„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-03-23
ბიუროს ნომერი 260
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი,
№19-20, 30.05.1998, გვ. 37) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის „ე1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე1) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ვიზის გაცემისა და
საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
საიმიგრაციო ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის მიღებასა და სამგზავრო დოკუმენტში
ვიზის დატანას
უზრუნველყოფენ კანონით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები;“;
2. მე-4 მუხლის:
ა) 71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, 71. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოში კანონიერი
საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის (გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც საიმიგრაციო ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის მიღებასა და
სამგზავრო დოკუმენტში ვიზის დატანას
უზრუნველყოფენ კანონით გათვალისწინებული
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის
იურიდიული პირები) − 40 ლარი.“.
ბ) 71 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 72 და 73 პუნქტები:
„72) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ელექტრონული
ვიზის გაცემისათვის, თუ შესაბამისი სავიზო განაცხადი წარდგენილი იქნა საგარეო საქმეთა
სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის „ელექტრონული ვიზის პორტალის“ მეშვეობით - 20 აშშ
დოლარი;
73) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ვიზის მოქმედების
ვადის გაგრძელებისათვის გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საიმიგრაციო ვიზის მისაღებად
საჭირო დოკუმენტაციის მიღებასა და სამგზავრო დოკუმენტში ვიზის დატანას უზრუნველყოფენ
კანონით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში
მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები;“; - 40 ლარი.“.
3. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ვიზის მოქმედების
ვადის გაგრძელებისათვის დადგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან
უცხოელები - საქართველოს მოკლევადიანი დიპლომატიური და სპეციალური ვიზების
მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში.“.
1
4. მე-6 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო ბაჟი, გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის 72 პუნქტით განსაზღვრული
სახელმწიფო ბაჟისა, გადაიხდება ეროვნული ვალუტით ბანკებში, დადგენილი ფორმის ქვითრის
გაცემით. ამ კანონის მე-4 მუხლის 72 პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი გადაიხდება
უნაღდო ანგარიშსწორებით, აშშ დოლარში.“;
ბ) მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ და „თ“
ქვეპუნქტები:
„ზ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ელექტრონული ვიზის
გაცემისათვის - შესაბამისი სავიზო განაცხადის წარდგენამდე, თუ შესაბამისი სავიზო განაცხადი
წარდგენილი იქნა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის „ელექტრონული
ვიზის პორტალის“ მეშვეობით;
თ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ვიზის მოქმედების
ვადის გაგრძელებისათვის - შესაბამისი განაცხადის წარდგენამდე;“.
მუხლი 2
1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე3 მუხლის „ე1“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-4 მუხლის 71-73
პუნქტებისა, იმ ნაწილში, როდესაც საიმიგრაციო ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის
მიღებასა
და
სამგზავრო
დოკუმენტში
ვიზის
დატანას
უზრუნველყოფენ
კანონით
გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი
საჯარო სამართლის იურიდიული პირები, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-3
მუხლის „ე1“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-4 მუხლის 71-73
პუნქტებისა, იმ ნაწილში, როდესაც საიმიგრაციო ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის
მიღებასა
და
სამგზავრო
დოკუმენტში
ვიზის
დატანას
უზრუნველყოფენ
კანონით
გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი
საჯარო სამართლის იურიდიული პირები, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა
სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტითა და აღნიშნული კანონის მოქმედი რედაქციით
გათვალისწინებული რეგულაცია, რომლებიც უშვებენ შესაძლებლობას საქართველოს საგარეო
საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული იქნას ელექტრონული ვიზა, ასევე სამინისტროს მიერ
მოხდეს საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელება. აღნიშნულის გათვალისწინებით,
ვინაიდან საგარეო საქმეთა სამინიტრო, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირი
ახორციელებს გარკვეული სახის მომსახურებას, დღის წესრიგში დგება აღნიშნული
მომსახურებისათვის სახელმწიფო ბაჟის დაწესების საკითხი.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია სახელმწიფო ბაჟის დაწესება საქართველოს საგარეო საქმეთა
სამინისტროს იმ მომსახურებისათვის, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს უცხოელების
მიმართ საქართველოს ვიზებთან დაკავშირებით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით დგინდება, რომ უცხოელი ვალდებული იქნება გადაიხადოს სახელმწიფო
ბაჟი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ელექტრონული ვიზის
გაცემისათვის. გარდა სახელმწიფო ბაჟის ოდენობების განსაზღვრისა, კანონპროექტით
გათვალისწინებულია, რომ ზემოაღნიშნული მომსახურებისათვის სახელმწიფო ბაჟი გადახდილი
უნდა იქნეს საქართველოს ელექტრონული ვიზის გაცემისათვის შესაბამისი განაცხადის
წარდგენამდე.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს რეგულაციას, რომლის თანახმადაც საქართველოს
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ელექტრონული ვიზის გაცემისათვის
დადგენილი სახელმწიფო ბაჟი გადახდილი უნდა იქნეს აშშ დოლარში და არა საქართველოს
ეროვნულ ვალუტაში. აღნიშნული გამომდინარეობს იმ გარემოებიდან, რომ ელექტრონული
ვიზის გაცემის მოთხოვნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მომართავენ ის
უცხოელები, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ და ამდენად მათ მიერ შეუძლებელია
სახელმწიფო ბაჟი გადახდილი იქნეს ეროვნულ ვალუტაში.
კანონპროექტი ასევე ადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებას და სახელმწიფო
ბაჟის განაკვეთს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ვიზის
3
მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის, კერძოდ, პროექტის თანახმად საქართველოს საგარეო
საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის
დადგენილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა წარმოადგენს 40 ლარს, რომელიც გადახდილი უნდა
იქნეს საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით წარსადგენი სავიზო
განაცხადის წარდგენამდე. აღსანიშნავია, რომ „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად უცხოელები გათავისუფლებულები არიან
საკონსულო მოსაკრებლის
გადახდის ვალდებულებისაგან დიპლომატიური და სპეციალური ვიზის გაცემის შემთხვევაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია უცხოელები საქართველოს მოკლევადიანი
დიპლომატიური და სპეციალური ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში ასევე
გათავისუფლდნენ შესაბამისი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, კანონპროექტის
თანახმად,
უცხოელი
თავისუფლდება
საქართველოს
ვიზის
მოქმედების
ვადის
გაგრძელებისათვის დადგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან საქართველოს მოკლევადიანი დიპლომატიური და სპეციალური ვიზების მოქმედების ვადის
გაგრძელების შემთხვევაში.
კანონპროექტი ითვალისწინებს დათქმას კანონის შესაბამის პუნქტებში, რომლის თანახმად,
სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება იმ შემთხვევაში, თუ საიმიგრაციო ვიზის მისაღებად საჭირო
დოკუმენტაციის მიღებასა და სამგზავრო დოკუმენტში ვიზის დატანას უზრუნველყოფენ
კანონით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში
მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე
პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მიხედვით, აღნიშნული საჯარო სამართლის
იურიდიული პირები არიან „იუსტიციის სახლი“ და სახელმწიფო სერვისების განვითარების
სააგენტო.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
2014 წლის პირველი სექტემბრიდან 2015 წლის 26 თებერვლის მდგომარეობით (6 თვე)
სამინისტროში წარმოებული სავიზო განხილვების საერთო რაოდენობაა 809, რაც თვეში,
საშუალოდ, 134-ს შეადგენს. კანონპროექტის თანახმად, საქართველოს საგარეო საქმეთა
სამინისტროს მიერ საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს
საიმიგრაციო ვიზის გაცემისთვის სახელმწიფო ბაჟის განაკვეთი მცირდება 60 ლარით.
შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის სახით შემოსული თანხების ოდენობა თვეში შემცირდება
საშუალოდ 134*60=8040 ლარის ოდენობით, თუმცა კანონპროექტის მიღებით სახელმწიფო
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს დაემატება ის თანხები, რომლებიც სახელმწიფო ბაჟის სახით
გადახდილი იქნება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ
საქართველოს
ელექტრონული ვიზის გაცემისა და საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის.
4
გარდა აღნიშნულისა, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება იმ შემთხვევაში, თუ საიმიგრაციო ვიზის
მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის მიღებასა და სამგზავრო დოკუმენტში ვიზის დატანას
უზრუნველყოფენ
კანონით
გათვალისწინებული
საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები - „იუსტიციის
სახლი“ და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, რომელთა მომსახურების
მისაღებად გადაიხდევინება მომსახურების საფასური, რომელიც მიემართება სახელმწიფო
სერვისების განვითარების სააგენტოს ანგარიშზე.
ბ.გ)კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილის ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღების შედეგად კანონპროექტით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის
თანხების გადახდის ვალდებულება დაეკისრებათ იმ უცხოელებს, რომლებიც მოითხოვენ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ელექტრონული ვიზის გაცემას
ან საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა
საიმიგრაციო ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის მიღებასა და სამგზავრო დოკუმენტში
ვიზის დატანას უზრუნველყოფენ კანონით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელი
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით დგინდება სახელმწიფო ბაჟი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს
მიერ საქართველოს ელექტრონული ვიზის გაცემისათვის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშიროსი სამართლის სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირქეტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში
წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვადებულებებს.
5
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ
ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
კანონპროექტის
შემუშავებაში
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულებებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო,
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
6
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 3. მოქმედებები, რომლებისთვისაც გადაიხდევინება სახელმწიფო ბაჟი
+
სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება:
ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეებზე;
ბ) საერთო სასამართლოებში განსახილველ სასარჩელო ან სხვა განცხადებებზე და საჩივრებზე;
გ) (ამოღებულია – 13.03.2012, №5788 );
დ) საქართველოს ტერიტორიაზე გაცემული ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით
დამოწმებისათვის, გარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს
მიერ დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისა;
ე) საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო-გამტარ პუნქტში მოკლევადიანი ორდინალური
ვიზის გაცემისათვის;
ე 1) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოში კანონიერი საფუძვლით
მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის;
ვ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
მიერ დოკუმენტების გამოთხოვისათვის;
ზ) დოკუმენტების ლეგალიზაციისათვის, გარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს,
საგარეო საქმეთა სამინისტროს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ საქართველოში შედგენილი
დოკუმენტების ლეგალიზაციისა.
მუხლი 4. სახელმწიფო ბაჟის განაკვეთები
+
1. საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება
შემდეგი ოდენობით:
ა) სარჩელზე, აგრეთვე განცხადებაზე გამარტივებული წესით გადახდის ბრძანების მიღების
შესახებ და განცხადებაზე ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის
დაბრუნების თაობაზე – დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 100
ლარისა;
ა1) საარბიტრაჟო წარმოებაში მოწმის დასწრების უზრუნველყოფაში და მტკიცებულებათა
მოპოვებაში სასამართლოს დახმარების თაობაზე განცხადებაზე, არბიტრის დანიშვნასთან,
აცილებასთან,
უფლებამოსილების
შეწყვეტასთან,
კომპეტენციასთან
დაკავშირებულ
განცხადებაზე – 100 ლარი, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ
არის გათვალისწინებული;
7
ა2)
საარბიტრაჟო
გადაწყვეტილების
გაუქმების
შესახებ საჩივარზე ,
საარბიტრაჟო
გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე – საარბიტრაჟო
გადაწყვეტილებით მხარისათვის მიკუთვნებული ნივთის (თანხის) ღირებულების 3 პროცენტი,
მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა, ხოლო თუ ნივთის ღირებულების დადგენა შეუძლებელია – 300
ლარი, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული;
ა3) სამედიცინო მედიაციის პროცესში მოწმის დასწრების უზრუნველყოფასა და
მტკიცებულებათა მოპოვებაში სასამართლოს დახმარების თაობაზე განცხადებაზე – 50 ლარი;
[ა 3 ) (ამოღებულია - 19.02.2015, №3097); (ამოქმედდეს 2015 წლის 27 აპრილიდან)]
ა4) სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ
სარჩელზე, სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობისა და
აღსრულების შესახებ განცხადებაზე – სამედიცინო მედიაციის სამსახურის გადაწყვეტილებით
მხარისათვის მიკუთვნებული ნივთის (თანხის) ღირებულების 3 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ
300 ლარისა, ხოლო თუ ნივთის ღირებულების დადგენა შეუძლებელია – 300 ლარი;
[ა 4 ) (ამოღებულია - 19.02.2015, №3097); (ამოქმედდეს 2015 წლის 27 აპრილიდან)]
ბ) შეგებებულ სარჩელზე – დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 100
ლარისა;
გ) მესამე პირის სარჩელზე, რომელიც დავის საგანზე დამოუკიდებელ მოთხოვნებს აცხადებს,
– დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;
დ) სახელმწიფო-სამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობებიდან
წარმოშობილი დავების შესახებ სარჩელზე – დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტი, მაგრამ
არანაკლებ 100 ლარისა;
ე) სააპელაციო საჩივარზე, მათ შორის, საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) – დავის საგნის
ღირებულების 4 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა;
ვ) საკასაციო საჩივარზე, მათ შორის, საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) – დავის საგნის ღირებულების 5
პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა;
ზ) კერძო საჩივარზე – 50 ლარი;
თ) სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე, აგრეთვე საჩივარზე – თუ
განმცხადებელი ფიზიკური პირია – 50 ლარი, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია –
150 ლარი;
თ1 ) საარბიტრაჟო
წარმოებასთან
დაკავშირებული
სარჩელის
უზრუნველყოფის
ღონისძიებების გამოყენების ან ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე, თუ
განმცხადებელი ფიზიკური პირია, – 50 ლარი, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია –
150 ლარი, თუკი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული;
თ2 ) სამედიცინო მედიაციის პროცესთან დაკავშირებული სარჩელის უზრუნველყოფის
ღონისძიებების გამოყენების ან ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე − თუ
განმცხადებელი ფიზიკური პირია – 50 ლარი, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია –
150 ლარი;
[თ 2 ) (ამოღებულია - 19.02.2015, №3097); (ამოქმედდეს 2015 წლის 27 აპრილიდან)]
ი) ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე
– თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია – 100 ლარი, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული
პირია – 300 ლარი;
კ) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადებაზე – 50 ლარი;
8
ლ) არაქონებრივ დავაზე – 100 ლარი, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე – შესაბამისად
150 ლარი და 300 ლარი;
მ) დაკარგული საქმის წარმოების აღდგენასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავაზე,
როდესაც საქმის მასალები მხარის ბრალით დაიკარგა – 100 ლარი;
ნ) თამასუქის ან ჩეკის შესახებ სარჩელზე – 100 ლარი, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე
– შესაბამისად 150 ლარი და 300 ლარი;
ო) უდავო წარმოების საქმეზე – 50 ლარი, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე –
შესაბამისად 100 ლარი და 300 ლარი;
პ) აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ განცხადებაზე – 500 ლარი.
2. სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს:
ა) პირველი ინსტანციის სასამართლოში:
ა.ა) ფიზიკური პირისათვის – 3 000 ლარს;
ა.ბ) იურიდიული პირისათვის – 5 000 ლარს;
ბ) სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში:
ბ.ა) ფიზიკური პირისათვის – 5 000 ლარს;
ბ.ბ) იურიდიული პირისათვის – 7 000 ლარს;
გ) საკასაციო ინსტანციის სასამართლოში:
გ.ა) ფიზიკური პირისათვის – 6 000 ლარს;
გ.ბ) იურიდიული პირისათვის – 8 000 ლარს.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟი
გადაიხდევინება შემდეგი ოდენობით:
ა) ფიზიკური პირის მიერ შეტანილ კონსტიტუციურ სარჩელზე - 10 ლარი
ბ) სხვა
პირების
მიერ
შეტანილ კონსტიტუციურ
სარჩელსა
და კონსტიტუციურ
წარდგინებაზე - 55 ლარი .
4. (ამოღებულია).
5. (ამოღებულია – 13.03.2012, №5788 );
6. საქართველოს ტერიტორიაზე გაცემული ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით
დამოწმებისათვის – 20 ლარი.
7. საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო-გამტარ პუნქტში მოკლევადიანი ორდინალური
ვიზის გაცემისათვის − 50 ლარი.
71. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოში კანონიერი საფუძვლით
მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის − 100 ლარი.
8. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
მიერ უცხო ქვეყნიდან დოკუმენტის გამოთხოვისათვის, გარდა დოკუმენტის საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გამოთხოვისა, სახელმწიფო
ბაჟის ოდენობა 20 ლარია.
9
9. საქართველოში შედგენილი დოკუმენტის ლეგალიზაციისათვის სახელმწიფო ბაჟის
ოდენობა 20 ლარია.
10. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ უცხო ქვეყანაში გაცემული
დოკუმენტის ლეგალიზაციისათვის სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 15 ლარია.
მუხლი 5. შეღავათები სახელმწიფო ბაჟში
+
1. საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან
თავისუფლდებიან:
ა) ფიზიკური პირები – სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა
მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის
სამართლებრივი ურთიერთობიდან;
ბ) მოსარჩელენი – სარჩელებზე, რომლებიც გამომდინარეობს საავტორო, აგრეთვე აღმოჩენის,
გამოგონების,
რაციონალიზატორული
წინადადებებისა
და
სამრეწველო
ნიმუშების
უფლებებიდან;
გ) მოსარჩელენი – სარჩელებზე ალიმენტების გადახდევინების შესახებ;
დ) ფიზიკური და იურიდიული პირები – მათზე იმ დოკუმენტების გაცემისათვის, რომლებიც
დაკავშირებულია სისხლის სამართლისა და ალიმენტის საქმეებთან;
ე) მოსარჩელენი – სარჩელებზე ზიანის ანაზღაურების შესახებ, რომელიც მიყენებულია
დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით;
ვ) ფიზიკური პირები – სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებულ საკასაციო
საჩივრებზე დანაშაულის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის ამოღების სისწორის
შესახებ;
ზ) სოციალური დაზღვევის ორგანოები და სოციალური უზრუნველყოფის ორგანოები
რეგრესულ სარჩელებზე ზიანის მიმყენებლის მიერ დაზარალებულზე გაცემული დახმარების ან
პენსიის გადახდევინების შესახებ, ხოლო სოციალური უზრუნველყოფის ორგანოები – აგრეთვე
სარჩელებზე არასწორად მიღებული დახმარებებისა და პენსიების შესახებ;
თ ) მოსარჩელე –
დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების შესახებ სარჩელზე ;
ი) მხარეები – საკასაციო საჩივრებზე განქორწინების საქმეების შეწყვეტის შესახებ;
კ) შინაგან საქმეთა ორგანოები, როგორც მოსარჩელეები – სარჩელებზე იმ პირების ძებნასთან
დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ, რომლებიც თავს არიდებენ ალიმენტებისა და
სხვა მსგავსი თანხების გადახდას;
ლ) საგადასახადო ორგანოები – ყველა საქმეზე; სახელმწიფო საფინანსო-საკრედიტო და სხვა
მაკონტროლებელი ორგანოები, როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები, – სარჩელებზე
მოსაკრებლების, სახელმწიფო ბაჟისა და სხვა აუცილებელი გადასახადების ბიუჯეტში
გადახდისა და ბიუჯეტიდან თანხების დაბრუნების შესახებ, აგრეთვე განსაკუთრებული
წარმოების საქმეებზე;
მ) ინვალიდები, ინვალიდთა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათი დაწესებულებები,
სასწავლო – საწარმოო ორგანიზაციები და გაერთიანებები – ყველა სარჩელზე;
მ 1 ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი,
რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია საქართველოს
მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე;
10
ნ) მოსარჩელენი – სარჩელებზე ისტორიული, მხატვრული და სხვა ფასეულობის უკანონო
მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ;
ო) მხარეები – სარჩელებზე მატერიალური ზარალის ანაზღაურების შესახებ, რომელიც
მიყენებულია ფიზიკური პირის უკანონოდ გასამართლების, მისი სისხლის სამართლის
პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით უკანონოდ დაპატიმრების ან
დაპატიმრების სახით ადმინისტრაციული სახდელის უკანონოდ დადების შედეგად;
პ ) იძულებით გადაადგილებული პირები , ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე
პირები –
საჩივრებზე მათი იძულებითგადაადგილებულ პირად , ლტოლვილ ის ან ჰუმანიტარული სტატ
უსის მქონე პირად არცნობის შესახებ ;
ჟ)
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო,
საქართველოსგარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო
საქვეუწყებო
დაწესებულება
–
გარემოსდაცვითი
საქართველოს
ენერგეტიკის
სამინისტროს
ზედამხედველობის
სისტემაში
შემავალი
დეპარტამენტი,
საჯარო
სამართლის
იურიდიული პირი – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო, საქართველოს გარემოსა და
ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიული პირები: დაცული ტერიტორიების სააგენტო, ეროვნული სატყეო სააგენტო,
გარემოს ეროვნული სააგენტო, აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს
სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის სატყეო სააგენტო გარემოს
დაცვასა და ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებულ საქმეებზე;
რ) ვეტერანები, რომლებმაც „ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ”
საქართველოს კანონის მოთხოვნათა დასაცავად მიმართეს სასამართლოს;
ს) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – სახელმწიფო
ქონების განკარგვასთან/სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ სადავო საკითხებზე;
ს 1) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო –
სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე;
ტ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე – სარჩელზე
მიწის დაცვის წესების შეუსრულებლობისა და მიწის კანონმდებლობის სხვა დარღვევების
შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად ბიუჯეტში თანხების
გადახდევინების შესახებ
უ ) დაწესებულებები ( ორგანიზაციები ), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწი
ფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე ;
ფ ) არქიტექტორულ სამშენებლო ინსპექციები , როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები , საქართველოს კანონმდებლ
ობით მათკომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე .
ქ ) მშობელი ან არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენელი , როგორც მოსარჩლე –
სარჩელზე არასრულწლოვნის უფლებებისდარღვევის ან მისთვის მიყენებული ქონებრივი თუ მ
ორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე .
ღ ) საქართველოს ეროვნული ბანკი – ყველა სარჩელზე .
11
ყ) ლიკვიდაციაში მყოფი კომერციული ბანკები, მზღვეველი და არასაბანკო სადეპოზიტო
დაწესებულებები – საკრედიტო კავშირები – კომერციული ბანკების, მზღვეველისა და
არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისათვის – საკრედიტო კავშირებისათვის დაუფარავი
სესხების, სესხების პროცენტებისა და სხვა დებიტორული დავალიანებების დაბრუნებაზე
აღძრულ ყველა სარჩელზე;
შ ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი –
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური –
„ ფასიანი ქაღალდების ბაზრისშესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებშ
ი;
ჩ ) მოსარჩელე –
უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ აღძრულ სარჩელე
ბზე .
ც) მოსარჩელე – თანამდებობის პირთა უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული
ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე აღძრულ სარჩელებზე.
ძ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, როგორც
მოსარჩელე ან მოპასუხე – სარჩელებზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს
კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევების თაობაზე;
ძ1) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კონკურენციის სააგენტო, როგორც მოსარჩელე ან
მოპასუხე – სარჩელებზე კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა
დარღვევების თაობაზე;
წ ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო , როგორც მოსარჩელე –
ნორმატიულ აქტებთან დაკავშირებულ სადავო საკითხებზე;
ჭ ) საქართველოს კულტურის , ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო , მისი ტერიტორიუ
ლი ორგანოები , ასევე მისიმმართველობის სფეროში შემავალი სხვა ორგანოები კულტურული მე
მკვიდრეობის ძეგლებზე , არქეოლოგიურ ობიექტებზე დაკულტურული მემკვიდრეობის დამცავ
ზონებში კანონის დარღვევით წარმოებული მიწის , სამშენებლო და სხვა სამუშაოების საკითხებზ
ე;
ხ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო − სარჩელებზე სახელმწიფო,
ავტონომიური რესპუბლიკის
ან ადგილობრივი
თვითმმართველი ერთეულის
წარმომადგენლობისას ;
ჯ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრულების საკითხებზე
მომუშავე სამთავრობო კომისია, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე, – საქართველოს
კანონმდებლობით მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე;
ჰ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო – სამოქალაქო აქტის ჩანაწერისა და
იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების
ბათილად ცნობის საკითხებთან დაკავშირებით.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საერთო სასამართლოების მიერ შეტანილ
კონსტიტუციურ წარდგინებაზე სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდევინება.
3. (ამოღებულია).
4. (ამოღებულია).
5. სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, თუ ეს
გათვალისწინებულია საერთაშორისო შეთანხმებით, რომლის მონაწილეც არის საქართველო.
6. (ამოღებულია).
12
მუხლი 6. სახელმწიფო ბაჟის გადახდის ან დაბრუნების წესი
+
1. სახელმწიფო ბაჟი გადაიხდება ეროვნული ვალუტით ბანკებში, დადგენილი ფორმის
ქვითრის გაცემით.
11 . (ამოღებულია – 25.05.2012, №6315).
2. სახელმწიფო ბაჟი გადაიხდება:
ა) საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე – შესაბამისი განცხადებების
(საჩივრების) ან საკასაციო საჩივრების შეტანამდე, ასევე სასამართლოს მიერ საბუთის ასლის
გაცემისას;
ბ)
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოში
განსახილველ
საქმეებზე
–
კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების შეტანამდე;
გ) (ამოღებულია – 13.03.2012, №5788 );
დ ) საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისათვის − საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიუ
რ წარმომადგენლობებში ან საკონსულო დაწესებულებებში ;
ე ) საქართველოს ტერიტორიაზე გაცემული ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწ
მებისათვის – დასამოწმებელიდოკუმენტების წარდგენისას;
ვ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოში კანონიერი საფუძვლით
მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის − შესაბამისი განაცხადის
წარდგენამდე.
3. გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას
საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე
სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული
კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს ან აღიარებულია
ქმედუუნარო პირად.
4. სახელმწიფო ბაჟი, რომელიც ექვემდებარება დაბრუნებას, უნდა გაიცეს ფიზიკურ ან
იურიდიულ პირზე შესაბამისი ბიუჯეტიდან. თანხა გაიცემა იმ დღიდან ერთი თვის
განმავლობაში, როდესაც მიღებულია გადაწყვეტილება მისი დაბრუნების შესახებ.
5 . (ამოღებულია – 25.05.2012, №6315).
13