გადაწყვეტილება №23522/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 02.09.2024
№ დოკუმენტი 23522/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23522/2/2024

02 სექტემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს -----ი (ს/ნ ------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.08.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----ის 19.07.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23522/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 21 მარტის №6158 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2024 წლის №085-10 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 19.06.2024 წლის №14390 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 339 692,88 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 180 443

დღგ - 93 104

საშემოსავლო გადასახადი - 87 339

ჯარიმა - 90 674

საურავი - 68 575,88

 

ფაქტების აღწერა

საწარმოს საქმიანობაა თამბაქოს პროდუქტებით, ვეტერინარული პრეპარატებითა და საბავშვო ჰიგიენით საცალო ვაჭრობა, მათ შორის ისეთი საქონლის რეალიზაცია, რომელიც საგადასახადო კოდექსით დღგ-ისგან გათავისუფლებულია.

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 ნოემბრის №29754 ბრძანებით, ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 1.01.2020 წლიდან 1.12.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდი. ხოლო, სასაქონლო-მატერიალური ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 5 დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგები აისახა 25.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმოს უფლებამოსილი პირის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებით საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვა არ გააჩნია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, კომპანიის ვალდებულება განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.

შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით, დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 866 500 ლარს, ხოლო დღგ-ისგან გათავისუფლებული შემოსავალი 482 112 ლარს.

საწარმოში მონიტორინგის დეპარტამენტის 5.12.2023 წლის №30320 ბრძანების საფუძველზე ჩატარებულია სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების პროცედურა. აღნიშნულთან დაკავშირებით მასალები გაგზავნილია აუდიტის დეპარტამენტში.

გადასახადის გადამხდელის განმარტებით საწარმოს სამეურნეო ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა არ გააჩნია. შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება მცირე რაოდენობის (დოკუმენტური რეალიზაციის რპთ ნაკლებია 2%-ზე) დოკუმენტური რეალიზაცია. ამდენად, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმების შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში, შეძენილი საქონელი დაიყო სახეობებად (ჯგუფებად), თითოეულ სახეობაზე (ჯგუფზე) გავრცელდა მიმდინარე კონტროლის პროცედურების (ინვენტარიზაციის) შესაბამისად გაანგარიშებული ფასნამატი, აღნიშნულის შედეგად გაიზარდა მომჩივნის მიერ დეკლარირებული შემოსავალი 813 552 ლარით (დღგ-ის გარეშე), მათ შორის, დღგ-ის 18%-იანი ბრუნვა 703 589 ლარით, ხოლო გათავისუფლებული შემოსავალი 109 963 ლარით. შემოწმების შედეგად გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით. მომჩივანს, დაერიცხა დღგ და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა შეადგენს 211 694 ლარს. მიღებული ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად, დეკლარაციაზე მიბმული და ჩაუთვლელი დღგ-ის თანხა შეადგენს 30 389 ლარს. შედეგად, 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე, 174-ე და 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 175-ე, 176-ე მუხლების მიხედვით, მიღებული ანაგრიშ-ფაქტურების საფუძველზე 30 389 ლარით გაიზარდა საწარმოს დღგ-ის ჩასათვლელი თანხა.

ასევე, შემოწმების შედეგად მიღებულ შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ხარჯი, რის საფუძველზეც დადგინდა ნაღდი ფულის ნაშთი 370 000 ლარის ოდენობით (გადასახადის გარეშე), დამატებით დადგენილი ფულადი საშუალებების ნაშთის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს უფლებამოსილ პირს არ წარუდგენია. ამასთან, არ დასტურდება ნაღდი ფულის სალაროში არსებობის ფაქტი (საწარმოს დირექტორის განმარტებით შესამოწმებელ პერიოდის ბოლოსთვის სალაროში არსებული ნაშთი შეადგენს 30 000 ლარს). შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 101-ე, 73-ე მუხლების და შემოსავლების სამსახური მეთოდური მითითების მიხედვით, დამატებით დადგენილი ფულადი სახსრები ნაშთი 370 00 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, საგადასახადო კოდექსის 164-ე და 81-ე მუხლების მიხედვით, კომპანიას, საშემოსავლო გადასახადში თანხის შემცირებისთვის, შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №33341 ბრძანება და №085-30 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 21.03.2024 წლის №6158 ბრძანებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა წარდგენილი მასალები, მ.შ. საჩივარზე თანდართული და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 21.03.2024 წლის №6158 ბრძანება, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 26.04.2024 წლის №22825/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დააკმაყოფილა.

შემოსავლების სამსახურის 21.03.2024 წლის №6158 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოიცა, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 აპრილის დასკვნა და 15 მაისის №085-10 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 19.06.2024 წლის №14390 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილი ფასნამატის გაანგარიშებას, ვინაიდან არ იქნა საქონელი დაჯგუფებული სახეობების მიხედვით. მართალია, რომ განცალკევებული საქონლის მიმართ შემოწმებამ დააჯგუფა საქონელი სახეობების მიხედვით, თუმცა ბევრი საქონლის შესაბამის ჯგუფებში დაკავშირება არ განხორციელებულა. ვერ ნახა საქონლის შეძენის დოკუმენტი და ვერ დაადგინა კონკრეტული საქონლის თვითღირებულება, რამაც ზეგავლენა იქონია კონკრეტული საქონლის ჯგუფის საშუალო ფასნამატზე. მაგალითისთვის: ყავის ჯგუფის შემთხვევაში შემოწმებამ დაადგინა ფასნამატი 31%, სინამდვილეში კი აღნიშნულ ჯგუფში შემავალი საქონლის საშუალო ფასნამატი არის 28%. აღნიშნული სწორედ იმით არის განპირობებული, რომ გარკვეული საქონლის თვითღირებულება შემოწმებამ ვერ დაადგინა. ანალოგიური სურათია თამბაქოზეც. ყველა საქონელი არაა დაჯგუფებული სახეობების მიხედვით და გაერთიანებულია სხვა დანარჩენ ჯგუფში. რამაც განაპირობა შემოსავლის ხელოვნური გაზრდა.

ასევე, გაზიანი სასმელების შემთხვევაში გავრცელებულია 19%, ხოლო საქონლის ფასნამატი არის 13%. ამასთან, მათემატიკური შეცდომებია დაშვებული. მაგ: 0,5 გრ ფანტა შემოწმებით არის 41%, ფასნამატი რეალურად კი არის 17%. შესაბამისად, უდავოა რომ ფანტის საკითხი არ არის შესწავლილი.

 

დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 21.03.2024 წლის №6158 ბრძანების საფუძველზე საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა წარდგენილი მასალები, მ.შ. საჩივარზე თანდართული და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ზემოაღნიშნული ბრძანების საფუძველზე, მომჩივნის მიერ შესაბამის ვადაში წარდგენილია ფასნამატის გადაანგარიშების ცხრილი, რომელიც შესწავლილი იქნა დამატებით და სრულად იქნა გათვალისწინებული წარდგენილ გადაანგარიშების ცხრილში არსებული მონაცემები, რის საფუძველზეც დაკორექტირდა (შემცირდა) მხოლოდ ერთი ჯგუფის ფასნამატი (შემოწმების დროს დადგენილი ფასნამატი 34% შემცირდა და შეადგინა 29%), შესაბამისად, შემცირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 17 494 ლარით და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხა 25 804 ლარით. ამდენად, მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა, ჯამში 12 392 ლარის ოდენობით, გადასახადი 8 310 ლარი და ჯარიმა 4 082 ლარი.

მომჩივანი განმარტავს, რომ არ განხორციელებულა, საქონლის დაჯგუფება სახეობების მიხედვით, ვინაიდან შემოწმებამ ვერ ნახა საქონლის შეძენის დოკუმენტი და ვერ დაადგინა კონკრეტული საქონლის თვითღირებულება, რამაც ზეგავლენა იქონია კონკრეტული საქონლის ჯგუფის საშუალო ფასნამატზე. შესაბამისად, განაპირობა შემოსავლის ხელოვნური გაზრდა.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შემოსავლების სამსახურში საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 19.06.2024 წლის №14390 ბრძანება;

3. საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 21 მარტის №6158 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის №29754 ბრძანებით, ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 1.01.2020 წლიდან 1.12.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდი. ხოლო, სასაქონლო-მატერიალური ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 5 დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგები აისახა ს საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ საწარმოს უფლებამოსილი პირის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებით საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვა არ გააჩნია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, კომპანიის ვალდებულება განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №33341 ბრძანება და №085-30 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №6158 ბრძანებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა წარდგენილი მასალები, მ.შ. საჩივარზე თანდართული და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის №6158 ბრძანება, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც №22825/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დააკმაყოფილა.

შემოსავლების სამსახურის №6158 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოიცა, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა და №085-10 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №14390 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“9„ბ“); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“); 158(1); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1.2); 164(1);