„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-03-23
ბიუროს ნომერი 260
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47,
28.12.2009, მუხ. 361) დანართის („შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების
ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით“) ცხრილის 22.2 გრაფა
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„22.2
საქართველოს ტერიტორიაზე მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი
დოკუმენტების
გაცემისათვის,
მოქალაქეთა
მდგომარეობის
აქტების
რეგისტრაციისათვის, საქართველოს ტერიტორიაზე მოქალაქეობისა და ემიგრაცია იმიგრაციის საკითხების განხილვისათვის:
22.2.1
ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ, გარდა იმ
შემთხვევისა, თუ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი
მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვიზების
გასაცემად ან გასაგრძელებლად საჭირო დოკუმენტაციის მიღებასა და სამგზავრო
დოკუმენტში ვიზის დატანას
უზრუნველყოფს
საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული
100
პირი ან/და მათ უფლებამოსილებას დელეგირების ხელშეკრულების საფუძველზე
ახორციელებს მუნიციპალიტეტი
22.2.2
ავტონომიური
რესპუბლიკების
ხელისუფლების
ორგანოთა
შესაბამისი
სამსახურების მიერ
22.2.3
100
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ,
გარდა იმ შემთხვევისა, თუ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა
სამართლებრივი
მდგომარეობის
გათვალისწინებული
დოკუმენტაციის
ვიზების
მიღებასა
და
შესახებ“
საქართველოს
კანონით
გასაგრძელებლად
საჭირო
გასაცემად
ან
სამგზავრო
დოკუმენტში
ვიზის
დატანას
უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში
100“.
მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან/და მათ უფლებამოსილებას
დელეგირების ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს მუნიციპალიტეტი
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი
მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტით გათვალისწინებული რეგულაციები, რომელთა თანახმად, საქართველოს საგარეო საქმეთა
სამინისტროს
მიერ
საიმიგრაციო
ვიზის
(არაელექტრონული
ფორმით)
გაცემის,
აგრეთვე
დიპლომატიური და სპეციალური ვიზების, D3 და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების გაგრძელების
შემთხვევაში, თუ საჭირო დოკუმენტაციის მიღებასა და სამგზავრო დოკუმენტში ვიზის დატანას
უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო
სამართლის იურიდიული პირი - „იუსტიციის სახლი“ და სახელმწიფო სერვისების განვითარების
სააგენტო და აღნიშნული უფლებამოსილება დელეგირების ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცემა
მუნიციპალიტეტს, აღნიშნული წარმოშობს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში სათანადო ცვლილების
განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია საიმიგრაციო ვიზის (არაელექტრონული ფორმით) გაცემის, აგრეთვე
დიპლომატიური და სპეციალური ვიზების, D3 და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების გაგრძელების
შემთხვევაში, თუ საჭირო დოკუმენტაციის მიღებასა და სამგზავრო დოკუმენტში ვიზის დატანას
უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო
სამართლის იურიდიული პირი - და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და აღნიშნული
უფლებამოსილება
დელეგირების
ხელშეკრულების
საფუძველზე
გადაეცემა
მუნიციპალიტეტს,
სახელმწიფო ბაჟის შესაბამის ბიუჯეტებში განაწილების არსებული წესის დაკონკრეტება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ახალი რედაქციით ყალიბდება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის დანართის
(„შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების
რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის განაწილება
პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით“) ცხრილის 22.2 გრაფა, რომელშიც კეთდება დათქმა, რომ
საქართველოს ტერიტორიაზე მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების
გაცემისათვის, მოქალაქეთა მდგომარეობის აქტების რეგისტრაციისათვის, საქართველოს ტერიტორიაზე
მოქალაქეობისა და ემიგრაცია -
იმიგრაციის საკითხების განხილვისათვის, სახელმწიფო
და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაირიცხება სახელმწიფო ბაჟი შესაბამისი
ოდენობით, თუ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის
შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვიზების გასაცემად ან გასაგრძელებლად საჭირო
დოკუმენტაციის მიღებასა და სამგზავრო დოკუმენტში ვიზის დატანას უზრუნველყოფს საქართველოს
2
იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი
ან/და
მათ
უფლებამოსილებას
დელეგირების
ხელშეკრულების
საფუძველზე
ახორციელებს
მუნიციპალიტეტი. ამ შემთხვევაში, აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე, თუ მომსახურება
ხორციელდება იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ან
დელეგირებული უფლებამოსილების შემთხვევაში - მუნიციპალიტეტის მიერ, გადაიხდევინება
მომსახურების საფასური, რომელიც მიემართება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს
ანგარიშზე.
კონკრეტული
საფასურები
დადგინდება
საქართველოს
მთავრობის
შესაბამისი
დადგენილებით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ გამოიწვევს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ)კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებას, რადგან წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის ერთ-ერთ შემადგენელ „ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტში გათვალისწინებულია
დათქმა, გარდამავალი დებულების სახით, რომ 2017 წლის 31 დეკემბრამდე, „უცხოელთა და
მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებულ
შემთხვევაში,
მუნიციპალიტეტისთვის
უფლებამოსილების
დელეგირება
დასაშვებია მისთვის სათანადო მატერიალური ან/და ფინანსური რესურსების გადაცემის გარეშე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღება
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, რადგან წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის ერთ-ერთ
შემადგენელ
„ადგილობრივი
თვითმმართველობის
კოდექსში
ცვლილების
შეტანის
შესახებ“
კანონპროექტში გათვალისწინებულია დათქმა, გარდამავალი დებულების სახით, რომ 2017 წლის 31
დეკემბრამდე „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილების
3
დელეგირება დასაშვებია მისთვის სათანადო მატერიალური ან/და ფინანსური რესურსების გადაცემის
გარეშე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელი
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითავალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლის სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
მიერ
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვადებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ
ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს
საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
4
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის
იმ დანართის შესაბამისი გრაფის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც შედის ცვლილება
22.2
საქართველოს ტერიტორიაზე მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი
დოკუმენტების გაცემისათვის, მოქალაქეთა მდგომარეობის აქტების
რეგისტრაციისათვის, საქართველოს ტერიტორიაზე მოქალაქეობისა და ემიგრაცია იმიგრაციის საკითხების განხილვისათვის:
22.2.1
ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ
100
22.2.2
ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი
სამსახურების მიერ
22.2.3
100
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ
100.
5