ბრძანება N 33607

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 28.12.2023
№ დოკუმენტი 33607
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 33607

28 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----------ს“ (ს/ნ ---------------)

(მის.: ----------------------------------)

2023 წლის 8 და 20 დეკემბრის

საჩივრების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 22 დეკემბერს დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე (ოქმი №133) განიხილა შპს „-----------ს“ (ს/ნ ---------------) №209675/21 და №216900/21 საჩივრები, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხულ დღგ-ს და შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 ნოემბრის №006-62134 შეტყობინებას საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ.

 

გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი წარმოდგენილ საჩივრებში აღნიშნავს, რომ 2023 წლის 15 ნოემბერს პირადი აღრიცხვის ბარათზე დაერიცხა 50930.85 ლარი, რომელიც მისი ქონების იძულებითი რეალიზაციის საფუძველზე დაკისრებული დამატებული ღირებულების გადასახადია. საკითხში გარკვევის მიზნით გადამხდელმა მიმართა შემოსავლების სამსახურს, რაზეც მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 4 დეკემბრის №21-11/95380 წერილით დაუდასტურეს, რომ დარიცხული 50 930,85 ლარი იყო დღგ-ს თანხა.

აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების რეალიზაციისას ნივთის ღირებულება მოიცავს დღგ-ს. შესაბამისად, გადამხდელისათვის გაუგებარია მისი პირადი აღრიცხვის ბარათზე რატომ მოხდა მეორედ აღნიშნული თანხის დარიცხვა. გადამხდელი, ასევე, არ ეთანხმება 2023 წლის 15 დეკემბერს დარიცხულ დღგ-ის თანხას. ითხოვს დარიცხული გადასახადისა და სადავო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ შპს „-----------ას“ (ს/ნ ---------------) პირადი აღრიცხვის ბარათზე 2023 წლის 16 ოქტომბრის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება სულ 355 828.51 ლარი. 18.10.2023-08.11.2023 წლის პერიოდში პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირდება გადახდილი თანხები სულ 382 374.65 ლარი, მათ შორის:

- 18.10.2023 წ. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს (ს/ნ -----) მიერ შპს „-----------ას“ (ს/ნ ---------------) სახელით გადახდილია 50 930.85 ლარი;

- 19.10.2023 წ. დეპოზიტიდან ბიუჯეტში გადახდილია 264 438.46 ლარი;

- 06.11.2023 წ. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს (ს/ნ -----) მიერ შპს „-----------ას“ (ს/ნ ---------------) სახელით გადახდილია 26 545.42 ლარი;

- 08.11.2023 წ. დეპოზიტიდან ბიუჯეტში გადახდილია 40 459.92ლ;

2023 წლის 8 ნოემბერს შპს „-------ას“ დავალიანება დაფარულია და ზედმეტად გადახდილად ერიცხება 26 545.42 ლარი.

16.11.2023 წ. შპს „-------ას“ მიერ წარმოდგენილია მოგების, დღგ-სა და გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების 2023 წლის ოქტომბრის თვის დეკლარაციები ნულოვანი ფორმით, რომელთა საფუძველზეც ბიუჯეტში გადასახდელად დარიცხულია 0 ლარი. ამასთან, შპს „--------ას“ პირადი აღრიცხვის ბარათზე 15.11.2023 წ. ფიქსირდება დარიცხვა დამატებული ღირებულების გადასახადში 50 930.85 ლარის ოდენობით: სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ წარმოდგენილია 2023 წლის ოქტომბრის ინფორმაცია „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1611 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრის შესახებ”, სადაც ნაჩვენებია, რომ აღსრულების ეროვნული ბიურომ 16.10.2023 წელს მოახდინა შპს „------ას“ ქონების რეალიზაცია, სარეალიზაციო ფასით 333 880 ლარი, რაზედაც გადასახდელმა დღგ-მ შეადგინა 50 930.85 ლარი.

აღნიშნული თანხა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შპს „------ათ“ სახელით გადახდილია 18.10.2023 წელს. ვინაიდან 14.11.2023 წ. მდგომარეობით შპს „-----------ას“ (ს/ნ ---------------) ზედმეტად გადახდილად ერიცხებოდა 26 545.42 ლარი, რომელიც საკმარისი არ იყო 15.11.2023 წ. დარიცხული თანხის დასაფარად, სხვაობა 24 385.43 ლარი აისახა დავალიანებად.

შპს „------ას“ პირადი აღრიცხვის ბარათზე 15.12.2023 წ. ფიქსირდება დარიცხვა დამატებული ღირებულების გადასახადში 26545.42 ლარის ოდენობით: სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ წარმოდგენილია 2023 წლის ნოემბრის ინფორმაცია „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1611 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრის შესახებ”, სადაც ნაჩვენებია, რომ აღსრულების ეროვნული ბიურომ 01.11.2023 წელს მოახდინა შპს „-------ას“ ქონების რეალიზაცია, სარეალიზაციო ფასით 174 020 ლარი, რაზედაც გადასახდელმა დღგ-მ შეადგინა 26545.42 ლარი. აღნიშნული თანხის გადახდა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დასტურდება 2023 წლის 6 ნოემბერს.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შპს „-----------ას“ (ს/ნ ---------------) 2023 წლის 17 ნოემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება - გადასახადის სახით 24 385.43 ლარი, საურავი 24.39 ლარი. საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, შპს „-----------ას“ (ს/ნ ---------------) მთელ ქონებაზე 2023 წლის 17 ნოემბრის №006-62134 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ №006-62134 შეტყობინება, გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის ავტორიზებულ ვებ-გვერდზე www.rs.ge, რომელსაც გაეცნო ელექტრონულად 2023 წლის 20 ნოემბერს.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შპს „-----------ას“ (ს/ნ ---------------) 2023 წლის 22 დეკემბრის მდგომარეობით ბარათზე ერიცხება დავალიანება: გადასახადი 50 930.85 ლარი, საურავი 544.04 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 2023 წლის 17 ნოემბრის №006-62134 შეტყობინების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;

ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;

გ) ქონებაზე ყადაღის დადება;

დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;

ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;

ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ 2023 წლის 17 ნოემბრის მდგომარეობით გადასახადის გადამხდელს ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო შეტყობინება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები გპაბ-ზე დარიცხული დღგ-ს თანხის გაუქმების ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის დარიცხვის საფუძველია ინფორმაცია ამ კოდექსის 1611 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქონლის რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრის შესახებ.

ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანების 663 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ ინსტრუქციის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირის მიერ ამ ინსტრუქციის 662 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად ინფორმაციის წარდგენა ითვლება პირის (საქონლის/სამეურვეო ქონების მესაკუთრის) მიერ დღგ-ის დეკლარირებად ინფორმაციაში დაფიქსირებული დღგ-ის თანხის შესაბამისი ოდენობით და აღნიშნული საქონლის/სამეურვეო ქონების მესაკუთრის პირადი აღრიცხვის ბარათზე თანხის დარიცხვის საფუძველია.

გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხულ დღგ-სთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებითა და მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული დღგ-ს თანხა წარმოადგენს აღიარებულ საგადასახადო დავალიანებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად.

მითითებული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა აღნიშნულ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის “ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-----------ს“ (ს/ნ ---------------) საჩივარი გპაბ-ზე დარიცხული დღგ-ს გაუქმების მოთხოვნის ნაწილში დარჩეს განუხილველი;

2. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ.№16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს დარიცხული გადასახადისა და სადავო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ მომჩვანს პირადი აღრიცხვის ბარათზე 2023 წლის 16 ოქტომბრის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება სულ 355 828.51 ლარი. 18.10.2023-08.11.2023 წლის პერიოდში პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირდება გადახდილი თანხები სულ 382 374.65 ლარი.2023 წლის 8 ნოემბერს გადასახადის გადამხდელის დავალიანება დაფარულია და ზედმეტად გადახდილად ერიცხება 26 545.42 ლარი.

ამასთან,შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადახმდელს 2023 წლის 17 ნოემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება - გადასახადის სახით 24 385.43 ლარი, საურავი 24.39 ლარი. საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივანიის მთელ ქონებაზე 2023 წლის 17 ნოემბრის №006-62134 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ №006-62134 შეტყობინება, გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის ავტორიზებულ ვებ-გვერდზე www.rs.ge, რომელსაც გაეცნო ელექტრონულად 2023 წლის 20 ნოემბერს.

ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, მომჩივანს 2023 წლის 22 დეკემბრის მდგომარეობით ბარათზე ერიცხება დავალიანება: გადასახადი 50 930.85 ლარი, საურავი 544.04 ლარი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის “ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 61(2 „ვ“ ); 238(1); 239(1); 1611 ; 301( „ლ“);