ბრძანება N 20534
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20534
18 სექტემბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------------ს“ (ს/ნ ---------------)
(მის.: -----------------------------------)
2024 წლის 5 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 12 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №98) განიხილა შპს „------------ს“ (ს/ნ ---------------) №91207/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 2 ივლისის №045-4 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დარიცხულ თანხებს, განმარტავს, რომ დირექტორი გარკვეული პერიოდი არ იმყოფებოდა საქართველოში და ვერ გააკონტროლა ბუღალტრული ოპერაციები. ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას და დროის მიცემას დოკუმენტების სრულად წარმოსადგენად.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 აპრილის №7632 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------------ს“ (ს/ნ ---------------) საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 21 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 2 ივლისის №15522 ბრძანება და ამავე თარიღის №045-4 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 586 205 ლარი, მათ შორის, გადასახადი 370 117 ლარი, ჯარიმა 186 830 ლარი, საურავი 29 258 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
. კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ლითონის მილების შეძენარეალიზაცია. გადამხდელს აგრეთვე უფიქსირდება სატრანზიტო მომსახურება და სასტუმროს იჯარით აღება. შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი სააღრიცხვო პროგრამა და სხვა დოკუმენტაცია. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და სასტუმროდან მიღებული შემოსავალი განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შესამოწმებელ პერიოდში 2021 წლის ივლისსა და აგვისტოში გადამხდელს უფიქსირდებოდა სასტუმროს იჯარა შემდგომი გაქირავების მიზნით. სასტუმროს მომსახურების მიმღები კომპანიიდან მოხდა ინვოისების გამოთხოვა და დადგინდა ერთი ნომრის საშუალო ფასი. გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა სასტუმროს 50%-იანი დატვირთულობის კოეფიციენტი. ამდენად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა სულ განისაზღვრა 75 000 ლარის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
. კომპანიას 2022 წლის თებერვალსა და მარტში ბანკში უფიქსირდება ავანსების ჩარიცხვა, რომელიც არ არის დაბეგრილი შესაბამის პერიოდებში. შემოწმების მიერ დაკორექტირდა და გასწორდა სამეურნეო ოპერაციის საანგარიშო პერიოდი. აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
. კომპანიას ბანკით უფიქსირდება ხელფასების გაცემა ფიზიკურ პირებზე, რომელიც არ არის დეკლარირებული. შემოწმების შედეგად გამოვლინდა სხვაობა, სულ 2 625 ლარის ოდენობით. აღნიშნულ სხვაობაზე კომპანიას დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
. კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ლითონის მილების შეძენარეალიზაცია. გადამხდელს აგრეთვე უფიქსირდება სატრანზიტო მომსახურება და სასტუმროს იჯარით აღება, შემდგომი გაქირავების მიზნით. შემოწმების პროცესში ჩატარდა კომპანიაში ფულის მოძრაობის ანალიზი. შემოწმებით დადგენილ შემოსავალს შეუპირისპირდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, საბანკო ამონაწერისა და შესყიდვის აქტების მიხედვით დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები. ამასთან, სატრანზიტო მომსახურების ნაწილში ხარჯების გამოქვითვა მოხდა ანალოგიური საქმიანობის სფეროში გაწეული ხარჯების პროპორციის 75%-ის გათვალისწინებით. აღნიშნული მეთოდით გაანგარიშებულ შემოსავალსა და ხარჯს შორის სხვაობამ, განკარგვადმა თანხამ შეადგინა 1 416 999 ლარი. შემოწმების მიერ აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის ბალანსზეა ძირითადი საშუალებები და არ არის წარმოდგენილი ქონების გადასახადის დეკლარაციები. აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივარში არ არის მითითებული არგუმენტები. გადამხდელს 2024 წლის 7 აგვისტოს გაეგზავნა №21-04/---- წერილი, რათა დაეზუსტებინა საჩივარი, მაგრამ გადასახადის გადამხდელს ხარვეზის დადგენის შემდეგ შემოსავლების სამსახურში ახალი ან/და დაზუსტებული საჩივარი არ წარმოუდგენია.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესშიც არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------------ს“ (ს/ნ ---------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დარიცხულ თანხებს. ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას და დროის მიცემას დოკუმენტების სრულად წარმოსადგენად.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №7632 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №15522 ბრძანება და №045-4 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 586 205 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი სააღრიცხვო პროგრამა და სხვა დოკუმენტაცია. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და სასტუმროდან მიღებული შემოსავალი განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შესამოწმებელ პერიოდში 2021 წლის ივლისსა და აგვისტოში გადამხდელს უფიქსირდებოდა სასტუმროს იჯარა შემდგომი გაქირავების მიზნით. სასტუმროს მომსახურების მიმღები კომპანიიდან მოხდა ინვოისების გამოთხოვა და დადგინდა ერთი ნომრის საშუალო ფასი. გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა სასტუმროს 50%-იანი დატვირთულობის კოეფიციენტი. ამდენად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა სულ განისაზღვრა 75 000 ლარის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
. კომპანიას 2022 წლის თებერვალსა და მარტში ბანკში უფიქსირდება ავანსების ჩარიცხვა, რომელიც არ არის დაბეგრილი შესაბამის პერიოდებში. შემოწმების მიერ დაკორექტირდა და გასწორდა სამეურნეო ოპერაციის საანგარიშო პერიოდი. აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
. კომპანიას ბანკით უფიქსირდება ხელფასების გაცემა ფიზიკურ პირებზე, რომელიც არ არის დეკლარირებული. შემოწმების შედეგად გამოვლინდა სხვაობა, სულ 2 625 ლარის ოდენობით. აღნიშნულ სხვაობაზე კომპანიას დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის ბალანსზეა ძირითადი საშუალებები და არ არის წარმოდგენილი ქონების გადასახადის დეკლარაციები. აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“ );