ბრძანება N 22747

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 21.10.2025
№ დოკუმენტი 22747
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

ცალკეულ შემთხვევაში დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრახელფასის სახით მიღებული შემოსავლებიგადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესიცალკეულ შემთხვევაში დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრახელფასის სახით მიღებული შემოსავლებიგადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესიცალკეულ შემთხვევაში დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრაცალკეულ შემთხვევაში დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრახელფასის სახით მიღებული შემოსავლებიგადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესიხელფასის სახით მიღებული შემოსავლებიგადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესი

📄 სრული ტექსტი

N 22747

21 ოქტომბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „--ს“ (ს/ნ ---)

(ფაქტ. მის.: ---)

(იურ. მის.: ---) 2025 წლის 6 აგვისტოს საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 25 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №81) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2025 წლის 6 აგვისტოს №97403/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 9 ივლისის №082-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გაადსახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დადგენილ ფასნამატას და აღნიშნულის შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2. არ ეთანხმება შემოწმების მიერ გამოვლენილი ფულის ნაშთის მიხედვით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს. მიუთითებს, რომ ვინაიდან საწარმოს აქვს როგორც საკასო შემოსავალი, ასევე, საკასო ხარჯი, შემსრულებლებმა სრულად დაბეგრეს სალაროს ნაშთი, მათ არ გაითვალისწინეს მეთოდური მითითების მიხედვით ნაღდი ფულის ნაშთიდან გონივრული ნაშთის 10%-ის ოდენობა. ასევე, აცხადებს, რომ შემოწმების პროცესში საწარმომ აღნიშნული სალაროს ნაშთიდან დამფუძნებლებზე დივიდენდის სახით გასცა 60 000 ლარი, რა თანხითაც მცირდება სალაროს ნაშთი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 მარტის №4701 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 9 ივლისის №15516 ბრძანება და ამავე თარიღის №082-12 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 223 470 ლარი, მათ შორის გადასახადი 139 567 ლარი, ჯარიმა 67 644 ლარი და საურავი 16 259 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

1. შესამოწმებელ პერიოდში შპს „---ს“ (ს/ნ ---) საქმიანობას წარმოადგენს სასურსათო პროდუქციით საბითუმო ვაჭრობა ქალაქ ---ის ქუჩაზე. კომპანია გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2018 წლის 29 მაისიდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 2019 წლის 11 თებერვლიდან. გადამხდელს საქონლის შეძენა უფიქსირდება როგორც იმპორტით, ასევე ადგილობრივი შესყიდვებით. რეალიზაციას ახორციელებს როგორც დოკუმენტურად, ასევე არადოკუმენტურად. კომპანიის მიერ წარმოდგენილ იქნა ბუღალტრული პროგრამის ასლი, საბანკო ამონაწერები და სხვა დოკუმენტაცია. შემოწმების მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ კომპანიის საშუალო ფასნამატი შეადგენს 11-12 %-ს.

შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა დოკუმენტური ფასნამატი, კერძოდ, კომპანიის მიერ მოწოდებულ საბუღალტრო ინფორმაციაზე დაყრდნობით, საქონლის მოძრაობის იმ ნაწილით, რომლითაც დაბეგვრის ობიექტის დადგენა შესაძლებელია (კერძოდ იდენტიფიცირებულია რეალიზებული საქონლის ზუსტი რაოდენობა/თვითღირებულება და ოპერაციის პერიოდი) დათვლილი იქნა სარეალიზაციო საშუალო ფასნამატი. აღნიშნული გაანგარიშებით სარეალიზაციო ფასნამატმა შეადგინა 14-16%. შპს „---ს" (ს/ნ ---) საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განისაზღვრა არაპირდაპირ მეთოდით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად. შემოწმების მიერ დოკუმენტურ ფასნამატზე დაყრდნობით გაანგარიშებულ იქნა კომპანიის დასაბეგრი ბრუნვები.

შესამოწმებელ პერიოდში არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულმა საქონლის/მომსაურების მიწოდების შედეგად დღგ-ით დასაბეგრმა შემოსავალმა შეადგინა შეადინა 6 813 601 ლარი დღგ-ის გარეშე. შემოწმებით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, საწარმოს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად განესაზღვრა ჯარიმა.

ამასთან, შემოწმების გაანგარიშებით საქონლის/მომსაურების მიწოდების შედეგად დამატებით (დეკლარირებულსა და შემოწმებით გამოვლენილი ბრუნვებს შორის სხვაობა) მიღებულმა შემოსავალმა შესამოწმებელ პერიოდში შეადინა 135 996 ლარი (დღგ-ის ჩათვლით). მიღებული თანხა მიჩნეულ იქნა საანგარიშო პერიოდის ბოლოს, 2025 წლის იანვრის თვეში, დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე2 ნაწილის შესაბამისად.

2. საბუღალტრო პროგრამაზე დაყრდნობით საწარმოს უფიქსირდება დიდი ოდენობთ თანხის ნაშთები საანგარიშო პერიოდების ბოლოს. შემოწმების მიერ „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების შესაბამისად გაანგარიშებულ იქნა კომპანიის სალაროს გონივრული ნაშთი. აღნიშნული გონივრული ნაშთის გამოყენებით მეთოდური მითითების შესაბამისად გაანგარიშებულ იქნა არაგონივრული ნაშთი, კერძოდ კომპანიის ბუღალტრული ჩანაწერების მიხედვით 2024 წლის მარტის თვის ბოლოს არაგონივრული უძრავი ნაშთი - 102 359 ლარი მიჩნეულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად ამავე პერიოდში. ამასთან პერიოდის ბოლოს 2025 წლის იანვარში არაგონივრული ნაშთი შეადგენს 316 852 ლარს, შესაბამისად, 2025 წლის იანვარში გამოვლენილ არაგონივრულ ნაშთსა და შემოწმების მიერ 2024 წლის მარტის ბოლოს დაბეგრილ არაგონივრულ ნაშთებს შორის სხვაობა, ასევე, მიჩნეულ იქნა 2025 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდში დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შპს „---ს“ დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე2 ნაწილის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ შემოწმებამ შეისწავლა დოკუმენტური ფასნამატი, კერძოდ, კომპანიის მიერ მოწოდებულ საბუღალტრო ინფორმაციაზე დაყრდნობით, საქონლის მოძრაობის იმ ნაწილით, რომლითაც დაბეგვრის ობიექტის დადგენა შესაძლებელია (კერძოდ იდენტიფიცირებულია რეალიზებული საქონლის ზუსტი რაოდენობა/თვითღირებულება და ოპერაციის პერიოდი) დათვლილი იქნა სარეალიზაციო საშუალო ფასნამატი. აღნიშნული გაანგარიშებით სარეალიზაციო ფასნამატმა შეადგინა 14-16%. შედეგად, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით, დოკუმენტურ ფასნამატზე დაყრდნობით გაანგარიშებულ იქნა კომპანიის დასაბეგრი ბრუნვები. შესამოწმებელ პერიოდში არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულმა საქონლის/მომსაურების მიწოდების შედეგად დღგ-ით დასაბეგრმა შემოსავალმა შეადგინა შეადინა 6 813 601 ლარი დღგ-ის გარეშე, რის შედეგადაც გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და საწარმოს დაერიცხა დღგ. ასევე, შემოწმების გაანგარიშებით საქონლის/მომსაურების მიწოდების შედეგად დამატებით (დეკლარირებულსა და შემოწმებით გამოვლენილი ბრუნვებს შორის სხვაობა) მიღებულმა შემოსავალმა შესამოწმებელ პერიოდში შეადინა 135 996 ლარი (დღგ-ის ჩათვლით). მიღებული თანხა მიჩნეულ იქნა საანგარიშო პერიოდის ბოლოს, 2025 წლის იანვრის თვეში, დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი. ამასთან, საბუღალტრო პროგრამაზე დაყრდნობით საწარმოს უფიქსირდება დიდი ოდენობთ თანხის ნაშთები საანგარიშო პერიოდების ბოლოს. კერძოდ, კომპანიის ბუღალტრული ჩანაწერების მიხედვით 2024 წლის მარტის თვის ბოლოს არაგონივრული უძრავი ნაშთი - 102 359 ლარი მიჩნეულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად ამავე პერიოდში. ამასთან, პერიოდის ბოლოს 2025 წლის იანვარში არაგონივრული ნაშთი შეადგენს 316 852 ლარს, შესაბამისად, 2025 წლის იანვარში გამოვლენილ არაგონივრულ ნაშთსა და შემოწმების მიერ 2024 წლის მარტის ბოლოს დაბეგრილ არაგონივრულ ნაშთებს შორის სხვაობა, ასევე, მიჩნეულ იქნა 2025 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდში დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის თანახმად, მათ მიერ დამატებით მოხდა გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, გადამხდელის პირველადი დოკუმენტაციის და ბუღალტრული პროგრამის დამუშავება, რის შედეგადაც დადგინდა, რომ შემოწმების მიერ გაზრდილი ფასნამატი არასწორია. ასევე, ფასნამატის ფორმირებისას არ მოხდა თვითღირებულების სრულყოფილად გათვალისწინება, კერძოდ, თვითღირებულებაში არ არის გათვალისწინებული საქონლის ტრანსპორტირება, დაცლა და დასაწყობა. ითხოვს, შემოწმების მხრიდან სადავო საკითხების დამატებით შეწავლას და საქონლის რეალური ფასნამატის განსაზღრას. ასევე, მომჩივანი განმარტავს, რომ საწარმომ დამფუძნებელზე გასცა 60 000 ლარი დივიდენდის სახით და აღნიშნულით უნდა შემცირდეს სალაროს ნაშთი.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან, მეთოდური მითითების მიხედვით ნაღდი ფულის ნაშთიდან გონივრული ნაშთის 10%-ის არ გათვალისწინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, მათ გაანგარიშებაში არ შედის გონივრული ნაშთის თანხა, რასაც გადამხდელი საჩივარში აფიქსირებს. რაც შეეხება 2025 წლის იანვრის თვეში არსებულ არაგონივრულ ნაშთს, სადაც იგივე პრინციპით გამოკლებულია გონივრული ნაშთის ოდენობა, ასევე, გამოაკლდა 2024 წლის მარტის თვეში შემოწმების მიერ დასაბეგრად განსაზღვრული არაგონივრული ნაშთი და მიღებული სხვაობა დაექვემდებარა დაბეგვრას.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელს კანონმდებლობით დადგენილი წესით სრულყოფილად არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესაწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, გაშიფრული ინფორმაცია/ცხრილი საქონლის დოკუმენტური რეალიზაციის, მათი შეძენის/თვითღირებულების და ფასნამატის შესახებ). თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, გაშიფრული ინფორმაცია/ცხრილი საქონლის რეალიზაციის, მათი შეძენის/თვითღირებულების და ფასნამატის შესახებ);

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. გაადსახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დადგენილ ფასნამატას და აღნიშნულის შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2. არ ეთანხმება შემოწმების მიერ გამოვლენილი ფულის ნაშთის მიხედვით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ შემოწმებამ შეისწავლა დოკუმენტური ფასნამატი, კერძოდ, კომპანიის მიერ მოწოდებულ საბუღალტრო ინფორმაციაზე დაყრდნობით, საქონლის მოძრაობის იმ ნაწილით, რომლითაც დაბეგვრის ობიექტის დადგენა შესაძლებელია დათვლილი იქნა სარეალიზაციო საშუალო ფასნამატი. აღნიშნული გაანგარიშებით სარეალიზაციო ფასნამატმა შეადგინა 14-16%. შედეგად, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით, დოკუმენტურ ფასნამატზე დაყრდნობით გაანგარიშებულ იქნა კომპანიის დასაბეგრი ბრუნვები. შესამოწმებელ პერიოდში არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულმა საქონლის/მომსაურების მიწოდების შედეგად დღგ-ით დასაბეგრმა შემოსავალმა შეადგინა შეადინა 6 813 601 ლარი დღგ-ის გარეშე, რის შედეგადაც გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და საწარმოს დაერიცხა დღგ.

ასევე, შემოწმების გაანგარიშებით საქონლის/მომსაურების მიწოდების შედეგად დამატებით მიღებულმა შემოსავალმა შესამოწმებელ პერიოდში შეადინა 135 996 ლარი (დღგ-ის ჩათვლით). მიღებული თანხა მიჩნეულ იქნა საანგარიშო პერიოდის ბოლოს, 2025 წლის იანვრის თვეში, დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი. ამასთან, საბუღალტრო პროგრამაზე დაყრდნობით საწარმოს უფიქსირდება დიდი ოდენობთ თანხის ნაშთები საანგარიშო პერიოდების ბოლოს. კერძოდ, კომპანიის ბუღალტრული ჩანაწერების მიხედვით 2024 წლის მარტის თვის ბოლოს არაგონივრული უძრავი ნაშთი - 102 359 ლარი მიჩნეულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად ამავე პერიოდში. ამასთან, პერიოდის ბოლოს 2025 წლის იანვარში არაგონივრული ნაშთი შეადგენს 316 852 ლარს, შესაბამისად, 2025 წლის იანვარში გამოვლენილ არაგონივრულ ნაშთსა და შემოწმების მიერ 2024 წლის მარტის ბოლოს დაბეგრილ არაგონივრულ ნაშთებს შორის სხვაობა, ასევე, მიჩნეულ იქნა 2025 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდში დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესაწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, გაშიფრული ინფორმაცია/ცხრილი საქონლის დოკუმენტური რეალიზაციის, მათი შეძენის/თვითღირებულების და ფასნამატის შესახებ). თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 101 (1); 154 (1).