„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-03-23
ბიუროს ნომერი 260
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების
შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
(www.matsne.gov.ge, 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) შეტანილ იქნას
შემდეგი ცვლილება:
1. 133-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:
„ბ1) დაავალოს მუნიციპალიტეტის ორგანოს, თანამდებობის პირის ან სხვა მოსამსახურეს
მოქმედების (რეალაქტის) განხორციელება;“.
2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1351 მუხლი:
„მუხლი 1351. მოქმედების განხორციელების ვალდებულება
სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს უფლება აქვს შეისწავლოს დელეგირებული
უფლებამოსილების ფარგლებში მუნიციპალიტეტის ორგანოს, თანამდებობის პირის ან
სხვა
მოსამსახურის
მიერ
განხორციელებული
რეალაქტის
მიზანშეწონილობა
და
დაავალოს
მუნიციპალიტეტის ორგანოს/თანამდებობის პირს სათანადო მოქმედების განხორციელება.“.
3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1632 მუხლი:
„მუხლი 1632. მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილების დელეგირების დროებითი წესი
2017 წლის 31 დეკემბრამდე, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი
მდგომარეობის
შესახებ“
საქართველოს
მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილების
კანონით
გათვალისწინებულ
შემთხვევაში,
დელეგირება დასაშვებია მისთვის სათანადო
მატერიალური ან/და ფინანსური რესურსების გადაცემის გარეშე.“.
მუხლი 2 . ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების
შეტანის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის
მიღების
მიზეზია
„უცხოელთა
და
მოქალაქეობის
არმქონე
პირთა
სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს
კანონის
პროექტით
გათვალისწინებული
რეგულაციები,
რომელთა
თანახმად,
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საიმიგრაციო ვიზის (არაელექტრონული ფორმით)
გაცემის, აგრეთვე დიპლომატიური და სპეციალური ვიზების, D3 და D5 კატეგორიის საიმიგრაციო
ვიზების
გაგრძელების შემთხვევაში,
დოკუმენტში
ვიზის
დატანას
თუ
საჭირო
დოკუმენტაციის
მიღებასა
და
უზრუნველყოფს
საქართველოს
იუსტიციის
სამგზავრო
სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „იუსტიციის სახლი“ და
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და აღნიშნული უფლებამოსილება დელეგირების
ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცემა მუნიციპალიტეტს, აღნიშნული წარმოშობს საქართველოს
ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი) სათანადო
ცვლილებების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია საიმიგრაციო ვიზის (არაელექტრონული ფორმით) გაცემის, აგრეთვე
დიპლომატიური და სპეციალური ვიზების, D3 და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების გაგრძელების
შემთხვევაში, თუ საჭირო დოკუმენტაციის მიღებასა და სამგზავრო დოკუმენტში ვიზის დატანას
უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო
სამართლის იურიდიული პირი - და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და აღნიშნული
უფლებამოსილება დელეგირების ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცემა მუნიციპალიტეტს,
დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების სამართლებრივი უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ითვალისწინებს შემდეგ ცვლილებებს:
კოდექსის 133-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რომელიც ადგენს დარგობრივი ზედამხედველობის
განხორციელების ფორმებს, ერთ-ერთ ფორმად ემატება სახელმწიფო ზედამხედველობის
ორგანოს უფლებამოსილება, დაავალოს მუნიციპალიტეტის ორგანოს, თანამდებობის პირის ან
სხვა მოსამსახურეს მოქმედების (რეალაქტის) განხორციელებაც, რასაც კოდექსის დღეს მოქმედი
რედაქცია არ ითვალისწინებს, არადა მუნიციპალიტეტის ორგანოს, თანამდებობის პირებისა და
ცალკეული მოსამსახურეების ქმედებები (მაგალითად, განცხადებისა და თანდართული
დოკუმენტების მიღებისას არ გასცეს მათი მიღებისა და რეგისტრაციის დამადასტურებელი
დოკუმენტი) შესაძლებელია იწვევდეს გარკვეულ შედეგებს, ისევე, როგორც მუნიციპალიტეტის
ორგანოსა და თანამდებობის პირების მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, კოდექსს, აგრეთვე, ემატება 1351-ე
მუხლი, რომლის თანახმად, სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს უფლება ექნება
შეისწავლოს დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მუნიციპალიტეტის ორგანოს,
თანამდებობის
პირის
ან
სხვა
მოსამსახურის
მიერ
განხორციელებული
რეალაქტის
მიზანშეწონილობა და დაავალოს მუნიციპალიტეტის ორგანოს/თანამდებობის პირს სათანადო
მოქმედების განხორციელება;
კოდექსს ემატება 1632 მუხლი, რომლის თანახმად, დროებითი ღონისძიების სახით, 2017 წლის
31
დეკემბრამდე,
მდგომარეობის
„უცხოელთა
შესახებ“
და
მოქალაქეობის
საქართველოს
კანონით
არმქონე
პირთა
სამართლებრივი
გათვალისწინებულ
შემთხვევაში,
მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილების დელეგირება დასაშვებია მისთვის სათანადო
მატერიალური ან/და ფინანსური რესურსების გადაცემის გარეშე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ გამოიწვევს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ)კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილის ცვლილებას, რადგან კანონპროექტი ითვალისწინებს კოდექსში, გარდამავალი დებულების
სახით, დათქმას, რომ 2017 წლის 31 დეკემბრამდე, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა
სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში,
მუნიციპალიტეტისთვის
უფლებამოსილების
დელეგირება
დასაშვებია
მისთვის
სათანადო
ახალი
ფინანსური
მატერიალური ან/და ფინანსური რესურსების გადაცემის გარეშე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღება
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება
კანონპროექტის
მოქმედება,
რადგან
კანონპროექტი
ითვალისწინებს
კოდექსში,
გარდამავალი დებულების სახით, დათქმას, რომ 2017 წლის 31 დეკემბრამდე, „უცხოელთა და
მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებულ
შემთხვევაში,
მუნიციპალიტეტისთვის
უფლებამოსილების
დელეგირება
დასაშვებია მისთვის სათანადო მატერიალური ან/და ფინანსური რესურსების გადაცემის გარეშე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელი
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითავალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორiსი სამართლის სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში
წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვადებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ
ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს
საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც შედის ცვლილება
მუხლი 133. დარგობრივი ზედამხედველობა
1. მუნიციპალიტეტის ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების
ფარგლებში მიღებულ/გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტსა და
მუნიციპალიტეტის ორგანოს ქმედებაზე ხორციელდება დარგობრივი ზედამხედველობა.
2.
დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების
დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია:
სახელმწიფო
ზედამხედველობისას
ა) გამოითხოვოს დოკუმენტი ან ინფორმაცია;
ბ) შეაჩეროს ან გააუქმოს მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
გ) ჩაანაცვლოს ადგილობრივი თვითმმართველობა.
ორგანოს/თანამდებობის
პირის
ინდივიდუალური