ბრძანება N 21249

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 30.09.2024
№ დოკუმენტი 21249
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21249

30 სექტემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------ის“ (ს/ნ -----------------)

(მის.: ------------------------------------)

2024 წლის 7 აგვისტოს საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 12 სექტემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №98) განიხილა შპს „----------ის“ (ს/ნ -----------------) №91285/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 8 ივლისის №074-16 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და განმარტავს, რომ ფიზიკური პირებისთვის გადახდილი თანხა წარმოადგენდა საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში ანაზღაურებულ ზიანს. აღნიშნავს, რომ საწარმოს სადაზღვევო კომპანია „-------ის“ წინაშე ნაკისრი ჰქონდა ვალდებულება, რომლის უზრუნველსაყოფად კომპანიას თავდებში ჩაუდგნენ ფიზიკური პირები: ------ა და ---------ა, რომელთაც იპოთეკით დატვირთეს თავიანთი უძრავი ქონებები. ვინაიდან საწარმომ ვერ შეასრულა აღებული ვალდებულებები, სადაზღვევო კომპანია „----------მა“ ზემოაღნიშნულ ფიზიკურ პირებს ჩამოართვა ქონებები, ხოლო თავის მხრივ შპს „-------მა“ ფიზიკურ პირებს აუნაზღაურა ზიანი. მომჩივანი ითხოვს აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებას და დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.

2. მომჩივანი არ ეთანხმება ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. განმარტავს, რომ კომპანიას პერიოდულად მომსახურებას უწევდნენ ინდივიდუალურ მეწარმეებად რეგისტრირებული პირები, რაც დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტებითაც.

3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ კომპანიას სამშენებლო ობიექტებზე პერიოდულად მივლინებული ჰყავდა თანამშრომლები, რომლებზეც ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეულია ხარჯები, რომელთა ანაზღაურება ხდებოდა, როგორც საბანკო ანგარიშიდან, ასევე, საწარმოს სალაროდან, თუმცა შემოწმების მიერ აღნიშნული ხარჯი არ იქნა გათვალისწინებული საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობაში. ამასთან, მომჩივანი მიუთითებს, რომ სახელმწიფო ტენდერებში არის შემთხვევები, როდესაც სატენდერო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხები კორექტირდება რიგი მიზეზებიდან გამომდინარე (ჯარიმა, ხარვეზები სახელმწიფო ტენდერების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პერიოდში და სხვა). შესაბამისად, სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისას გამოწერილი და შემოწმების მიერ ფულის გაანგარიშებაში გათვალისწინებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში ასახული თანხები არ არის თანხვედრაში საწარმოს საბანკო ანგარიშზე რეალურად ჩარიცხულ თანხებთან. გადასახადის გადამხდელი ითხოვს ხელფასად განხილული თანხების სესხად კვალიფიკაციას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 12 აპრილის №8320 და 26 ივნისის №15056 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------ის“ (ს/ნ -----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებლად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით 2024 წლის 12 აპრილის ჩათვლით პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 28 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2024 წლის 8 ივლისის №16136 ბრძანება და ამავე თარიღის №074-16 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 202 434 ლარი, მათ შორის გადასახადი 122 595 ლარი, ჯარიმა 60 321 ლარი და საურავი 19 518 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა გზებისა და სხვადასხვა ობიექტების სამშენებლო-სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება. 2023 წლის 7 მარტამდე საწარმოს 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი იყო -------ა (პ/ნ ---------), ხოლო 2023 წლის 7 მარტიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე დირექტორია ---------ა (პ/ნ --------). გადასახადის გადამხდელის განმარტებით, შემოწმების მიმდინარეობისას კომპანია აღარ საქმიანობდა და არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ სააღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოდგენილი იყო ნაწილობრივ. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმება ჩატარდა გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარმოდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის (საბანკო ამონაწერები, მიღება/ჩაბარების აქტები, ხელშეკრულებები, ურთიერთშედარების აქტები) გათვალისწინებით, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. შედეგად, გაანგარიშებულ იქნა ხელფასის სახით გაცემული და ასევე, ფიზიკურ პირებზე მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხების ოდენობა, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. შემოწმებით გაანგარიშებული საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა შედარებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებთან, რის შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საბანკო ანგარიშიდან ფიზიკურ პირებზე გადახდილი იყო თანხები, რომლებზეც გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის არ იქნა წარმოდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდებოდა აღნიშნული თანხების დანიშნულება და მიზნობრიობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხები განხილულ იქნა ხელფასის სახით განაცემად, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

3. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე და 61-ე მუხლების შესაბამისად და შემოწმების ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განსაზღვრა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა, საბანკო ამონაწერებში დაფიქსირებული და ბიუჯეტში გადახდილი თანხების გათვალისწინებით. ამასთანავე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 11 აპრილის №8081 ბრძანების საფუძველზე საწარმოში (ქ. ------ი, ----ის ქ. №-), 2024 წლის 12 აპრილს ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურის შედეგად საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი დადგინდა 0 ლარი. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, გაანგარიშებულ იქნა საწარმოს თავისუფლად განკარგვადი თანხა, რაც განხილულ იქნა საწარმოს პასუხისმგებელი პირის მიერ მიღებულ შემოსავლად და ნაშთის აღმოჩენის მომენტში გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;

დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის;

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, ფიზიკური პირებისთვის გადახდილი თანხა წარმოადგენდა საბანკო გარანტიის ფარგლებში ანაზღაურებულ ზიანს, კერძოდ, საწარმოს სადაზღვევო კომპანია „------ის“ წინაშე ნაკისრი ჰქონდა ვალდებულება, რომლის უზრუნველსაყოფად კომპანიას თავდებში ჩაუდგნენ ფიზიკური პირები: ------ა და -------ა, რომელთაც იპოთეკით დატვირთეს თავიანთი უძრავი ქონებები. ვინაიდან, საწარმომ ვერ შეასრულა აღებული ვალდებულებები, სადაზღვევო კომპანია „------მა“ ზემოაღნიშნულ ფიზიკურ პირებს ჩამოართვა ქონებები, ხოლო თავის მხრივ შპს „-----მა“ ფიზიკურ პირებს აუნაზღაურა ზიანი. მომჩივანი ითხოვს, რომ შემოწმებამ გაითვალისწინოს აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება და განახორციელოს დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების ფარგლებში საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები საჭიროებს დამატებით შესწავლას.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით,გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო დადგენილ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ საბანკო ანგარიშიდან ფიზიკურ პირებზე გადარიცხული იყო თანხები, თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის აღნიშნული თანხების გადახდის მიზნობრიობის შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ იქნა წარდგენილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხები განხილულ იქნა ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის თანახმად, მომჩივანი არ ეთანხმება ფიზიკური პირებისაგან შეძენილ მომსახურებაზე გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას და განმარტავს, რომ საწარმოს პერიოდულად მომსახურებას უწევდნენ ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული პირები, რასაც ადასტურებს შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო დადგენილ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება მომსახურების გაწევა ინდივიდუალური მეწარმეების მიერ ან/და მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის მიერ შესაბამისი საქმიანობის ნაწილში, აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვითაც საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის გაანგარიშებისას შემოწმებამ არ გაითვალისწინა საწარმოს მივლინების ხარჯები, რომლის ანაზღაურებაც ხდებოდა, როგორც საბანკო ანგარიშიდან, ასევე, საწარმოს სალაროდან. ამასთან, მომჩივნის განმარტებით, სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობისას ხშირია შემთხვევები, როდესაც რიგი მიზეზების გამო კორექტირდება სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მისაღები თანხები (ჯარიმა, ხარვეზები შესრულების პერიოდში და სხვა). შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისას გამოწერილ საგადასახადო ანგარიშფაქტურებში ასახული თანხები არ ემთხვევა კომპანიის მიერ რეალურად მიღებულ და საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხულ თანხებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, ფულის ნაშთის ოდენობის განსაზღვრის მიზნით მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში მიღებულ თანხებთან დაკავშირებით), ხოლო დადგენილ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------ის“ (ს/ნ -----------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება, რომ მომსახურება გაწეულია ინდივიდუალური მეწარმეების მიერ ან/და მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის მიერ შესაბამისი საქმიანობის ნაწილში, აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;

4. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, ფულის ნაშთის ოდენობის განსაზღვრის მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში მიღებულ თანხებთან დაკავშირებით);

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება:

1.საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და განმარტავს, რომ ფიზიკური პირებისთვის გადახდილი თანხა წარმოადგენდა საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში ანაზღაურებულ ზიანს. ითხოვს დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.

2.ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

3.საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. ითხოვს ხელფასად განხილული თანხების სესხად კვალიფიკაციას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის №8320 და №15056 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებლად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით 2024 წლის 12 აპრილის ჩათვლით პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ №16136 ბრძანება და №074-16 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 202 434 ლარი, მათ შორის გადასახადი 122 595 ლარი, ჯარიმა 60 321 ლარი და საურავი 19 518 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით შემოწმება ჩატარდა გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარმოდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის (საბანკო ამონაწერები, მიღება/ჩაბარების აქტები, ხელშეკრულებები, ურთიერთშედარების აქტები) გათვალისწინებით, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. შედეგად, გაანგარიშებულ იქნა ხელფასის სახით გაცემული და ასევე, ფიზიკურ პირებზე მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხების ოდენობა, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. შემოწმებით გაანგარიშებული საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა შედარებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებთან, რის შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ასევე,შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საბანკო ანგარიშიდან ფიზიკურ პირებზე გადახდილი იყო თანხები, რომლებზეც გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის არ იქნა წარმოდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდებოდა აღნიშნული თანხების დანიშნულება და მიზნობრიობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხები განხილულ იქნა ხელფასის სახით განაცემად, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ამასთან,შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე და 61-ე მუხლების შესაბამისად და შემოწმების ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განსაზღვრა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა, საბანკო ამონაწერებში დაფიქსირებული და ბიუჯეტში გადახდილი თანხების გათვალისწინებით. ამასთანავე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №8081 ბრძანების საფუძველზე საწარმოში ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურის შედეგად საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი დადგინდა 0 ლარი. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, გაანგარიშებულ იქნა საწარმოს თავისუფლად განკარგვადი თანხა, რაც განხილულ იქნა საწარმოს პასუხისმგებელი პირის მიერ მიღებულ შემოსავლად და ნაშთის აღმოჩენის მომენტში გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით,გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო დადგენილ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“ და „დ“.2 „ა“ და „ბ“);