ბრძანება N 10894
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 10894
02 მაისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2023 წლის 21 სექტემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 26 აპრილის სხდომაზე (ოქმი №46) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 21 სექტემბრის №83720/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 აგვისტოს №064-8 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საოფისე ინვენტარის შესაძენად გაწეული ხარჯების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით, ასევე არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნეული საოფისე ინვენტარის დღგ-ით დაბეგვრას. განმარტავს, რომ კომპანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ახორციელებს პროექტებს, შესაბამისად, კომპანიას ჰქონდა ნაქირავები ფართები, რომლებსაც იყენებდა საცხოვრებელი/საყოფაცხოვრებო და საოფისე მიზნებისთვის. აღნიშნული ფართების მოსაწყობად კომპანიამ შეიძინა ავეჯი და საჭირო საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ამასთან, მიუთითებს, რომ ვინაიდან შეძენილი საქონელი გამოყენებულია დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს მიიღოს დღგ-ის ჩათვლა შეძენილ საქონელზე ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ძირითადი მასალის (ლოდების) შესაძენად განკუთვნილი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას და გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშების შედეგად ნაწილობრივ მოხდა ლოდების შეძენის ხარჯის გათვალისწინება. კერძოდ, შემმოწმებელმა ხარჯებში გაითვალისწინა ლოდების მხოლოდ ის მოცულობა, რომელიც მოხმარდა პირველი ტენდერის სამუშაოებს, ხოლო მომდევნო ორი ტენდერისთვის მოხმარებული ლოდების მოცულობა არ იქნა გათვალისწინებული.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შპს „----------“ გაწეული მომსახურების საფუძვლით განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობას. განმარტავს, რომ შპს „----------“ არის შპს „----------“ ქვეკონტრაქტორი. მიუთითებს, რომ თავდაპირველად შპს „----------“ ავანსის სახით ჩარიცხა თანხა, ხოლო მომდევნო ჯერზე განხორციელებული ანგარიშსწორებები არ იყო არც დროული და არც სრული. ითხოვს საკითხის დამატებით შესწავლას.
4. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სხვადასხვა კომპანიებზე/პირებზე გადახდილი თანხების არაეკონომიკურ ხარჯად (დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხრაჯად) მიჩნევას და მოგების გადასახადით დაბეგვრას. განმარტავს, რომ კომპანიის მიერ შეძენილი ყველა მომსახურება გამოყენებულ იქნა ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად. ამასთან, საწარმოს მიღებულ მომსახურებებზე გააჩნია მიღება-ჩაბარების აქტები, რომლის საფუძველზე კომპანიას შეუძლია დაადასტუროს ამ მომსახურებების, როგორც მიღება, ასევე მათთან ანგარიშსწორება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 22 დეკემბრის №32394 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის ფორმა 2-ები);
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახდის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და აღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმოს მიერ გაწეული ხარჯის ოდენობა განსაზღვროს საქართველოს საგადასახდო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-3 და მე-5 სადავო საკითხებთან დაკავშირებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ მობილური ტელეფონის შესაძენად გადახდილი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქონლის მიწოდებად განხილვის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადსა და დღგ-ში განსაზღვრული ვალდებულებები დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირებას);
4. მე-7 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 22 დეკემბრის №32394 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 27 ივლისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 292 712 ლარით, მათ შორის გადასახადი 195 123 ლარი, ჯარიმა 97 589 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 14 აგვისტოს №064-8 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნული კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 18 ოქტომბრის №25831 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დაზუსტებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესწავლა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 18 აპრილის №21366/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 ოქტომბრის №25831 ბრძანება და საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 18 აპრილის №21366/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე, მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგნებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული თანხის მიმდინარე სესხად განხილვასა და მოგებისა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით, დამატებით იქნა შესწავლილი გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშები, საწარმოს მიერ განხორციელებული სამეურნეო ოპერაციები და მათი ხასიათი, აგრეთვე წარმოდგენილი ურთიერთშედარების აქტი საწარმოსა და მის დირექტორს შორის. დამატებით შესწავლის შედეგად დასტურდება დირექტორის მისამართით გადარიცხული თანხის (10 00 ლარი) გამოყენების შესაძლებლობა საწარმოს ვალდებულებების დასაფარავად. შესაბამისად, დამატებით დარიცხული თანხები მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებში დაექვემდებარა შემცირებას.
მობილური ტელეფონის შესაძენად გადახდილი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქონლის მიწოდებად განხილვის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადსა და დღგ-ში განსაზღვრული ვალდებულებები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
ძირითადი მასალის (ლოდების) შესაძენად განკუთვნილი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის სხვადასხვა მტკიცებულებები. შემმოწმებლის მიერ მოხდა ამ დოკუმენტების შესწავლა და შედარება იმ სახელმწიფო ტენდერების მონაცემებთან, რომელთა მიხედვით გადამხდელს შესრულებული აქვს სამუშაოები, მ.შ. როგორც ქვეკონტრაქტორს. საწარმოს მიერ გაწეული ხარჯის ოდენობა განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შედარებისას გათვალისწინებულ იქნა ის გარემოებაც, რომ 2020 წლის ოქტომბრიდან საწარმო უკვე სარგებლობდა ქვის კარიერით. შესაბამისი შიდა გადაზიდვების გარდა ფიქსირდება საბანკო გადარიცხვებიც, რაც შემოწმებას უკვე ასახული ჰქონდა ფულის მოძრაობის ანგარიშში. შედარების შედეგად დადასტურებულად ჩაითვალა სახელმწიფო ტენდერის ფარგლებში ქვეკონტრაქტორობით სახით შესრულებულ სამუშაოებში 45171.43 კბ.მ ქვის დამატებით გამოყენება, რაზეც ხარჯის ფაქტობრივად გაწევის ნამდვილობა და საჭიროება სადავო არ არის. მისი ღირებულება სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით არის 1219628.61 ლარი. ვინაიდან გადამხდელმა ვერ წარმოადგინა შეძენის დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია, საწარმო უნდა დაიბეგროს მოგების გადასახადით. აუდიტის დეპარტამენტმა ისარგებლა შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების დანართი №6-ის განმარტებით და არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ხარჯად მიჩნეულ იქნა გაცხადებული ხარჯის 75%. მოცემული გადაანგარიშების შედეგები ასევე გათვალისწინებულ იქნა ფულის მოძრაობის ანგარიშში, რის შედეგადაც შემოწმების მიერ საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხა დაექვემდებარა შემცირებას.
სხვადასხვა კომპანიებზე/პირებზე გადახდილი თანხების არაეკონომიკურ ხარჯად (დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად) მიჩნევასთან და მოგების გადასახდით დაბეგვრასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების შემცირება არ განხორციელებულა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ:
ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული თანხის მიმდინარე სესხად განხილვასა და მოგებისა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით, დამატებით იქნა შესწავლილი გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშები, საწარმოს მიერ განხორციელებული სამეურნეო ოპერაციები და მათი ხასიათი, აგრეთვე წარმოდგენილი ურთიერთშედარების აქტი საწარმოსა და მის დირექტორს შორის. დამატებით შესწავლის შედეგად დასტურდება დირექტორის მისამართით გადარიცხული თანხის (10 00 ლარი) გამოყენების შესაძლებლობა საწარმოს ვალდებულებების დასაფარავად. შესაბამისად, დამატებით დარიცხული თანხები მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებში დაექვემდებარა შემცირებას.
ასევე, მობილური ტელეფონის შესაძენად გადახდილი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქონლის მიწოდებად განხილვის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადსა და დღგ-ში განსაზღვრული ვალდებულებები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
რაც შეეხება ძირითადი მასალის (ლოდების) შესაძენად განკუთვნილი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას, აღნიშნულთან დაკავშირებით, შემოწმებამ შეისწავლა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. საწარმოს მიერ გაწეული ხარჯის ოდენობა განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შედარებისას გათვალისწინებულ იქნა ის გარემოებაც, რომ 2020 წლის ოქტომბრიდან საწარმო უკვე სარგებლობდა ქვის კარიერით. შესაბამისი შიდა გადაზიდვების გარდა ფიქსირდება საბანკო გადარიცხვებიც, რაც შემოწმებას უკვე ასახული ჰქონდა ფულის მოძრაობის ანგარიშში. დადასტურებულად ჩაითვალა სახელმწიფო ტენდერის ფარგლებში ქვეკონტრაქტორობით სახით შესრულებულ სამუშაოებში ვინაიდან გადამხდელმა ვერ წარმოადგინა შეძენის დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია, აუდიტის დეპარტამენტმა ისარგებლა შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების დანართი №6-ის განმარტებით და არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ხარჯად მიჩნეულ იქნა გაცხადებული ხარჯის 75%. მოცემული გადაანგარიშების შედეგები ასევე გათვალისწინებულ იქნა ფულის მოძრაობის ანგარიშში, რის შედეგადაც შემოწმების მიერ საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხა დაექვემდებარა შემცირებას.
ხოლო, სხვადასხვა კომპანიებზე/პირებზე გადახდილი თანხების არაეკონომიკურ ხარჯად (დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად) მიჩნევასთან და მოგების გადასახდით დაბეგვრასთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებები კორექტირებას არ დაექვემდებარა, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება ზემოაღნიშნულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საოფისე ინვენტარის შესაძენად გაწეული ხარჯების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით, ასევე არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნეული საოფისე ინვენტარის დღგ-ით დაბეგვრას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ძირითადი მასალის (ლოდების) შესაძენად განკუთვნილი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას და გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გაწეული მომსახურების საფუძვლით განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობას.
4. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სხვადასხვა კომპანიებზე/პირებზე გადახდილი თანხების არაეკონომიკურ ხარჯად (დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხრაჯად) მიჩნევას და მოგების გადასახადით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული თანხის მიმდინარე სესხად განხილვასა და მოგებისა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით, დამატებით იქნა შესწავლილი გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშები, საწარმოს მიერ განხორციელებული სამეურნეო ოპერაციები და მათი ხასიათი, აგრეთვე წარმოდგენილი ურთიერთშედარების აქტი საწარმოსა და მის დირექტორს შორის. დამატებით შესწავლის შედეგად დასტურდება დირექტორის მისამართით გადარიცხული თანხის (10 00 ლარი) გამოყენების შესაძლებლობა საწარმოს ვალდებულებების დასაფარავად. შესაბამისად, დამატებით დარიცხული თანხები მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებში დაექვემდებარა შემცირებას.
2. ასევე, მობილური ტელეფონის შესაძენად გადახდილი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქონლის მიწოდებად განხილვის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადსა და დღგ-ში განსაზღვრული ვალდებულებები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
3. რაც შეეხება ძირითადი მასალის (ლოდების) შესაძენად განკუთვნილი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას, აღნიშნულთან დაკავშირებით, შემოწმებამ შეისწავლა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. საწარმოს მიერ გაწეული ხარჯის ოდენობა განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შედარებისას გათვალისწინებულ იქნა ის გარემოებაც, რომ 2020 წლის ოქტომბრიდან საწარმო უკვე სარგებლობდა ქვის კარიერით. შესაბამისი შიდა გადაზიდვების გარდა ფიქსირდება საბანკო გადარიცხვებიც, რაც შემოწმებას უკვე ასახული ჰქონდა ფულის მოძრაობის ანგარიშში. დადასტურებულად ჩაითვალა სახელმწიფო ტენდერის ფარგლებში ქვეკონტრაქტორობით სახით შესრულებულ სამუშაოებში ვინაიდან გადამხდელმა ვერ წარმოადგინა შეძენის დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია, აუდიტის დეპარტამენტმა ისარგებლა შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების დანართი №6-ის განმარტებით და არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ხარჯად მიჩნეულ იქნა გაცხადებული ხარჯის 75%. მოცემული გადაანგარიშების შედეგები ასევე გათვალისწინებულ იქნა ფულის მოძრაობის ანგარიშში, რის შედეგადაც შემოწმების მიერ საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხა დაექვემდებარა შემცირებას.
4. ხოლო, სხვადასხვა კომპანიებზე/პირებზე გადახდილი თანხების არაეკონომიკურ ხარჯად (დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად) მიჩნევასთან და მოგების გადასახდით დაბეგვრასთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებები კორექტირებას არ დაექვემდებარა, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ყველა ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).