„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (250 KB)
📄 საქართველოს მთავრობის წარდგინება (256 KB)
📄 ამონაწერი სხდომის ოქმიდან (212 KB)
📄 განკარგულება (246 KB)
📄 საქართველოს კანონის პროექტი (169 KB)
📄 განმარტებითი ბარათი (182 KB)
📄 იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება (180 KB)
📄 დასკვნები (623 KB)
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 87 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-03-23
ბიუროს ნომერი 260
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
円Lさ さ qさ 00600し bll
しさJさ
6円
60qttFJ3000RObさ
̀ln 3 0彎
‐
さ6円 OJOnL
nb
Onlq1 0JonL
0さ
6o6bOR30L
nL
こ rlo o q l
Rさ ,80bnL 10bさ しob
b)力 hO1330mb
3)hC〕 0350∩
23 a.r6go, 2015 Scq"
ヽこ 260/3
b,sj,:16o36qroU 3,s5o5ot Jr6<onj6ndo: ,,36bogqor,5 R,! S.'drqbJg<olob ,:t68;l-5n
Jor6or,: b.:8sr6orqndt6"go 8q6r,r0.lr6nolol, tflllob1b" ltj,>r6o6nq-b 3,:5ro5?o 33qoq6bob
b;5ob ?nb,:bgI" b,:j,:16o,3nqrob g,:ScoGto
?39.:5ob or,;rolstn",
"b.:b6q3$ogo
6gq"qndob tng,:5ob or:ord,s$n",,,ltjv6or3gq<,rb ltboSyngcn g<oqgjb?o ggq"qnlolt
?n6,:5ob tnb,:bnb", ,,.tq6"qo&6"go o3oor33lr6or3nq<'rb"b 3-qnjb?o ggqoqnlolu
?n6.r5olr ?gt,:tn}" Q7 -21314, 13.03.2015)
lr.16163o X6oro36oolso.r 3o0o$X$o
´Ⅲ 6泌 ゝ
2703‐ 1404
‑0604
0104 ‑ 1704
tt●
"鳩 ′ hoゎ ゆЪ ‐2703
み 7′ ,Lッ
々ッ わ:シ響 力
・
,Jae,6A0a *a@A6ol' lr\a.i,nir4'a o.rt6ora
\6hk"1on l)nl't4)e@t, o,
r!rnfr6lF,-rrn6i"a66 Jrn 6o&i
6CANsiqs Jc,qoor,J.l$ er o0-aard-iCR"n"! J.,a.606.;
$rFnrbs .SorAaqlm! Jrno006o:
rJrfq(rc{ l$JobdD Joa.oflt :
qdl,.ld.nr$ e$ J.8JJUT! l$d6td$ J.nooaooi
\ra.r5.l, JgqCld q$OAnli. er l$&,#RJjo .60cai.Jom!
JsqJ&
.″
わ′
4震 ″、0,tS,あ vマ (メυぐのヽ
″rm″
̀。
b.:j;r6rn3Xqr.rb Jrr6q,.>3g5gob dol6o rq665L:
Lo jor6tn3;qr.rl.r Jo<6q.:035$oL ;o8o$ngSdbo
ps ltrJor6q;fl16$r'r gr6oj6olb?o
pro$1;r'rL 5t'rr63rgolqo tj$oL )r6r'rg;lgoL 6r6boq3s
Loj.rdrrn3Xq.L
./,
/
J.,r6q,o3g5gob ( /ry'T
olnAAXRr'rSr6C
Rr3ool [b[?]n?loqo
საქართველოს მთავრობის წარდგინება
しδJS
O180興 円し Omδ 8る Obδ
brjr6or3gqrob Jr6q,r0g6gb
bsjr6or33qob grnEbgogggoolr 67-9 Ogbq,ob Egb$$ob4.o,
br3rbo6aqrSbq,rn o6o6or$o3ob $3tioor $l6En3oqr636or
l-tsjl6or3gq,r.rlt JrSnbob J6oCCO30b:,,ggbarggor,: (,r AoCrq,rCCmbob
l63jo63 Jo6orr b;iJr6orq,3b6o3o 6qr6oE.>6gcrbob 0gb:bXb"
brjr6o3gq,r'rb 3;6er6tso g3q,oq,3Oob Eggrbol-t orr<'rb.;'b3",
,,b.rb1q,ESogo br5oh UJbrbca" lrrj$o6gq,ob Jr6r'r$ao 63q,oq,lcbob
63g;6ob or.rr.r0rtr3",,,l-t1J.:6or3gq,erb brbogyggr.r 3rnq3jbilo
$q,oq,Xbob 096$ob 83b:bgb" (,r brC)6ogCq,ob o66r6gq,o
J)6ct6ot S6ctgjgu ,,brj.r6org9q,r,rb o66r6gq, Jr6o63o
,,sqp6oq,ob6o3o or3,.of3s6or3gq,r'rbolr 3r.rqrg$bo" 6gq,oq,3bol.r
ts36:6ob 8gbrbgO".
.rq6o66gq, Jdngi(lgbtrg lr.l$t6o63q'ob J:6q,s396golr
lis3oOogggo q,r 3q,96r63q, libqroOgbb3 0cr0bl-t36X0q,3b.rqr
eJEoAbUE6cl :6osb b.:jr6or3J1q,r.rb g3r.16r'10o3ol-r> qr.> 0qr66rqn
,1i-'"
-,/
ol
!1 " 2Jzru't
lii! 13 os /r',
6o - .,
\:.r,",1,,...
'\;
-:!,,./
br63oor6Cbob 0o6obgt6ol-t 0cr4g6oq,g Elotor Ooj3q,.:dg,
brjrt6or3gq,ob brp6go l-trjO3or.r 0o6obg6ob 0r'rsqr6oq,g brorS6r
o)('}o)q,rdC q.or l$jr6o6gq,erb opb6o6oolr 0o6ol-t$6ob Jo633q'o
&'rqr6oq,3 rq,3jbrbqr63 0s6r0od3.
3600o06 005obO
0.
o6l3q,o qs6o0r03oq,o
ψ η
13032015
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
JA(r)6JV060
brjr6or3gq,r'rb 0or.:36obob 2015 $q,ob 5 or3b3t63q,ob bbqrcrSob
N,3 rnjOoqrrb
I.uJdJ6o,gcq,(,)b Jr6o6ob J6(')cCOo "ggbogq'oru (9) aa)jrq,rCcobou J6ad(')6c
3o6oJ UJAr6olq,C66o3o 0qr6odr6gobolr 03L:b36" tr:$6o63q,ob 3r6o6tso
63q,pq1boL BCOJ$ob orsobr'tp" CqJ ltj.>6ogXq,r.rU dorrS6rnbolr
6s63.:66gq,gbol-r J6crCCOo ,,6. aojgq,rdob, b. oxT orq'.rdol.t.> Qr J br6raodob
tr.:
jr6o6gq,crl-r 0orca6obotr lt3s6o60q93\,rT o6o0oi0oSoL S0lro-
lrrCv6otCEx'rl, $6)q,)AC6OAo Sr6AtC6oq, Jrx'r$696b3 a<D0bL66g0q'CAW,
qr6ots36ob0glrlbgo" (0<'r0bLgfufuq,oltjs6o63qx cl<'l6clao3ol.,)q-o5aq806r(r,
6,:63ooru63boLt 0o6o14)6o 6.33o6o3uts3ogo)
l. do6oor(9re agr$o6gbgq, oCOCL $r6AoA006oq,o Lujrt6o63q'ob 3.>6o6olr
J6('ICCOo.
2. t J$6o}3cq,c)b x3r'r6<'r0o3olt qrr 6qr66cq9o &63oo,J6cbol., lJJ0o6oU$16o0
(6.6or6o3rtsgoq'o) 0orr36r'rbob l-r\m0rb3 6r0oorj0gq'o 036o03636o1
6rcn3rq,ob$o69boor $r6Scrsq6obcrU 6r6troq,3q,o 3J6o6Jd)oCCOoL bJ6crq,elc.r
3J6oJ6Oo, 1669o133 ,,ltb3q,0$oo3rT brgol.r ts31-r$3b" Urjr6o43q'crU 3r6o6tso
o3q,oq,Cbou ACOrEob @5obr'bC", "l$jn0oryqx'rt-t brbq363$o J('la0Clrtu
g3q,(ryC$ob tsgd$ou EglDbgp" qgr ,,Urjrfr6gqxd, o66r6gqr 3r6o6tso
,,rp6oq'o66ogo orgool00r6or3gqo6ob 3oqrgjbo" 63q,oq,g0oU tsCODEob 0CbJbC6"
orr60qg3o Jr6cr6.l6x'tCd6C6o q-o.> $,>6gqr6o6otr ltjr6orpq,r'rtr Jr6ErAC6Ob
p6tr$oqggq,4-o.
3. Ooqgbgq, oj65l,r Sr6dcrp66oq,o l.r.> j.r6o63q'r'rlr 0orr3t6r'rboLr brbJr6b0q'CboL
J6('lfiloo.
l-rrj.>l6o6gq,ctU
b,>
o.qr6obl33oq,o
jr6or36q,oU 0or.:36oboU
,>q0o6ol.rg6r6oob gg6olro
6.gjogo03oq,o
განკარგულება
bδ J〕
O130賢 円L 30103ハ 円bnL
335Jむ ハ3]'1333
N457 2015
,Ψ 。し12 0560。 」∽60Ψ Oし 。
6. Oojgq,rdob, b. oxnorqrrdols q.or r. b$rr0odob brjrt6crySq>ob aorrS6s0ob
br3r6o60q9g0q,rT o6o0oto%ol, $cboor brjrtlo8xq'erlr Jr6q'.r096$0o
q.or6oE36olt tsgbrbgb
$rr6q.o6g6oq, Jt6o6fl OCOtC AoAbbCbC0q,g0rqr
,,brJr6q,l836go 0qn36otr SgLrbcb" b.ljr6or33q'r'rb 3r6m6olr 09-4
Egbq,ob 0c-6 Jg6igob 0gb$$obrqg, l-rrjr6or3gq'ott Eorr36r'rbob
lrr3rbobEqggbq,o o6ogorgo3ob $gbocn brj:6o63q'r'rb 3r6q'r0x6$tso
$.r6qg5g6oq, Jr6r.lbJ6olCCOCbb3:,,36brnXq,orr qrr 0r'rjrg.>j3erbob .>60jobg
Jo6orr ln0r6orq,gbt6ogo 0q6<'rEr6gobob tsgbsbgb" brjr6orgq,erb 316o60o
g3q,oq,gbob 0C$r6ob orre$rbg",,,l-rsb3q,6$ogo brgob 03brbgb"
brjr6or33q,ob 316r,160o g3q,oq,Cbob tsC$rboll orrobstrg", ,,lnjrt6or33q'r'rl:
brboga5go 3oqrXjbtso 63q,oq,gbol-r ACOrEob ts3ttbgb" qrr ltjr6or33q'etb
gr66.rbgq'o 3$er6oll J6orgjg%3,,b.ljr6orpqrrdr o63r63q, 3r6ar63o
,,rqr5oq,r'rb6qo cnSoofEr6or3Sq,erbob 3orpr3ibo" 63q,oqpbolr 6Cor6ot,
ts3brbg0" l-rrjr6orgq,ob Jr6q,sEg6goli br3er0o636r'r q.o.r Jqt36r63q,
bbqrc,r0gbbg 6o0bb36gbq,gbrq.o qpro6ots6<n6 brjr6or3gq,r,rli 33r'r6r'r0o3obr qrr
Eq.o66:q.oo gs63oor:63bob 6o6ob66ob 0r.rrp5oq,3 6loro.1 6ojgq',rd5,
b;j.>t6or3gq,ob br6r6g<n brjO3orr Ao6obo6ob 0r'rrqr6oq,g trrorS6r
oroorq,rd3 ('J brjr6ror3gq,ol-t ogl.rgo6oolr ao6ol.r06rob Jo63gq,o
Ectqg6oq,9 rq,gjbrbqr6g b16r0odg.
o6r3q,o qs6obr83oq,o
J6CAoC6-ao6obO6o fl.
炒 該
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის
შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge),
17.03.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010120000.05.001.017356) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე-2 მუხლის:
ა) “გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ვიზა – დადგენილი ფორმის ნებართვა, რომელიც გაიცემა სამგზავრო დოკუმენტში
ვიზის ბლანკის დატანის გზით ან ელექტრონული ფორმით (ელექტრონული ვიზა) და
რომელიც საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლების ან საქართველოში ყოფნის
ვადის შეწყვეტის ფაქტის არარსებობის შემთხვევაში, ადასტურებს უცხოელის უფლებას,
შემოვიდეს ან/და იმყოფებოდეს საქართველოში ან ტრანზიტით გაიაროს საქართველოს
ტერიტორია;“;
ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) მოწვევა – წერილობითი შუამდგომლობის შემცველი ოფიციალური დოკუმენტი,
რომლითაც დასტურდება უცხოელის საქართველოში ჩამოსვლის მიზანი;“.
2. მე-6 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ვიზა გაიცემა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო
დაწესებულებების მიერ. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ
განსაკუთრებულ შემთხვევებში საქართველოს ვიზა შეიძლება გაიცეს საქართველოს
სახელმწიფო საზღვარზე.”;
ბ) 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:
“12. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მყოფ უცხოელზე გასცემს
ელექტრონულ ვიზას, თუ შესაბამისი სავიზო განაცხადი წარდგენილი იქნა საგარეო საქმეთა
სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის „ელექტრონული ვიზის პორტალის“ მეშვეობით.“;
გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. იმ უცხოელებისათვის, რომელთა მოქალაქეობის ქვეყანაშიც საქართველოს არ აქვს
დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, საქართველოს ვიზის
გაცემა ან საქართველოს ვიზის გაცემისათვის საჭირო ცალკეული მოქმედებების
1
განხორციელება შესაძლებელია მიენდოს მესამე სახელმწიფოს, რომელიც მისაღები იქნება
ადგილსამყოფელი სახელმწიფოსთვის. საქართველოს ვიზის გაცემის ან მისი გაცემისათვის
საჭირო ცალეული მოქმედების განხორციელების პირობები განისაზღვრება შესაბამისი
საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით.“;
დ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. უცხოელს, რომელიც იმყოფება მესამე სახელმწიფოში, შეუძლია საქართველოს ვიზის
მისაღებად მიმართოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში მდებარე საქართველოს დიპლომატიურ
წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას, თუ მას აქვს ადგილსამყოფელი ქვეყნის
მრავალჯერადი შესვლა-გასვლის მოქმედი ვიზა ან მოქმედი ბინადრობის ნებართვა. ამ
კატეგორიის უცხოელზე საქართველოს ვიზის გაცემის შემთხვევაში, ადგილსამყოფელი
ქვეყნის ზემოაღნიშნული ვიზის ან ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა 3 თვით უნდა
აღემატებოდეს საქართველოს ვიზის მოქმედების ვადას.“;
ე) მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა შეიძლება გაიცეს არაუმეტეს 5 წლის მოქმედების
ვადით. ამასთანავე, უცხოელის საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საერთო ვადა არ უნდა
აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში. მრავალჯერადი
მოკლევადიანი ვიზა გაიცემა იმ უცხოელზე, რომელიც წინა წლის განმავლობაში საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთხელ მაინც იმყოფებოდა საქართველოში, გარდა
საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლის შემთხვევებისა და
არსებობს მის მიერ მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზის მოთხოვნის საფუძველი.
8. გრძელვადიანი ვიზა გაიცემა მრავალჯერადი შესვლის უფლებით, 90 კალენდარული
დღის ან 1 წლის მოქმედებისა და ყოფნის ვადით. გრძელვადიანი ვიზა 1 წლის ვადით გაიცემა
მხოლოდ D5 კატეგორიის ვიზის გაცემის შემთხვევაში. გრძელვადიანი ვიზა დიპლომატიური
აკრედიტაციის მიღების წინაპირობაა.
9. საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების
შეწყვეტის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია
საქართველოს ვიზის გაცემასთან, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებასა და მოქმედების
შეწყვეტასთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსით
გათვალისწინებულისაგან
განსხვავებული
ადმინისტრაციული
საჩივრის
წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი.“;
3. მე-7 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის:
ა.ა) „ა.დ“ და „ა.ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.დ) A4 კატეგორიის – საქართველოს საპატიო კონსულებზე და მათი ოჯახის წევრებზე,
თუ ისინი სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან;
ა.ე) A5 კატეგორიის – საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე,
სხვადასხვა მისიით საქართველოში მომავალ პირებზე, სამუშაო ვიზიტით საქართველოში
მომავალ დიპლომატიური პასპორტის მფლობელ პირებზე;“;
ა.ბ) „ბ.ა“-„ბ.დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2
„ბ.ა) B1 კატეგორიის – სხვა სახელმწიფოს დელეგაციის წევრებზე; სამუშაო ვიზიტით
საქართველოში მომავალ სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტის მფლობელ პირებზე;
აგრეთვე ზემოაღნიშნულ პირთა თანმხლებ ოჯახის წევრებსა და სხვა თანმხლებ პირებზე;
ბ.ბ) B2 კატეგორიის – სხვა სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის
ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მომსახურე პერსონალის წევრებზე, საკონსულო
დაწესებულების საკონსულო მოსამსახურეებსა და მომსახურე პერსონალზე, აგრეთვე მათი
ოჯახის წევრებსა და კერძო შინამუშაკებზე; საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული
საერთაშორისო და ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლობების თანამშრომლებზე
და ოჯახის წევრებზე; A2 კატეგორიის საქართველოს ვიზის მიმღებ პირთა თანმხლებ კერძო
შინამუშაკებზე;
ბ.გ) B3 კატეგორიის – საქართველოს საერთაშორისო ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებების საფუძველზე საქართველოში მომავალ პირებზე, საქართველოს
საერთაშორისო
ხელშეკრულების
საფუძველზე
საქართველოს
ტერიტორიაზე
დისლოცირებული სამშვიდობო ძალებისა და სხვა სამხედრო კონტინგენტის წევრებზე და მათ
ოჯახის წევრებზე;
ბ.დ) B4 კატეგორიის – საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე,
სხვადასხვა მისიით საქართველოში მომავალ პირებზე;“;
ა.გ) „გ.ბ“-გ.დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.ბ) C2 კატეგორიის – ნათესავებისა და მეგობრების მოსანახულებლად საქართველოში
მომავალ პირებზე;
გ.გ) C3 კატეგორიის – საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გასამართავად
საქართველოში მომავალ პირებზე, სამეცნიერო სემინარის, კონფერენციის, სხვა სამეცნიეროკვლევითი, პედაგოგიური, კულტურული ან სპორტული ღონისძიების მონაწილეებზე,
ჟურნალისტური საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოში მომავალ პირებზე,
საქართველოს ნავსადგურში მდგომი გემის ეკიპაჟის წევრებზე, თუ საქართველოს
საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული არ არის გემის ეკიპაჟის წევრთა უვიზო
მიმოსვლა; საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის/სამგზავრო გადაყვანის დროს
სატვირთო/სამგზავრო ავტომანქანის ძირითად და დამატებით მძღოლებზე;
გ.დ) C4 კატეგორიის – სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი
მდგომარეობის არსებობისას ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად ან გასაწევად,
საქველმოქმედო საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოში მომავალ პირებზე,
საქართველოს მოქალაქის მეურვეზე ან მზრუნველზე, საქართველოს მოქალაქის მეურვეობის
ან მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირზე, სამკურნალოდ, ნათესავებისა და ახლობლების
საფლავების მოსანახულებლად, წმინდა ადგილების მოსალოცავად და რელიგიური
კონტაქტების დასამყარებლად საქართველოში მომავალ პირებზე;“;
ა.დ) „დ.ა“-დ.გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ.ა) D1 კატეგორიის – შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოში
მომავალ პირებზე; კომპანიებისა და ფირმების წარმომადგენლებსა და კონსულტანტებზე,
რომლებიც საქართველოში თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად
მოემგზავრებიან; უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში სამუშაოდ, გაფორმებული
3
კონტრაქტის საფუძველზე შემოდიან; „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,
სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოში მომავალ პირებზე;
დ.ბ) D2 კატეგორიის – მეცნიერული, სპორტული, კულტურული ან საგანმანათლებლო
მისიით საქართველოში მომავალ პირებზე; თავისუფალი პროფესიის ადამიანებზე;
უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზვრებიან სტაჟირების გავლის მიზნით ან
მოხალისედ; მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მუშაკებზე, რომლებიც საქართველოში
თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად მოემგზავრებიან;
დ.გ)
D3
კატეგორიის
–
საქართველოში
ავტორიზებულ
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში ან მის ბაზაზე სასწავლებლად ან კვლევის ჩატარების მიზნით მომავალ
პირებზე; საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში საქართველოში სასწავლებლად მომავალ
პირებზე;“;
ა.ე) „დ.დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.ე“ ქვეპუნქტი:
„დ.ე) D5 კატეგორიის - პირზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, კანონმდებლობით
დადგენილი წესით, გააჩნია საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 35000 აშშ დოლარის
ეკვივალენტ ლარს და მისი ოჯახის წევრებზე. ამ პუნქტის მიზნებისთვის ოჯახის წევრებად
ითვლებიან უცხოელის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და მის სრულ კმაყოფაზე მყოფი
ქმედუუნარო ან შრომისუუნარო პირი.“;
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძვლით მყოფ უცხოელს, რომელიც ფლობს
ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე კატეგორიის ვიზას, უფლება აქვს მიმართოს
უფლებამოსილ ორგანოს ამავე მუხლით განსაზღვრული სხვა კატეგორიის ვიზის მისაღებად,
თუ აკმაყოფილებს შესაბამისი კატეგორიის ვიზის მიღებისთვის დადგენილ მოთხოვნებს.“.
4. მე-8 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ვიზის მისაღებად უცხოელი ავსებს საქართველოს საგარეო საქმეთა
სამინისტროს ნორმატიული აქტით დადგენილი ფორმის სავიზო განაცხადს. საქართველოს
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ელექტრონული ვიზის მისაღებად, გარდა საქართველოში
კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე D5 კატეგორიის ელექტრონული ვიზის გაცემის
შემთხვევისა, უცხოელი ავსებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ
ვებგვერდზე „ელექტრონული ვიზის პორტალზე“ განთავსებულ სავიზო განაცხადს.“;
ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:
„11. საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საიმიგრაციო ვიზის გაცემის
შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ხოლო
საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საიმიგრაციო ვიზის გასაცემად
საჭირო
დოკუმენტაციის
მიღებასა
და
სამგზავრო
დოკუმენტში
ვიზის
დატანას
4
უზრუნველყოფენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი
საჯარო სამართლის იურიდიული პირები – „იუსტიციის სახლი“ (შემდგომში - „იუსტიციის
სახლი“) და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომში - სააგენტო).
სააგენტოს
ამ
პუნქტით
გათვალისწინებული
უფლებამოსილება
დელეგირების
ხელშეკრულების საფუძველზე შესაძლებელია გადაეცეს მუნიციპალიტეტს.
12. ამ მუხლის 11 პუნქტითა და ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევაში,
დელეგირებულ
დარგობრივ
ზედამხედველობას,
უფლებამოსილების
საქართველოს
განხორციელებაზე
ორგანული
კანონით
სახელმწიფო
„ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს
იუსტიციის სამინისტრო.“;
გ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გარემოებები, რომელთა დადასტურება აუცილებელია საქართველოს ვიზის მისაღებად
ან/და დოკუმენტები, რომლებიც უნდა დაერთოს
სავიზო განაცხადს განისაზღვრება
საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
3. საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ვიზის გამცემმა ორგანომ ვიზის მიღების
მსურველი პირი ან/და მისი წარმომადგენელი შესაძლოა მიიწვიოს გასაუბრებაზე.“;
დ) მე-5-მე-6 პუნქტები ამოღებული იქნეს;
ე) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე საზღვარგარეთ საქართველოს
დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები მოკლევადიანი
საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი სავიზო
განაცხადის წარდგენიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში. მოკლევადიანი
ელექტრონული ვიზა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის
„ელექტრონული ვიზის პორტალის“ მეშვეობით გაიცემა სავიზო განაცხადის წარდგენიდან 2
სამუშაო დღეში. მოკლევადიანი საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების
მისაღებად საჭირო ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოკლევადიანი ელექტრონული ვიზის
გაცემა ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის
„ელექტრონული ვიზის პორტალის“ მეშვეობით წარდგენილი სავიზო განაცხადის
საფუძველზე, შეიძლება გახანგრძლივდეს 30 კალენდარული დღით, თუ საჭიროა სავიზო
განაცხადის შემდგომი შემოწმება. მოკლევადიანი საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ
გადაწყვეტილების მიღების ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოკლევადიანი ელექტრონული
ვიზის გაცემა ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის
„ელექტრონული ვიზის პორტალის“ მეშვეობით წარდგენილი სავიზო განაცხადის
საფუძველზე შეიძლება შემცირდეს 2 სამუშაო დღემდე ან უფრო მოკლე პერიოდამდე
საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში. საქართველოს
საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის „ელექტრონული ვიზის პორტალის“
მეშვეობით, მოკლევადიანი ელექტრონული ვიზის გაცემის ვადა შეიძლება შემცირდეს 2
5
დღეზე ნაკლებ პერიოდამდე საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ
გადაუდებელ შემთხვევებში.
8. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე საზღვარგარეთ საქართველოს
დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები გრძელვადიანი
საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი სავიზო
განაცხადის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, გარდა D5 კატეგორიის
საიმიგრაციო ვიზისა, რომელიც გაიცემა ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილ ვადებში.“;
5. მე-9 მუხლის:
ა) პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოში მყოფი უცხოელი უფლებამოსილია, მოითხოვოს
საქართველოს
მოკლევადიანი დიპლომატიური და სპეციალური, ასევე D3 და D5 კატეგორიის საიმიგრაციო
ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელება. D3 კატეგორიის ვიზის მოქმედების ვადის
გაგრძელების
უფლება
დაწესებულებაში
კვლევის
აქვთ
საქართველოში
ჩატარების
მიზნით
ავტორიზებულ
მომავალ
პირებს
საგანმანათლებლო
და
საერთაშორისო
პროგრამების ფარგლებში საქართველოში სასწავლებლად მომავალ პირებს, თუ საქართველოს
ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების საფუძველი არ მიუთითებს უცხოელის საქართველოში
3 თვეზე მეტი ვადით დარჩენის შესაძლებლობას.
2. დიპლომატიური და სპეციალური ვიზების, ასევე D3 და D5 კატეგორიის საიმიგრაციო
ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს
საგარეო
საქმეთა
სამინისტრო,
ხოლო
შესაბამისი
ვიზის
გაგრძელებისათვის
საჭირო
დოკუმენტაციის მიღებასა და სამგზავრო დოკუმენტში ვიზის დატანას უზრუნველყოფენ
„იუსტიციის
სახლი“
და
სააგენტო.
სააგენტოს
ამ
პუნქტით
გათვალისწინებული
უფლებამოსილება დელეგირების ხელშეკრულების საფუძველზე შესაძლებელია გადაეცეს
მუნიციპალიტეტს.
3. საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელება დასაშვებია, თუ საქართველოში
უცხოელის შემოსვლის მიზნის მისაღწევად მის მიერ მიღებული საქართველოს ვიზის
მოქმედების ვადა საკმარისი არ არის. D3 და D5 კატეგორიის ვიზის მოქმედების იმავე ვადით
გაგრძელება დასაშვებია, თუ პირი აკმაყოფილებს აღნიშნული ვიზის გაცემის პირობებს.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიძლება განისაზღვროს საქართველოს ვიზის
მოქმედების ვადის გაგრძელების სხვა საფუძვლები.“;
ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. უცხოელს, რომელმაც წარადგინა სავიზო განაცხადი ამ მუხლის პირველი პუნქტთ
გათვალისწინებული საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე,
შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში საქართველოში ყოფნის ვადა
საპატიოდ ჩაეთვლება და იგი გათავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან. საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის
6
გაგრძელების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უცხოელი არ შეიძლება
გაძევებულ იქნეს საქართველოდან.“.
6. მე-10 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. უცხოელი, რომელსაც საქართველოში შემოსვლისათვის არ ესაჭიროება მოკლევადიანი
ვიზა, საქართველოში შემოდის და იმყოფება არაუმეტეს 90 კალენდარული დღის ვადით
ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში.“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. უცხოელებს, რომლებსაც გააჩნიათ ბინადრობის ნებართვა ან/და ვიზა საქართველოს
მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრულ ქვეყნებში, შეუძლიათ საქართველოში
უვიზოდ შემოსვლა, ამავე დადგენილებით განსაზღვრული ვადით და პირობებით.“;
7. მე-11 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული
საფუძვლით საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში უნდა არსებობდეს
უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა საქართველოს ვიზის გაცემის
მიზანშეუწონლობის
შესახებ.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის “ბ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ
შემთხვევებში
საქართველოს
ვიზის
გაცემის
ან
საქართველოში
შემოსვლის
მიზანშეუწონლობის შესახებ დასკვნა არ საბუთდება.“;
8. მე-14 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის
ნებართვას გასცემს სააგენტო.“.
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდგი რედაქციით:
„2. საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელს, რომელიც
ფლობს ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ რომელიმე სახის ბინადრობის
ნებართვას, უფლება აქვს მიმართოს სააგენტოს სხვა სახის ბინადრობის ნებართვის
მოსაპოვებლად, თუ იგი აკმაყოფილებს შესაბამისი სახის ბინადრობის ნებართვის მისაღებად
დადგენილ მოთხოვნებს.“.
გ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნას.
7
9. მე-15 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:
„კ) მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელსაც
საქართველოს ტერიტორიაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გააჩნია საკუთრების
უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის
საბაზრო ღირებულება აღემატება 35000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს და მისი ოჯახის
წევრებზე. ამ პუნქტის მიზნებისთვის ოჯახის წევრებად ითვლებიან უცხოელის მეუღლე,
არასრულწლოვანი შვილი და მის სრულ კმაყოფაზე მყოფი ქმედუუნარო ან შრომისუუნარო
პირი. მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზნით უძრავი ნივთის საბაზრო
ღირებულება დგინდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს
აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული
ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებლის მიერ.“;
10. მე-16 მუხლის
ა) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. ამ კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოკლევადიანი ბინადრობის
ნებართვა უცხოელზე შეიძლება გაიცეს 1 წლის ვადით. აღნიშნული ბინადრობის ნებართვის
მოქმედების ვადა წყდება შესაბამის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების შეწყვეტის
შემთხვევაში.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოში დროებითი, ასევე მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა
გრძელდება იმავე პირობებით, რომლებითაც გაიცა იგი.“.
11. 21-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. D5 კატეგორიის ვიზის მოქმედების ვადა წყდება, შესაბამის უძრავ ქონებაზე
საკუთრების უფლების შეწყვეტის შემთხვევაში.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაციით:
„4. საქართველოს საელმწიფო საზღვარზე გაცემული საქართველოს ვიზების მოქმედების
ვადის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტრო. სხვა შემთხვევებში გაცემული საქართველოს ვიზების მოქმედების ვადის
შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო,
საზღვარგარეთ
საქართველოს
დიპლომატიური
წარმომადგენლობა,
საკონსულო
დაწესებულება ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, იმის გათვალისწინებით, თუ
რომელი ორგანოსთვის გახდა ცნობილი საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის
საფუძველი.“;
12. 70-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უცხოელი საქართველოს ვიზის გაცემისათვის იხდის საკონსულო მოსაკრებელს „საკონსულო
მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო უცხოელი სასაზღვრო გამტარ
პუნქტში მოკლევადიანი ორდინალური ვიზის გაცემისათვის, საქართველოს საგარეო საქმეთა
8
სამინისტროს მიერ საქართველოს ვიზის გაცემისა და საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის
გაგრძელებისათვის იხდიან სახელმწიფო ბაჟს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად.
2. უცხოელი მომსახურების საფასურს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული
ოდენობითა და წესით, იხდის:
ა) ამ კანონის მე-8 მუხლის 11 და 12 პუნქტებისა და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტებით
გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე
საიმიგრაციო ვიზის გასაცემად, აგრეთვე, დიპლომატიური ვიზის, სპეციალური ვიზის, ასევე D3 და D5
კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის საჭირო დოკუმენტაციის
მიღებასა და სამგზავრო დოკუმენტში ვიზის დატანას უზრუნველყოფენ „იუსტიციის სახლი“ და
სააგენტო,
ან
სააგენტოს
ამ
პუნქტით
გათვალისწინებული
უფლებამოსილება
დელეგირების
ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს მუნიციპალიტეტი;
ბ)
საქართველოში
გადაწყვეტისათვის.“.;
ბინადრობის
ნებართვის
მიღების
საკითხის
განხილვისა
და
მუხლი 2
1. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში უზრუნველყოს:
ა) იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცება, რომლის ბინადრობის ნებართვის ან/და ვიზის მქონე
უცხოელებს, შესაბამისი ვადით და პირობებით შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა;
ბ) საქართველოს მთავრობის შესაბამის დადგენილებებში ცვლილების შეტანა.
2. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში
უზრუნველყოს:
ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრის შესაბამის ნორმატიულ აქტებში ცვლილების შეტანა;
ბ) შესაბამის მუნიციპალიტეტებთან დელეგირების ხელშეკრულების გაფორმება.
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, მე-5 პუნქტის „ა“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული მე-9 მუხლის მე-2 პუნქტისა იმ ნაწილში, როდესაც საქართველოში
კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე ვიზის გაცემისა და ვიზის მოქმედების ვადის
გაგრძელებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მიღებასა და სამგზავრო დოკუმენტში ვიზის დატანას
უზრუნველყოფენ „იუსტიციის სახლი“ და სააგენტო, ან სააგენტოს ამ პუნქტით გათვალისწინებული
უფლებამოსილება დელეგირების ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს მუნიციპალიტეტი,
აგრეთვე
მე-12
პუნქტით
გათვალისწინებული
70-ე
მუხლის
მე-2
პუნქტისა,
ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი იმ ნაწილში, როდესაც საქართველოში კანონიერი
საფუძვლით მყოფ უცხოელზე ვიზის გაცემისა და ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის
საჭირო დოკუმენტაციის მიღებასა და სამგზავრო დოკუმენტში ვიზის დატანას უზრუნველყოფენ
„იუსტიციის სახლი“ და სააგენტო, ან სააგენტოს ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება
დელეგირების ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს მუნიციპალიტეტი, აგრეთვე და მე-12
9
პუნქტით გათვალისწინებული 70-ე მუხლის მე-2 პუნქტი, ამოქმედდეს ამ კანონის გამოქვეყნებიდან 30ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
10
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია კანონით განსაზღვრული საქართველოს
ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების, საქართველოში ბინადრობის ნებართვის
მოპოვების შესაძლებლობის გაფართოებისა და საქართველოს ვიზების გაცემასთან
დაკავშირებული გარკვეული რეგულაციების არა საკანონმდებლო დონეზე, არამედ
კანონქვემდებარე
ნორმატიული
აქტებით
განსაზღვრის
აუცილებლობითა
და
მიზანშეწონილობით.
კანონპროექტის მომზადება ასევე განპირობებულია იმ გარემოებით, რომ კანონის
მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებს რაიმე ტიპის ხელშემწყობ ღონისძიებებს იმ
უცხოელებთან მიმართებაში, ვისაც მოპოვებული აქვს საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე
უძრავ ქონებაზე (გარდა სასოფლო-სამეურნო კატეგორიის მიწის ნაკვეთისა) საკუთრების
უფლება ან სარგებლობენ ბინადრობის უფლებით ან ვიზით შესაბამის ქვეყნებში. აღნიშნული
ხელშეწყობა
მიზანშეწონილია
გამოიხატოს
სახელმწიფოს
გარკვეული
ვადით
შემოსვლისა
და
ქვეყანაში
ყოფნის
მხრიდან
უფლების
უცხოელთათვის
მინიჭებით,
რაც
მნიშვნელოვანი სტიმული იქნება აღნიშნული პირებისთვის საქართველოში შემოსვლის,
უძრავი ქონების სექტორში ფულადი რესურსის ჩადების და ინვესტიციების განხორციელების
კუთხით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი
მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულაციების გამარტივების
გზით, საქართველოში მყოფი უცხოელებისათვის დადგინდეს საქართველოში ბინადრობის
ნებართვის მოსაპოვებლად შეღავათიანი პირობები; საქართველოს ვიზების გაცემასთან
დაკავშირებული პროცედურული საკითხები განისაზღვროს არა საკანონმდებლო, არამედ
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, სადაც გათვალისწინებული იქნება თითოეული
კატეგორიის ვიზის გაცემასთან დაკავშირებული თავისებურებები; საქართველოს ვიზის
გამცემ ორგანოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაზღვრა და საქართველოს
საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ელექტრონული ვიზების გაცემის შესაძლებლობის
11
მინიჭება; პრაქტიკული საჭიროებებიდან გამომდინარე საქართველოს ვიზის კატეგორიების
კორექტირება.
კანონპროექტის მიღების მიზანია ასევე კანონით განსაზღვრული ბინადრობის ნებართვის სახეებს
დაემატოს ახალი სახე - მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე,
რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გააჩნია საკუთრების
უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო
ღირებულება აღემატება 35000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს.
ასევე, კანონის მიზანია, კანონით განსაზღვრულ საიმიგრაციო ვიზების კატეგორიას დაემატოს ახალი
სახე - D5 კატეგორია რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე,
კანონმდებლობით დადგენილი წესით, გააჩნია საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 35000 აშშ დოლარის
ეკვივალენტ ლარს.
აღნიშნული ტიპის ბინადრობის ნებართვის და ვიზის შემოღება მიზნად ისახავს საქართველოში
უცხოელთა შემოსვლისა და ყოფნის სტიმულირებას, ასევე მათ წახალისებას უძრავი ქონების
სექტორში ფულადი რესურსის ჩადების მიზნით, რაც, თავის მხრივ ასევე ხელს შეუწყობს უძრავი
ქონების ბაზრის განვითარებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ითვალისწინებს შემდეგ ცვლილებებს:
კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს ვიზის გაცემაზე უფლებამოსილი
ორგანოების ჩამონათვალის გაზრდას, კერძოდ:
დგინდება შესაძლებლობა საქართველოს ვიზის გაცემაზე გადაწყვეტილება მიღებული
იქნეს უშუალოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. შესაბამისად,
საქართველოს ვიზის გამცემ ორგანოებს (საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური
წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე
ვიზის გაცემისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული ორგანო)
დაემატება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოს ვიზის გამცემ ორგანოებთან დაკავშირებით
კანონპროექტი ითვალისწინებს ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია იმ
უცხოელებისათვის, რომელთა მოქალაქეობის ქვეყანაშიც საქართველოს არ აქვს
დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, საქართველოს ვიზის
გაცემა ან საქართველოს ვიზის გაცემისათვის საჭირო ცალკეული მოქმედებების
განხორციელება მიენდოს იმ მესამე სახელმწიფოს, რომელიც მისაღები იქნება
ადგილსამყოფელი სახელმწიფოსთვის. ამასთან, კანონით გათვალისწინებულია, რომ
აღნიშნულ შემთხვევაში საქართველოს ვიზის გაცემის ან მისი გაცემისათვის საჭირო ცალეული
მოქმედების განხორციელების პირობები განისაზღვრება შესაბამისი საერთაშორისო
ხელშეკრულებით ან შეთანხმებით. ამ ცვლილებით უზრუნველყოფილი იქნება მსგავსი
კატეგროიის ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღების ხელმისაწვდომობა.
კანონპროექტით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ენიჭება საქართველოს
ელექტრონული ვიზების გაცემის უფლებამოსილება.
12
საქართველოს
ვიზის
მიღების
მსურველ
უცხოელთა
დიდი
რაოდენობის
გათვალისწინებით, არსებობს საჭიროება საქართველოს ვიზა გაიცეს გამარტივებულად ელექტრონული ფორმით და მისი გაცემა მოხდეს იმ ორგანოს მიერ, რომელიც ნაკლებად არის
დატვირთული სავიზო განაცხადების განხილვით, კერძოდ კი საქართველოს საგარეო საქმეთა
სამინისტროს მიერ. შესაბამისად, კანონპროექტით დგინდება, რომ საქართველოს საგარეო
საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია
საზღვარგარეთ მყოფ უცხოელზე გასცეს
ელექტრონული ვიზა, მხოლოდ იმ სემთხვევაში, თუ ელექტრონული ვიზის მისაღებად საჭირო
სავიზო განაცხადის წარდგენა მოხდება სამინისტროს სპეციალური ვებვერდის „ელექტრონული ვიზის პორტალის“ მეშვეობით. აღნიშნული ცვლილება უზრუნველყოფს
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო
დაწესებულებების
დატვირთულობის
შემცირებას,
საქართველოს
ვიზების
ხელმისაწვდომობას, ასევე გაამარტივებს საქართველოს ვიზების მოპოვების პროცედურას.
კონკრეტული შემთხვევები, თუ რა კატეგორიის ვიზის გაცემა იქნება შესაძლებელი
„ელექტრონული ვიზის პორტალის“ მეშვეობით წარდგენილი სავიზო განაცხადის
საფუძველზე კი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
კანონპროექტით იცვლება საქართველოს ვიზის განმარტება.
კანონპროექტით დგინდება, რომ საქართველოს ვიზა არის ნებართვა და არა აღნიშვნა
სამგზავრო დოკუმენტში, რომელიც უცხოელს საქართველოში შემოსვლის, ყოფნის ან
ტრანზიტით გავლის უფლებას აძლევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს აღნიშნული
უცხოელის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლები ან უცხოელის
საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის ფაქტი.
აღნიშნული განმარტების დახვეწის საჭიროება გამომდინარეობდა იმ გარემოებიდან, რომ
კანონის მე-11 და 21-ე მუხლებით განსაზღვრულია საფუძვლები, რომელთა არსებობის
შემთხვევაში უცხოელს შეიძლება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უარი ეთქვას
საქართველოში შემოსვლაზე ან შეუწყდეს საქართველოში ყოფნის ვადა (საქართველოს ვიზის
მოქმედების ვადა). ამდენად, ვიზის განმარტებიდან უნდა გამომდინარეობდეს, რომ
საქართველოს ვიზის მიღება არ არის საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის უპირობო
საფუძველი.
გარდა აღნიშნულისა, საქართველოს ვიზის განმარტებაში კონკრეტდება, რომ
საქართველოს ვიზა შეიძლება გაიცეს სამგზავრო დოკუმენტში ვიზის ბლანკის დატანის გზით
ან ელექტრონული ფორმით (ელექტრონული ვიზა). საქართველოს ვიზის ელექტრონული
ფორმით გაცემის შესახებ ჩანაწერი შესაძლებლობას იძლევა კანონში მოხსენიებული იქნეს
ელექტრონულ ვიზასთან დაკავშირებული რეგულაციები.
კანონპროექტით ახლებურად განიმარტება მოწვევის ცნება. მოქმედი რედაქციის
თანახმად, მოწვევაზე უფლებამოსილ პირებად ითვლება მხოლოდ საქართველოს
მოქალაქე, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირი, საქართველოში
რეგისტრირებული იურიდიული პირი. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ
ზოგიერთ შემთხვევაში, საქართველოში შემოსვლის მიზნის დამადასტურებელია
ასევე უცხო სახელმწიფოს, ან უცხო სახელმწიფოს იურიდიული პირის თუ სხვა
ორგანიზაციების წერილობითი შუამდგომლობები საქართველოში პირის
ჩამოსვლის თაობაზე, მიზანშეწონილია მოწვევის ცნება განისაზღვროს უფრო
ფართოდ და მოიცვას წერილობითი შუამდგომლობის შემცველი ნებისმიერი
13
ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება უცხოელის საქართველოში
ჩამოსვლის მიზანი.
კანონპროექტით განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს
მიერ ელექტრონული ვიზის გაცემასთან დაკავშირებული რამდენიმე რეგულაცია,
კერძოდ:
სამინისტროს მიერ ელექტრონული ვიზის გაცემისათვის საჭირო სავიზო განაცხადის
წარდგენის წესი - კანონპროექტში გათვალისწინებულია ჩანაწერი, რომლის თანახმადაც
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ელექტრონული ვიზის
გასაცემად წარდგენილი უნდა იქნას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ
ვებგვერდზე „ელექტრონული ვიზის პორტალზე“ განთავსებული სავიზო განაცხადი. თუმცა
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს, რომ „ელექტრონული ვიზის პორტალის“ მეშვეობით
სავიზო განაცხადის წარდგენის ვალდებულება არ ეხება ელექტრნული ვიზის გაცემას იმ
შემთხვევაში, როცა საქართველოს საგარეო სამეთა სმაინისტროს მიერ საქართველოში
კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე გაიცემა საიმიგრაციო ვიზა ელექტრონული
ფორმით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ელექტრონული საიმიგრაციო ვიზების გაცემა და
შესაბამისად სავიზო განაცხადის წარდგენა მოხდება ზოგადი წესით და არა გამარტივებულად,
ელექტრონული ვიზის პორტალის მეშვეობით.
სამინისტროს მიერ გასაცემ ელექტრონულ ვიზასთან დაკავშირებით კანონპროექტით
ასევე განისაზღვრება, რომ ისევე მოკლევადიანი საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ
გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო 10 კალენდარული დღის ვადის გაზრდა დაუშვებელია.
აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ საქართველოს ვიზის ელექტრონული
ფორმით გაცემის არსი მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ შესაძლებელი იყოს საქართველოს
ვიზის ოპტიმალურ ვადაში გაცემა, ხოლო მისი გაცემის ვადის 1 თვემდე გაზრდის
შესაძლებლობა გამორიცხავს ზემოაღნიშნულს.
კანონპროექტი ითვალისწინებს კანონიდან იმ დოკუმენტების ჩამონათვალის ამოღებას,
რომელთა წარმოდგენა აუცილებელია საქართველოს ვიზების მისაღებად.
კანონის ამოქმედების დღიდან (2014 წლის 1 სექტემბერი) დღემდე არსებული
საქართველოს ვიზების გაცემის პრაქტიკის გათვალისწინებით, ზოგიერთი კატეგორიის ვიზის
გაცემისათვის შესაძლოა ვერ იქნას წარმოდგენილი კანონით განსაზღვრული კონკრეტული
სახის დოკუმენტი, ხოლო კანონის მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებს რაიმე სახის
გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობას. ამდენად, საქართველოს ვიზების გაცემის
პროცედურის გამარტივებისა და ვიზების გაცემისათვის წარმოსადგენი დოკუმენტების
ადეკვატურად განსაზღვრისათვის, კანონპროექტი ითვალისწინებს კანონიდან დოკუმენტების
ჩამონათვალის ამოღებას, თუმცა ამასთან განსაზღვრავს, რომ გარემოებები, რომელთა
დადასტურება აუცილებელია საქართველოს ვიზის მისაღებად ან/და დოკუმენტები,
რომლებიც უნდა დაერთოს სავიზო განაცხადს განისაზღვრება საქართველოს მთავრობის
დადგენილებით.
აღნიშნული ლოგიკიდან გამომდინარე, კანონიდან ამოღებული იქნა გასაუბრებაზე
დასაზუსტებელი საკითხების ჩამონათვალი, ასევე არასრულწლოვანი და ფსიქიკური
აშლილობის მქონე პირისთვის საქართველოს ვიზის გაცემის შემთხვევაში მისი კანონიერი
წარმომადგენლის თანხმობის საჭიროების შესახებ ჩანაწერი, რომლებიც დადგინდება
საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
14
კანონპროექტით ფართოვდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური
წარმომადგენლობისა და საკონსულ დაწესებულებისათვის მიმართვის შესაძლებლობა.
კანონის მოქმედი რედაქციით უცხოელს, რომელიც იმყოფება მესამე სახელმწიფოში,
აღნიშნულ
მესამე
სახელმწიფოში
მდებარე
საქართველოს
დიპლომატიური
წარმომადგენლობისთვის/საკონსულო დაწესებულებისთვის საქართველოს ვიზის მიღების
მოთხოვნით მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მოქალაქეობის
ქვეყანაში საქართველოს არა აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობა/საკონსულო
დაწესებულება. კანონპროექტით უქმდება აღნიშნული შეზღუდვა და დგინდება, რომ
უცხოელს, რომელიც იმყოფება სხვა სახელმწიფოში, საქართველოს ვიზის მისაღებად
ადგილსამყოფელ ქვეყანაში მდებარე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის/
საკონსულო დაწესებულებისათვის მიმართვა შეუძლია მიუხედავად იმისა, მისი
მოქალაქეობის
ქვეყანაში
საქართველოს
აქვს
თუ
არა
დიპლომატიური
წარმომადგენლობა/საკონსულო დაწესებულება.
კანონპროექტით იცვლება მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზის გაცემის წინაპირობა.
კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად, მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზის გაცემის
მიზნისთვის, უცხოელს წინა წელს მიღებული და გამოყენებული უნდა ჰქონდეს საქართველოს
ერთი ვიზა მაინც. კანონპროექტით იცვლება აღნიშნული მოთხოვნა და დგინდება, რომ
მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზის გაცემის მიზნებისთვის, უცხოელი წინა წლის
განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა იყოს საქართველოში კანონიერი საფუძვლით ნამყოფი.
აღნიშნული ცვლილებით უზრუნველყოფილი იქნება მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზების
გაცემა იმ პირთათვის, რომლებიც წინა წელს საქართველოში ნამყოფი იყვნენ უვიზო რეჟიმის
არსებობის პირობებში. ამასთან, კანონი უშვებს შესაძლებლობას, აღნიშნული მოთხოვნა არ
გავრცელდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ გამონაკლის
შემთხვევებზე.
კანონპროექტით დგინდება შესაძლებლობა, საქართველოს ვიზის გაცემასთან, მისი
მოქმედების ვადის გაგრძელებასა და მოქმედების შეწყვეტასთან დაკავშირებით საქართველოს
მთავრობის დადგენილებით დადგინდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსით
გათვალისწინებულისაგან
განსხვავებული
ადმინისტრაციული
საჩივრის
წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი.
აღნიშნული ცვლილების აუცილებლობა გამოწვეულია სხვადასხვა გარემოებებით,
მაგალითად: კანონი ადგენს, რომ საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის კონკრეტული
საფუძვლების არსებობისას არ ხდება უარის თქმის შესახებ დასკვნის დასაბუთება.
შესაბამისად, ამ შემთხვევაში აზრსმოკლებულია ზეპირი მოსმენის გამართვა და აღნიშნულ
მოსმენაზე უცხოელის დაბარება. გარდა აღნიშნულისა, ვინაიდან საქართველოს ვიზის გაცემის
საკითხი უმეტეს შემთხვევაში განიხილება საზღვარგარეთ მყოფ უცხოელებთან დაკავშირებით,
ხშირ შემთხვევაში ასევე შეუძლებელი ხდება უცხოელის მოწვევა ზეპირ მოსმენაზე. ამდენად,
მიზანშეწონილია დადგინდეს შესაძლებლობა საქართველოს მთავრობის დადგენილებით
განისაზღვროს ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის საქართველოს
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისგან განსხვავებული პირობები და ვადები.
კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს ვიზის კატეგორიების ცვლილებას,
კერძოდ:
15
A4 კატეგორიის ვიზის მიმღებ პირთა ჩამონათვალს ემატება საქართველოს საპატიო
კონსულების ოჯახის წევრები და ამდენად, A4 კატეგორიის ვიზის გაცემა მოხდება არა
მხოლოდ საქართველოს საპატიო კონსულებზე, არამედ მათი ოჯახის წევრებზეც.
A5 კატეგორიის ვიზის მიღების უფლებამოსილების მქონე პირები (საქართველოს
სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა მისიით საქართველოში მომავალ
პირები) კანონპროექტის თანახმად შეიძლება ფლობდნენ ნებისმიერი სახის, მათ შორის
დიპლომატიურ პასპორტს და არა მხოლოდ სამსახურებრივ/ოფიციალურ ან ორდინალურ
პასპორტს. შესაბამისად პასპორტის სახეების ჩამონათვალი ამოღებული იქნა A5 კატეგორიის
ვიზის
განმარტებიდან.
ამასთან,
აღსანიშნავია,
რომ
დიპლომატიური/სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტის მფლობელი პირები შესაძლოა
საქართველოში ჩამოდოდნენ სამუშაო ვიზიტით, თუმცა მათ მიმართ არ იყოს მიზანშეწონილი
საიმიგრაციო D1 კატეგორიის ვიზის გაცემა (რომელიც არის გრძელვადიანი ვიზა და შემდგომ
არის ბინადრობის ნებართვის მიღების წინაპირობა). აღნიშნულიდან გამომდინარე, იზრდება
A5 კატეგორიის ვიზის მიმღებ პირთა წრე და A5 კატეგორიის ვიზის გაცემა მოხდება ასევე
სამუშაო ვიზიტით საქართველოში მომავალ დიპლომატიური პასპორტის მფლობელ პირებზე.
ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე იზრდება ასევე B1 კატეგორიის ვიზის
მიმღებ პირთა წრე და B1 კატეგორიის ვიზის გაცემა მხოდება ასევე სამუშაო ვიზიტით
საქართველოში მომავალ სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტის მფლობელ პირებზე.
B2 კატეგორიის ვიზის მიმღებ პირთა ჩამონათვალს ემატება A2 კატეგორიის საქართველოს
ვიზის მიმღებ პირთა თანმხლები კერძო შინამუშაკები, ვინაიდან აღნიშნული კატეგორიის
პირებზე ასევე მიზანშეუწონელია როგორც დიპლომატიური, ასევე ორდინალური - D1
კატეგორიის გაცემა (რომელიც არის გრძელვადიანი ვიზა და შემდგომ არის ბინადრობის
ნებართვის მიღების წინაპირობა).
B3 კატეგორიის ვიზის მიმღებ პირებს ემატება კანონის მოქმედი რედაქციით
განსაზღვრულ პირთა ოჯახის წევრები, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში B3 კატეგორიის ვიზის
მიმღები პირები - საქართველოს საერთაშორისო ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებების საფუძველზე საქართველოში მომავალი პირები, საქართველოს
საერთაშორისო
ხელშეკრულების
საფუძველზე
საქართველოს
ტერიტორიაზე
დისლოცირებული სამშვიდობო ძალებისა და სხვა სამხედრო კონტინგენტის წევრები
საქართველოში მოემგზავრებიან ოჯახის წევრებთან მიმართ. შესაბამისად მიზანშეწონილია
მათ მიმართაც გაიცეს იმავე კატეგორიის ვიზა.
B4 კატეგორიის ვიზის მიღების უფლებამოსილების მქონე პირებტან დაკავშირებით
გაუქმებული იქნა კონკრეტული სახის პასპორტის ფლობის ვალდებულება, ვინაიდან
აზრსმოკლებულია პირს, რომელიც საქართველოშ მოემგზავრება საქართველოს სახელმწიფო
ინტერესებიდან გამომდინარე სხვადასხვა მისიით, მოეთხოვებოდეს აუცილებლად
სამსახურებრივი/ოფიციალური ან ორდინალური პასპორტის ფლობა.
C2 კატეგორიის ვიზის მიმღებ პირთა ცამონათვალიდან ამოღებული იქნა თავისუფალი
პროფესიის პირები და გადატანილი იქნა D2 კატეგორიის ვიზის მიმღებ პირთა ჩამონათვალში,
ვინაიდან აღნიშნულ პირებზე მიზანშეწონილია გაიცეს საიმიგრაციო - ე.წ. სამუშაო ვიზა და არ
იქნას გაერთიანებული ნათესავებისა და მეგობრების მოსანახულებლად საქართველოში
მომავალ პირების კატეგორიაში.
კანონპროექტის თანახმად, C3 კატეგორიის ვიზა, გარდა ამჟამად კანონით
გათვალისწინებული
შემთხვევებისა,
ასევე
გაიცემა
საერთაშორისო
სატვირთო
16
გადაზიდვის/სამგზავრო გადაყვანის დროს სატვირთო/სამგზავრო ავტომანქანის ძირითად და
დამატებით მძღოლებზე. ცვლილების საჭიროება გამომდინარეობს იმ გარემოებიდან, რომ
აღნიშნული პირები ამჟამად არ ექცევა კანონით განსაზღვრულ საქართველოს ვიზის არცერთ
კატეგორიაში.
C4 კატეგორიის ვიზის მიმღებ პირთა ჩამონათვალში დაკონკრეტდა, რომ აღნიშნული
ვიზის მიმღები უცხოელი საქართველოში შესაზლოა მოემგზავრებოდეს არა მხოლოდ
სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი მდგომარეობის არსებობისას
ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად, არამედ აღნიშნული სახის დახმარების მისაღებადაც.
ამასთან,
C4 კატეგორიის ვიზის მიმღებ პირთა ჩამონათვალიდან ამოღებული იქნა
მეცნიერული, სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო მისიით საქართველოში
მომავალი პირები და გადატანილი იქნა D2 კატეგორიის ვიზის მიმღებ პირთა ჩამონათვალში,
ვინაიდან აღნიშნული პირებიც საქართველოში მოემგზავრებიან კონკრეტული სამუშაო
მისიით და მიზანშეწონილია მათ მიმართაც გაიცეს საიმიგრაციო - ე.წ. სამუშაო ვიზა.
D1 კატეგორიის ვიზის მიმღებ პირთა ჩამონათვალიდან ამოღებული იქნა „მასობრივი
ინფორმაციის საშუალებათა მუშაკები“ და აღნიშნული პირები გადატანილი იქნა D2
კატეგორიის ვიზის მიმღებ პირთა ჩამონათვალში. ხოლო D1 კატეგორიის ვიზის მიმღებ პირთა
ჩამონათვალს დაემატა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამეწარმეო
საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოში მომავალი პირები, რომლებზეც ადრე
გაიცემოდა D2 კატეგორიის ვიზა.
D2 კატეგორიის ვიზის მიმღებ პირთა ჩამონათვალში გაერთიანდა „მეცნიერული,
სპორტული, კულტურული ან საგანმანათლებლო მისიით საქართველოში მომავალ პირები“,
„თავისუფალი პროფესიის ადამიანები“ და „მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მუშაკები,
რომლებიც საქართველოში თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად
მოემგზავრებიან“. აღნიშნული კატეგორიის პირები D2 კატეგორიის ვიზის მიმღებ პირთა
ჩამონათვალში გადმოტანილი იქნა სხვადასხვა კატეგორიის ვიზის მიმღებ პირთა
ჩამონათვალიდან და არ წარმოადგენს სიახლეს კანონისთვის. თუმცა, აღსანიშნავია, რომ D2
კატეგორიის ვიზის მიმღებ პირთა ჩამონათვალს დაემატას სრულიად ახალი კატეგორიის
პირები, რომლებსაც არ იცნობს კანონი და აღნიშნული პირებია „უცხოელები, რომლებიც
საქართველოში მოემგზვრებიან სტაჟირების გავლის მიზნით ან მოხალისედ“. ვინაიდან ამ
კატეგორიის პირებს არ იცნობდა კანონი, შეუძლებელი იყო მათ მიმართ რაიმე სახის ვიზის
ჰგაცემა გარდა ტურისტული ვიზისა, იმ დროს, როცა ისინი საქართველოში
მოემგზავრებოდნენ გარკვეული სახის სამუშაოს შესასრულებლად. ამდენად, აღნიშნული
კატეგორიის პირთა კანონის რედაქციაში დამატება გამოწვეულია პრაქტიკული საჭიროებიდან.
შესაბამისად, D1 კატეგორიის ვიზის მიმღებ პირთა ჩამონათვალში გაერთიანდა შრომითი
და სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოში მომავალი პირები, ხოლო
D1 კატეგორიის ვიზის მიმღებ პირთა ჩამონათვალში ასევე შრომითი საქმიანობის
განსახორციელებლად საქართველოში მომავალი პირები, თუმცა ისინი ხშირ შემთხვევაში
მუშაობენ ან საკუთარი თავისთვის (თავისუფალი პროფესიის პირები) ან ანაზღაურების გარეშე
(მოხალისეები, სტაჟიორები).
D3 კატეგორიის ვიზის მიმღებ პირთა ჩამონათვალში დაკონკრეტდა, რომ აღნიშნული
კატეგორიის ვიზა გაიცემა იმ უცხოელზეც, რომელიც არ არის ჩარიცხული საქართველოს
ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, თუმცა საქართველოში მოემგზავრება
საქართველოს ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულების ბაზაზე სასწავლებლად
17
(ამ დროს უცხოელი ჩარიცხულია საზღვარგარეთის სასწავლებელში, თუმცა სწავლის მიზნით
იყენებს საქართველს ავტორიზებული საგანმანათლებლ დაწესებულების სხვადასხვა
რესურსს). D3 კატეგორიის ვიზის გაცემა მოხდება ასევე უცხოელებზე, რომლებიც
საქართველოში
მოემგზავრებიან
საქართველოში
ავტორიზებულ
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში კვლევის ჩატარების მიზნით. D3 კატეგორიის ვიზის მიმღებ პირთა
ჩამონათვალს ასევე დაემატა უცხოელები, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან
საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში.
კანონპროექტით კონკრეტდება, რომ საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში
შემოსვლაზე უარის თქმის კონკრეტული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, კერძოდ, „თუ
უცხოელს აკრძალული აქვს საქართველოში შემოსვლა ან არ გადაუხდია ჯარიმა, რომელიც
დაწესებულია საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნისათვის“; „თუ
საქართველოში უცხოელის ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და
საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი
ინტერესების დაცვას“ ან „თუ, საგარეო-პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე,
მიუღებელია უცხოელის საქართველოში ყოფნა“ საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უნდა
არსებობდეს
უფლებამოსილი
ორგანოს
დასკვნა
საქართველოს
ვიზის
გაცემის
მიზანშეუწონლობის შესახებ, რომელიც არ საბუთდება.
კანონპროექტით კონკრეტდება საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტაზე
უფლებამოსილი ორგანოები, კერძოდ:
კანონპროექტით განისაზღვრება, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გაცემული
საქართველოს ვიზების მოქმედების ვადის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო სხვა შემთხვევებში გაცემული
საქართველოს ვიზების მოქმედების ვადის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური
წარმომადგენლობა, საკონსულო დაწესებულება ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო,
იმის მიხედვით, თუ რომელი ორგანოსთვის გახდება ცნობილი საქართველოს ვიზის
მოქმედების ვადის შეწყვეტის საფუძველი.
კანონპროექტით იცვლება საქართველოს ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებასთან
დაკავშირებული რეგულაციები, კერძოდ:
კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლებელია
მხოლოდ
დიპლომატიური
და
სპეციალური
ვიზების
მოქმედების
ვადის
გაზრდა.
კანონპროექტოთ კონკრეტდება, რომ დიპლომატიური და სპეციალური ვიზების მოქმედების
ვადის გაზრდა ხდბა მხოლოდ მოკლევადიანი დიპლომატიური და სპეციალური ვიზების
შემთხვევაში, ვინაიდან რეალურად პრაქტიკაში შესაძლოა დადგეს მხოლოდ მოკლევადიანი
ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების საჭიროება. პროექტით ასევე დგინდება შესაძლებლობა
გაგრძელდეს D5 და D3 კატეგორიის ვიზების მოქმედება. თუმცა D3 კატეგორიის ვიზების
მოქმედების ვადის გაგრძელების უფლება ექნებათ მხოლოდ საქართველოში ავტორიზებულ
საგანმანათლებლო დაწესებულებაში კვლევის ჩატარების მიზნით მომავალ პირებს და
საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში საქართველოში სასწავლებლად მომავალ პირებს, თუ
18
საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების საფუძველი არ მიუთითებს უცხოელის
საქართველოში 3 თვეზე მეტი ვადით დარჩენის შესაძლებლობას.
ამასთან, ვინაიდან ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების საფუძველი შესაძლოა
წარმოიშვას ვიზის მოქმედების ვადის ბოლო დღესაც, პროექტი უშვებს შესაძლებლობას ვიზის
მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით სავიზო განაცხადი წარდგენილი იქნას
ნებისმიერ დროს, მხოლოდ ვიზის მოქმედების ვადის გასვლამდე. აღნიშნულის
გათვალისწინებით, კანონპროექტი ადგენს, რომ უცხოელს, რომელმაც წარადგინა სავიზო
განაცხადი საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე, შესაბამისი
ადმინისტრაციული წარმოების განმავლობაში საქართველოში ყოფნის ვადა საპატიოდ
ჩაეთვლება, გათავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმის
გადახდის ვალდებულებისაგან და ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების საკითხზე
საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე არ შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან.
კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად, საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაზრდა
შესაძლებელია, თუ საქართველოში უცხოელის შემოსვლის მიზნის მისაღწევად მის მიერ
მიღებული საქართველოს ვიზის მოქმედების ვადა საკმარისი არ არის. საქართველოს ვიზის
მოქმედების ვადის გაზრდის აღნიშნული საფუძველი რჩება კანონში, თუმცა პროექტი ადგენს
შესაძლებლობას, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვროს საქართველოს
ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების სხვა საფუძვლები, რომლებიც სპეციფიური იქნება
კონკრეტული კატეგორიის ვიზებთან მიმართებით.
ვინაიდან, კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის
გაზრდა ხდება იმავე პირობების დაცვით, როგორც ხდება მისი გაცემა, კანონპროექტი
ითვალისწინებს საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ
გადაწყვეტილების მიღების 7 დღიანი ვადის შესახებ ჩანაწერის ამოღებას. შესაბამისად,
საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული
იქნება იმავე ვადაში რა ვადაშიც ხდება შესაბამისი კატეგორიის ვიზის გაცემის შესახებ
გადაწყვეტილების მიღება.
კანონპროექტის თანახმად,
კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრული ბინადრობის ნებართვის სახეებს ემატება ბინადრობის
ნებართის ახალი სახე - მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე,
რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გააჩნია
საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა),
რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 35000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს. ამ მიზნით,
უძრავი ქონების
ეროვნული
საბაზრო ღირებულება დგინდება საქართველოს აკრედიტაციის ერთიანი
ორგანოს
–
აკრედიტაციის
ცენტრის
მიერ
აკრედიტებული
ორგანოს
სერტიფიცირებული შემფასებლის მიერ. აღნიშნული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა
გაიცემა 1 წლის ვადით. აღნიშნული ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება
შესაბამის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების შეწყვეტის შემთხვევაში.
მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის ცალკე ნებართვის სახედ ჩამოყალიბება
(ნაცვლად მისი ინტეგრირებისა, რომელიმე მოქმედ ნებართვასთან) განპირობებულ იქნა იმ
გარემოებით, რომ უცხოელ მოქალაქეებს მიეცეთ რამდენიმე ალტერნატივა, კერძოდ,
19
განახორციელონ
არანაკლებ
300
000
ლარის
ოდენობის
ინვესტიცია
„საინვესტიციო
საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და
ამ გზით მოიპოვონ მუდმივი ბინადრობის ნებართვა, დააკმაყოფილონ შესაბამისი პირობები
კანონით გათვალისწინებული სხვა ტიპის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად, ან
ხელმისაწვდომი ღირებულების მქონე უძრავი ქონების შეძენის გზით მოიპოვონ ერთწლიანი
ბინადრობის ნებართვა. ეს უკანასკნელი პირობა რეალური ალტერნატივაა სხვა პირობებს
შორის, რამდენადაც არ მოითხოვს მსხვილ ფულად რესურსსა და ხარჯს უცხოელის მხრიდან,
თუმცა გამოირჩევა მოკლე ვადიანობით, სხვა ან თუნდაც საინვესტიციო ბინადრობის
ნებართვასთან შედარებით, რომელიც მუდმივმოქმედია და ამ თვალსაზრისით, მაინც
კონკურენტულ წინადადებად რჩება.
გარდა ამისა, კანონის მე-6 მუხლს, რომელიც განსაზღვრავს ვიზების გაცემის
ზოგად დებულებებს ემატება პუნქტი, რომლის თანახმად, მრავალჯერადი მოკლევადიანი
ვიზა, რომელიც როგორც წესი გაიცემა არაუმეტეს 5 წლის მოქმედების ვადით. 90 დღიანი
ყოფნის უფლებით (180-დღიან პერიოდში), ასევე შეიძლება გაიცეს 1 წლის ვადით, ყოფნის
ვადის
შეუზღუდავად,
უცხოელზე,
რომელსაც
საქართველოს
ტერიტორიაზე,
კანონმდებლობით დადგენილი წესით, გააჩნია საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება
35000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს. აღნიშნული ტიპის ვიზები, პროექტის თანახმად,
მიეკუთვნება საიმიგრაციო D5 კატეგორიის ვიზას. D5 კატეგორიის ვიზის მოქმედების იმავე
ვადით გაგრძელება დასაშვებია, თუ პირი აკმაყოფილებს აღნიშნული ვიზის გაცემის
პირობებს.
აქვე, მნიშვნელოვანია, რომ როგორც D5 კატეგორიის ვიზის, ისე მოკლევადიანი
ბინადრობის ნებართვა ასევე გავრცელდება იმ პირებზეც ვისაც საკუთრების უფლება შესაბამის
უძრავ ქონებაზე მოპოვებული აქვს ამ კანონის ამოქმედებამდე, შესაბამისად, უცხოელ
მოქალაქეთა საკმაოდ ფართე წრეს მიეცემა ახალი შესაძლებლობები, საქართველოში ყოფნისა
და თავიანთი საქმიანობის წარმართვისა.
ამასთან, კანონპროექტის თანახმად, უცხოელებს, რომლებსაც გააჩნიათ
ბინადრობის ნებართვა ან/და ვიზა გარკვეულ ქვეყნებში, შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ
შემოსვლა, განსაზღვრული ვადით და პირობებით. აღნიშნული ქვეყნების ნუსხა, შესაბამისი
ვადებისა და პირობების ჩათვლით დადგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად მყოფი უცხოელისთვის ვიზების მოპოვების
ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფის
მიზნით,
წარმოდგენილი
კანოპროექტით
განსაზღვრულია უცხოელზე შესაბამისი ვიზის გასაცემად ან გასაგრძელებლად საჭირო
დოკუმენტაციის მიღებისა და სამგზავრო დოკუმენტში ვიზის დატანის
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს
მმართველობის
სფეროში
უზრუნველყოფა
მოქმედი
საჯარო
სამართლის იურიდიული პირების – „იუსტიციის სახლისა“ და სახელმწიფო სერვისების
განვითარების სააგენტოს მიერ. კანონპროექტით ასევე გათვალისწინებულია სააგენტოს
20
აღნიშნული
უფლებამოსილების
დელეგირების
ხელშეკრულების
მუნიციპალიტეტისთვის
საფუძველზე,
რომლის
გადაცემის
შესაძლებლობა
შესაბამისადაც,
ვიზის
გასაცემად/გასაგრძელებლად საჭირო დოკუმენტაციის მიღებისა და სამგზავრო დოკუმენტში
ვიზის დატანა
შემდგომში განხორციელდება ასევე საზოგადოებრივი ცენტრების მიერ.
ამასთან, დგინდება, რომ დელეგირებულ უფლებამოსილების განხორციელებაზე სახელმწიფო
დარგობრივ
ზედამხედველობას,
საქართველოს
ორგანული
კანონით
„ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს
იუსტიციის
სამინისტრო,
მომსახურების
საფასურს,
სააგენტოს
მეშვეობით.
საქართველოს
ამ
მთავრობის
შემთხვევაში,
უცხოელი
დადგენილებით
იხდის
განსაზღვრული
ოდენობითა და წესით.
კანონპროექტით ზუსტდება ვიზების გაცემის ვადები, კერძოდ მოკლევადიანი
ელექტრონული ვიზა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის
„ელექტრონული ვიზის პორტალის“ მეშვეობით გაიცემა სავიზო განაცხადის წარდგენიდან 2
სამუშაო დღეში. აღნიშნული ვადა შეიძლება შემცირდეს 2 დღეზე ნაკლებ პერიოდამდე
საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ
გადაუდებელ შემთხვევებში.
ამასთან D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის გაცემაზე გავრცელდება მოკლევადიანი ვიზის
გაცემისთვის განსაზღვრული ვადები.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ)კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილის ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
21
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის
გადასახდელი ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშიროსი სამართლის სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირქეტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში
წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვადებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ
ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს
საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
22
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) უცხოელი – პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე და საქართველოში
სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი;
ბ) მოქალაქეობის არმქონე პირი – პირი, რომელსაც არცერთი სახელმწიფო არ მიიჩნევს თავის
მოქალაქედ საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) ვიზა – დადგენილი ფორმის ნებართვა ან აღნიშვნა სამგზავრო დოკუმენტში, რომელიც
ადასტურებს უცხოელის უფლებას, შემოვიდეს ან/და იმყოფებოდეს საქართველოში ან
ტრანზიტით გაიაროს საქართველოს ტერიტორია;
დ) ვიზის მოქმედების ვადა – პერიოდი, რომლის განმავლობაშიც უცხოელს აქვს
საქართველოში შემოსვლის ან/და ყოფნის უფლება;
ე) მოწვევა – საქართველოს მოქალაქის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირის,
საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის წერილობითი შუამდგომლობა
უცხოელის საქართველოში ჩამოსვლისა და ჩამოსვლის მიზნის თაობაზე;
ვ) სამგზავრო დოკუმენტი – პასპორტი ან მისი შემცვლელი სხვა სამგზავრო დოკუმენტი,
აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების
საფუძველზე აღიარებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ვარგისია
მგზავრობისათვის;
ზ) სასაზღვრო გამტარ პუნქტში ინსპექტირება – საქართველოში უცხოელის შემოსვლისას და
საქართველოდან მისი გასვლისას სასაზღვრო-მიგრაციული კონტროლის განხორციელება;
თ) ოჯახის წევრი – უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე
პირის მეუღლე, შვილი, მშობელი, აგრეთვე უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე
მოქალაქეობის არმქონე პირის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი ან/და სრულ
კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი, ქმედუუნარო ან შრომისუუნარო პირი;
ი) ნათესავი – უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის
მეუღლე, შვილი, მშობელი, და, ძმა, პაპა, ბებია, შვილიშვილი;
კ) სასაზღვრო გამტარი პუნქტი – საერთაშორისო მიმოსვლისათვის ნებადართული
გზატკეცილი ან გზის მონაკვეთი, რკინიგზის სადგურის, პორტის, ნავსადგურის, აეროპორტის
(აეროდრომის) ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო
საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო კონტროლი და საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი სხვა სახის კონტროლი;
ლ) სასაზღვრო ზონა – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან ან სანაპირო ზოლიდან
საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში შემავალი არაუმეტეს 5 კილომეტრის სიგანის
23
სახმელეთო ზოლი, აგრეთვე საერთაშორისო აეროპორტის (აეროდრომის), რკინიგზის
სადგურის, საზღვაო პორტის ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საქართველოს
სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო კონტროლი;
მ) თავისუფალი პროფესიის ადამიანი – გარკვეული პროფესიის პირი, რომელიც პირთა ან
საზოგადოებრივი
ინტერესების
სასარგებლოდ
დამოუკიდებლად,
საკუთარი
პასუხისმგებლობით ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას;
ნ) შრომითი საქმიანობა
ანაზღაურებას;
–
ნებისმიერი
საქმიანობა,
რომლისთვისაც
პირი
იღებს
ო) ტრანზიტით გავლა – საქართველოს ტერიტორიის გადაკვეთა მესამე სახელმწიფოში
შესვლის მიზნით;
პ) გადამყვანი კომპანია – ტრანსპორტის სფეროში მომუშავე იურიდიული პირი, რომელიც
დაკავებულია საქართველოში მგზავრთა ჩამოყვანით და საქართველოდან მათი გაყვანით;
ჟ) საქართველოში ყოფნის ვადა – საქართველოს ვიზაში ან საქართველოში ბინადრობის
ნებართვაში აღნიშნული, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადა,
რომლის განმავლობაშიც უცხოელს აქვს საქართველოში ყოფნის უფლება. საქართველოში
ყოფნის ვადა აითვლება უცხოელის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის პირველად
გადმოკვეთის დღიდან;
რ) თავშესაფრის მაძიებელი, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი –
„ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული პირები;
ს) დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი,
რომელიც გაიცემა თავშესაფრის მაძიებელ, საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის
სტატუსის მაძიებელ, აგრეთვე ამ კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ პირებზე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში და
დადგენილი წესით დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა შეიძლება გაიცეს აგრეთვე
პირებზე, რომელთა მიმართაც საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს პირადობის
დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის გაცემას;
ტ) გაძევება – სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს ქმედება, რომლის მიზანია ამ კანონით
განსაზღვრული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უცხოელის ან საქართველოში სტატუსის
მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ საქართველოს
დატოვების უზრუნველყოფა.
მუხლი 6. საქართველოს ვიზის გაცემის ზოგადი პირობები
1.
საქართველოს
ვიზა
გაიცემა
საზღვარგარეთ
საქართველოს
დიპლომატიურ
წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში. საქართველოს მთავრობის
დადგენილებით განსაზღვრულ განსაკუთრებულ შემთხვევებში საქართველოს ვიზა შეიძლება
გაიცეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე.
24
11. საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საიმიგრაციო ვიზას გასცემს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი წესით.
ამისათვის უცხოელი შესაბამისი განაცხადით მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა
სამინისტროს საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე
არაუგვიანეს 45 დღისა.
2. უცხოელს, რომლის მოქალაქეობის ქვეყანაშიც საქართველოს არ აქვს დიპლომატიური
წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, შეუძლია საქართველოს ვიზის მისაღებად
მიმართოს ახლომდებარე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო
დაწესებულებას.
3. უცხოელს, რომლის მოქალაქეობის ქვეყანაშიც საქართველოს აქვს დიპლომატიური
წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება და რომელიც იმყოფება მესამე
სახელმწიფოში, შეუძლია საქართველოს ვიზის მისაღებად მიმართოს ადგილსამყოფელ
ქვეყანაში მდებარე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო
დაწესებულებას, თუ მას აქვს ადგილსამყოფელი ქვეყნის მრავალჯერადი შესვლა-გასვლის
მოქმედი ვიზა ან მოქმედი ბინადრობის ნებართვა. ამ კატეგორიის უცხოელზე საქართველოს
ვიზის გაცემის შემთხვევაში ადგილსამყოფელი ქვეყნის ზემოაღნიშნული ვიზის ან
ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა 3 თვით უნდა აღემატებოდეს საქართველოს ვიზის
მოქმედების ვადას.
4. გამონაკლის შემთხვევაში საქართველოს ვიზა შეიძლება გაიცეს საერთაშორისო
სამართლებრივი ან ჰუმანიტარული საფუძვლებიდან ან საქართველოს სახელმწიფოებრივი
ინტერესებიდან გამომდინარე, თუ უცხოელი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს ვიზის
მიღებისათვის დადგენილ მოთხოვნებსა და პირობებს. ასეთ შემთხვევაში მასზე გაიცემა
ერთჯერადი ვიზა 30 კალენდარული დღის მოქმედების ვადით, ხოლო უცხოელის
საქართველოში შემოსვლის შემდეგ – დროებითი ბინადრობის მოწმობა.
5. უცხოელზე შეიძლება გაიცეს ერთჯერადი ან მრავალჯერადი ვიზა საქართველოში
შემოსვლის უფლებით, თუ იგი აკმაყოფილებს საქართველოს ვიზის მიღებისათვის დადგენილ
მოთხოვნებსა და პირობებს.
6. ერთჯერადი მოკლევადიანი ვიზა შეიძლება გაიცეს უცხოელის მიერ სავიზო განაცხადში
მითითებული დღეების რაოდენობის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 30 დღისა.
7. მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა შეიძლება გაიცეს არაუმეტეს 5 წლის მოქმედების
ვადით. ამასთანავე, უცხოელის საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საერთო ვადა არ უნდა
აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს 180-დღიან პერიოდში. მრავალჯერადი მოკლევადიანი
ვიზა გაიცემა იმ უცხოელზე, რომელმაც წინა წელს მიიღო ერთი საქართველოს ვიზა მაინც,
გამოიყენა ეს ვიზა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და არსებობს მის მიერ
მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზის მოთხოვნის საფუძველი.
8. გრძელვადიანი ვიზა გაიცემა მრავალჯერადი შესვლის უფლებით, 90 კალენდარული დღის
მოქმედების ვადით. იგი დიპლომატიური აკრედიტაციის ან ბინადრობის ნებართვის მიღების
წინაპირობაა.
25
9. საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების
შეწყვეტის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა.
მუხლი 7. საქართველოს ვიზის კატეგორიები
1. საქართველოს ვიზა იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) დიპლომატიური (A კატეგორია);
ბ) სპეციალური (B კატეგორია);
გ) ორდინალური (C კატეგორია);
დ) საიმიგრაციო (D კატეგორია);
ე) ტრანზიტული (T კატეგორია).
2. საქართველოს ვიზა შეიძლება იყოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი.
3. საქართველოს ვიზა გაიცემა:
ა) დიპლომატიური ვიზა:
ა.ა) A1 კატეგორიის – სახელმწიფო, ოფიციალური, სამუშაო, მეგობრული ან არაოფიციალური
ვიზიტით საქართველოში მომავალ სხვა სახელმწიფოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი
ხელისუფლებების პირველ პირებზე, უმაღლესი და მაღალი დონის დელეგაციების წევრებზე
და მათ თანმხლებ ოჯახის წევრებზე;
ა.ბ) A2 კატეგორიის – საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური და მათთან
გათანაბრებული წარმომადგენლობების თანამშრომლებზე, საკონსულო დაწესებულებათა
საკონსულო თანამდებობის პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე; საქართველოს ტერიტორიაზე
განლაგებული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების იმ თანამშრომლებზე,
რომლებსაც საქართველომ მიანიჭა დიპლომატიური სტატუსი, და მათი ოჯახის წევრებზე;
ა.გ) A3 კატეგორიის – დიპლომატიურ კურიერებზე, სპეციალური დიპლომატიური მისიით
საქართველოში მომავალ პირებზე;
ა.დ) A4 კატეგორიის – საქართველოს საპატიო კონსულებზე, თუ ისინი სხვა ქვეყნის
მოქალაქეები არიან;
ა.ე) A5 კატეგორიის – საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა
მისიით საქართველოში მომავალ, სამსახურებრივი/ოფიციალური ან ორდინალური
პასპორტის მფლობელ პირებზე;
ბ) სპეციალური ვიზა:
ბ.ა) B1 კატეგორიის – სხვა სახელმწიფოს დელეგაციის წევრებზე, მათ თანმხლებ ოჯახის
წევრებსა და მათ თანმხლებ სხვა პირებზე;
ბ.ბ) B2 კატეგორიის – სხვა სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის
ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მომსახურე პერსონალის წევრებზე, საკონსულო
26
დაწესებულების საკონსულო მოსამსახურეებსა და მომსახურე პერსონალზე, აგრეთვე მათი
ოჯახის წევრებსა და კერძო შინამუშაკებზე; საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული
საერთაშორისო და ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლობების თანამშრომლებზე
და მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრებზე;
ბ.გ) B3 კატეგორიის – საქართველოს საერთაშორისო ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებების საფუძველზე საქართველოში მომავალ პირებზე, საქართველოს
საერთაშორისო
ხელშეკრულების
საფუძველზე
საქართველოს
ტერიტორიაზე
დისლოცირებული სამშვიდობო ძალებისა და სხვა სამხედრო კონტინგენტის წევრებზე;
ბ.დ) B4 კატეგორიის – საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა
მისიით საქართველოში მომავალ, სამსახურებრივი/ოფიციალური ან ორდინალური
პასპორტის მფლობელ პირებზე;
გ) ორდინალური ვიზა:
გ.ა) C1 კატეგორიის – ტურისტული მიზნით საქართველოში მომავალ პირებზე;
გ.ბ) C2 კატეგორიის – ნათესავებისა და მეგობრების მოსანახულებლად საქართველოში
მომავალ პირებზე, თავისუფალი პროფესიის ადამიანებზე;
გ.გ) C3 კატეგორიის – საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გასამართავად
საქართველოში მომავალ პირებზე, სამეცნიერო სემინარის, კონფერენციის, სხვა სამეცნიეროკვლევითი, პედაგოგიური, კულტურული ან სპორტული ღონისძიების მონაწილეებზე,
ჟურნალისტური საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოში მომავალ პირებზე,
საქართველოს ნავსადგურში მდგომი გემის ეკიპაჟის წევრებზე, თუ საქართველოს
საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული არ არის გემის ეკიპაჟის წევრთა უვიზო
მიმოსვლა;
გ.დ) C4 კატეგორიის – სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი
მდგომარეობის არსებობისას ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად, საქველმოქმედო
საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოში მომავალ პირებზე, საქართველოს
მოქალაქის მეურვეზე ან მზრუნველზე, საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან
მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირზე, სამკურნალოდ, ნათესავებისა და ახლობლების საფლავების
მოსანახულებლად, წმინდა ადგილების მოსალოცავად და რელიგიური კონტაქტების
დასამყარებლად, მეცნიერული, სპორტული, კულტურული ან საგანმანათლებლო მისიით
საქართველოში მომავალ პირებზე;
დ) საიმიგრაციო ვიზა:
დ.ა) D1 კატეგორიის – შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოში მომავალ
პირებზე, კომპანიებისა და ფირმების წარმომადგენლებსა და კონსულტანტებზე, რომლებიც
საქართველოში თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად მოემგზავრებიან,
მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მუშაკებზე, რომლებიც საქართველოში თავიანთი
სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად მოემგზავრებიან, უცხოელებზე, რომლებიც
საქართველოში სამუშაოდ, გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე შემოდიან;
27
დ.ბ) D2 კატეგორიის – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამეწარმეო
საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოში მომავალ პირებზე;
დ.გ) D3 კატეგორიის – საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში
სასწავლებლად მომავალ პირებზე;
დ.დ) D4 კატეგორიის – ოჯახის გაერთიანების მიზნით საქართველოში მომავალ პირებზე;
ე) ტრანზიტული ვიზა – მესამე სახელმწიფოში შესვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიის
ტრანზიტით გავლის (10 დღე) შემთხვევაში.
4. A1 კატეგორიის ვიზის მფლობელი პირები ვიზის მოქმედების პერიოდში საქართველოში
დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობენ.
მუხლი 8. საქართველოს ვიზის მიღებისათვის საჭირო პროცედურები
1. საქართველოს ვიზის მისაღებად უცხოელი ავსებს საქართველოს საგარეო საქმეთა
სამინისტროს ნორმატიული აქტით დადგენილი ფორმის სავიზო განაცხადს.
2. სავიზო განაცხადს უნდა ერთოდეს საქართველოს ვიზის გაცემის წესით
გათვალისწინებული დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს შემდეგ გარემოებებს (ან ეს
გარემოებები ცნობილი უნდა იყოს საქართველოს ვიზის გამცემი ორგანოსთვის):
ა) მგზავრობის მიზანი და სავარაუდო პირობები;
ბ) მგზავრობისათვის საკმარისი
სასურველი ვადის განმავლობაში;
ფინანსური
სახსრების
არსებობა
მგზავრობისათვის
გ) პირის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა;
დ) საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლისას პირის დანიშნულების ქვეყანაში
შესვლის გარანტიები, გარდა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის დროს საქართველოს
სახელმწიფო საზღვარზე სატვირთო ავტომანქანის ძირითად და დამატებით მძღოლებზე
ტრანზიტული ვიზების გაცემის შემთხვევისა.
3. აუცილებლობის შემთხვევაში საქართველოს ვიზის გამცემმა ორგანომ შესაძლოა
მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები ან საქართველოს ვიზის მიღების მსურველი
უცხოელი მიიწვიოს გასაუბრებაზე, რათა შემოწმდეს:
ა) განმცხადებლის ვინაობა;
ბ) სავიზო განაცხადსა
ნამდვილობა;
და
თანდართულ
დოკუმენტებში
აღნიშნული
მონაცემების
გ) ფინანსური სახსრების ლეგალურობა;
დ) მგზავრობის მიზანი, მარშრუტი და ხანგრძლივობა;
ე) განმცხადებლის უკან დაბრუნების გარანტიები.
28
4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში უცხოელს მოეთხოვება
მოწვევის წარდგენა.
5. საქართველოს ვიზის მისაღებად არასრულწლოვანს ან/და ფსიქიკური აშლილობის მქონე
პირს ესაჭიროება მისი კანონიერი წარმომადგენლის (წარმომადგენლების) დამოწმებული
თანხმობა.
6. დიპლომატიური და სპეციალური ვიზების გაცემისათვის აუცილებელია შესაბამისი
სახელმწიფოს საგარეო უწყების, დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო
დაწესებულების ან იმ ორგანიზაციის წერილობითი მომართვა, რომლის თანამშრომლებიც
დიპლომატიური ან სპეციალური/მასთან გათანაბრებული სტატუსით სარგებლობენ.
7. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო
დაწესებულებები მოკლევადიანი საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას
იღებენ შესაბამისი სავიზო განაცხადისა და საქართველოს ვიზის გასაცემად საჭირო სხვა
დოკუმენტაციის მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში. მოკლევადიანი
საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ვადა შეიძლება
გახანგრძლივდეს 30 კალენდარული დღით, თუ საჭიროა სავიზო განაცხადის შემდგომი
შემოწმება. მოკლევადიანი საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების
ვადა შეიძლება შემცირდეს 2 სამუშაო დღემდე ან უფრო მოკლე პერიოდამდე საქართველოს
მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ გადაუდებელ შემთხვევებში.
8. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო
დაწესებულებები გრძელვადიანი საქართველოს ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას
იღებენ შესაბამისი სავიზო განაცხადისა და საქართველოს ვიზის გასაცემად საჭირო სხვა
დოკუმენტაციის მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
მუხლი 9. საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელება
1. საქართველოში შესაძლებელია დიპლომატიური და სპეციალური ვიზების მოქმედების
ვადის გაგრძელება.
2. დიპლომატიური და სპეციალური ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ
გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
3. დიპლომატიური და სპეციალური ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელება დასაშვებია, თუ
საქართველოში უცხოელის შემოსვლის მიზნის მისაღწევად მის მიერ მიღებული
საქართველოს ვიზის მოქმედების ვადა საკმარისი არ არის.
4. საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება, როგორც
წესი, მიიღება საჭირო დოკუმენტაციის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში.
აღნიშნული ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს 1 თვემდე.
5. საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების საკითხის განხილვისას გამოიყენება
ამ კანონის II და III თავების დებულებები.
მუხლი 10. საქართველოს სავიზო ვალდებულებებისაგან გათავისუფლება
29
1. უცხოელი შესაძლებელია გათავისუფლდეს საქართველოს სავიზო ვალდებულებებისაგან
საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.
2. უცხოელი, რომელსაც საქართველოში შემოსვლისათვის არ ესაჭიროება მოკლევადიანი
ვიზა, საქართველოში შემოდის და იმყოფება არაუმეტეს 90 კალენდარული დღის ვადით
ნებისმიერ იმ 180-დღიან პერიოდში, რომელიც აითვლება საქართველოში მისი პირველად
შემოსვლის დღიდან.
3. იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ
შემოსვლა, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.
4. საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან საქართველოში ლტოლვილის ან
ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის დროებითი ბინადრობის მოწმობის მფლობელი
უცხოელი საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების მთელ პერიოდში
საქართველოში უვიზოდ შემოდის.
5. საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ:
ა) იმ საჰაერო ტრანსპორტის მგზავრებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიას გადაკვეთენ
საქართველოს აეროპორტებში შუალედური დაჯდომის გარეშე, თუ არსებობს საქართველოს
საჰაერო სივრცის გადაკვეთის წინასწარი ნებართვა;
ბ) საერთაშორისო ავიახაზების, სარკინიგზო ან საზღვაო ტრანსპორტის ეკიპაჟის წევრებსა და
მგზავრებს შუალედური გადასხდომით, თუ მგზავრებს აქვთ დანიშნულების ქვეყანაში
შესვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და საქართველოში მათი ყოფნის ვადა არ
აღემატება 10 დღეს. ამასთანავე, მგზავრებს უფლება არ აქვთ, დატოვონ აეროპორტში,
სადგურსა და ნავსადგურში მათთვის სპეციალურად გამოყოფილი სატრანზიტო ტერიტორიის
ფარგლები.
მუხლი 11. საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძ
ვლები
1. უცხოელს საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი
ეთქვას:
ა) თუ მას არ აქვს საქართველოში შემოსვლისათვის
კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები;
აუცილებელი,
საქართველოს
ბ) თუ მას აკრძალული აქვს საქართველოში შემოსვლა ან არ გადაუხდია ჯარიმა, რომელიც
დაწესებულია საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნისათვის;
გ) თუ მან საქართველოს ვიზის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად
არასრული ან ყალბი მონაცემები ან დოკუმენტები წარადგინა;
დ) თუ მას არ აქვს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა ან საქართველოში
ცხოვრებისათვის და უკან დასაბრუნებლად საკმარისი ფინანსური სახსრები;
ე) თუ საქართველოში მისი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და
30
საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი
ინტერესების დაცვას;
ვ) თუ, საგარეო-პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მიუღებელია მისი
საქართველოში ყოფნა;
ზ) თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი ვიზის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ
კანონიერი საფუძვლის გარეშე დარჩება საქართველოში;
თ) თუ იგი არ იძლევა ინფორმაციას ან იძლევა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნებისა და
მგზავრობის მიზნის შესახებ;
ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. უცხოელს საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქმება
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში
საქართველოს ვიზის გაცემის ან საქართველოში შემოსვლის მიზანშეუწონლობის შესახებ
დასკვნა არ საბუთდება.
4. უცხოელი, რომელსაც სასაზღვრო გამტარ პუნქტში ინსპექტირების შედეგად უარი ეთქვა
საქართველოში შემოსვლაზე, უკან ბრუნდება.
5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხოელს სამართლებრივი
ან ფაქტობრივი მიზეზის გამო არ შეუძლია დაუყოვნებლივ დატოვოს სასაზღვრო კონტროლის
ზონა, იგი დროებით განთავსდება სასაზღვრო კონტროლის ზონაში, მეთვალყურეობის ქვეშ,
ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე.
მუხლი 14. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გამცემი ორგანო და ბინადრობის ნებართვ
ის გაცემის ზოგადიპირობები
1. საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო
სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო).
2. უცხოელი უფლებამოსილია მიმართოს სააგენტოს საქართველოში ბინადრობის ნებართვის
იმავე მიზნით გაცემის შესახებ, რომლისთვისაც მან მიიღო საქართველოში შემოსვლის
ნებართვა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება ამ კანონის მე-15 მუხლის „დ“, „ვ“ და
„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ბინადრობის ნებართვის გაცემის შემთხვევებზე.
მუხლი 15. ბინადრობის ნებართვის სახეები
საქართველოში გაიცემა შემდეგი სახის ბინადრობის ნებართვები:
31
ა) შრომითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი
წესით
საქართველოში
სამეწარმეო
ან
შრომითი
საქმიანობის
განსახორციელებლად, აგრეთვე თავისუფალი პროფესიის ადამიანზე;
ბ) სასწავლო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ
საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით;
გ) ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით, რომელიც გაიცემა ბინადრობის
ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრებზე;
დ) საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე,
რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;
ე) მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა პირზე, რომელსაც
საქართველოში დაუდგინდა მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი;
ვ) სპეციალური ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომლის შესახებაც
არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი შეიძლება იყოს ადამიანით ვაჭრობის
(ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი ან დაზარალებული „ადამიანით ვაჭრობის
(ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ
შემთხვევებში, უცხოელზე, რომელზედაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის
გაცემის თაობაზე წერილობით ინიციატივას წარადგენს საქართველოს მთავრობის წევრი, ამ
კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ პირებზე და უცხოეთში მცხოვრები
თანამემამულის სტატუსის მქონე სხვა სახელმწიფოს მოქალაქეზე;
ზ) მუდმივი ცხოვრების ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე,
მშობელზე, შვილზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელმაც
საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე იცხოვრა ბოლო 6 წლის
განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით
ცხოვრებისა და დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის
პერიოდი;
თ) საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელმაც
საქართველოში განახორციელა არანაკლებ 300 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია
„საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად, და მისი ოჯახის წევრებზე. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის ოჯახის წევრებად
ითვლებიან უცხოელის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და მის სრულ კმაყოფაზე მყოფი
ქმედუუნარო ან შრომისუუნარო პირი;
ი) დროებითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელსაც „ოჯახში
ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს მსხვერპლის სტატუსი.
მუხლი 16. ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა
1. ამ კანონის მე-15 მუხლის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქართველოში დროებითი
ბინადრობის ნებართვები უცხოელზე შეიძლება გაიცეს არაუმეტეს 6 წლის ვადით.
32
2. მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა გაიცემა 3 წლის ვადით.
მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა საქართველოს
მოქალაქეობიდან გასვლით ან რომელიც 1993 წლის 31 მარტისათვის მუდმივად ცხოვრობდა
საქართველოში, საქართველოს მოქალაქედ არ ჩაითვალა და 1993 წლის 31 მარტის შემდეგ არ
მოხსნილა საქართველოში მუდმივი რეგისტრაციიდან, ბინადრობის ნებართვა გაიცემა
მუდმივი ცხოვრების უფლებით.
3. ამ კანონის მე-15 მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქართველოში
მუდმივი ბინადრობის ნებართვები გაიცემა მუდმივი ცხოვრების უფლებით.
4. საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა გრძელდება იმავე
პირობებით, რომლებითაც გაიცა იგი.
მუხლი 21. საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტა
1. უცხოელს საქართველოში ყოფნის ვადა შეიძლება შეუწყდეს:
ა) თუ მან საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან საქართველოს ვიზის მისაღებად ყალბი
ან იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტები წარადგინა;
ბ) თუ იგი ახორციელებს
სახელმწიფო უსაფრთხოებას;
საქმიანობას,
რომელიც
საფრთხეს
უქმნის საქართველოს
გ) თუ მან საქართველოში ყოფნის ვადის გასვლამდე შეწყვიტა ან დაასრულა სწავლა
საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, თუკი საქართველოში
ბინადრობის ნებართვა ამ საფუძველზე ჰქონდა მიღებული;
დ) თუ მან შეწყვიტა ის საქმიანობა ან ურთიერთობა, რომლის საფუძველზედაც მიღებული
ჰქონდა საქართველოში ბინადრობის ნებართვა;
ე) თუ აღარ არსებობს ან არ შესრულდა ის მიზანი, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა
საქართველოს ვიზა;
ვ) თუ იგი აღარ არის საქართველოს მოქალაქის მეურვე ან მზრუნველი ან აღარ იმყოფება
საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ, თუკი საქართველოში
ბინადრობის ნებართვა ამ საფუძველზე ჰქონდა მიღებული;
ზ) თუ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად იგი ფიქციურად დაქორწინდა;
თ) თუ იგი გააძევეს საქართველოდან;
ი) თუ მან შესაბამის განცხადებაში არასწორი მონაცემი მიუთითა ან დამალა მნიშვნელოვანი
ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა
საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად;
კ) მოქალაქეობრივი კუთვნილების ცვლილების შემთხვევაში, თუ მას საქართველოში
მუდმივი ბინადრობის მოწმობა ბინადრობის ნებართვის მიღების გარეშე ჰქონდა აღებული;
ლ) თუ მან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღებიდან 6 თვის ვადაში არ მიმართა
სააგენტოს ბინადრობის მოწმობის ასაღებად.
33
2. პირს საქართველოში ყოფნის ვადა შეუწყდება, თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება
მისთვის მოქალაქეობის არმქონე პირის ან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის
შეწყვეტის შესახებ.
3. საქართველოს მთავრობის წევრის წერილობითი ინიციატივის საფუძველზე გაცემული
სპეციალური ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა აგრეთვე შეწყდება საქართველოს
მთავრობის შესაბამისი წევრის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
4. საქართველოს დიპლომატიური და სპეციალური ვიზების მოქმედების ვადის შეწყვეტის
შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ხოლო
საქართველოს ორდინალური, საიმიგრაციო და ტრანზიტული ვიზების მოქმედების ვადის
შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებებს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
5. უცხოელის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის შეწყვეტის შესახებ
გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. საქართველოს ვიზა და საქართველოში ბინადრობის ნებართვა ძალას კარგავს, თუ:
ა) უცხოელზე გაიცემა ახალი საქართველოს ვიზა ან საქართველოში ბინადრობის ნებართვა,
რომლის მოქმედების ვადა მოიცავს ადრე გაცემული საქართველოს ვიზის ან საქართველოში
ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადას;
ბ) უცხოელმა, რომელზედაც გაიცა საქართველოს ვიზა ან საქართველოში ბინადრობის
ნებართვა, მიიღო საქართველოს მოქალაქეობა.
მუხლი 70. საქართველოს ვიზისა და საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაკრებელი დ
ა საფასური
1. უცხოელი საქართველოს ვიზის გაცემისათვის იხდის საკონსულო მოსაკრებელს
„საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო უცხოელი
სასაზღვრო გამტარ პუნქტში მოკლევადიანი ორდინალური ვიზის გაცემისათვის, აგრეთვე
საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფი უცხოელი საქართველოს საგარეო საქმეთა
სამინისტროს მიერ საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის იხდიან სახელმწიფო ბაჟს „სახელმწიფო
ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების საკითხის განხილვისა და
გადაწყვეტისათვის უცხოელი იხდის მომსახურების საფასურს საქართველოს მთავრობის
დადგენილებით განსაზღვრული ოდენობითა და წესით.
34
დასკვნები
「 )\
〆
b)力 hCn300mb
3oし o
bbbOUXOt8pr)(り Ч
〕うhCD8350∩
―
ル z釜̲2̲
4600 :,● (llヽ 111,0.
す
R(}ヽ ヽヽt10()01,(ヽ t)3 26
06ヽ 、
̲夕 ̲ρ3̲2o面 oRo
bsjr6or3gq'ob Jr6qrr0966otr
bro66r6obr6oo q9gJ.:69.:0g6gob gg6olllt
crq'bloo. 3or56b3or6rod5b
cgrtrJg'r
brju6orggq,ob 0org6<nbolr 0oX6 br3r6o60qrg\m o6o6o,:gogob $gttoor $$0oqgbC6oq,o
Irjr6or3gq,ob 3r6obg0oL Jt6ogflggbob: ,,g6bogqorr q.or EmCrq,rCCrnbolr s66jcr69 3o6cn,>
lt0r6cnqrg0t6ogo 0qg6cr0r6gcrbob Egbrbg0" llsjs6orggq,ob 316o60o 6gqoqrgbob tsgg,:6ob orrobljcA",
ltrjrdror3Xq,ob 3$o60o 63q,oq,g6ob tsgg$ob orrobsiog",
"ltcfuq,fl$ogo $sgolt tsgbsbgb"
bsbq36pgo 3oq$Cbtso Ggq,oq,Xbob Sggr6ob EXbsb96" qgr brj,>t6o69q,ob
"brjr6orggq,ob
e6gr6gqo 3r6rn6ob 3<6oXjr$r "brjs<6or3gq,olt ot<t6r6gqr 316o68o,,rq.o6oq,o66ogo
or3oo)a0s6or3gq,obolr 3oq.oftlbo" 6gq,oq,gbob tsCorbob 0CbrbCb" (07-2/314,13.03.15) bsjr6orggqob
3*6q,$966ob tig6q,r0g6gob 145-9 0gbq,ob Eg-2 Jg6jgolr,,b" cagJu6jgcrrr6 0gb$r0olrrnbolr
orroOrilg
brj.:6co3gq,cnb J;6q,,>0g6gob ltbogaggrn rngollO,> 6,r6oboq,r brjr6orgq,mb Oorsg6erbolr
6o96 br3r6o66qg3bqrro o6o6o.:go3ob $gboor $r60cnqr6g6oq,o brjr6or3gq,rnb 3tbrnbgbo[
J6oSjggbob: ,,g6brngq,orr qrr Ornjrq,sjgmbob r60jrnbg Jo6orl Lr0r6oq,gbr6o3o 0qr5rn6r63obob
0gb,:bgb" brj.>t6or3gq,r'rl-r 316o68o 63q,oq,gbol-r 0ggr6ob orrr.rbr9ca", ,,lrsbgq,0$ogrn br5ob tsgb.:bgb"
b$;6cn39q,r'rb 3.rbrn60o 6gq,oq,g0ob Egg,:6ob co,:obril3", ,,t-r.:js6or3gq,rnb brbogaggrn 3r'rpgjb0o
63q,oqrgbob tsggrbot-t 0gbrbgb" q.or brjr6or3Sqrrob o65rbpq,o 3rbar6olr Jr6rngj6U ,,brj,:6orgq,r'rl:
rnt65r6pq, Jr6s)6tso ,,rqr5oqx.rb6ogo o13oo16 Ort6o3gqrcrbot-r 3r'rqggjbo" 63q,oq,gbob 0ggt6ob
tsgl.rrbgb" (07-Y314, 13.03.15) brj.:6cnggq,rnb J,>6q,,:6X6goU 6g5q,,:636goU 145-3 flgbq,ob 0g-2
Jpbjgob ,,b' $gJg6jgor.rb 09brbr6otrr.r0ol-r bt3ocnbo er
3,:6m636ogjg9bolr 6rEboq,goli J6r'16Xpg6otr q9rgg9br.
3。
003。 し
000⑮
―
一
一
\_
一
,
/
-/t
-,..----..,.
6ornt6go agt6g6r0goE o
b$ogagger ogolrob gg6crtro
0o9cr603$rn6oq,rqg 0o186or
駅
¨
t …
脚―
¨
¨
がヽ 26
,0おヽ前。 ∞ oお薇
ヽ夕`,v亭 い
12289168
̲"
c
b)力
)う hCう
h039Cnb 26 Abashmze Avenuc,4600,K帆
がい,Goo鱈 ●
Te1 228 91 68
03500
o‐
…
>:Lgaldep@panlamenl
ge
ma■ legaldcP@panianent ge
・ ―=
u●
,,i-3-" ,,--:$g:,---" 2615 I.
erbJBbr
t rCr6cr4Cq,r'rl, ao,J0rio6oU 0o35 tr.r3r6o6aeCbE r'r o6qlor6.goL
$glnor $rrldgrqr66rryro
,,g6trr3q,oru p.: 0oj.rq,.:jSobob v66jrn6g Jortrcnr l.rr0r6or3qXb6o3o 0qg6o6r69o6olr
0gLrb36" buj.:tlo5gq,ol, JJ6o60o 0gq)oq,g6ol.r ts9gr6ou or.r('rbr$C.,, ,,U,)bCq,A$otso 6rrou
051rb36" ltj.:t(ro69q,ol.r 3s6o66o 63q'oqCboL ACOrbotJ ol,r(')bJS3,,, ,,lrjr6or33qnLr
brboUxro(') Joe{Bboo Ogq,oq,C6ob ACOJEoL ACbrbCA. brCr6orgggob
3$rn6gbob
Jd)oftl$Cbol, Ai lDC,>6or3gq>ob o6g.:6gq, 3$<'168o,,rq.o6oq,obrir6o
or3oo)a0.r6or3Xq'o6ob 3oqgllm" 6q,ogCboL SCOrboL ACbJbC6.. o66.:bgqo
3.>6<,r6oL
3r6o$goL (07 2,414; 13.03.2015) lrjr6cDgJq,mU JJ6q,rAC6eob 636q,.r636goU 145-9
0g\,ob 0oorbo3636oi6 ACbrbrAobobol., oJoAJ<bC
いJ蒟 030史 Ob 3ぅ 6で 、
0050ぅ もヽo6。 0030o
吻 璽o、 ∞゛060o00500o6● 5ob∝ P。
し
。
蒟
03S●
030∽
。
」
36000じ ooメ し
0"い 600∞ ¨5o9o
、 050● 0&で0 05oOo50%Cも 防し
`
。
。
υ
00Jδ
。
。
おし
。
60」 050 3o6∽ δ 0。69KPOい 。
"00bON∽ で
響ぬ
30 0"60あ 6,60し
00も bb゛ し
。
。
″
が30智 0し 3。 5o関 o03で 。Ψ●0も 00c"61Dも の50os、 ,"い bOr∞090。 oも
」
0
詢
00も 。
b● b司 。
6o30響 0も 3。 5o田 o
0智
も
o00。
5oし
の
o06。
、
智 0お
6の 30響 0し
0 , "b司 。
じδ
600知 00 30"側 も00 o3で 0で 060じ OoO。 5ob 00い bO。 も 。6030智 Ob 3δ
6o5060じ
司
36oO」 0,0も eb boJ。 6930q‐ b o6か ら
っ噌 355o50o,,Nら 雪 006o300お OC 0。 60∞ で0ぉ じ
0
3α ヽ側し
、
boO・ 06ぃ 50鸞03● 5o5oじ 36oOJ00b(07‑2731■
∞で0ミ゛ 。し Ooo。 5oし もし
13032015)し 5」 。
6∽ 3ぶ や0し 3o6智 o匈 500b606智 。
oo50oし 1450匈 uマ Ob 0002b035゛ の、
6
●
しじ
00bO"。
3bobδ arlし 0。 。
00%。
田0,05oΨ oe 00。 860。 3。 い 6゛ ob 3600」
、
しぃOb"P30じ
00。 。
8600"池 る。しや。 。
'8゛
し
`
5to60
,R̀6」
グ
グ
0゛ 050050 09̀柿 じ
o