გადაწყვეტილება №25985/2/2025
📄 სრული ტექსტი
№25985/2/2025
13 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 7.10.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25985/2/2025).
დავის საგანი:
1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შედეგად დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;
2. დამატებით მიღებული შემოსავლების კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის №041-28 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 24.09.2025 წლის №20782 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 270 064,97 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 169 861,44
დღგ - 56 016,44
საშემოსავლო გადასახადი - 113 845,00
ჯარიმა - 90 868,30
საურავი - 9 335,23
პროცედურული გარემოებები
საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა ტანსაცმლით. ძირითადად მამაკაცის და ქალის მაისურები, წინდები, საცვლები, სპორტული ორეულები, ბავშვის ქურთუკი. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 30.08.2024 წელს. საწარმოს მინიჭებული აქვს დღგ-ის არაკვალიფიციური გადამხდელის სტატუსი.
აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 30.08.2024 წლიდან 1.04.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის №041-28 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 24.09.2025 წლის №20782 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შედეგად დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელს 6.06.2025 წელს საგადასახდო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სანქცია 400 ლარის ოდენობით (ოქმი №188793).
საწარმოში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.05.2025 წლის №10103 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. ინვენტარიზაციით, საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი 13.06.2025 წლისათვის განისაზღვრა 693 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, წარმოადგინა ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვითაც სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის 1.04.2025 წლისათვის შეადგენს 97 880 ლარს.
საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა და გადასახადის გადამხდელის შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.
გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე და საარქივო სამმართველოდან მიღებული საბაჟო დოკუმენტაციის შესწავლით, გაირკვა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 252 335 ლარს. განხორციელებულია ელ. სასაქონლო ზედნადებებით 129 208 (152 466/1.18) ლარის დოკუმენტური რეალიზაცია დღგ-ის გარეშე, რაც დეკლარირებული რეალიზაციის 51%-ს შეადგენს. საწარმოში 19.02.2025 წელს და 16.06.2025 წელს ჩატარებულია საკონტროლო შესყიდვა. შესყიდულია მამაკაცის წინდა, მამაკაცის საცვალი და მაისური. საკონტროლო შესყიდვის ფასნამატი მამაკაცის წინდაზე არის 298,61%, მამაკაცის საცვალზე - 357,51%. მაისურზე - 757%.
საწარმოს, შესამოწმებელ პერიოდში (30.08.2024-დან 1.04.2024-მდე) იმპორტირებული აქვს -------, -------, ------- სულ 325 578 ლარის ღირებულების სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონელი. ადგილობრივი შეძენები არ განუხორციელებია. 2025 წლის მარტის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციაში დაფიქსირებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთი 31.12.2024 წლის მდგომარეობით 53 924 ლარი. 2024 წლის საანგარიშო პერიოდში შეძენილი აქვს 161 979 ლარის (დღგ-ის გარეშე) სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონელი, 2025 წლის იანვრიდან 1 აპრილამდე პერიოდში 163 599 ლარის. 2024 წლის დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 138 646 ლარს, 2025 წლის იანვრიდან აპრილამდე პერიოდის 113 689 ლარს. 2024 წლის დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 28.31%-ს. 2025 წლის 5%"-ს. დოკუმენტური რეალიზაცია განხორციელებულია რამოდენიმე დასახელების (მამაკაცის და ქალის მაისური, მამაკაცის საცვალი, ბავშვის ქურთუკი, ბავშვის შარვალი, სპორტული ორეული) 129 208 (152 466/1.18) ლარის ღირებულების საქონელზე და ფასნამატი შეადგენს მამაკაცის და ქალის მაისურზე - 2024 წელს-727,43%-ს, 2025 წელს- 471,32% (მთლიანი შეძენის 10,15% და 12,83%-ს შეადგენს), მამაკაცის საცვალზე 2024 წელს - 150,74%-ს%, 2025 წელს - 186,51%-ს (მთლიანი შეძენის 7%-ს 2024 წელს და 86,26%-ს 2025 წელს შეადგენს), მამაკაცის წინდაზე 2025 წელს - 21,32%-ს. შემოწმების შედეგად გავრცელებული საშუალო შეწონილი დოკუმენტური ფასნამატი შეადგენს 201%-ს (მათ შორის 2024 წლის - 153,39%, 2025 წლის - 223,41%). დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ მონაცემებს შორის სხვაობაზე მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2025 წლის 11 სექტემბერს 15:45 საათზე, გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით. ამასთან, სატელეფონო კომუნიკაციისას თანხმობა განაცხადა საჩივრის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვაზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების შედეგებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით და კომპანიის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შესამოწმებელ პერიოდში -------, -------, ------- შემოაქვს საქონელი ტანსაცმელი. პროდუქციაზე ფასნამატი განსაზღვრულია საბითუმო და საცალო პოზიციაზე 5-10%-ის ოდენობით. საქონლის რეალიზაცია ხდება ბითუმად, შესაბამისად, რეალიზებული საქონლის ფასნამატი საბაზრო პირობებიდან გამომდინარე დაბალია საცალოდ რეალიზებულ პროდუქციაზე, ასევე ზემოთაღნიშნული ფასნამატი გამოწვეულია არსებული კონკურენციით.
მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდებით და მიიჩნეს, რომ მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, არ არის გათვალისწინებული შემდეგი გარემოებები:
1. არასწორად არის გამოთვლილი ფასნამატის პროცენტი (არ არის გათვალისწინებული /შედარებითი მეთოდით რეალიზებული პროდუქციის სასაქონლო ზედნადებები);
2. არასწორად არის გამოთვლილი ფასნამატის პროცენტი (არ არის გათვალისწინებული ქრონომეტრაჟი);
3. იმპორტირებულ საქონელზე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაციას (ჩეკები, გადახდის ქვითრები და სხვა) წარმოადგენს.
გამოვლენილი საქონლის რეალიზაციის თანხით გაიზარდა მისაღები შემოსავალი. დღგ-ის ჭრილში შემოწმებით მიღებული დამატებით დასაბეგრი შემოსავალი გადანაწილდა დეკლარირებული დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვების პროპორციულად, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთი, რომელიც შესაბამის პერიოდში დაიბეგრა საზოგადოების დირექტორზე-გაცემულ ხელფასად. უცხოელ მომწოდებელზე სრულად არის თანხა გადახდილი. დებიტორულ/ კრედიტორული დავალიანება არ ირიცხება. აღნიშნულის გამო, შემოწმების შედეგად კომპანიას დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი. ასევე, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. შემოწმების შედეგები ამ ნაწილში ექვემდებარება კორექტირებას. შემოწმების მიერ აღნიშნული დოკუმენტაციის გათვალისწინება, გამოიწვევს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირებას
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს დავალებული იქნას აუდიტის დეპარტამენტისათვის, მათ მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციისა და დოკუმენტაციის შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას (შემცირება). არაპირდაპირი მეთოდის დარიცხული ფასნამატის პროცენტიდან გამომდინარე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 4.11.2025 წლის №97485-21-14 წერილი, სადაც ფასნამატის განსაზღვრასთან დაკავშირებით, მითითებულია შემდეგი:
გადასახადის გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. გადამხდელი დაჯარიმებულია საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნილი ინფორმაციის (სააღრიცხვო დოკუმენტაციის) წარმოუდგენლობის გამო 400 ლარით. რეალიზებულ საქონელზე გავრცელებულია დოკუმენტური ფასნამატი. საწარმოში 19.02.2025 წელს და 16.06.2025 წელს ჩატარებულია საკონტროლო შესყიდვა. საკონტროლო შესყიდვით შესყიდულია მამაკაცის წინდა, საცვალი და მაისური. კერძოდ:
1) 0,85 ლარის თვითღირებულების მამაკაცის წინდა რეალიზებულია საკონტროლო შესყიდვით 3,39 ლარად - 298,61% ფასნამატით, ს/ზედნადებით 1,03 ლარად;
2) 1,48 ლარის თვითღირებულების მამაკაცის საცვალი რეალიზებულია საკონტროლო შესყიდვით 6,78 და 8,47 ლარად - 357,51% ფასნამატით, ს/ზედნადებით 4,23 და 4,25 ლარად;
3) 1,48 ლარის თვითღირებულების მაისური რეალიზებულია საკონტროლო შესყიდვით 12,71 ლარად 757% ფასნამატით, ს/ზედნადებით 10,17ლარად.
საგადასახადო შემოწმებით გავრცელებული (დოკუმენტური) ფასნამატი არის მამაკაცის საცვალზე 150,74% (2024წ.), 186,51% (2025წ.), მაისურზე 727,43%, მამაკაცის წინდაზე 21,32%. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას საწარმოს წარმომადგენელი გაეცნო და დაეთანხმა სატელეფონო კომუნიკაციის შედეგად. საპირისპირო არგუმენტაცია არ წარუდგენია.
მომჩივანი ვერ მიუთითებს, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად. შესაბამისად, არ არსებობს ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დამატებით მიღებული შემოსავლების კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საწარმოში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.05.2025 წლის №10103 ბრძანებით დაინიშნა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა. სალარო მდებარეობს -------, ------- , ნაღდი ფულის ნაშთი 13.06.2025-ის მდგომარეობით შეადგენს 693 ლარს. გადასახადის გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი შემოსავალი რეალიზაციიდან შეადგენს 662 452 ლარს ( 781 693 ლარს დღგ-ის ჩათვლით). დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს 129 208 ლარს (152 466 ლარს დღგ-ის ჩათვლით). შემოსავალი სრულად ჩაითვალა მიღებულად, ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი გადახდილად. საწარმოს მიერ იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად ჩაითვალა ანაზღაურებულად. გათვალისწინებულ იქნა არარეზიდენტი მომწოდებლის (-------, -------)-ის მიმართ არსებული კრედიტორული დავალიანება 39 478 ლარის ოდენობით. შესწავლილ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა. სსა-ს ინვენტარიზაციის თარიღისათვის საწარმოს ნაღდი ფულის ნაშთი სალაროში 13.06.2025-ის მდგომარეობით შეადგენს 693 ლარს. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს სალაროში განკარგვადი თანხა 455 380 ლარი (569 225 ლარი აგროსილი), მიჩნეულ იქნა სალაროზე პასუხისმგებელ პირ - საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, შემოწმების მიერ განხორციელდა ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი, კერძოდ არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი შემოსავლები ჩაითვალა მიღებულად, ხოლო ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი გადახდილად, ამასთან, საწარმოს მიერ იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად ჩაითვალა ანაზღაურებულად, გათვალისწინებულ იქნა არარეზიდენტი მომწოდებლის მიმართ არსებული კრედიტორული დავალიანება და სალაროში ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ფულის ნაშთი. შედეგად, ნაშთად დარჩენილი თანხა მიჩნეულ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ, დამატებით მიღებული ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა მართლზომიერია, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის არგუმენტაცია მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას, გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 4.11.2025 წლის №97485-21-14 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ სალაროში აღურიცხავი ფულის ნაშთის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, შემოწმება დაეყრდნო გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ახსნაგანმარტებას, გასს-ის ბაზებს. იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად ჩაითვალა ანაზღაურებულად. გათვალისწინებული იქნა კრედიტორული დავალიანება 39 478 ლარის ოდენობით და სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი 693 ლარი.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, ასევე მომჩივნის არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ მომჩივანი ვერ უთითებს თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შედეგად დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;
2. დამატებით მიღებული შემოსავლების კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით და კომპანიის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, შემოწმების მიერ განხორციელდა ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი, კერძოდ არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი შემოსავლები ჩაითვალა მიღებულად, ხოლო ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი გადახდილად, ამასთან, საწარმოს მიერ იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად ჩაითვალა ანაზღაურებულად, გათვალისწინებულ იქნა არარეზიდენტი მომწოდებლის მიმართ არსებული კრედიტორული დავალიანება და სალაროში ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ფულის ნაშთი. შედეგად, ნაშთად დარჩენილი თანხა მიჩნეულ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 102(5); 159