„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.12.2014
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/286/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-16 ოქმი“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 60 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-12-22
ბიუროს ნომერი 235

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) დაემატოს შემდეგი შინაარსის 3041 მუხლი: „მუხლი 3041. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი საკონსულტაციო დასკვნისათვის მიმართვა 1. საკასაციო სასამართლოში საქმისა და საჩივრის შესვლის შემდეგ საქმესთან დაკავშირებულ იმ პრინციპულ საკითხებზე, რომლებიც ეხება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციითა და მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების განმარტებას ან გამოყენებას, საკასაციო სასამართლოს უფლება აქვს საკონსულტაციო დასკვნისათვის მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. 2. საკასაციო სასამართლომ უნდა დაასაბუთოს საკონსულტაციო დასკვნისათვის მიმართვის მოთხოვნა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს წარუდგინოს საქმესთან დაკავშირებული სათანადო სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები. 3. საკასაციო სასამართლო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი საკონსულტაციო დასკვნისათვის მიმართვის თაობაზე აცნობებს მხარეებს. 4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საკონსულტაციო დასკვნას არ აქვს სავალდებულო ხასიათი. 5. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის მიმართვიდან საკონსულტაციო დასკვნის მიღებამდე ამ კოდექსის 303-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ვადის დინება ჩერდება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-16 ოქმის საქართველოსთან მიმართებაში ამოქმედებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გ. მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მომზადება განპირობებულია საქართველოს მიერ 2014 წლის 19 ივნისს ადამიანის უფლებათა ხელმოწერით და და ძირითად თავისუფლებათა საქართველოს სახელმწიფოსთვის დაცვის მისი კონვენციის მე-16 სავალდებულოდ ოქმის აღიარების შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დაწყებით. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის №16 ოქმის რატიფიცირება იწვევს თანმდევ ცვლილებებს საქართველოს შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში. ოქმის პირველივე მუხლი შესაძლებლობას ანიჭებს ხელშემკვრელი მხარეების უმაღლესი ინსტანციის სასამართლოებს (რომლებიც დასახელდებიან ამავე ოქმით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად), მიმართონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საკონსულტაციო დასკვნის გაცემის მოთხოვნით იმ პრინციპულ საკითხებზე, რომლებიც ეხება კონვენციითა და მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების განმარტებას და გამოყენებას. ამ შესაძლებლობის რეალიზაციისათვის კი საჭიროა შესაბამისი ცვლილებების განხორციელება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-16 ოქმის სარატიფიკაციო პროცედურის ხელშეწყობა და მის მოთხოვნებთან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო უზრუნველყოფა. შემოთავაზებული ცვლილებები კანონმდებლობის შესაბამისობის შესაძლებლობას ანიჭებს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, სათანადო საფუძვლების არსებობისას, საკონსულტაციო დასკვნის გაცემის მოთხოვნით მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს ემატება ახალი 3041 მუხლი, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლოში საქმისა და საჩივრის შესვლის შემდეგ საქმესთან დაკავშირებულ იმ პრინციპულ საკითხებზე, რომლებიც შეეხება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციითა და მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების განმარტებას ან გამოყენებას, საკასაციო სასამართლოს მიენიჭება უფლება საკონსულტაციო დასკვნისათვის მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ამასთან, უზენაესი სასამართლო ვალდებული იქნება დაასაბუთოს საკონსულტაციო დასკვნისათვის მიმართვის მოთხოვნა და ევროპულ სასამართლოს წარუდგინოს საქმის სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე სათანადო ინფორმაცია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი საკონსულტაციო დასკვნისათვის მიმართვის საჭიროება შეიძლება წარმოიშვას არა მხოლოდ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შემდეგ, არამედ საკასაციო სასამართლოში საქმისა და საჩივრის შესვლის მომენტიდან, დასაშვებობის შემოწმების ეტაპზეც. გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით წარმართული მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში, უახლოეს მომავალში იგეგმება საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტისათვის საკანონმდებლო პაკეტის წარდგენა, რომელიც ითვალისწინებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების გაფართოებას ყველა კატეგორიის საქმეზე. ასეთ საფუძვლებს შორის იქნება შემთხვევა, როდესაც საქართველოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ანალოგიური ან არსებითად მსგავსი ფაქტების შემცველ საქმეებზე საქართველოს მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებას1. ამ უკანასკნელი მოტივით საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვისას, განსაკუთრებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებთან საქართველოს სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისობის შეფასების ინსტიტუტის ამოქმედების შემდეგ პირველ ხანებში, საქართველოს უზენაეს სასამართლოს, შესაძლოა, დაუდგეს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციითა და მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების განმარტებისა და, შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი საკონსულტაციო დასკვნისათვის მიმართვის საჭიროება. სამართალწარმოების პროცესში, მხარეთა უფლებების დაცვის მიზნით, მნიშვნელოვანია მოხდეს მათი ინფორმირება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის მიმართვის თაობაზე, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოსათვის მიმართვამ შესაძლოა გამოწვიოს საქმის განხილვის პროცესის გახანგრძლივება. ამ მიზნით, კანონპროექტი განსაზღვრავს საკასაციო სასამართლოს ვალდებულებას - აცნობოს მხარეებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი საკონსულტაციო დასკვნისათვის მიმართვის თაობაზე. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-16 ოქმის შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საკონსულტაციო დასკვნას არ ექნება სავალდებულო ხასიათი. 1 საკითხის ამგვარად გადაწყვეტის შემოთავაზება დადებითად არის შეფასებული საკანონმდებლო პაკეტის ირგვლივ ვენეციის კომისიის 2014 წლის 10-11 ოქტომბრის მე-100 სხდომაზე მიღებული დასკვნის 36-ე-42-ე პუნქტებით, ხოლო ამავე დასკვნის 39-ე პუნქტი პირდაპირ მიუთითებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-16 ოქმზე, რომელიც ხელშემკვრელი მხარეების უმაღლესი ინსტანციის სასამართლოებს ანიჭებს სათანადო საფუძვლების არსებობისას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი საკონსულტაციო დასკვნის გაცემის მოთხოვნით მიმართვის შესაძლებლობას. ვინაიდან წინასწარ შეუძლებელია სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიმართვის განხილვისა და შესაბამისი დასკვნის გაცემის ვადის განსაზღვრა, იმ მიზნით, რომ უზენაესი სასამართლო არ დადგეს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმის განხილვის ვადების დარღვევის საფრთხის წინაშე, კანონპროექტი ითვალისწინებს საკასაციო საჩივრის განხილვისათვის დადგენილი 6 თვიანი ვადის დინების შეჩერებას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის მიმართვიდან შესაბამისი საკონსულტაციო დასკვნის მიღებამდე. იმის გათვალისწინებით, რომ კანონპროექტის შინაარსი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-16 ოქმს უკავშირდება, მისი ამოქმედებაც აღნიშნული ოქმის საქართველოსთან მიმართებაში ძალაში შესვლაზეა დამოკიდებული. ოქმის მე-8 მუხლის თანახმად, ეს უკანასკნელი ამოქმედდება ევროპის საბჭოს ათი წევრი სახელმწიფოს მიერ მის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობის გამოხატვის თარიღიდან სამი თვის გასვლის შემდეგ, მომდევნო თვის პირველ დღეს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ცვლილებას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: არ იწვევს ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ გადასახდელის დადგენას. ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ორგანიზაციებში საქართველოს ორმხრივ მრავალმხრივ წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ეწინააღმდეგება საქართველოს და ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. მისი მიღება მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-16 ოქმის სარატიფიკაციო პროცედურის ხელშეწყობას და ოქმის შინაარსთან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფას. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.