გადაწყვეტილება №23948/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.11.2024
№ დოკუმენტი 23948/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23948/2/2024

19 ნოემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 17.09.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23948/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6046 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 19.07.2024 წლის №136-12 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 29.08.2024 წლის №19532 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 173 521,21 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 75 341

დღგ - 16 677

მოგების გადასახადი - 11 532

საშემოსავლო გადასახადი - 47 274

ქონების გადასახადი - 142

ჯარიმა - 69 499

საურავი - 28 681,21

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში სამშენებლო მომსახურების გაწევა. გადამხდელად რეგისტრირებულია 30.08.2011 წელს, დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 10.08.2012 წლიდან.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2020 წლის პირველი იანვარიდან 2023 წლის პირველი მარტის ჩათვლით პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 7 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტით მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების ანალიზით და ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციით გაირკვა, რომ შესამოწმებელ პერიოდში სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში კომპანიას საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული ჰქონდა ავანსის თანხა 90 000 ლარის ოდენობით, რომელზეც კომპანიას არ ჰქონდა გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და არ ჰქონდა დაბეგრილი დამატებული ღირებულების გადასახადით. ასევე სახელმწიფო ტენდერის ფარგლებში ------- გაწეული ჰქონდა ღობის მოწყობის სამუშაოები, რომელზეც არსებობდა მიღება- ჩაბარების აქტები და ასევე გამოწერილი ჰქონდა საგადასახადო ანგარიშფაქტურები, თუმცა აღნიშნულ მომსახურება განხილული იყო დღგ-ისგან გათავისუფლებულ ოპერაციად.

2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 156-ე, 160-ე, 161-ე მუხლების და 2021 წლიდან მოქმედი 156-ე, 158- ე და 159-ე მუხლების გათვალისწინებით საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.

2. დაქირავებულ პირზე გაცემული ხელფასისა და გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირებზე გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემების (გარდა პროცენტისა) დაბეგვრის სისწორის შემოწმებისას, გამოვლინდა სხვაობები, ფაქტობრივ და დეკლარირებულ მონაცემებს შორის.

საგადასახადო კოდექსის მე-100, 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.

3. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალება (-------) ფიქსირდება ისეთ სასაქონლო ზედნადებებში, რომელშიც არც ერთ მხარეს არ წარმოადგენდა შპს „-------“. გადასახადის გადამხდელს აღნიშნულ ოპერაციებზე საგადასახადო ანგარიშგება არ განუხორციელებია. აღნიშნულ ოპერაცია საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, შეფასდა საწარმოს მიერ მომსახურების გაწევად (საწარმოს საკუთრებაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალებების სხვა პირების მიერ გამოყენება), რაც თავის მხრივ საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მიხედვით განხილულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. საწარმოს დაერიცხა დღგ და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 დეკემბრის №31928 ბრძანება და ამავე თარიღის №136-9 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 18.01.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6046 ბრძანებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- პირველ სადავო საკითხზე, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შეესწავლა სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

- მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეესწავლა სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6046 ბრძანების აღსრულების მიზნით 2024 წლის 18 ივლისს შედგა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, საიდანაც ირკვევა, რომ სახელმწიფო ტენდერის ფარგლებში გაწეული ღობის მოწყობის სამუშაოების დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ხელშეკრულებები, რომლთა თანახმადაც მომსახურება გათავისუფლებული იყო ფინანსური კონტრიბუციისაგან, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის „ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ 2008 წლის 19 დეკემბრის შეთანხმება და საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის 1998 წლის 11 მაისის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. შესაბამისად, შემმოწმებელთა მიერ საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები (დამატებული ღირებულების ნაწილში) ნაწილობრივ შემცირდა.

აგრეთვე, მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე გაცემული ხელფასების დაბეგვრასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელმა მისთვის მიცემულ დროში წარადგინა მხოლოდ ერთ ფიზიკურ პირზე (------- (პ/ნ -------)) ცნობა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის შესახებ. შესაბამისად, ხსენებულ ფიზიკურ პირზე და ასევე ფ/პ ------- (პ/ნ -------) დარიცხული თანხები (საშემოსავლო გადასახადის ნაწილში) ნაწილობრივ შემცირდა.

კომპანიის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირების მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირების საფუძველზე განსაზღვრულ ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემმოწმებელთა მიერ გადასახადის გადამხდელისათვის გაგზავნილ იქნა ინფორმაცია (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის გათვალისწინებით), რომლის მიხედვითაც დასტურდებოდა, რომ კომპანიის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები ფიქსირდებოდა სხვა პირების მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში. ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს დამატებით არ წარუდგენია ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები გადაანგარიშების საფუძველზე ამ ნაწილში არ შემცირებულა. შედეგად, დარიცხული თანხები შემცირდა სულ 25 566 ლარი, მათ შორის: გადასახადი 17 054 ლარი, ჯარიმა 8 512 ლარი.

დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 19 ივლისის №17084 ბრძანება და ამავე თარიღის №136-12 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 18.08.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 29.08.2024 წლის №19532 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული ვალდებულებების გადაანგარიშების ეტაპზე გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მომსახურება გათავისუფლებულია ფინანსური კონტრიბუციისაგან, რასაც საფუძვლად უდევს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის „ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ 2008 წლის 19 დეკემბრის შეთანხმება და საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის 1998 წლის 11 მაისის შეთანხმება ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები (დამატებული ღირებულების ნაწილში) ნაწილობრივ შემცირდა.

აგრეთვე, გათვალისწინებული იქნა გადამხდელის მიერ წარდგენილი ცნობა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის შესახებ და პანდემიის პერიოდში გაცემული თანხებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათი.

შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელისათვის გაგზავნილი იქნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ კომპანიის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები ფიქსირდება სხვა პირების მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში, რაზეც გადასახადის გადამხდელს დამატებით არ წარუდგენია ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რის შედეგადაც აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები გადაანგარიშებით არ შემცირებულა.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და გადაანგარიშების შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შემცირდა სულ 25 566 ლარით. კერძოდ დღგ-ის ნაწილში გათვალისწინებულ იქნა წარდგენილი საგრანტო ხელშეკრულება. ასევე საშემოსავლო გადასახადის ნაწილში ნაწილობრივ შემცირდა მაღალმთიან რეგინში მცხოვრები სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხების ხელფასად დაბეგვრა, ხოლო მე-3 საკითხი, რომლის მიხედვითაც შპს ------- კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება ფიქსირდება სხვა პირების მიერ გამოწერილ ზედნადებებში და დაბეგრილია დღგ-ით დარჩა უცვლელი.

მე-2 საკითხთან დაკავშირებით წარდგენილია დანართის სახით შეღავათით სარგებლობის ცნობები, რომელიც გაცემულია საგადასახადო ორგანოს და შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ. ამასთან ფიზიკური პირების ნაწილზე დღეის მდგომარეობით გამოთხოვილია ინფორმაცია შესაბამისი მუნიციპალიტეტიდან და მიღებისთანავე მოხდება წარდგენა დამატებით. შესაბამისად აღნიშნულ პირებზე 6000 ლარამდე განაცემები არ უნდა დაიბეგროს. ასევე დამატებით მოხდება სერგო სკორნიაკოვზე გაცემულ ცნობის (რომ იგი 2013 წლის 10 სექტემბრიდან ნამდვილად ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში) წარდგენა.

მე-3 საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან ცხრილში არ ჩანს გადაზიდული პროდუქციის დასახელება, რაოდენობა, ღირებულება და ასევე გადაზიდვის განმახორციელებელი პირების შესახებ ინფორმაცია, შეუძლებელია აღნიშნულ საკითხზე დამატებითი არგუმენტაციის წარდგენა. შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში დარიცხვას მომჩივანი არ ეთანხმება და თვლის, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-5 ნაწილის, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა ან/და საქონლის იმპორტი, თუ აღნიშნული ხორციელდება საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში და ამ ხელშეკრულებების შესაბამისად ასეთი საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა ან/და საქონლის იმპორტი გათავისუფლებულია დღგ-ისგან.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა ან/და საქონლის იმპორტი, თუ აღნიშნული ხორციელდება საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში და ამ ხელშეკრულებების შესაბამისად ასეთი საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა ან/და საქონლის იმპორტი გათავისუფლებულია დღგ-ისგან.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 71-ე მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 პუნქტების თანახმად:

1. საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულების (შემდგომში – ხელშეკრულების) შესაბამისად საგადასახადო შეღავათებით (მათ შორის, დღგ-ის გათავისუფლება) სარგებლობის მიზნით, ხელშეკრულების შესაბამისად განსახორციელებელი პროგრამის/პროექტის დამფინანსებელი (დონორი) მხარის მიერ შემოსავლების სამსახურს წარედგინება პროგრამის/პროექტის განმახორციელებელი/მონაწილე პირების შესახებ ინფორმაცია, ხოლო ცვლილების შემთხვევაში დაზუსტებული ინფორმაცია.

5. საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირის მიერ პროგრამის/პროექტის ფარგლებში საქონლის მიწოდებისას ან/და მომსახურების გაწევისას, ასევე ამ პირისათვის საქონლის მიწოდებისას ან/და მომსახურების გაწევისას სავალდებულოა საფ-ის გამოწერა, რომელშიც დღგ-ის თანხის აღმნიშვნელ სტრიქონზე მიეთითება „0“ (ნული).

6. პროგრამის/პროექტის ფარგლებში საქონლის/მომსახურების შეძენისას, საქონლის მიმწოდებელი (გამყიდველი) ან/და მომსახურების გამწევი ვალდებულია გადაამოწმოს რეესტრში პირის საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის უფლება. დღგ-ისგან გათავისუფლების შემთხვევაში საფ-ში დღგ-ის თანხის აღმნიშვნელ სტრიქონზე მიეთითება „0“ (ნული).

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6046 ბრძანებით, აუდიტის დეპარტამენტს, დაევალა გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შეესწავლა/გამოეკვლია სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 18 ივლისის შედგა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ტენდერის ფარგლებში გაწეული ღობის მოწყობის სამუშაოების დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ხელშეკრულებები, რომლთა თანახმადაც მომსახურება გათავისუფლებული იყო ფინანსური კონტრიბუციისაგან, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის „ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ 2008 წლის 19 დეკემბრის შეთანხმება და საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის 1998 წლის 11 მაისის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. შესაბამისად, შემმოწმებელთა მიერ საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები (დამატებული ღირებულების ნაწილში) ნაწილობრივ დაექვემდებარა შემცირებას.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მომჩივანს კონკრეტული არგუმენტები არ წარმოუდგენია, თუმცა არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 აგვისტოს №19532 ბრძანებას.

საბჭო მიიჩნევს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6046 ბრძანება აღსრულებულია და არ არსებობს ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 აგვისტოს №19532 ბრძანების ამ ნაწილში გაუქმების საფუძველი.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის მიერ მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული 6 000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი, გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციიდან და სახელმწიფოს მიერ ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამედიცინო დაწესებულებიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა.

ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო წლის მიხედვით გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების მიზნით დაქირავებული პირი ვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით წარუდგინოს დამქირავებელს შეღავათით სარგებლობის შესახებ საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ცნობა. ერთზე მეტი სამუშაო ადგილის არსებობის შემთხვევაში გადახდის წყაროს, სადაც უნდა გავრცელდეს შეღავათი, განსაზღვრავს დაქირავებული პირი.

საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილის თანახმად, 2020 წლის 1 მაისიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში, აგრეთვე 2020 წლის 1 დეკემბრიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში დამქირავებელი უფლებამოსილია შეიმციროს (ბიუჯეტში არ შეიტანოს) დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ ამ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან 1 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6046 ბრძანებით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

- გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეესწავლა/გამოეკვლია წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე გაცემული ხელფასების დაბეგვრასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელმა მისთვის მიცემულ დროში წარადგინა მხოლოდ ერთ ფიზიკურ პირზე (------- (პ/ნ -------)) ცნობა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის შესახებ. შესაბამისად, ხსენებულ ფიზიკურ პირზე და ასევე ფ/პ ------- (პ/ნ -------) დარიცხული თანხები (საშემოსავლო გადასახადის ნაწილში) შემცირდა ნაწილობრივ.

მომჩივანი განმარტავს, რომ ფიზიკური პირების ნაწილზე გამოთხოვილია ინფორმაცია შესაბამისი მუნიციპალიტეტიდან და მიღებისთანავე მოხდება წარდგენა დამატებით. შესაბამისად აღნიშნულ პირებზე 6000 ლარამდე განაცემები არ უნდა დაიბეგროს. ასევე დამატებით მოხდება ------- გაცემულ ცნობის (რომ იგი 2013 წლის 10 სექტემბრიდან ნამდვილად ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში) წარდგენა.

გადამხდელს შესაბამისი დოკუმენტაციის წარსადგენად განესაზღვრა 15 დღე ბრძანების ჩაბარებიდან, დასკვნის თანახმად აღნიშნულ ვადაში წარდგენილი დოკუმენტის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებები ნაწილობრივ შემცირდა.

საბჭო თვლის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6046 ბრძანება აღსრულებულია და არ არსებობს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 აგვისტოს №19532 ბრძანების ამ ნაწილში გაუქმების საფუძველი.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6046 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეესწავლა სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

კომპანიის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირების მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირების საფუძველზე განსაზღვრულ ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემმოწმებელთა მიერ გადასახადის გადამხდელისთვის გაგზავნილ იქნა ინფორმაცია (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის ნორმების გათვალისწინებით), რომლის მიხედვითაც დასტურდებოდა, რომ კომპანიის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები ფიქსირდებოდა სხვა პირების მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში. ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს დამატებით არ წარუდგენია ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები გადაანგარიშების შედეგად არ შემცირებულა.

ვინაიდან ცხრილში არ ჩანს გადაზიდული პროდუქციის დასახელება, რაოდენობა, ღირებულება და ასევე გადაზიდვის განმახორციელებელი პირების შესახებ ინფორმაცია, შეუძლებელია აღნიშნულ საკითხზე დამატებითი არგუმენტაციის წარდგენა. შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში დარიცხვას მომჩივანი არ ეთანხმება და თვლის, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.

როგორც დასკვნიდან ირკვევა, კონკრეტული მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მიხედვით მომჩივანს წარედგინა ინფორმაცია ავტოსატრანსპორტო საშუალების თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოდგენილი მომჩივნის პოზიციის გათვალისწინებით კი საბჭო თვლის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის 20.03.2024 წლის №6046 ბრძანება აღსრულებულია და არ არსებობს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 აგვისტოს №19532 ბრძანების ამ ნაწილში გაუქმების საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6046 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავითაღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6046 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების ანალიზით და გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციით გაირკვა, რომ შესამოწმებელ პერიოდში სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში კომპანიას საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული ჰქონდა ავანსის თანხა, რომელზეც კომპანიას არ ჰქონდა გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და არ ჰქონდა დაბეგრილი დამატებული ღირებულების გადასახადით. ასევე, სახელმწიფო ტენდერის ფარგლებში გაწეული ჰქონდა ღობის მოწყობის სამუშაოები, რომელზეც არსებობდა მიღება- ჩაბარების აქტები და ასევე გამოწერილი ჰქონდა საგადასახადო ანგარიშფაქტურები, თუმცა აღნიშნულ მომსახურება განხილული იყო დღგ-ისგან გათავისუფლებულ ოპერაციად.

2. დაქირავებულ პირზე გაცემული ხელფასისა და გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირებზე გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემების დაბეგვრის სისწორის შემოწმებისას, გამოვლინდა სხვაობები, ფაქტობრივ და დეკლარირებულ მონაცემებს შორის.

3. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალება ფიქსირდება ისეთ სასაქონლო ზედნადებებში, რომელშიც არც ერთ მხარეს არ წარმოადგენდა მომჩივანი. აღნიშნულ ოპერაცია შეფასდა საწარმოს მიერ მომსახურების გაწევად, რაც განხილულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად.

საწარმოს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6046 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5,9); 82(2); 101; 154; 159 ; 309(112); 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 160; 161;