N 15705 - 03/07/2023 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №15705
2023 წლის 03 ივლისი
ქ.თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე 2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,ვბრძანებ:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №8):
ა) მე-7 მუხლის:
ა.ა) „ნ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ა.ბ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი: „თ1) საგადასახადო შემოწმების N9 სამმართველო;“.
ბ) მე-8 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. საგადასახადო შემოწმების №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, N9 სამმართველოები“;
გ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ამ დებულების მე-8, 91 და 92 მუხლებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს;“.
დ) 91 მუხლის:
დ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლის „ა“ და „ბ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებისას მიღებული ინფორმაციის ხელმძღვანელობისათვის წარდგენას ანალიტიკური დეპარტამენტისთვის გადასაგზავნად. ამ უკანასკნელის მხრიდან შემდგომში, საგადასახადო კონტროლისათვის გადასახადის გადამხდელთა შესარჩევად, ზოგადი ანალიტიკური პროცედურების განხორციელებისას გამოსაყენებლად;“.
დ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“, „ბ2“ და „ბ3“ ქვეპუნქტები:
„ბ1) ბიუჯეტიდან თანხის დაბრუნების მიზნით წარმოდგენილ განაცხადზე/„გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე“ (გარდა ელექტრონულად წარმოდგენილი მოთხოვნისა, რომელიც აკმაყოფილებს შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებს) კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამის რეაგირებას. თანხის გადასახადის გადამხდელისათვის დაბრუნების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებასა და მის წარდგენას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისთვის;
ბ2) საჭიროების შემთხვევაში ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნების მიზნით, შესაბამისი „მოთხოვნის“ წარმოდგენაზე კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების გამოყენების შესაძლებლობის შესახებ იმ გადასახადის გადამხდელის ინფორმირებას, რომელთაც პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებათ ზედმეტად გადახდილი გადასახადი;
ბ3) დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნასთან დაკავშირებით განხორციელებული სათანადო პროცედურებიდან გამომდინარე დაბრუნებული თანხების ან/და გაგზავნილი შესაგებლების შესახებ შესაბამისი სტატისტიკის წარმოებას;“.
დ.გ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ამ მუხლის „ა“ და „ბ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებისას, საჭიროების შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელებთან კომუნიკაციის განხორციელებას;“.
ე) 93 მუხლი ამოღებულ იქნეს.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი
ლევან კაკავა
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე