ბრძანება N 27780
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 27780
18 დეკემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ ---ის (პ/ნ---)
(მის.: ---) 2025 წლის 24 ნოემბრის
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 4 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №101) განიხილა ფ/პ ---ის (პ/ნ ---) 2025 წლის 24 ნოემბრის №186517/01 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 ივლისის №044-28 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მიწაზე ქონების გადასახადში განსაზღვრულ ვალდებულებებს. განმარტავს, რომ 2021 წელს შემოსავლების სამსახურში წარადგინა ---ს მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 7 აპრილის №07/2113 ცნობა, რომ მინიჭებული აქვს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი, რის საფუძველზე განთავისუფლებული იყო სასოფლო-სამეურწეო მიწაზე ქონების გადასახადისაგან. ყოველწლიურად იხდიდა იჯარის თანხას. აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს დარიცხული გადასახადისაგან გათავისუფლებას.
საჩივრის წარმოებაში მიღებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანს მის მიმართ შედგენილი 2025 წლის 25 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტი, მის საფუძველზე გამოცემული 2025 წლის 30 ივლისის №17053 ბრძანება და №044-28 საგადასახადო მოთხოვნა გაეგზავნა საფოსტო დაწესებულების საშუალებით 2-ჯერ იურიდიულ მისამართზე (მის.: ---), თუმცა ადრესატისთვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე განხორციელდა აღნიშნული ბრძანებისა და საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება 2025 წლის 5 სექტემბერს და ჩაბარებულად ჩაითვალა 2025 წლის 25 სექტემბერს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ გადასახადის გადამხდელი (გარდა ფიზიკური პირისა) საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია.
თუ გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირია, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება შესაძლებელია, თუკი შესრულებულია შემდეგი პირობები:
ა) პირს ორჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისთვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;
ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ადრესატი დოკუმენტს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია.
ამავე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მართალია პირს სადავო აქტი წერილობითი ფორმით 2- ჯერ გაეგზავნა და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა, თუმცა საქმეზე არსებული მასალიდან არ დგინდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დოკუმენტების საჯაროდ გავრცელებამდე მათი ჩაბარების უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებული ყველა საშუალებები სრულყოფილად გამოიყენა, რაც სადავო დოკუმენტების საჯაროდ გავრცელების წინაპირობა და საფუძველი გახდებოდა.
ამასთან, გადამხდელი 2025 წლის 25 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტს, მის საფუძველზე გამოცემულ 2025 წლის 30 ივლისის №17053 ბრძანებას და №044-28 საგადასახადო მოთხოვნას გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2025 წლის 18 ნოემბერს, ხოლო საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილია 2025 წლის 24 ნოემბერს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტის გასაჩივრების ვადა არ უნდა ჩაითვალოს გაშვებულად და საჩივარი დაშვებული იქნეს განსახილველად.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 ივნისის №12606 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ ---ის (პ/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდების მიწაზე ქონების გადასახადის დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 25 ივლისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 ივლისის №17053 ბრძანება და №044-28 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 25 936 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 14 319 ლარი, ჯარიმა 7 159 ლარი და საურავი 4 458 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით გამოვლინდა, რომ:
2021 წლის 30 მარტს ფ/პ ---ს იჯარის ხელშეკრულება გაფორმებული აქვს ---ის მუნიციპალიტეტის მერიასთან, რომლის მიხედვით სასყიდლიან სარგებლობაში გადაეცემა იჯარის ფორმით ---ის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საძოვარი) მიწა საკადასტრო კოდი ----- კვმ; ---, საზაფხულო საძოვარი კონტური ---; ქვ. ----.
ფ/პ ---ს საკუთრებაში უფიქსირდება სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (სახნავი), საკადასტრო კოდი ---, ---ის მუნიციპალიტეტი, სოფელი ---.
ფ/პ ---ს საკუთრებაში უფიქსირდება სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (საკარმიდამო), ---ს მუნიციპალიტეტი, სოფელი ---, ქუჩა, №---, 2300 კვმ. ფ/პ ---ს 2022, 2023 და 2024 წლის საანგარიშო პერიოდებზე წარდგენილი აქვს მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარაციები, სადაც გადამხდელს არ აქვს დეკლარირებული ---ის მუნიციპალიტეტისგან იჯარით აღებულ მიწაზე ქონების გადასახადი, ჯამში - 14 400 ლარის ოდენობით, ხოლო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო (სახნავ) მიწასთან (ს/კ --- ---ის მუნიციპალიტეტი, სოფელი ---) დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ცნობა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ფიზიკური პირის სტატუსთან დაკავშირებით და შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში ქონების გადასახადი შემცირდა 79.92 ლარის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე და 204-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს, მიწაზე ქონების გადასახადში დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:
ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;
ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი; საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთები დიფერენცირებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და მიწის კატეგორიების მიხედვით და დგინდება 1 ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარში, ---ის მუნიციპალიტეტისაძოვრისათვის 16 ლარი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
ამავე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტის მიხედვით, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის საკუთრებაში არსებული, მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ 2021 წლის 30 მარტს ფ/პ ---ს იჯარის ხელშეკრულება გაფორმებული აქვს ---ის მუნიციპალიტეტის მერიასთან, რომლის მიხედვით სასყიდლიან სარგებლობაში გადაეცა იჯარის ფორმით ---ს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საძოვარი) მიწა საკადასტრო კოდი --- კვმ; ---, საზაფხულო საძოვარი კონტური 49; ქვ. ---, რომელზეც გადამხდელის მიერ 2022, 2023 და 2024 წლის საანგარიშო პერიოდებზე არ არის შესრულებული საგადასახადო ვალდებულება.
იმის გათვალისწინებით, რომ ქონების გადასახადის შეღავათი ვრცელდება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ხოლო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს იჯარით, შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ იჯარით აღებულ მიწაზე საგადასახადო შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა ქონების გადასახადის დარიცხვა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ფ/პ ---ს (პ/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მიწაზე ქონების გადასახადში განსაზღვრულ ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით გამოვლინდა, რომ მომჩივანს 2022, 2023 და 2024 წლის საანგარიშო პერიოდებზე წარდგენილი აქვს მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარაციები, სადაც გადამხდელს არ აქვს დეკლარირებული მუნიციპალიტეტისგან იჯარით აღებულ მიწაზე ქონების გადასახადი, ჯამში - 14 400 ლარის ოდენობით, ხოლო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო (სახნავ) მიწასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ცნობა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ფიზიკური პირის სტატუსთან დაკავშირებით და შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში ქონების გადასახადი შემცირდა 79.92 ლარის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე და 204-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს, მიწაზე ქონების გადასახადში დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 203; 204 (1); 205; 206 (1,ქ).