ბრძანება N 21449

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 31.08.2023
№ დოკუმენტი 21449
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

შპსN 21449

31 აგვისტო 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2023 წლის 3 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 23 აგვისტოს გამართულ სხდომაზე (ოქმი №87) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №81457/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 24 აპრილის №021-20 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შესამოწმებელ პერიოდში შეძენილ ბენზინზე გაწეული ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებულ ხარჯად განხილვას, მოგების და დამატებული ღირებულების გადასახადების დარიცხვას. აცხადებს, რომ შეძენილი საწვავის გახარჯვა შესრულებული სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე სრულად შესაძლებელი იყო, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიას იჯარით ჰქონდა აღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები და საწვავიც გახარჯული იქნა ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში.

2. მომჩივანი არ ეთანხმება საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს. განმარტავს, რომ საბანკო ანგარიშებიდან გატანილი თანხები გადახდილია ხელზე სხვადასხვა მეწარმეებისთვის, რომლებიც მომსახურებას უწევენ კომპანიას. აცხადებს, რომ მოიძიებს აღნიშნულ პირებს და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 8 დეკემბრის №30986 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 1 მარტიდან 2022 წლის პირველ ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 31 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 24 აპრილის №8842 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №021-20 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 335 750 ლარი, მათ შორის გადასახადი 204 837 ლარი, ჯარიმა 101 763 ლარი და საურავი 29 150 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. შპს „-------“ საქმიანობის საგანს წარმოადგენს გზებისა და ავტობანების მშენებლობა. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს შეძენილი აქვს 10 512 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ბენზინი (რეგულარი, სუპერი და პრემიუმი). თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს 2022 წლის 8 დეკემბრის წერილის მიხედვით, შპს „-------“ სახელზე შესამოწმებელ პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული/რეგისტრაციიდან მოხსნილი არ ყოფილა. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების ეტაპზე არ არის წარმოდგენილი შესაბამისი სააღრიცხვო დოკუმენტაცია (მათ შორის, ბენზინის ძრავიანი ავტომობილის იჯარით აღების შესაბამისი დოკუმენტაცია ან/და საწვავის ჩამოწერის აქტები). აქვე აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საქონლის შეძენაზე მიღებული სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით განსაზღვრული დღგ-ის თანხები გადასახადის გადამხდელის მიერ ჩათვლილია სრულად.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 163-ე, 164-ე და 97-ე, და 982 მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგებისა და დამატებული ღირებულების გადასახადები და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

2. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციის, დებიტორ-კრედიტორული დავალიანებისა და საბანკო ამონაწერების მონაცემის ანალიზის საფუძველზე გაანგარიშდა ფულადი სახსრების მოძრაობა. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი 2023 წლის 23 თებერვლის წერილობითი ახსნაგანმარტების მიხედვით, 2022 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებებისა და სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი განსაზღვრულია ნული ლარით. შემოწმების ეტაპზე ფულადი სახსრების ანალიზით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი 608 699 ლარი, რომელიც დაკვალიფიცირდა სალაროზე პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე, გაცემულ ხელფასად.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, შპს „-------“ დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, ამ კოდექსის 981−984 მუხლებით გათვალისწინებული გადახდების/განაცემების არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, ხოლო თუ მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი დამატებული ღირებულების გადასახადს მოიცავს − საბაზრო ფასით, დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე.

ამავე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი−მე-3 ნაწილების მიზნებისათვის მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა მიიღება იმავე ნაწილების შესაბამისად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით განხორციელებული განაცემის/გაწეული ხარჯის ოდენობის 0.85-ზე გაყოფის შედეგად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

ამავე კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად განიხილება დასაბეგრი პირის მიერ საქონლის მიწოდება მისი დაქირავებული პირის პირადი სარგებლობისთვის ან მიწოდება/გამოყენება საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“−„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის შესყიდვის ფასი ამ ან ანალოგიურ საქონელზე, ან თუ ასეთი არ არსებობს − მისი წარმოების ფასი, რომელიც შესაბამის შემთხვევებში დგინდება საქონლის გამოყენების, გასხვისების, დასაკუთრების (მფლობელობაში დარჩენის) ან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შპს „-------“ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს 10 512 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ბენზინი (რეგულარი, სუპერი და პრემიუმი), თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს 2022 წლის 8 დეკემბრის წერილის მიხედვით, შპს „-------“ სახელზე შესამოწმებელ პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული/რეგისტრაციიდან მოხსნილი არ ყოფილა. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების ეტაპზე არ არის წარმოდგენილი შესაბამისი სააღრიცხვო დოკუმენტაცია (მათ შორის, ბენზინის ავტომობილის იჯარით აღების შესაბამისი დოკუმენტაცია ან/და საწვავის ჩამოწერის ფაქტები). აქვე აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საქონლის შეძენაზე მიღებული სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით განსაზღვრული დღგ-ის თანხები გადასახადის გადამხდელის მიერ ჩათვლილია სრულად. შემოწმების მიერ აღნიშნული ოპერაცია დაკვალიფიცირდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად და დაექვემდებარა მოგების და დამატებული ღირებულების გადასახადებით დაბეგვრას.

ამასთან, გადასახადის გადამხდელს არც შემოწმების და არც დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებლივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციის, დებიტორ-კრედიტორული დავალიანების, საბანკო ამონაწერების მონაცემის ანალიზის და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი 2023 წლის 23 თებერვლის წერილობითი ახსნა-განმარტების (2022 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებებისა და სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი განსაზღვრულია ნული ლარით) საფუძველზე გაანგარიშდა ფულადი სახსრების მოძრაობა, რის შედეგად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი 608 699 ლარი, რომელიც დაკვალიფიცირდა სალაროზე პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე, გაცემულ ხელფასად.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გამოვლენილი ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია. ამასთან, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შესამოწმებელ პერიოდში შეძენილ ბენზინზე გაწეული ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებულ ხარჯად განხილვას, მოგების და დამატებული ღირებულების გადასახადების დარიცხვას.

2. საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. ორგანიზაციის საქმიანობის საგანს წარმოადგენს გზებისა და ავტობანების მშენებლობა. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს შეძენილი აქვს (დღგ-ის ჩათვლით) ბენზინი. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილის მიხედვით, ორგანიზაციის სახელზე შესამოწმებელ პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული/რეგისტრაციიდან მოხსნილი არ ყოფილა. აქვე აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საქონლის შეძენაზე მიღებული სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით განსაზღვრული დღგ-ის თანხები გადასახადის გადამხდელის მიერ ჩათვლილია სრულად.

გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგებისა და დამატებული ღირებულების გადასახადები და განესაზღვრა ჯარიმა.

2. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი ახსნაგანმარტების მიხედვით, დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებებისა და სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი განსაზღვრულია ნული ლარით. შემოწმების ეტაპზე ფულადი სახსრების ანალიზით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც დაკვალიფიცირდა სალაროზე პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე, გაცემულ ხელფასად.

გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებლივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 160; 163; 164; 97; 982; 101; 154; 275