გადაწყვეტილება №23651/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23651/2/2024
10 ოქტომბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ ------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ 6.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23651/2/2024).
დავის საგანი:
ფიზიკური პირისათვის გადახდილ თანხებზე კვალიფიკაციის შეცვლა და ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 3.07.2024 წლის №001-134 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 26.07.2024 წლის №17531 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 171 920,63 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 109 942
ჯარიმა - 54 971
საურავი - 7 007,63
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სიმინდის/ხორბლის ადგილობრივი შეძენა/იმპორტი და საბითუმო რეალიზაცია.
აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.03.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმო ახორციელებს ბალანსზე არსებული სატვირთო სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვის მომსახურებას. შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელმა წარმოადგინა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა, საბანკო ანგარიშების ამონაწერი, მომწოდებლებთან შედარების აქტები და ახსნა-განმარტება. საწარმოს მიერ წარმოდგენილ საბუღალტრო მონაცემებში შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში ფიქსირდება ფიზიკური პირის მიმართ (დამფუძნებელი/დირექტორი ურთიერთდამოკიდებული პირი) ვალდებულება 435 287 ლარი. გადასახადის გადამხდელის განმარტებით აღნიშნული იყო გამოწვეული დამფუძნებლის მიერ ზედმეტად შემოტანილი თანხით, რომლითაც ხდებოდა ფულის დეფიციტის დროს ვალდებულებების დაფარვა. შესამოწმებელ პერიოდში საწარმო აღნიშნულ თანხას უხდის/უბრუნებს ფიზიკურ პირს მთლიანად.
შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა აღნიშნული ვალდებულების და შემდგომში ვალდებულებების შემცირების მიზნით გადახდილი თანხების მართლზომიერება, დამუშავდა ძველი პერიოდის დეკლარირებული მონაცემები, რის საფუძველზეც ვერ დადგინდა ნაშთად დაფიქსირებული ვალდებულებების კანონზომიერება. შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე ფიზიკური პირისათვის გადახდილ თანხებს შეეცვალა ფორმა/შინაარსი და დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე, საწარმოს დირექტორზე, ხელფასის სახით განაცემად.
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 101-ე მუხლის პირველი ნაწილის, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 3.07.2024 წლის №001-134 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 26.07.2024 წლის №17531 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში უფიქსირდება ფიზიკური პირის მიმართ (დამფუძნებელი/დირექტორი) ვალდებულება 435 287 ლარი (ურთიერთდამოკიდებული პირი). გადასახადის გადამხდელის განმარტებით აღნიშნული იყო გამოწვეული დამფუძნებლის მიერ ზედმეტად შემოტანილი თანხით, რომლითაც ხდებოდა ფულის დეფიციტის დროს ვალდებულებების დაფარვა. შესამოწმებელ პერიოდში საწარმო აღნიშნულ თანხას უხდის/უბრუნებს ფიზიკურ პირს მთლიანად. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა აღნიშნული ვალდებულების და შემდგომში ვალდებულებების შემცირების მიზნით გადახდილი თანხების მართლზომიერება, დამუშავდა ძველი პერიოდის დეკლარირებული მონაცემები, რის საფუძველზეც ვერ დადგინდა ნაშთად დაფიქსირებული ვალდებულებების კანონზომიერება. შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე ფიზიკური პირისათვის გადახდილ თანხებს შეეცვალა ფორმა/შინაარსი და დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე, საწარმოს დირექტორზე, ხელფასის სახით განაცემად.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და განმარტავს, რომ ფიზიკური პირისათვის გადახდილ თანხებზე კვალიფიკაციის შეცვლა და ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფიზიკური პირისათვის გადახდილ თანხებზე კვალიფიკაციის შეცვლას და ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ დავალიანება 435 287 ლარი, გამოწვეულია დირექტორის მიერ საკუთარი კომპანიის დახმარების მიზნით, ფულადი დეფიციტის დროს ვალდებულებების დასაფარად და აღნიშნული თანხა იფარება 31.03.2021-ში (შემოწმების დაწყების პერიოდიდან 3 თვეში). შემოწმებისათვის წარდგენილია ყველა შედარების აქტი, როგორც ვალდებულებების და მოთხოვნების, ასევე აღნიშნულ თანხასთან დაკავშირებითაც ახსნაგანმარტება. აღნიშნული თანხა მაქსიმუმ შეიძლებოდა დაკვალიფიცირებულიყო როგორც უპროცენტო სესხი დირექტორისგან/დამფუძნებლისგან. ვინაიდან, დებიტორების მხრიდან ყოველთვის ვერ ხდებოდა დავალიანების დაფარვა, კომპანია ხშირად საჭიროებდა სესხით დახმარებას, თვეში რამდენიმეჯერ, ამ სიხშირის გამო რთული იყო დოკუმენტური სახით სესხის ხელშეკრულების გაფორმება. იგივე პრინციპით მუშაობა და თანხების შემოტანა ასახულია შემდგომ, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაშიც, რაც დასტურია იმისა, რომ ეს იყო და არის სამუშაო პროცესის შემადგენელი ნაწილი. შემოწმებისათვის, შესამოწმებელ პერიოდზე მიწოდებულია სრულყოფილი დოკუმენტაცია. ასევე, მოთხოვნილ იქნა სრული ინფორმაცია არაშესამოწმებელ (ხანდაზმულ) პერიოდზე, რაზეც განუცხადეთ უარი და განემარტა, რომ ინფორმაციას წარადგენდა ოფიციალური დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში. თუმცა, არანაირი დამატებითი მოთხოვნა წინა პერიოდების შემოწმებასთან დაკავშირებით არ მომხდარა. შემოწმებისათვის წარდგენილია მომწოდებლის მიერ შედარების სახით დადასტურებული ინფორმაცია, რითაც დასტურდება რომ კომპანიას ნამდვილად გააჩნდა დავალიანება კრედიტორის მიმართ, რომელიც შემდგომ დაიფარა დირექტორის მიერ დროებით ჩარიცხული თანხებით. წარდგენილია, მყიდველის მიერ შედარების სახით დადასტურებული და აღიარებული დავალიანება შპს „------“ მიმართ 277 055 ლარის ოდენობით, რაც ადასტურებს კომპანიის თანხებით დახმარების საჭიროებას. იმავე საჭიროებას ადასტურებს კომპანიის მიერ 01.01.2022-ში დირექტორისგან მიღებული 13,5%-იანი სესხი, რომელიც მიწოდებულია შემოწმებისათვის დოკუმენტურად ხელშეკრულების სახით და ასევე, ასახულია დეკლარაციებში. ასევე, 03.2021-ში პროკრედიტ ბანკში აღებულია კრედიტი 100 000 ლარის ოდენობით, რომელიც ასევე ვალდებულებების დაფარვის საჭიროებისთვის იქნა აღებული. გადამხდელისთვის გაუგებარია რაზე დაფუძნებით ან რა დოკუმენტაციაზე დაყრდნობით მოხდა აღნიშნული დარიცხვა და კვალიფიკაციის შეცვლა არსებული თანხების, რომლის მოძრაობაც სრულად ხდებოდა ბანკის მეშვეობით და ყველა გადარიცხვას აქვს მისი საფუძველი, მიგვაჩნია რომ არსებული დარიცხვა არის არასამართლიანი, არამიზანშეწონილი და უბრალოდ დარიცხული იქიდან გამომდინარე, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდოდა უბრალოდ დაერიცხა სოლიდური თანხა კომპანიისთვის.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში უფიქსირდება ფიზიკური პირის მიმართ (დამფუძნებელი/დირექტორი) ვალდებულება 435 287 ლარი (ურთიერთდამოკიდებული პირი). გადასახადის გადამხდელის განმარტებით აღნიშნული იყო გამოწვეული დამფუძნებლის მიერ ზედმეტად შემოტანილი თანხით, რომლითაც ხდებოდა ფულის დეფიციტის დროს ვალდებულებების დაფარვა. შესამოწმებელ პერიოდში საწარმო აღნიშნულ თანხას უხდის/უბრუნებს ფიზიკურ პირს მთლიანად. შემოწმების შედეგად შესწავლილ იქნა აღნიშნული ვალდებულების და შემდგომში ვალდებულებების შემცირების მიზნით გადახდილი თანხების მართლზომიერება, დამუშავდა ძველი პერიოდის დეკლარირებული მონაცემები, რის საფუძველზეც ვერ დადგინდა ნაშთად დაფიქსირებული ვალდებულებების კანონზომიერება. შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე ფიზიკური პირისათვის გადახდილ თანხებს შეეცვალა ფორმა/შინაარსი და დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე, საწარმოს დირექტორზე, ხელფასის სახით განაცემად.
მომჩივანმა, როგორც წარმოდგენილ საჩივარში, ასევე საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ დავალიანება 435 287 ლარი, გამოწვეულია დირექტორის მიერ საკუთარი კომპანიის დახმარების მიზნით, ფულადი დეფიციტის დროს ვალდებულებების დასაფარად და აღნიშნული თანხა იფარება 31.03.2021-ში (შემოწმების დაწყების პერიოდიდან 3 თვეში). ასევე საგადასახდო ორგანოს არ აქვს გამოკვლეული ის ხარჯი, რაც კომპანიას გააჩნდა. მომჩივანი აღნიშნავს, რომ შეუძლია წარმოადგინოს საბანკო ამონაწერები, სადაც ფიქსირდება თანხის შეტანა. ვინაიდან, დებიტორების მხრიდან ყოველთვის ვერ ხდებოდა დავალიანების დაფარვა, კომპანია ხშირად საჭიროებდა სესხით დახმარებას, თვეში რამდენიმეჯერ, ამ სიხშირის გამო რთული იყო დოკუმენტური სახით სესხის ხელშეკრულების გაფორმება. ასევე, მოთხოვნილ იქნა სრული ინფორმაცია არაშესამოწმებელ (ხანდაზმულ) პერიოდზე, რაზეც მომჩივანმა განაცხადა უარი და განმარტა, რომ ინფორმაციას წარადგენდა ოფიციალური დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 26.07.2024 წლის №17531 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ფიზიკური პირისათვის გადახდილ თანხებზე კვალიფიკაციის შეცვლა და ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში უფიქსირდება ფიზიკური პირის მიმართ (დამფუძნებელი/დირექტორი) ვალდებულება 435 287 ლარი (ურთიერთდამოკიდებული პირი). გადასახადის გადამხდელის განმარტებით აღნიშნული იყო გამოწვეული დამფუძნებლის მიერ ზედმეტად შემოტანილი თანხით, რომლითაც ხდებოდა ფულის დეფიციტის დროს ვალდებულებების დაფარვა. შესამოწმებელ პერიოდში საწარმო აღნიშნულ თანხას უხდის/უბრუნებს ფიზიკურ პირს მთლიანად. შემოწმების შედეგად შესწავლილ იქნა აღნიშნული ვალდებულების და შემდგომში ვალდებულებების შემცირების მიზნით გადახდილი თანხების მართლზომიერება, დამუშავდა ძველი პერიოდის დეკლარირებული მონაცემები, რის საფუძველზეც ვერ დადგინდა ნაშთად დაფიქსირებული ვალდებულებების კანონზომიერება. შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე ფიზიკური პირისათვის გადახდილ თანხებს შეეცვალა ფორმა/შინაარსი და დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე, საწარმოს დირექტორზე, ხელფასის სახით განაცემად.
გადაწყვეტილება
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9);101(1);154(1);