ბრძანება N 32235
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 32235
21 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2023 წლის 27 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 14 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №130) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 27 ივნისის №109480/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მაისის №081-83 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ:
1. არ ეთანხმება შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე გაწეული ხარჯის გაუთვალისწინებლობას, არაეკონომიკურ ხარჯად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას. აღნიშნავს, რომ შემოწმებას წარუდგინა ხორცპროდუქტების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები და საქონლის მიმწოდებლების სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებები. განმარტავს, რომ აღნიშნული დოკუმენტაციით დასტურდებოდა კომპანიის მიერ ხარჯის გაწევა და გამოკითხული პირები არ უარყოფდნენ საქონლის მიწოდების ფაქტს. მომჩივანი მიუთითებს, რომ მიწოდებული საქონლიდან უნდა გამიჯნულიყო დოკუმენტურად შეძენილი საქონლის რაოდენობა, ხოლო დარჩენილი, დოკუმენტების გარეშე შეძენილი საქონლის მიმართ გაწეული ხარჯი არაპირდაპირი მეთოდით მაინც უნდა გათვალისწინებულიყო.
2. არ ეთანხმება დღგ-ის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და აღნიშნავს, რომ საგადასახადო შეღავათების გამოყენების საკითხი სათანადოდ არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული, რადგან შემოწმებამ არ გამოითხოვა ინფორმაცია საქონლის შემსყიდველი შესაბამისი ობიექტებიდან.
3. არ ეთანხმება ფულის უძრავი ნაშთის კომპანიის დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვას და აღნიშნავს, რომ ფულის მოძრაობის ანალიზი უნდა მომხდარიყო საქონლის მოძრაობასთან კავშირში.
4. კეთილსინდისიერებაზე მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 17 ნოემბრის №35822 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 6 დეკემბრის №081-376 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2021 წლის 13, 18, 20 იანვრის და 15 ოქტომბრის საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ, მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება;
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმები განხილულ იქნეს ერთ სამართალდარღვევად და აღნიშნულ სამართალდარღვევაზე შეფარდებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“.
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 17 ნოემბრის №35822 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 4 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც შემცირებას დაექვემდებარა ჯარიმა 900 ლარის ოდენობით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 30 მაისის №081-83 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც 2023 წლის 27 ივნისს წარმოდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 სექტემბრის №23795 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 სექტემბრის №23795 ბრძანებასთან დაკავშირებით გადამხდელის მიერ წარდგენილი საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 ნოემბრის №21086/2/2023 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 სექტემბრის №23795 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
აქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 ნოემბრის №21086/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ:
,,მომჩივანს საჩივარზე დართული აქვს შემოსავლების სამსახურის 2021 წლის №35822 ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებით შემოწმებისთვის წარდგენილი დოკუმენტები, მათ შორის, მომჩივანზე საქონლის მიმწოდებლის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებები, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით დგინდება შემდეგი:
● შემოსავლების სამსახურის ბრძანების შემდგომ, გადასახადის გადამხდელმა ვერ წარმოადგინა მხარეებს შორის გაფორმებული საქონლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები. გადაანგარიშების პროცესში წარმოდგენილი იყო მხოლოდ სხვადასხვა ფიზიკური პირების განცხადებები, რომელთა მიხედვითაც, კომპანია იძენდა ხორცს და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტს. წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოიკითხა აღნიშნული პირები, რომელთა ნაწილმაც დეტალურად ვერ დაადასტურა განცხადებებში დაფიქსირებული ინფორმაცია მიწოდებული საქონლის ზუსტი რაოდენობის და ღირებულების შესახებ. ამასთან, არც ერთ პირს რეალიზაციის ამსახველი პირველადი დოკუმენტი ან ჩანაწერი არ მოეპოვებოდა. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, არ არსებობდა საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
● შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 17 ნოემბრის N35822 ბრძანების შესაბამისად, შემცირდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად დარიცხული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ სადავო საკითხებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო თავის მხრივ აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეესწავლა პირის მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტები.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე პირის მიერ მხარეებს შორის გაფორმებული საქონლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები ვერ იქნა წარმოდგენილი. შესაბამისად, შემოწმების მიერ დამატებით შესწავლილი იქნა, მხოლოდ საწარმოს მიერ წარმოდგენილი ფიზიკური პირების განცხადებები, რომელთა მიხედვითაც, კომპანია იძენდა ხორცს და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტს. თუმცა, აღნიშნული პირები წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის მიზნით გამოიკითხა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, რომლის დროსაც პირთა ნაწილმა დეტალურად ვერ დაადასტურა განცხადებებში დაფიქსირებული ინფორმაცია მიწოდებული საქონლის ზუსტი რაოდენობის და ღირებულების შესახებ. ამასთან, არცერთ პირს რეალიზაციის ამსახველი პირველადი დოკუმენტი ან ჩანაწერი არ მოეპოვებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ განხორციელდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის მოთხოვნას, გაწეული ხარჯის არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 17 ნოემბრის №35822 ბრძანებით აღნიშნული არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. ამდენად, გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და არ ყოფილა აღსასრულებელი.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ:
1. არ ეთანხმება შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე გაწეული ხარჯის გაუთვალისწინებლობას, არაეკონომიკურ ხარჯად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას.
2. არ ეთანხმება დღგ-ის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
3. არ ეთანხმება ფულის უძრავი ნაშთის კომპანიის დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვას.
4. კეთილსინდისიერებაზე მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
2021 წლის 13, 18, 20 იანვრის და 15 ოქტომბრის საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ასევე გადამხდელის მიერ წარდგენილი საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 ნოემბრის №21086/2/2023 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 სექტემბრის №23795 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო თავის მხრივ აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეესწავლა პირის მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტები. საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე პირის მიერ მხარეებს შორის გაფორმებული საქონლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები ვერ იქნა წარმოდგენილი. შესაბამისად, შემოწმების მიერ დამატებით შესწავლილი იქნა, მხოლოდ საწარმოს მიერ წარმოდგენილი ფიზიკური პირების განცხადებები, რომელთა მიხედვითაც, კომპანია იძენდა ხორცს და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტს. თუმცა, აღნიშნული პირები წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის მიზნით გამოიკითხა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, რომლის დროსაც პირთა ნაწილმა დეტალურად ვერ დაადასტურა განცხადებებში დაფიქსირებული ინფორმაცია მიწოდებული საქონლის ზუსტი რაოდენობის და ღირებულების შესახებ. ამასთან, არცერთ პირს რეალიზაციის ამსახველი პირველადი დოკუმენტი ან ჩანაწერი არ მოეპოვებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ განხორციელდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).