის გასვლის შემდეგ, მომდევნო თვის პირველ დღეს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის
ცვლილებას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
არ იწვევს ფინანსურ შედეგებს.
ბ.ვ) კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის, მოსაკრებლის
ან
სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. მისი მიღება მიზნად ისახავს ადამიანის
უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-16 ოქმის სარატიფიკაციო
პროცედურის
ხელშეწყობას
სასამართლოს
საქმიანობის
და
ოქმის
შინაარსთან
მომწესრიგებელი
საქართველოს
საკონსტიტუციო
კანონმდებლობის
შესაბამისობის
უზრუნველყოფას.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.