ბრძანება N 2663

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.02.2024
№ დოკუმენტი 2663
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 2663

12 თებერვალი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ ------)

(მის.: --------)

2023 წლის 28 ნოემბრის და 14 დეკემბრის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 30 იანვრის სხდომაზე (ოქმი №8) განიხილა შპს „-------ს“ (ს/ნ -----) №201356/01 და №213197/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 ნოემბრის №006-559 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დარიცხულ თანხებს, მიაჩნია, რომ უკანონოდ მოხდა შემოწმება და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, მაგრამ კონკრეტული არგუმენტები საჩივრებში არ აქვს მითითებული.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 მაისის №10677 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------ს“ (ს/ნ -----) საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2023 წლის 2 თებერვლიდან 2023 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 13 ოქტომბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 10 ნოემბრის №27649 ბრძანება და ამავე თარიღის №006-559 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 349 432 ლარი, მათ შორის, გადასახადი 226 109 ლარი, ჯარიმა 115 257 ლარი, საურავი 8 066 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

 კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ქ. -------ში, ------ს ქუჩა №----ში, ქ. ------ში, -------ს ქუჩა №----ში, ქ. -------ში, ------ს ქუჩა №----ში, ქ. -----ში, ------დასახლება მე--- კვ. კორპ. №----ში და ქ. ------ში, ------ს ქუჩა №-----ში, იჯარით აღებულ ფართში, მედიკამენტების, მათ შორის პირველ ჯგუფს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაცია. კომპანია არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ ხდება საქონლის ჩამოწერა. ვერ იშიფრება საცალოდ რეალიზებული პროდუქციის რაოდენობა და საქონლის საბოლოო ნაშთი, არ ხდება ნაღდი ფულის მოძრაობის აღრიცხვა. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, ფინანსათა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოგზავნილი სისხლის სამართლის საქმის მასალები და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინვენტარიზაციის მასალები, რომლის შედეგადაც დათვლილ იქნა კომპანის მიერ მიღებული შემოსავალი. კერძოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინვენტარიზაციის მასალების შესწავლის შედეგად დადგენილი ფასნამატი (53%), ხოლო პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის განსაზღვრაში შემოწმება დაეყრდნო ფინანსთა სამინისტროს საგამოზიებო სამსახურის მიერ გამოგზავნილ თემატური რევიზიის აქტს. შედეგად შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ მიღებულმა შემოსავალმა სულ შეადგინა 943 017 ლარი (მათ შორის პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფსიქოტროპული მედიკამენტები 893 473 ლარი). აღნიშნული შემოსავალი შემცირდა იმ პერიოდისთვის საწარმოს მიერ გაწეული დანახარჯებით და საანგარიშო პერიოდის ბოლოს არსებული ფულის ნაშთის გათვალისწინებით. ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად, 2023 წლის აპრილის ბოლოს გამოვლინდა 900 270 ლარის ნაღდი ფულის დანაკლისი. შემოწმებით აღნიშნული დანაკლისი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით განხილულ იქნა კომპანიის პასუხისმგებელ პირზე, დირქტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებულია სულ 4 429 ლარის გაცემული ხელფასი და სხვა განაცემები (იჯარა). საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალებზე დაყრდნობით, საწარმოს მიერ არ ხდებოდა ფიზიკურ პირებზე გადახდილი იჯარის საფასურის დაბეგვრა გადასახადის წყაროსთან. შედეგად შემოწმების მიერ გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა 5 210 ლარით გაცემული ხელფასისა და სხვა განაცემების ნაწილში.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გადამხდელს ფაქტიურ ნაშთად უფიქსირდება ისეთი მედიკამენტები, რომლის დოკუმენტურად შეძენა არ დასტურდება. ასევე, საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოგზავნილ სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდებოდა დოკუმენტის გარეშე შეძენილი პირველ ჯგუფს დაქვემდებარებული, ფსიქოტროპული მედიკამენტები, ჯამში აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულება შეადგენს 4 405 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით განესაზღვრა ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივრებში არ არის მითითებული არგუმენტები. გადამხდელს 2023 წლის 18 დეკემბერს გაეგზავნა №21-04/100394 წერილი, რათა დაეზუსტებინა საჩივრები, მაგრამ გადასახადის გადამხდელს ხარვეზის დადგენის შემდეგ შემოსავლების სამსახურში ახალი ან/და დაზუსტებული საჩივარი არ წარმოუდგენია.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესშიც არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------“ (ს/ნ -----) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დარიცხულ თანხებს, მიაჩნია, რომ უკანონოდ მოხდა შემოწმება და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, მაგრამ კონკრეტული არგუმენტები საჩივრებში არ აქვს მითითებული.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს იჯარით აღებულ ფართში, მედიკამენტების, მათ შორის პირველ ჯგუფს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაცია. კომპანია არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ ხდება საქონლის ჩამოწერა. ვერ იშიფრება საცალოდ რეალიზებული პროდუქციის რაოდენობა და საქონლის საბოლოო ნაშთი, არ ხდება ნაღდი ფულის მოძრაობის აღრიცხვა. შემოწმების მიერ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინვენტარიზაციის მასალების შესწავლის შედეგად დადგენილი ფასნამატი (53%), ხოლო პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის განსაზღვრაში შემოწმება დაეყრდნო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოგზავნილ თემატური რევიზიის აქტს. შედეგად შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ მიღებულმა შემოსავალმა სულ შეადგინა 943 017 ლარი (მათ შორის პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფსიქოტროპული მედიკამენტები 893 473 ლარი). აღნიშნული შემოსავალი შემცირდა იმ პერიოდისთვის საწარმოს მიერ გაწეული დანახარჯებით და საანგარიშო პერიოდის ბოლოს არსებული ფულის ნაშთის გათვალისწინებით. ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად, 2023 წლის აპრილის ბოლოს გამოვლინდა 900 270 ლარის ნაღდი ფულის დანაკლისი. შემოწმებით აღნიშნული დანაკლისი განხილულ იქნა კომპანიის პასუხისმგებელ პირზე, დირქტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

საწარმოს მიერ არ ხდებოდა ფიზიკურ პირებზე გადახდილი იჯარის საფასურის დაბეგვრა გადასახადის წყაროსთან. შედეგად შემოწმების მიერ გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა 5 210 ლარით გაცემული ხელფასისა და სხვა განაცემების ნაწილში.

ჯამში აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულება შეადგენს 4 405 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით განესაზღვრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5"ა").