გადაწყვეტილება №26513/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26513/2/2026
10 მარტი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: სს „----ი“ (ს/ნ ------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.02.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს „---ის“ 25.01.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26513/2/2026).
დავის საგანი:
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 30.10.2025 წლის №005-192 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 8.01.2026 წლის №59 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 58 855,48 ლარი.
მათ შორის:
მიწა - არასასოფლო - 29 079,99
ჯარიმა - 19 386,7
საურავი - 10 388,79
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 28.10.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.0.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან დგინდება, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ პერიოდში, კერძოდ: 2022, 2023, 2024 და 2025 წლების პირველი აპრილის მდგომარეობით ------ს საკუთრებაში უფიქსირდება მიწაზე ქონების გადასახადის დაბეგვრის ობიექტები, კერძოდ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებზეც ------ს დეკლარირება არ განუხორციელებია. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 203-ე და 204-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა მიწაზე ქონების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 30.10.2025 წლის №005-192 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 8.01.2026 წლის №59 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა (საბჭოში გასაჩივრებული სადავო საკითხის ნაწილში არ დაკმაყოფილდა), რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას 20 წელზე მეტი პერიოდის განმავლობაში. ---ის ბალანსზე არის მხოლოდ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, ჯამში - 55,502 კვ.მ. აღნიშნული მიწაზე, ყოველწლიურად ხდებოდა ქონების დეკლარაციის ჩაბარება და შესაბამისი გადასახადის ბიუჯეტში გადახდა. 2021 წელის დასაწყისში გარდაიცვალა საწარმოს გენერალური დირექტორი და აქციების ძირითადი წილის მფლობელი, რომელიც უზრუნველყოფდა დეკლარაციების ჩაბარებას და შესაბამისი გადასახადის ბიუჯეტში გადახდას. მისი გარდაცვალების შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა -----ის წილის მემკვიდრეზე გადაცემა, კანონთან შესაბამისობაში მოყვანა, ახალი დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრების დანიშვნა. აღნიშნული პროცესი დასრულდა 2023 წლის აგვისტოში. ახალმა დირექტორმა (ყოფილი დირექტორის შვილი, სამართალმემკვიდრე) არ იცოდა რომ, ყოველწლიურად უნდა მომხდარიყო შესაბამისი ქონების დეკლარაციის ჩაბარება, ასევე შემოსავლების სამსახურის პირად გვერდზე არ იყო მითითებული მისი ნომერი, რომ მიეღო სმს შეტყობინებები ქონების დეკლარაციის ჩაბარებასთან დაკავშირებით. 2025 წლის ოქტომბერ-ნოემბერში, მოხდა სატელეფონო კომუნიკაცია აუდიტის სამსახურის თანამშრომლის მხრიდან, რის შემდეგაც დირექტორის მხრიდან მოხდა აღნიშნულ საკითხში ჩართვა, შემოსავლების სამსახურის პირად ვებგვერდზე წვდომის აღდგენა.
2025 წლის ბოლოს, აუდიტის დეპარტამენტის მიერ, მოხდა ს/ს „--“-ს კამერალური შემოწმება. ვინაიდან ----ს არ ჰქონდა ჩაბარებული წლიური დეკლარაციები, შემოწმების შედეგად მოხდა ს/ს „----“-ს დაჯარიმება. შემოწმების შედეგად დარიცხული იყო ასევე 1,476 ლარი (369*4), 2050 კვ.მ. მიწის (ს/კ ------) გადასახადი, რომელიც არ ეკუთვნოდა სს „---ს“ (ს/კ ---), არსებობს სხვა ს/ს „----ი“(ს/კ ----). აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მოხდა აუდიტის დეპარტამენტისთვის შესაბამისი საჩივრის გაგზავნა, თხოვნით რომ, როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელისთვის, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მოეხსნათ ჯარიმა და საურავი, ვინაიდან აღნიშნული დაჯარიმება გამოწვეული იყო შეცდომით/არცოდნით, ასევე შეემოწმებინათ მეორე ს/ს ---“-ს(ს/კ ----) საკუთრებაში არსებული მიწა (რომლის დარიცხვაც არ ეკუთვნოდა). აუდიტის დეპარტამენტის მიერ, მოხდა საჩივრის ნაწილობრივი დაკმაყოფილება, კერძოდ, დარიცხვის შემცირება საკუთრებაში არარსებული მიწის ნაკვეთის ნაწილში. სს „---ი“(ს/კ -----) აღიარებს ბოლო 4 წლის მიწის გადასახადს, რომელიც შეადგენს - 37,297.32 (9324.33*4) ლარს. როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი - 22 ნაწილების თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილების თანახმად. საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.0.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში, კერძოდ: 2022, 2023, 2024 და 2025 წლების პირველი აპრილის მდგომარეობით მომჩივანს საკუთრებაში უფიქსირდება მიწაზე ქონების გადასახადის დაბეგვრის ობიექტები, კერძოდ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებზეც მომჩივანს დეკლარირება არ განუხორციელებია. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 203-ე და 204-ე მუხლების გათვალისწინებით, პირს დაერიცხა მიწაზე ქონების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №005-192 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. რომლის №59 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა (საბჭოში გასაჩივრებული სადავო საკითხის ნაწილში არ დაკმაყოფილდა), რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო აღნიშნავს, რომ არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7);