გადაწყვეტილება №25583/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.10.2025
№ დოკუმენტი 25583/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№25583/2/2025

16 ოქტომბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "--------" (ს/ნ "--------" )

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,9.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "--------" -ის 4.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25583/2/2025).

 

დავის საგანი:

საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა, ჩადენილი განმეორებით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 2.06.2025 წლის №EL286645 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 15.07.2025 წლის №16006 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 6 000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

12.05.2025 წელს საბაჟო გამშვები პუნქტი "--------"-ის პორტის კონტროლის ზონაში ბორნით „------“ შემოვიდა, რეგისტრაციიდან მოხსნილი „DAF“-ის მარკის სატვირთო სატრანსპორტო საშუალება მისაბმელთან ერთად (მძღოლის გარეშე).

„DAF“-ის მარკის სატვირთო სატრანსპორტო საშუალების (დროებითი ნომერი "--------"; ს/ნ "--------") მიმღებს წარმოადგენდა სხვა პირი, ხოლო მისაბმელის (დროებითი ნომერი "--------"; ს/ნ "--------") მიმღებს კი სხვა პირი.

თანმხლები დოკუმენტების (9.05.2025წ. სატვირთო მანიფესტი, პოზიცია №24); კონოსამენტები: №15(2); №15(3); №15(4)) მიხედვით, აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე განთავსებული იყო ოთხი ერთეული სატვირთო ავტომობილის მისაბმელი ( "--------"- ს/ნ "--------"; "--------"- ს/ნ "--------"; "--------"- ს/ნ "--------"; "--------"- ს/ნ "--------") და ორი ერთეული ავტომობილის მისაბმელის ამწევი მექანიზმი. აღნიშნული ოთხი ერთეული სატვირთო ავტომობილის მისაბმელების მიმღებს წარმოადგენდა ერთი პირი, ხოლო ორი ერთეული ავტომობილის მისაბმელის ამწევი მექანიზმის მიმღებს სხვადასხვა პირები.

ზემოაღნიშნული სატვირთო ავტომობილი (№"--------") მასზე განთავსებულ საქონელთან ერთად, 12.05.2025 წელს გავიდა საზღვაო ნავსადგურიდან და განთავსდა ნავსადგურის მომიჯნავედ არსებულ შპს „------- -ისის“ საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე ("--------" ).

13.05.2025 წელს საბაჟო გამშვებ პუნქტში "--------" პორტი, წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, №"--------" სატვირთო ავტომობილი (გამწევი - ს/ნ "--------"; მისაბმელი - ს/ნ "--------") და მასზე განთავსებული ოთხი მისაბმელი (ს/ნ "--------"; ს/ნ "--------"; ს/ნ "--------"; ს/ნ "--------") დარეგისტრირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში, გაიცა საბაჟო შეტყობინებები და ქართული დროებითი ნომრები , ხოლო №"--------" სატრანსპორტო საშუალებაზე განთავსებულ ერთ ამწევ მექანიზმზე, რომლის მიმღები იყო იურიდიული პირი, 13.05.2025 წელს საბაჟო გამშვებ პუნქტში "--------" პორტი წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე (კონოსამენტი №15(3); ინვოისი №8240654-05.12.2024)) დარეგისტრირდა №"--------" საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4, რომლითაც საქონელი გაშვებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში.

საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელების შედეგად დადგინდა, რომ 13.05.2025 წელს, შპს „------- ის“ საბაჟო საწყობიდან (GEF 22) № "--------" სატვირთო ავტომობილთან (გამწევი - ს/ნ "--------"; მისაბმელი - ს/ნ "--------") და მასზე განთავსებულ ოთხ მისაბმელთან (ს/ნ "--------"; ს/ნ "--------"; ს/ნ "--------"; ს/ნ "--------") ერთად, საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანილ იქნა ორი ერთეული ავტომობილის მისაბმელის ამწევი მექანიზმი, საიდანაც ერთი ამწევი მექანიზმი მოქცეული იყო თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში (№-------- საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4), ხოლო მეორე ამწევ მექანიზმზე, რომლის მიმღებს წარმოადგენდა ფიზიკური პირი, არ იყო განხორციელებული საბაჟო ფორმალობები.

ვინაიდან შპს „------ - ის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის განმეორებით დარღვევას, გამოვლენილ ფაქტზე, საბაჟო დეპარტამენტის მიერ 2.06.2025 წელს შედგენილია №EL286645 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „------ - ს“ დაეკისრა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით.

აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 15.07.2025 წლის №16006 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლზე, მე-6 მუხლზე, 70-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ა“, „გ“ და „ქ“ ქვეპუნქტებზე, ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 176-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევას (განმეორებით), რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტით საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ, როგორც საქონლის მიმღების წარმომადგენლის მიერ, საბაჟო საწყობში განთავსებულ ტვირთებზე, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, ხორციელდება საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაციის შევსება. შპს „------- - ს“, როგორც "-------"-ის საზღვაო ნავსადგურის №6 ნავმისადგომის ოპერატორ კომპანიას, ასევე წვდომა აქვს ბორნით შემოსული ტვირთების თანმხლებ დოკუმენტებთან, მათ შორის, მანიფესტთან.

მომჩივნის მოთხოვნაზე სადავო აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანს მიაჩნია, რომ სამართალდარღვევის ოქმი და შემოსავლების სამსახურის ბრძანება არის სრულიად დაუსაბუთებელი, უკანონო და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

კომპანიის ოპერირების ქვეშ იმყოფება მე-6 ნავმისადგომი, სადაც ხდება საბორნე გემების დამუშავება (ეს ტერიტორია წარმოადგენს კონტროლის ზონას და არა საბაჟო საწყობის ტერიტორიას). კონტროლის ზონაში საპარკინგე ტერიტორიის სიმცირის გამო საბორნე გემიდან დაცლილი სატრანსპორტო საშუალებების განთავსება ხდება საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე. აღნიშნული შეთანხმებულია საბაჟო პუნქტი "--------" პორტის ხელმძღვანელობასთან. ამავე, შეთანხმების საფუძველზე საბაჟო საწყობს დაევალა საბაჟო კონტროლის ზონაში მიღებული სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა, რაც თავის მხრივ მოიაზრებდა მიღების თარიღს, გასვლის თარიღს, საბაჟო საწყობიდან გაშვების საფუძვლის რეესტრს. მიმდინარე წლის 12 მაისს, საბორნე გემი დაიცალა სატვირთო ავტომობილი (დროებითი ნომერი: "--------"), რომელიც კონტროლის ზონიდან პარკირების მიზნით შემოვიდა საბაჟო საწყობში. მომდევნო დღეს ტვირთმფლობელის ან/და წარმომადგენლის მიერ წარდგენილია 6 შეტყობინება,რომელიც შეესაბამებოდა ფიზიკურად გამსვლელ სატრანსპორტო საშუალებებს. შესაბამისად, საბაჟო საწყობის ტერიტორიიდან ზემოხსენებული სატრანსპორტო საშუალება გაშვებულ იქნა საბაჟო გამშვები პუნქტი "--------" პორტის მიმართულებით (მესამე საგუშაგოზე, კონტროლის ზონაში), სადაც როგორც დღის, ასევე ღამის ცვლაში, იმყოფება საბაჟო ორგანოს წარმომადგენელი და ახორციელებს, როგორც ფიზიკურ, ასევე დოკუმენტურ დათვალიერებას, ასევე მანიფესტთან შედარებას განაშთვის მიზნით. იქიდან გამომდინარე, რომ საბორნე გემიდან დაცლილი სატრანსპორტო საშუალებების ნაწილი შემოდის საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე, ხოლო ნაწილი ჩერდება კონტროლის ზონაში. საკონტეინერო ტერმინალი ვერ ახორციელებს მანიფესტით მიღებული საქონლის განაშთვას და ამას ასრულებს მხოლოდ საბაჟო გამშვები პუნქტი "--------" პორტი. გასვლის მომენტში ტვირთმფლობელის ან/და წარმომადგენლის მიერ დამატებითად, გარდა სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო შეტყობინებისა და სხვა ტვირთის განბაჟების დოკუმენტი წარმოდგენილი არ ყოფილა.

ამ შემთხვევაში, მანიფესტში მითითებული მისაბმელის ამწევი მექანიზმი ტვირთმფლობელის ან/და წარმომადგენლის მიერ ახსნილ იქნა, როგორც მისაბმელების სათადარიგო ნაწილი, შესაბამისად არ უცნობებია საბაჟო ორგანოს წარმომადგენლებისათვის. ვინაიდან სხვა დანარჩენი ტვირთი (გამწევი, მისაბმელი და მასზე განთავსებული ოთხი ერთეული ავტომობილის მისაბმელი) შეესაბამებოდა წარმოდგენილ საბაჟო შეტყობინებას. ამის გარდა, საბაჟო საწყობის ტერიტორიიდან კონტროლის ზონაში გასული სატრანსპორტო საშუალება ვერ დატოვებდა ნავსადგურის ტერიტორიას მანამდე, ვიდრე საბაჟო გამშვები პუნქტი "--------" პორტის მიერ არ დათვალიერდებოდა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული საბაჟო დოკუმენტი და არა ის ფაქტი, თუ რის საფუძველზე მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვერც ერთ შემთხვევაში საბაჟო საწყობის უფლებამოსილი პირი ვერ განსაზღვრავდა მისაბმელი და ამწე მექანიზმი ან/და ამწე კრანის აქსესუარები წარმოადგენდა თუ არა ერთიან ფუნქციონირებად ტექნიკურ მოწყობილობას, ვინაიდან ამის დადგენა უნდა განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ.

ყოველივე აღნიშნულიდან და იქიდან გამომდინარე, რომ ამწევი მექანიზმი კონტროლის ზონიდან გავიდა მას შემდეგ, რაც საბაჟო ორგანოს მიერ დათვალიერდა სატრანსპორტო საშუალება და მიეცა ნავსადგურის დატოვების უფლება, ასევე არ ყოფილა განზრახვა საქონლის დაუდეკლარირებლად გატანისა, ვინაიდან ნავსადგურის მე-3 საგუშაგოზე ე.წ. „გეითზე“ 24/7 იმყოფებოდა საბაჟო ორგანოს წარმომადგენელი და მათი მხრიდან მოწმდება ყველა სატრანსპორტო საშუალება. ასევე, ვინაიდან საბაჟო საწყობს არ გააჩნია ექსპერტის ან მებაჟე ოფიცრის მსგავსი გამოცდილება, რაზე დაყრდნობითაც უნდა განისაზღვროს სათადარიგო ნაწილები ექვემდებარება თუ არა განბაჟებას და ვინაიდან ტერმინალი წარმოადგენს მოქმედ და რეგისტრირებულ საბაჟო საწყობს, ამდენად, პირნათლად ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს.

შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ერთადერთ არგუმენტად მითითებულია მანიფესტზე წვდომა. ეთანხმება, რომ მოცემულ შემთხვევაში აქვს აღნიშნული ტვირთის მანიფესტი, თუმცა, აღნიშნული ჯარიმის დაკისრებამდე საბაჟო სამსახურის მიერ არც წერილობით, არც ზეპირად და არც სხვა საკანონმდებლო რეგულაციის გათვალისწინებით არ მოეთხოვებოდა მანიფესტში არსებული ტვირთის და რეალურად არსებული ტვირთის შესაბამისობის კონტროლი, ვინაიდან ტვირთის სრულ საბაჟო დამუშავებასა და კონტროლს საბაჟო სამსახური ახორციელებდა, ამდენად ჯარიმის დაკისრებამდე კომპანიის მიერ არ ხორციელდებოდა შესაბამისობის კონტროლი. ვინაიდან, საბაჟო სამსახურის მიერ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შედეგად ფაქტიურად კომპანიისთვის დაკისრებულ იქნა ეს ვალდებულება. კომპანია მზად არის ამ შემთხვევის შემდგომ მოახდინოს ტვირთის მანიფესტისა და რეალურად არსებული ტვირთის კონტროლი მე-6 ნავსადგომზე, თუმცა მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში მინიმუმ დაკისრებული სანქცია უნდა გაუქმდეს, რადგან ჯარიმა დაეკისრა იმ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის რასაც საკანონმდებლო რეგულაციების გათვალისწინებით არ ასრულებდა რადგან არ ევალებოდა მისი შესრულება და ასევე, არც საბაჟო სამსახურს მოუთხოვია მსგავსი ვალდებულების შესრულება, არც წერილობით და არც ზეპირი ფორმით.

ნიშანდობლივია, რომ მთელი ოპერირების პერიოდში არ დაფიქსირებულა რაიმე სახის სისტემური დარღვევა ან განზრახ სამართალდარღვევა და ყველა პროცედურა სრულდება კანონის შესაბამისად, ამდენა, საჩივარში აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი სადავო აქტები. ხოლო თუ არ მოხდება აქტების ბათილად ცნობა, ითხოვს წარდგენილი არგუმენტების საფუძველზე კომპანია მინიმუმ გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციისაგან. საწარმო მაქსიმალურად ცდილობს შეასრულოს ყველა საკანონმდებლო მოთხოვნა და საქმიანობა წარმართოს რაიმე წესისას და მოთხოვნის დარღვევის გარეშე. შესაბამისად იმედს გამოთქვამს, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები და არგუმენტები გათვალისწინებული იქნება საბჭოს მიერ და გაუქმდება გასაჩივრებული აქტები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც სანქციის შეფარდება ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები შესაფასებელია შემოსავლების სამსახურის მიერ, ამდენად, საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 15.07.2025 წლის №16006 ბრძანება; 3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს; 4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანს მიაჩნია, რომ სამართალდარღვევის ოქმი და შემოსავლების სამსახურის ბრძანება არის დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის განმეორებით დარღვევას, გამოვლენილ ფაქტზე, საბაჟო დეპარტამენტის მიერ 2.06.2025 წელს შედგენილია საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები შესაფასებელია შემოსავლების სამსახურის მიერ, ამდენად, საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

302(6).