გადაწყვეტილება №23110/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 23110/2/2024
09 სექტემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----------14.05.2024 წელს და 18.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №23110/2/2024 და №23302/2/2024).
დავის საგანი:
1. საჩივრის კუთვნილებისამებრ გამოგზავნა;
2. დავების განხილვის საბჭოს 18.12.2023 წლის №20791/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 22.04.2024 წლის №006-176 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 1 029 459 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 511 250
დღგ - 51 493
მოგების გადასახადი - 443
საშემოსავლო გადასახადი - 459 314
ჯარიმა - 291 722
საურავი - 226 487
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.01.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 22.05.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით:
1. საქონლის შეძენა ხორციელდება, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე იმპორტის გზით, ხოლო რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე. შემოწმების მიერ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა სამეურნეო ოპერაციასთან დაკავშირებით, რომელიც გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი, შესაბამისად კომპანია დაჯარიმდა ინფორმაციის წარუდგენლობაზე საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილით. შემოწმების მიერ გაანალიზდა კომპანიის ნაღდი ფულის მოძრაობა, შემოწმებით განსაზღვრული შემოსავალი ჩაითვალა სრულად მიღებულად, ხოლო დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი სრულად ანაზღაურებულად. შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 30 დეკემბრის №42109 ბრძანებით ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე განსაზღვრული დანართი №9-ს შესაბამისად, შემოწმების მიერ საწარმოს სალაროს არაგონივრული ნაშთი განხილულ იქნა დირექტორებზე გაცემულ ხელფასად. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, გაცემული ხელფასი დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შესაბამისად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრული ჯარიმა.
2. გადასახადის გადამხდელი რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად, თუმცა სააღრიცხვო დოკუმენტაციის დამუშავებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი ახორციელებდა დღგ-ით დაბეგვრას დაქვემდებარებული პროდუქციის შეძენას დაფუძნების დღიდან. კომპანიის დირექტორის ახსნა-განმარტებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი შეადგენდა ნულს (შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით 2022 წლის ივნისის შემდეგ შეძენა-რეალიზაცია არ უფიქსირდება), შესაბამისად გადამხდელის მიერ შეძენილი სმფ-ების რეალიზაცია განხორციელებულია შესაბამის პერიოდებში სრულად. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2020 წლის 1 იანვრიდან.
შემოწმების შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი დღგ-ით დაბეგვრას დაქვემდებარებული საქონლის რეალიზაცია განხორციელდა შესაბამის პერიოდებში, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული ჯარიმა დღგ-ის რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის.
3. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი რეგისტრირებული არ იყო დღგ-ის გადამხდელად და შეძენილ საქონელსა და მომსახურებაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დღგ ჩათვლილი არ ჰქონდა. გამომდინარე იქიდან, რომ შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელს დღგ-ით სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება განესაზღვრა 2020 წლის 1 იანვარს, შესაძლებლობა აქვს ჩაითვალოს ჩათვლის დოკუმენტებით მიღებული დღგ. საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების გათვალისწინებით შემოწმების მიერ გაიზარდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა.
4. შემოწმების პროცესში, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად, გაირკვა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შესყიდული ჰქონდა გარკვეული საქონელი, თუმცა შემოწმების მიერ ვერ დადგინდა გაწეული ხარჯის მიზნობრიობის საკითხი და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი. შემოწმების შედეგად გაანგარიშდა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა შესაბამისი პერიოდების მიხედვით. გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 22.05.2023 წლის №11338 ბრძანება და №006-201 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №20987 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო დავების განხილვის საბჭოში არსებული დავის საგნების ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭოს 18.12.2023 წლის №20791/2/2023 გადაწყვეტილებით:
1. საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №20987 ბრძანება; პირველი დავის საგნის ნაწილში (დღგ-ით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მართლზომიერება):
ა) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრის მიზნით, მომჩივნის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, დღგის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა განხორციელდეს 1.01.2020 წლიდან გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხიდან და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების შემთხვევაში, უზრუნველყოს შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
ბ) მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი ინფორმაცია/მტკიცებულებები;
გ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს უზრუნველყოს მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილოებით შესწავლა, შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
3. მე-2 დავის საგნის ნაწილში (შესყიდული საქონლის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა):
ა) მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩაბარებიდან 15 კალენდარულ დღის განმავლობაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი ინფორმაცია/მტკიცებულებები;
ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს უზრუნველყოს მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილოებით შესწავლა, შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 18.12.2023 წლის №20791/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 8.04.2024 წელს გამოცემული დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას, სულ 302 704 ლარი, გადასახადი - 253 920 ლარი, ჯარიმა - 48 784 ლარი. აღნიშნულზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 22.04.2024 წლის №006-176 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საჩივრის კუთვნილებისამებრ გამოგზავნა
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის 14.05.2024 წლის №---------- წერილით, მომჩივნის მიერ 14.05.2024 წელს წარდგენილი №89611/1/2024 საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის საფუძველზე, დავების განხილვის საბჭოს 18.12.2023 წლის №20791/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 22.04.2024 წლის №006-176 საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ნაწილში, კუთვნილებისამებრ იქნა გამოგზავნილი დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის 14.05.2024 წლის №------------ წერილს, რომლითაც მის მიერ 14.05.2024 წელს წარდგენილი №89611/1/2024 საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის საფუძველზე, დავების განხილვის საბჭოს 18.12.2023 წლის №20791/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 22.04.2024 წლის №006-176 საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ნაწილში, კუთვნილებისამებრ იქნა გამოგზავნილი დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
დადგენილია და დავის საგანს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №20987 ბრძანების და დავების განხილვის საბჭოს 18.12.2023 წლის №20791/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 8.04.2024 წელს გამოცემული იქნა დასკვნა, რომლის საფუძველზე, მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 22.04.2024 წლის №006-176 საგადასახადო მოთხოვნა, რაზეც მომჩივანმა 14.05.2024 წელს შემოსავლების სამსახურში წარადგინა №89611/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 14.05.2024 წლის №----------წერილით, აღნიშნული საჩივარი, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის საფუძველზე, დავების განხილვის საბჭოს 18.12.2023 წლის №20791/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 22.04.2024 წლის №006-176 საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ნაწილში, კუთვნილებისამებრ იქნა გამოგზავნილი დავების განხილვის საბჭოში.
საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის 14.05.2024 წლის №----------- წერილით, მომჩივნის მიერ 14.05.2024 წელს შემოსავლების სამსახურში წარდგენილი №89611/1/2024 საჩივრის, საბჭოში კუთვნილებისამებრ გამოგზავნა მართებულია და არ არსებობს საჩივრების ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დავების განხილვის საბჭოს 18.12.2023 წლის №20791/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 8.04.2024 წლის დასკვნის მიხედვით:
1. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრის მიზნით, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი განისაზღვრა 1.01.2020 წლიდან გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხიდან, შესაბამისად, დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი განისაზღვრა 18.03.2020 წლიდან. აგრეთვე, შემმოწმებლების მიერ გადასახადის გადამხდელთან ერთად განხორციელდა ისეთი საქონლის იდენტიფიცირება, რომელიც შესყიდვის დოკუმენტების მიხედვით კვალიფიცირებული იყო დასაბეგრ მედიკამენტად და რომელიც არ ექვემდებარება დაბეგვრას სსკ-ის 171-ე მუხლის „ღ“, „ა“ და „ო“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით. აღნიშნული საკითხის გათვალისწინებით განხორციელდა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
2. გადასახადის გადამხდელმა წარადგინა იჯარის ხელშეკრულება, რომელშიც განხორციელდა მიმდინარე სარემონტო სამუშაოები და საგადასახადო შემოწმების დროს არაეკონომიკურ ხარჯად კვალიფიცირებული ხარჯების დიდი ნაწილი სწორად იჯარით აღებული ფართის მიმდინარე ხარჯებს უკავშირდებოდა. აგრეთვე, გათვალისწინებული იქნა ავტომობილებზე გაწეული მიმდინარე ხარჯები, აღნიშნული საკითხის გათვალისწინებით განხორციელდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ზემოაღნიშნული დასკვნის საფუძველზე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას, სულ 302 704 ლარი, გადასახადი - 253 920 ლარი, ჯარიმა - 48 784 ლარი.
მომჩივნის არგუმენტაცია
აღსანიშნავია, რომ შემოწმებას არ შეუსწავლია საწარმოს სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია და დაეყრდნო მხოლოდ შემოსავლების სამსახურის ბაზებში არსებულ ინფორმაციას, მაშინ როცა საწარმოს ფინანსური შედეგების ანალიზისას აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს პირის სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია.
ყურადღება უნდა გამახვილდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე მუხლის მე5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მითითებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. მხოლოდ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულად შესწავლისა და დადგენის შემდეგ არის შესაძლებელი კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა.
სსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის (გარდა საურავისა) დაკისრებისა და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. ამავე მუხლის მე-5 ნაწილით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.
სსკ-ის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გადასახადის გადამხდელი ვალდებულია გადასახადით დაბეგვრის ობიექტის დადგენისათვის აუცილებელი დოკუმენტი შეინახოს 3 წლის განმავლობაში. ეს ვადა აითვლება იმ საგადასახადო პერიოდის კალენდარული წლის დასრულებიდან, რომლის საგადასახადო ვალდებულების დადგენისთვისაც იგი არის აუცილებელი.
საგადასახადო შემოწმება ჩატარდა 2023 წლის ბრძანების საფუძველზე. ხოლო 2024 წლის 08 აპრილის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ჩატარებულ იქნა პირის მომგებიანობის ანალიზი 2014-2019 წლების საანგარიშო პერიოდზე და აღნიშნული ანალიზით გამოვლინდა, რომ საწარმო ამ პერიოდში იყო მომგებიანი, შესაბამისად შემოწმებამ მიიჩნია, რომ კაპიტალის საჭიროება არ არსებობდა.
სსკ-ის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს არ ჰქონია შენახული 2014-2019 წლების სააღრიცხვო დოკუმენტაცია, შესაბამისად არ ყოფილა აღნიშნული დოკუმენტაცია წარდგენილი. შესაბამისად, შემოწმებამ ანალიზი ჩაატარა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, კერძოდ, შემოწმება დაეყრდნო, მხოლოდ ელექტრონულ დოკუმენტაციას, ხოლო პირის სააღრიცხვო დოკუმენტაცია არ შედგება მხოლოდ ელექტრონული დოკუმენტაციისაგან. საწარმოს ფინანსური შედეგების ანალიზისას აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს პირის სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტმა არასრულყოფილად მოახდინა ხანდაზმული პერიოდის შესწავლა/ანალიზი, რომლის მიხედვითაც გამოტანილი დასკვნა, რომ კომპანიას ამ პერიოდებში ჰქონდა მოგება დაფუძნებულია არასრულყოფილ მონაცემების დამუშავებით მიღებულ ინფორმაციაზე.
მაშინ როდესაც არსებობს თანხების საწარმოს კაპიტალში შეტანის დამადასტურებელი კრების ოქმები და შესაბამისი საბანკო ჩარიცხვების დამადასტურებელი ქვითრები, აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან არასრულყოფილი შესწავლის ჩატარება ხანდაზმულ პერიოდზე, არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას, რადგან ერთის მხრივ ირღვევა სზაკ-ის მოთხოვნები, რადგან ხდება არასრულყოფილი შესწავლა, შესაბამისი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე, ხოლო მეორეს მხრივ ირღვევა სსკ-ით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადისა და გადამხდელის მიერ დოკუმენტაციის შენახვის ვადის მოთხოვნები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენი მოთხოვნაა, რომ საწარმოს კაპიტალში არსებული შენატანების გათვალისწინება მოხდეს საშემოსავლო გადასახადის მიზნებისათვის გაანგარიშებულ თანხებში და აღნიშნულის საფუძველზე მოახდინოს პირის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
გარდა კაპიტალში შენატანების გაუთვალისწინებლობისა, ამავე საკითხში ვკითხულობთ, რომ შემოწმების მიერ არ მოხდა წინა პერიოდის კრედიტორული დავალიანების დაფარვის გათვალისწინება რადგან, შემოწმებამ წარდგენილი დოკუმენტაცია არ მიიჩნია სარწმუნოდ. ვინაიდან გადარიცხვის დოკუმენტში არ ხდება მიმღების იდენტიფიცირება, დანიშნულება და თანხის გადამხდელის დასახელება ამიტომ შემოწმებამ არ გაითვალისწინა აღნიშნული ოპერაცია.
აღსანიშნავია, რომ გარდა გადარიცხვის დოკუმენტისა, ჩვენს მიერ წარდგენილ იქნა აღნიშნულ არარეზიდენტ კომპანიებთან გაფორმებული ურთიერთშედარების აქტები, სადაც ჩანს ორივე მხარის საიდენტიფიკაციო ნომრები, ორივე მხარის დასახელებები და აღნიშნულ აქტებს ბეჭდითა და ხელმოწერით ადასტურებს ორივე მხარე. ხსენებულ ოპერაციასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ არარეზიდენტი მომწოდებლების მიმართ არსებული კრედიტორული დავალიანება დაიფარა შესამოწმებელ პერიოდში, რაც დასტურდება არარეზიდენტებთან გაფორმებული ურთიერთშედარების აქტებით. კერძოდ ურთიერთშედარების აქტები გაკეთებულია 01.01.2020 და 01.01.2023 თარიღებით. შესაბამისად, ორივე მხარე ადასტურებს, რომ 01.01.2020-ის მდგომარეობით არსებული დავალიანება დაფარულია 01.01.2023-ის მდგომარეობით. მათი მოთხოვნის საფუძველზე დავალიანების დაფარვა მოხდა კრიპტო ვალუტით. კრიპტო ვალუტით გადარიცხვის სპეციფიკის გათვალისწინებით შეუძლებელია მოხდეს ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება. თუმცა, სწორედ აღნიშნულის დასადასტურებლად არის წარმოდგენილი ურთიერთშედარების აქტები და აღნიშნულს ადასტურებს სწორედ ეს დოკუმენტები. ასევე აღსანიშნავია, რომ საწარმო იმყოფება გაკოტრების რეჟიმში და არც გაკოტრების რეჟიმისას აღრიცხულ კრედიტორებში არ ფიქსირდებიან ეს პირები. შესაბამისად, მოთხოვნაა, რომ 01.01.2020-01.01.2023 საანგარიშო პერიოდში დაფარული კრედიტორული დავალიანება გათვალისწინებულ იქნეს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზში და მოხდეს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
გარდა ამისა, გაანგარიშებაში არ არის გათვალისწინებული ავტომობილების შეძენის ხარჯები, რადგან აღნიშნული ავტომობილები შესამოწმებელ პერიოდშივე არის რეალიზებული. ჩვენს ხელთ არსებული რესურსებით ვერ ვახერხებთ იმ პირებთან დაკავშირებას ვისზეც მოხდა ავტომობილების რეალიზაცია რათა დავადასტუროთ, რომ ავტომობილები რეალიზებულია გაცილებით ნაკლებ ფასად ვიდრე მისი შეძენა მოხდა. ავტომობილები ექსპლუატაციაში იმყოფებოდა თითქმის ყოველდღიურად შეძენის დღიდან და შესაბამისად შეუძლებელია იგივე ფასად მომხდარიყო ამ ავტომობილების რეალიზაცია. ამიტომ გთხოვთ გაითვალისწინოთ ავტომობილების ბუნებრივი ცვეთა, დაძველება, საბაზრო ფასის შემცირება და იმის გათვალისწინებით მოხდეს ავტომობილების რეალიზაციით მიღებული შემოსავლისა და ამ ავტომობილების შეძენის ხარჯების ფულის მოძრაობის გაანგარიშებაში გათვალისწინება.
გარდა ამისა, კომპანიას გააჩნია დებიტორული დავალიანებების საბოლოო ნაშთები, თუმცა მეორე მხარეებთან კომუნიკაციის შეუძლებლობის გამო ჩვენს მიერ ვერ მოხდა შემმოწმებლისათვის ურთიერთშედარებების წარდგენა, შესაბამისად გადაანგარიშების ეტაპზე არ მოხდა აღნიშნულის გათვალისწინება. დებიტორების ძირითადი ნაწილი ან აღარ ფუნქციონირებს, ან ვერ ვახერხებთ შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან დაკავშირებას. ამიტომ გთხოვთ რაიმე გზით მოხდეს დებიტორული დავალიანებების გათვალისწინება, რათა არ დაირღვეს სამართლიანობის პრინციპი, ვინაიდან დებიტორული მხარესთან კომუნიკაციის შეუძლებლობის გამო არ გვაქვს შესაძლებლობა დავადასტუროთ აღნიშნული დავალიანების ნამდვილობა. შესაბამისად, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ ხდება აღნიშნულის დადასტურება, ხოლო მაკონტროლებელ ორგანოს აქვს შესაძლებლობა და უფლებამოსილება, რომ შეისწავლოს აღნიშნული დავალიანებების არსებობის ნამდვილობა და გაითვალისწინოს საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვროს ეტაპზე. ამიტომ, გთხოვთ დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მათ ხელთ არსებული რესურსების გამოყენებით მოახდინოს აღნიშნული დავალიანებების დადასტურება და გათვალისწინება.
გარდა ზემოთხსენებულისა, აღსანიშნავია, რომ მთელი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში კომპანიას უწევდა გაუთვალისწინებელი ხარჯების დაფარვა, კერძოდ ზოგიერთი მათგანი დაკავშირებული იყო ავტომობილების რემონტთან, ზოგიერთი კოვიდ პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო. გაუთვალისწინებელი ხარჯები ხშირ შემთხვევაში საჭიროებდა მყისიერ და სწრაფ რეაგირებას, ამიტომ ხშირ შემთხვევაში ვერ ხდებოდა აღნიშნულ ხარჯების დოკუმენტურად დადასტურება. მაგალითად: მთელი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში კომპანიის საკუთრებაში არსებული ავტომობილები მუდმივად გადაადგილდებოდნენ, რაც იწვევდა მნიშვნელოვან ამორტიზაციას. კომპანიის მიერ კი ავტომობილების შეკეთებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ძირითადი ნაწილი არ არის დოკუმენტურად დადასტურებული. ამიტომ გთხოვთ, გონივრულობის გათვალისწინებით მოახდინოთ კომპანიის მიერ ავტომობილების რემონტისათვის გადახდილი თანხების გათვალისწინება საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშებისას. ასევე, კოვიდ პანდემიის პერიოდში, როდესაც ტრანსპორტით გადაადგილება შეზღუდული იყო, ამ პირობებში თანამშრომელთა ტრანსპორტირებას დირექტორები უზრუნველყოფდნენ პირადი ხარჯებით, რასთან დაკავშირებითაც შესაძლებელია მოხდეს დირექტორების საბანკო ანგარიშებიდან ტაქსის კომპანიებისათვის გადახდილი თანხების წარმოდგენაც. ითხოვს მიეცეს დოკუმენტურად დაუდასტურებელი, მაგრამ კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების გათვალისწინების შესაძლებლობა, რადგან აღნიშნული ხარჯების გაწევის გარეშე კომპანია ვერ მოახერხებდა საოპერაციო ნაწილის უწყვეტობის შენარჩუნებას და ასეთი ხარჯების გაწევის მიზანი სწორედ კომპანიის უპირველესი ინტერესიდან გამომდინარეობდა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
დავების განხილვის საბჭოს 18.12.2023 წლის №20791/2/2023 გადაწყვეტილებით:
1. საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №20987 ბრძანება; პირველი დავის საგნის ნაწილში (დღგ-ით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მართლზომიერება):
ა) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრის მიზნით, მომჩივნის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, დღგის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა განხორციელდეს 1.01.2020 წლიდან გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხიდან და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების შემთხვევაში, უზრუნველყოს შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
ბ) მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი ინფორმაცია/მტკიცებულებები;
ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს უზრუნველყოს მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილოებით შესწავლა, შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
3. მე-2 დავის საგნის ნაწილში (შესყიდული საქონლის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა):
ა) მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩაბარებიდან 15 კალენდარულ დღის განმავლობაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი ინფორმაცია/მტკიცებულებები;
ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს უზრუნველყოს მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილოებით შესწავლა, შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 18.12.2023 წლის №20791/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 8.04.2024 წელს გამოცემული დასკვნის მიხედვით:
აუდიტის დეპარტამენტის 8.04.2024 წლის დასკვნის მიხედვით;
1. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრის მიზნით, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი განისაზღვრა 1.01.2020 წლიდან გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხიდან, შესაბამისად, დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი განისაზღვრა 18.03.2020 წლიდან. აგრეთვე, შემმოწმებლების მიერ გადასახადის გადამხდელთან ერთად განხორციელდა ისეთი საქონლის იდენტიფიცირება, რომელიც შესყიდვის დოკუმენტების მიხედვით კვალიფიცირებული იყო დასაბეგრ მედიკამენტად და რომელიც არ ექვემდებარება დაბეგვრას სსკ-ის 171-ე მუხლის „ღ“, „ა“ და „ო“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით. აღნიშნული საკითხის გათვალისწინებით განხორციელდა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
2. გადასახადის გადამხდელმა წარადგინა იჯარის ხელშეკრულება, რომელშიც განხორციელდა მიმდინარე სარემონტო სამუშაოები და საგადასახადო შემოწმების დროს არაეკონომიკურ ხარჯად კვალიფიცირებული ხარჯების დიდი ნაწილი სწორად იჯარით აღებული ფართის მიმდინარე ხარჯებს უკავშირდებოდა. აგრეთვე, გათვალისწინებული იქნა ავტომობილებზე გაწეული მიმდინარე ხარჯები, აღნიშნული საკითხის გათვალისწინებით განხორციელდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ზემოაღნიშნული დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას, სულ 302 704 ლარი, გადასახადი -
253 920 ლარი, ჯარიმა - 48 784 ლარი.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირ განხილვაზე მომჩივანმა განაცხადა, რომ დავობს მხოლოდ ფულის გაანგარიშების და შესაბამისად, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლილი თანხის ოდენობაზე და არ დავობს დავების განხილვის საბჭოში 8.09.2013 წლის საჩივარში დაფიქსირებული სადავო საკითხების (1. დღგ-ით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მართლზომიერება; 2. შესყიდული საქონლის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა), საბჭოს 18.12.2023 წლის №20791/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე.
საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღებას ამახვილებს ზემოაღნიშნულ დასკვნაში აღწერილ ინფორმაციაზე და იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს/მტკიცებულებებს, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა საბჭოს 18.12.2023 წლის №20791/2/2023 გადაწყვეტილება და აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება, სადავოდ ხდის ისეთ საკითხს (შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №20987 ბრძანების აღსრულების მართლზომიერება), რაზეც საბჭო აღნიშნული საჩივრის ფარგლებში ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 18.12.2023 წლის №20791/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია საბჭოს 18.12.2023 წლის №20791/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საჩივრის კუთვნილებისამებრ გამოგზავნა;
2. დავების განხილვის საბჭოს 18.12.2023 წლის №20791/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
1. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრის მიზნით, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი განისაზღვრა 1.01.2020 წლიდან გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხიდან, შესაბამისად, დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი განისაზღვრა 18.03.2020 წლიდან. აგრეთვე, შემმოწმებლების მიერ გადასახადის გადამხდელთან ერთად განხორციელდა ისეთი საქონლის იდენტიფიცირება, რომელიც შესყიდვის დოკუმენტების მიხედვით კვალიფიცირებული იყო დასაბეგრ მედიკამენტად და რომელიც არ ექვემდებარება დაბეგვრას სსკ-ის 171-ე მუხლის „ღ“, „ა“ და „ო“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით. აღნიშნული საკითხის გათვალისწინებით განხორციელდა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
2. გადასახადის გადამხდელმა წარადგინა იჯარის ხელშეკრულება, რომელშიც განხორციელდა მიმდინარე სარემონტო სამუშაოები და საგადასახადო შემოწმების დროს არაეკონომიკურ ხარჯად კვალიფიცირებული ხარჯების დიდი ნაწილი სწორად იჯარით აღებული ფართის მიმდინარე ხარჯებს უკავშირდებოდა. აგრეთვე, გათვალისწინებული იქნა ავტომობილებზე გაწეული მიმდინარე ხარჯები, აღნიშნული საკითხის გათვალისწინებით განხორციელდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ზემოაღნიშნული დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია საბჭოს 18.12.2023 წლის №20791/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 304(21)