ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
📄 სრული ტექსტი
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 12
2023 წლის 30 მარტი
ქ. დმანისი
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, 202-ე მუხლის პირველი, მე-3 და 41 პუნქტების, 204-ე მუხლისა და 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ჰ1“ და „ჰ2“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 ივნისის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 22.06.2023წ.
მუხლი 1
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ერთ ჰექტარზე, ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე):
#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1687773271506 {width:525.0pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }№
მიწის კატეგორიები
გადასახადის განაკვეთები ლარი/ჰა
1
სათიბები (ბუნებრივი და გაკულტურებული)
20
2
საძოვრები (ბუნებრივი და გაკულტურებული)
16
3
ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები
3
4
სახნავისათვის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსათვის
82
5
ტყის მიწებისათვის, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით
41
2. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ერთ კვადრატულ მეტრზე ქონების წლიური გადასახადის განაკვეთებია:
#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1687773292531 {width:525.0pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }№
ტერიტორია
საბაზისო განაკვეთი
(ლარი)
ტერიტორიული კოეფიციენტი
გადასახადის განაკვეთი
(ლარი)
1
ქალაქი დმანისი
0.24
1
0.24
2
დმანისის მუნიციპალიტეტის დანარჩენი ტერიტორიები
0.24
0.50
0.12
მუხლი 11
1. საწარმოსათვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით. ამ მუხლის მიზნებისათვის, დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში, მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:
ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;
ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე - 2-ჯერ;
გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1,5-ჯერ;
დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, – ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით.
2. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით.
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 ივნისის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 22.06.2023წ.
მუხლი 12
ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით შემეგი ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2 პროცენტის ოდენობით;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით.
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 ივნისის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 22.06.2023წ.
მუხლი 2
ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს:
ა) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ფართი);
ბ) დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი 3000 კვ.-მდე;
გ) დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი 50 კვ/მ-მდე;
დ) ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს.
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 ივნისის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 22.06.2023წ.
მუხლი 3
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 18 იანვრის №2 დადგენილება (სსმ, www.matsne.gov.ge, 23/01/2013, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.156.016120).
მუხლი 4
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე