გადაწყვეტილება № 27638/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 27638/2/2026
24 აგვისტო 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ 22.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27638/2/2026).
დავის საგანი:
1. ფიზიკურ პირებისაგან შეძენილი ჯართის მინიმალური შესყიდვის ფასის 75%-ის ხარჯად განხილვა და გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;
2. შემოწმებით გაანგარიშებული ფულადი სახსრების ნაშთის ოდენობა და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 6.04.2026 წლის №021-33 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 4.06.2026 წლის №12202 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 199 656.22 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 122 647
დღგ - 24 406
საშემოსავლო გადასახადი - 94 641
ქონების გადასახადი - 3 600
ჯარიმა - 60 093
საურავი - 16 916.22
პროცედურული გარემოებები
საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის 24 ივნისს. ამავე თარიღშია რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. მისი საქმიანობაა შავი და ფერადი ლითონის ნარჩენებით ვაჭრობა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.02.2023 წლიდან 1.09.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2026 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 6.04.2026 წლის №7843 ბრძანება და №----- საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 4.06.2026 წლის №12202 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ფიზიკურ პირებისაგან შეძენილი ჯართის მინიმალური შესყიდვის ფასის 75%-ის ხარჯად განხილვა და გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შესაბამისად, საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით. საწარმოს რეალიზებული პროდუქციის ნაწილზე არ გააჩნია დოკუმენტურად დადასტურებული შესყიდვები. ამასთანავე, მისი მხრიდან არ მომხდარა შესყიდვის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაციის (შესყიდვის აქტი, ჯართის ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალი და სხვა.) წარდგენა. აქედან გამომდინარე, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად. შემოწმებით განისაზღვრა რეალიზებული შავი ლითონის ჯართის თვითღირებულება (ხარჯად ჩაითვალა გადამხდელის შეძენის ზედნადებებში დაფიქსირებული მინიმალური შესყიდვის ფასის 75%). აღნიშნული შავი ლითონის ჯართი მიჩნეულ იქნა ფიზიკური პირებისაგან ჩაბარებულად და საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 3 პროცენტიანი განაკვეთით. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 136-ე მუხლით, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1333 მუხლით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანების 393 მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „პ“ ქვეპუნქტებით და მიუთითა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ეთანხმება შემოწმების აქტით განხორციელებულ დარიცხვას და გასაჩივრების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. შემოწმებულ პერიოდში სასაქონლო ზედნადებებით შეძენილია აქვს 697 342 ლარის პროდუქცია (ტრანსპორტირებით 500 891.22 + ტრანსპორტირების გარეშე 196 451.85 ლარი ) შპს „-----“-ს (ს/ნ-------) შემოწმებულ პერიოდში რეალიზებული აქვს 1 447 361 ლარის პროდუქცია, ტრანსპორტირებით 1 442 526. 33 ლარი, ტრანსპორტირების გარეშე 4 835.01 ლარი. გამომდინარე აღნიშნულიდან სხვაობა რეალიზებულ და დოკუმენტურად შეძენილ პროდუქციას შორის შეადგენს 1 447 361-697 342=750 018 ლარს.
2. გავყვეთ რეალიზებულ პროდუქციას, კომპანიას რეალიზებული აქვს შავი და ფერადი ლითონის ჯართი რომლის ღირებულებაა 1 378 066 ლარი, ხოლო დოკუმენტურად შეძენილი აქვს 559 811 (471 132 + 125 679) ლარის ღირებულების ჯართი.
ამდენად სხვაობა რეალიზებულ და დოკუმენტურად შეძენილ ჯართს შორის შეადგენს 1 378 066-559
ამდენად, როგორც წარმოდგენილი მონაცემებით ირკვევა სხვაობა ერთ პერიოდში შეძენილ ერთ ტონა ჯართსა და რეალიზაციას შორის მერყეობს 20-იდან 40 ლარის ფარგლებში.
3. დავაჯამოთ ის ხარჯები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ საწარმოს არ აქვს ნაწარმოები სრულყოფილი ბუღალტერია მაინც დაფიქსირებულია დოკუმენტურად, კერძოდ:
1. ბიუჯეტში გადახდილი თანხები 70 348 ლარი;
2. გაცემული ხელფასი 25 100 ლარი;
3. აუქციონზე გადახდილი თანხა 203 808 ლარი;
4. ზედნ. შეძენილი პროდუქცია 697 342 ლარი;
ჯამი 996 598 ლარი.
რადგან სულ რეალიზებულია 1 447 361 ლარის პროდუქცია, გაწეული ხარჯი კი არის 996 598, სხვაობა მიღებულ თანხას და გაწეულ ხარჯს შორის შეადგენს 470 901 ლარს.
4. ვინაიდან ხარჯმა რომელიც დასტურდება სასაქონლო ოპერაციების ამსახველი დოკუმენტებით და საბანკო ამონაწერით შეადგინა 996 598 ლარი და სხვაობამ მთლიან თანხასთან შეადგინა 470 901 ლარი, წარმოუდგენელი და არარეალურია საიდან ჩათვალა შემოწმებამ, რომ 400 667 ლარი გადახდილია მოქალაქეებისათვის მათგან მიღებული ჯართის საფასური და ამასთან ერთად 404 335 ლარი გატანილი სალაროდან და ჩათვლილია დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
5. სულ საწარმოს მიერ რეალიზებული შავი და ფერადი ლითონის ჯართის ოდენობაა 3 380 ტონა და იგი რეალიზებულია 1 378 066 ლარად. დოკუმენტურად სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი 852 ტონა ჯართი. აუქციონებზე შეძენილია 30 ტონა ჯართი, სხვაობა რეალიზებულ და დოკუმენტურად შეძენილ ჯართს შორის არის 2498 ტონა. ეს 2498 ტონა მოიცავს მოქალაქეებისაგან შეძენილ და იმ ჯართს, რომელიც აუქციონებზე შეძენილი ტექნიკის დაჭრის შედეგად წარმოიშვა ყველაზე იაფად ჯართი საწარმოს რაც ზედნადებებშია ასახული შეძენილი აქვს 500 ლარად, აღნიშნულსაც თუ ვიანგარიშებთ გამოყენებული მეთოდით 2498X400 არის 999 200 ლარის ღირებულების, ყველა ამ გაანგარიშებით ვერ მივდივართ იმ თანხასთან, რაც გაიანგარიშა შემმოწმებელმა.
6. გარდა ამისა აღნიშნავს, რომ თანხა რომლის განკარგვაც შემმოწმებლის განმარტებით არ დასტურდება ისეა ჩათვლილი საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რომ ამის შესახებ კომპანიის დირექტორისაგან არ არის მიღებული არანაირი ახსნა-განმარტება. რეალურად საწარმოს დირექტორის მიერ თანხის ხელფასის სახით გამოყენება არ მომხდარა.
აღნიშნავს, რომ საწარმო აღიარებს იმ გარემოებას, რომ მას სათანადოდ არ ჰქონდა ნაწარმოები აღრიცხვა, მაგრამ უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს კანონით გათვალისწინებული წინაპირობები. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ არასრულყოფილი ბუღალტრული აღრიცხვის არსებობა ავტომატურად არ ქმნის საფუძველს საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისთვის. შემმოწმებელს ჰქონდა შესაძლებლობა კონტაქტი დაემყარებინა საწარმოს წარმომადგენელთან და მოეთხოვა დეტალური ინფორმაცია ყოველ საკითხზე, გარდა ამისა შემმოწმებელს უნდა შეერჩია შესაბამისი არაპირდაპირი მეთოდი რომელიც მაქსიმალურად იქნებოდა მიახლოებული რეალურ სურათთან, შემოწმების შედეგების მიხედვით საწარმომ რომელსაც რეალიზებულია აქვს 1 442 526. 33 ლარის პროდუქცია, მოგების სახით მიიღო 404 000 ლარიანი შემოსავალი. როდესაც შეძენილი ტონა ჯართის რეალიზაცია ხდება მაქსიმუმ 30 ლარიანი ფასნამატით.
ითხოვს დამატებით შესწავლილ იქნას საწარმოს მიერ გაწეული ხარჯები, სასაქონლო ზედნადებებისა და საბანკო ამონაწერების გათვალისწინებით. არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით გაანგარიშდეს სალაროს თანხა, რომელიც არასამართლიანად და ფაქტობრივი გარემოებებისაგან და რეალური სურათისგან განცალკევებით ჩათვლილია საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
2. შემოწმებით გაანგარიშებული ფულადი სახსრების ნაშთის ოდენობა და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია სააღრიცხვო დოკუმენტაცია, საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით. შედგენილ იქნა სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი, დებიტორულკრედიტორული დავალიანებები ჩაითვალა ანაზღაურებულად, ასევე გათვალისწინებულ იქნა შავი ლითონის ჯართის თვითღირებულება, რომელიც შემოწმებით ჩაითვალა ფიზიკური პირებისგან ჩაბარებულად. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროს ნაშთის შესაბამისი თანხა, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. კომპანიას ასევე დაერიცხა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
გადმოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადმოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის თანახმად:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3- პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.
3. ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად დაიბეგრა, ამ პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:
ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;
ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას.
შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს რეალიზებული პროდუქციის ნაწილზე არ გააჩნია დოკუმენტურად დადასტურებული შესყიდვები. ამასთანავე, მისი მხრიდან არ მომხდარა შესყიდვის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაციის (შესყიდვის აქტი, ჯართის ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალი და სხვა.) წარდგენა. აქედან გამომდინარე, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად. შემოწმებით განისაზღვრა რეალიზებული შავი ლითონის ჯართის თვითღირებულება (ხარჯად ჩაითვალა გადამხდელის შეძენის ზედნადებებში დაფიქსირებული მინიმალური შესყიდვის ფასის 75%). აღნიშნული შავი ლითონის ჯართი მიჩნეულ იქნა ფიზიკური პირებისაგან ჩაბარებულად და საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 3 პროცენტიანი განაკვეთით. ამასთან, განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი, დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებები ჩაითვალა ანაზღაურებულად, ასევე, გათვალისწინებულ იქნა შავი ლითონის ჯართის თვითღირებულება, რომელიც ჩაითვალა ფიზიკური პირებისგან ჩაბარებულად. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროს ნაშთის შესაბამისი თანხა, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
მომჩივნის განმარტებით, აღიარებს იმ გარემოებას, რომ მას სათანადოდ არ ჰქონდა ნაწარმოები აღრიცხვა, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისათვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი, თუმცა მისთვის გაურკვეველი მეთოდი. ხარჯად ჩაითვალა შეძენის დოკუმენტებში (სასაქონლო ზედნადებებში) დაფიქსირებული მინიმალური შესყიდვის ფასის 75%, მიაჩნია, რომ შემმოწმებელს უნდა შეერჩია შესაბამისი არაპირდაპირი მეთოდი, რომელიც მაქსიმალურად იქნებოდა მიახლოებული რეალურ სურათთან. შემოწმების შედეგების მიხედვით, საწარმომ რომელსაც რეალიზებულია აქვს
1 442 526.33 ლარის პროდუქცია, მოგების სახით მიიღო 404 000 ლარიანი შემოსავალი, რაც არარეალურია. ითხოვს დამატებით შესწავლილ იქნას საწარმოს მიერ გაწეული ხარჯები, სასაქონლო ზედნადებებისა და საბანკო ამონაწერების გათვალისწინებით. ამასთან, არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით გაანგარიშდეს სალაროს თანხა, რომელიც არასამართლიანად და ფაქტობრივი გარემოებებისაგან და რეალური სურათისგან განცალკევებით ჩათვლილია საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მოცემულ სადავო შემთხვევაში ხარჯებში გათვალისწინებულია შეძენის დოკუმენტებში (სასაქონლო ზედნადებებში) დაფიქსირებული მინიმალური შესყიდვის ფასის 75%.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის სათანადოდ გამოკვლეული/შეფასებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, სადავო საკითხები, კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ხარჯის განსაზღვრის და შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვის მართლზომიერების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 4.06.2026 წლის №12202 ბრძანება;
3. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სსიპ შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. ფიზიკურ პირებისაგან შეძენილი ჯართის მინიმალური შესყიდვის ფასის 75%-ის ხარჯად განხილვა და გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;
2. შემოწმებით გაანგარიშებული ფულადი სახსრების ნაშთის ოდენობა და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელს არ აქვს ბუღალტრული აღრიცხვა წარმოებული, რის გამოც საგადასახადო ორგანომ გამოიყენა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები. რეალიზებული პროდუქციის ნაწილზე დადგინდა დოკუმენტურად დაუდასტურებელი შესყიდვების არსებობა, ხოლო შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (შესყიდვის აქტი, ჯართის ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალი და სხვა) არ იქნა წარდგენილი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმებით დადგინდა რეალიზებული შავი ლითონის ჯართის თვითღირებულება, ხარჯად ჩათვლილი გადამხდელის შეძენის ზედნადებებში ასახული მინიმალური შესყიდვის ფასის 75%-ის ოდენობით. აღნიშნული ჯართი მიჩნეულ იქნა ფიზიკური პირებისაგან ჩაბარებულად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით. შედეგად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.
ასევე, შედგენილ იქნა სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი, რომლის ფარგლებშიც დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებები ჩაითვალა ანაზღაურებულად, ხოლო შავი ლითონის ჯართის თვითღირებულება მიჩნეულ იქნა ფიზიკური პირებისაგან ჩაბარებულად. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული სალაროს ნაშთის შესაბამისი თანხა განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(5);101(1);154(1);