საგადასახადო
დეკლარაციების კონტროლის №1, №2, №3, №4 სამმართველოები ახორციელებენ:
ა) შესაბამის შემთხვევებში, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იმ დეკლარაციების მონაცემების დამუშავებას, რომლებთან დაკავშირებითაც ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ, საგადასახადო ვალდებულებების ნებაყოფლობით შესრულების უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი დეკლარაციების ანალიზის შედეგად, განისაზღვრა რისკის ფაქტორების არსებობა. აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო დასკვნის/შესაგებლის მომზადებას;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლის „ა“ და „ბ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებისას მიღებული ინფორმაციის ხელმძღვანელობისათვის წარდგენას ანალიტიკური დეპარტამენტისთვის გადასაგზავნად. ამ უკანასკნელის მხრიდან შემდგომში, საგადასახადო კონტროლისათვის გადასახადის გადამხდელთა შესარჩევად, ზოგადი ანალიტიკური პროცედურების განხორციელებისას გამოსაყენებლად;
ბ1) ბიუჯეტიდან თანხის დაბრუნების მიზნით წარმოდგენილ განაცხადზე/„გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე“ (გარდა ელექტრონულად წარმოდგენილი მოთხოვნისა, რომელიც აკმაყოფილებს შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებს) კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამის რეაგირებას. თანხის გადასახადის გადამხდელისათვის დაბრუნების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებასა და მის წარდგენას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისთვის;
ბ2) საჭიროების შემთხვევაში ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნების მიზნით, შესაბამისი „მოთხოვნის“ წარმოდგენაზე კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების გამოყენების შესაძლებლობის შესახებ იმ გადასახადის გადამხდელის ინფორმირებას, რომელთაც პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებათ ზედმეტად გადახდილი გადასახადი;
ბ3) დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნასთან დაკავშირებით განხორციელებული სათანადო პროცედურებიდან გამომდინარე დაბრუნებული თანხების ან/და გაგზავნილი შესაგებლების შესახებ შესაბამისი სტატისტიკის წარმოებას;
გ) ამ მუხლის „ა“ და „ბ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებისას, საჭიროების შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელებთან კომუნიკაციის განხორციელებას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მიმდინარე საგადასახადო დავებში მონაწილეობას ან/და საგადასახადო დავებთან დაკავშირებით დავის განმხილველი ორგანოს მხრიდან მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადებას და მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულე
ბას;
ე) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულებას.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2017 წლის 17 აგვისტოს ბრძანება №21840 - ვებგვერდი, 21.08.2017წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 11 მარტის ბრძანება №5578 - ვებგვერდი, 13.03.2019წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №45055 - ვებგვერდი, 24.12.2019წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 30 მაისის ბრძანება №13444 - ვებგვერდი, 01.06.2022წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის ბრძანება №15705 - ვებგვერდი, 20.07.2023