საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება N 3/4204–21
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
საქმე N3/4204–21
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 მარტი, 2022 წელი
თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნათია ტოგონიძე
სხდომის მდივანი თეა აფციაური
მოსარჩელე - -------
წარმომადგენელი - -------, -------
მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
წარმომადგენელი - --------
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - -------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 01 მარტის N21-17/23741 გადაწყვეტილება;
2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება N12903/2/2021;
3. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტს ი/მ -------ს საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
2.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2019 წლის 19 აგვისტოს N16/9927 წერილის მიხედვით, ელექტრონულ საერთო რეესტრში არ იძებნება ჩანაწერი -------ს მონაწილეობით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თაობაზე.
სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 11 სექტემბრის N49/6/1/1/2-01865714 ცნობის მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, --------ს სახელზე სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული არ არის.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 18 დეკემბრის N438756 წერილის მიხედვით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით --------ს საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 10 მარტის N79579 წერილით სსიპ შემოსავლების სამსახურს ეცნობა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, --------ს (პ/ნ ------) საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. ამავე წერილით, სსიპ შემოსავლების სამსახურს ეცნობა, რომ საჯარო რეესტრის წარმოების წესი არ იძლება პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სრულყოფილად ძებნის საშუალებას მხოლოდ ამ პირის სახელის/სახელწოდების მიხედვით. ამის გამო, სასურველია წარმოდგენილი იქნეს უძრავი ნივთის სავარაუდო მისამართის ან საკადასტრო კოდის შესახებ ინფორმაცია, ანდა უძრავი ნივთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2019 წლის 19 აგვისტოს N16/9927 წერილი (ს.ფ. 125)
-სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 11 სექტემბრის N49/6/1/1/2-01865714 ცნობა (ს.ფ. 126)
-სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 18 დეკემბრის N438756 წერილი (ს.ფ. 124)
-სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 18 დეკემბრის N438756 წერილი (CD დისკი, ს.ფ. 56)
3.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 6 ნოემბრის განჩინებით (საქმეზე N2/17764-20) ინდივიდუალური მეწარმე -------- (ს/ნ -----) გამოცხადდა გაკოტრებულად და გაუქმდა რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 3 დეკემბრის N B20099685/3 გადაწყვეტილებით, გაუქმდა ინდივიდუალური მეწარმე -------ს (ს/ნ ------) რეგისტრაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 6 ნოემბრის განჩინება (ს.ფ. 14-16)
-სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 3 დეკემბრის B20099685/3 გადაწყვეტილება (ს.ფ. 17)
3.3. 2020 წლის 10 თებერვლის მდგომარეობით, ი/მ -------ს ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება 37 324,80 ლარის ოდენობით.
ი/მ -------მა განცხადებით მიმართა სსიპ შემოვლების სამსახურს და მოითხოვა ანალიტიკური დეპარტამენტის 2020 წლის 4 ივნისის N21-05/50699 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის საფუძველზე დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებით.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 20 ივლისის N20098 ბრძანებით ი/მ -------ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 4 დეკემბრის N10868/2/2020 გადაწყვეტილებით, ი/მ -------ს საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დაევალა ანალიტიკურ დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების თავიდან ჩატარება გადაწყვეტილების შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 20 ივლისის N20098 ბრძანება (ს.ფ. 75- 78)
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 4 დეკემბრის N10868/2/2020 გადაწყვეტილება (ს.ფ. 79-82)
3.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 1 მარტის N21-17/23741 წერილით, ი/მ -------ს მის განცხადებაზე, ეცნობა, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით ------- რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანების 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, ინდივიდუალური მეწარმე -------ს საგადასახადო დავალიანება ჩამოწერას არ ექვემდებარებოდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 1 მარტის N21-17/23741 წერილი (ს.ფ. 31)
3.5. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 5 მარტის N21-17/25798 წერილში აღნიშნულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 6 ნოემბრის განჩინებით (საქმეზე N2/17764-20) ინდივიდუალური მეწარმე ------- (ს/ნ -----) გამოცხადდა გაკოტრებულად და გაუქმდა რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 1 მარტის N21- 17/23741 წერილით დამატებით განემარტა -------ს, რომ სასამართლოს ზემოთ აღნიშნულ განჩინებაში ------- აღნიშნულია, როგორც ინდივიდუალური მეწარმე, ხოლო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით ------- (პ/ნ -----) 2020 წლის 3 დეკემბრიდან რეგისტრირებულია ფიზიკურ პირად.
ასევე აღნიშნულია, რომ ------- მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით 2010 წლის 14 დეკემბრიდან 2020 წლის 3 დეკემბრამდე რეგისტრირებული იყო ინდივიდუალურ მეწარმედ, ხოლო 2020 წლის 3 დეკემბრიდან რეგისტრირებულია ფიზიკურ პირად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს განჩინებაში აღნიშნული ინდივიდუალური მეწარმე და ასევე შემოსავლების სამსახურში ფიზიკურ პირად რეგისტრირებული --------ს საგადასახადო დავალიანება არ ექვემდებარებოდა ჩამოწერას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 5 მარტის N21-17/25798 წერილი (ს.ფ. 74)
3.6. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 3 ივნისის N12903/2/2021 გადაწყვეტილებით, --------ს საჩივარი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 1 მარტის N21-17/23741 წერილის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 3 ივნისის N12903/2/2021 გადაწყვეტილება (ს.ფ. 18-21)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმეში არსებული მასალების, მხარეთა და მოწმის ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ -------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს საგადასახადო კოდექსი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლოს პროცედურების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ”.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.
სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 01 მარტის N21-17/23741 გადაწყვეტილება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 3 ივნისის N12903/2/2021 გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში.
6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოს და საქართველოს საგადასახადო მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს და არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გადასახადის გადამხდელისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხა.
სასამართლო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის ძირითადი ფუნქცია არის გადასახადების კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით გახდა. საგადასახადო ორგანოები უზრუნველყოფენ რა გადამხდელთა მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე კონტროლს, უფლებამოსილნი არიან, გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობისას. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-11 კარით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საგადასახადო დავალიანება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოიწერება: ა) თუ დადგენილია, რომ პირს არ აქვს ქონება ან/და აქტივები; ბ) ამ კოდექსის 57-ე და 58-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში; გ) თუ პირს არ განუხორციელებია საგადასახადო ანგარიშგება ბოლო 6 კალენდარული წლის განმავლობაში და საქართველოს კანონმდებლობა აღარ ითვალისწინებს მის სამართლებრივ ფორმას; დ) საბიუჯეტო ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემთხვევაში; ე) თუ იურიდიული პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოიშალა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ (პარტიების) რეესტრიდან; ვ) საქართველოს კანონის 106-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირის გადახდისუუნარობის მასის ერთიანი ქონებრივი კომპლექსის სახით შემძენი (შემძენები) რეგისტრირდება (რეგისტრირდებიან) ამ საწარმოს ერთადერთ პარტნიორად (პარტნიორებად); 11. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, საბიუჯეტო ორგანიზაციას საგადასახადო დავალიანება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით შეიძლება ჩამოეწეროს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. 2. თუ პირი, რომელსაც ჩამოეწერა საგადასახადო დავალიანება, აგრძელებს ეკონომიკურ საქმიანობას, მის მიმართ განახლდება ადრე ვალდებულების დარიცხვა ან/და სანქციის დაკისრება, გარდა ამ მუხლის პირველი ჩამოწერილი საგადასახადო ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტითა და 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქმეში წარმოდგენილი სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2019 წლის 19 აგვისტოს N16/9927 წერილის მიხედვით, ელექტრონულ საერთო რეესტრში არ იძებნება ჩანაწერი --------ს მონაწილეობით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თაობაზე.
სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 11 სექტემბრის N49/6/1/1/2-01865714 ცნობის მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, --------ს სახელზე სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული არ არის.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 18 დეკემბრის N438756 წერილის მიხედვით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით --------ს საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 6 ნოემბრის განჩინებით (საქმეზე N2/17764-20) ინდივიდუალური მეწარმე ------- (ს/ნ ------) გამოცხადდა გაკოტრებულად და გაუუქმდა რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 3 დეკემბრის N B20099685/3 გადაწყვეტილებით, გაუქმდა ინდივიდუალური მეწარმე -------ს (ს/ნ ------) რეგისტრაცია.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 10 მარტის N79579 წერილით სსიპ შემოსავლების სამსახურს ეცნობა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, -------ს (პ/ნ ------) საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. ამავე წერილით, სსიპ შემოსვლების სამსახურს ეცნობა, რომ საჯარო რეესტრის წარმოების წესი არ იძლება პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სრულყოფილად ძებნის საშუალებას მხოლოდ ამ პირის სახელის/სახელწოდების მიხედვით. ამის გამო, სასურველია წარმოდგენილი იქნეს უძრავი ნივთის სავარაუდო მისამართის ან საკადასტრო კოდის შესახებ ინფორმაცია, ანდა უძრავი ნივთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსია.
6.3. „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანების 66-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად საკითხს განიხილავს უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო, რომელიც საგადასახადო საგადასახდო დავალიანების ჩამოწერის დავალიანების ჩამოწერის მიზანშეწონილობის შესახებ ამზადებს დასკვნას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დასკვნის მოსამზადებლად შესწავლილი უნდა იქნეს გადასახადის გადამხდელის შესახებ შემდეგი სახის ინფორმაცია:: ა) თუ დადგენილია, რომ პირს არ გააჩნია ქონება ან/და აქტივები: ა.ა) საგადასახადო დავალიანების შესახებ; ა.ბ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; ა.გ) ამონაწერი მარეგისტრირებელი ორგანოებიდან პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ; ა.დ) პირის მიმართ გატარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ; ა.ე) სხვა მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ პირს არ გააჩნია ქონება და აქტივები. ბ) პირის გარდაცვალებისას მემკვიდრის არარსებობის ან მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში ან თუ გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანების მოცულობა აღემატება მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულებას: ბ.ა) საგადასახადო დავალიანების შესახებ; ბ.ბ) პირის გარდაცვალების შესახებ; ბ.გ) გარდაცვლილი პირის მემკვიდრის არსებობისას, სამკვიდრო მოწმობის მიღების შესახებ; ბ.დ) გარდაცვლილი პირის მემკვიდრის არსებობისას, საგადასახადო ორგანოს შეტყობინება გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანების თაობაზე; ბ.ე) (მემკვიდრეების) არარსებობის ან მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღებაზე უარის გარდაცვლილი პირის მემკვიდრის თქმის შესახებ; ბ.ვ) საგადასახადო ორგანოს ან/და აუდიტორის დასკვნა გარდაცვლილი პირის ქონების ღირებულების შესახებ. გ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად პირის აღიარების ან მხარდაჭერის მიმღებად პირის ცნობის შემთხვევაში:გ.ა) საგადასახადო დავალიანების შესახებ; გ.ბ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან მხარდაჭერის მიმღებად პირის ცნობის დადასტურების შესახებ; გ.გ) მეურვეობის, მზრუნველობის ან დადასტურების შესახებ; გ.დ) საგადასახადო ორგანოს შეტყობინება უგზო-უკვლოდ მხარდამჭერად ცნობის უფლებამოსილების დაკარგული ან მხარდაჭერის მიმღები პირის საგადასახადო დავალიანების დაფარვის შესახებ; გ.ე) საგადასახადო ორგანოს ან/და აუდიტის დასკვნა უგზო-უკვლოდ დაკარგული ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობილი პირის შესახებ. დ) თუ საქართველოს კანონმდებლობა აღარ ითვალისწინებს პირის სამართლებრივ ფორმას, ამასთანავე, ამ პირს არ განუხორციელებია საგადასახადო ანგარიშგება (დეკლარაციების ან/და გაანგარიშებების წარდგენა) შესრულება ბოლო 6 კალენდარული წლის განმავლობაში: დ.ა) საგადასახადო დავალიანების შესახებ; დ.ბ) პირის სამართლებრივი ფორმის, სახელმწიფო რეგისტრაციისა ან/და საგადასახადო აღრიცხვის შესახებ; დ.გ) პირის მიერ საგადასახადო ანგარიშგების (დეკლარაციებისა ან/და გაანგარიშებების წარდგენა) ბოლო 6 კალენდარული წლის განმავლობაში განუხორციელებლობის თაობაზე. ე) საბიუჯეტო ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემთხვევაში: ე.ა) საგადასახადო დავალიანების შესახებ; ე.ბ) პირის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საგადასახადო აღრიცხვის შესახებ; ე.გ) საბიუჯეტო ორგანიზაციის ლიკვიდაციის თაობაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების (დედანი ან სათანადო წესით დამოწმებული ასლი) შესახებ. ვ) თუ იურიდიული პირი კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოიშალა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან: ვ.ა) საგადასახადო დავალიანების შესახებ; ვ.ბ) უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება (დედანი ან სათანადო წესით დამოწმებული ასლი) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესახებ; ვ.გ) პირის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამოშლის შესახებ. ზ) თუ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-13 პუნქტით დადგენილ შემთხვევაში, როდესაც კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირის სამეურვეო ქონების ერთიანი ქონებრივი კომპლექსის სახით შემძენი (შემძენები) რეგისტრირდება ამ საწარმოს ერთადერთ პარტნიორად: ზ.ა) საგადასახადო დავალიანების შესახებ; ზ.ბ) პირის სამართლებრივი ფორმის, სახელმწიფო რეგისტრაციისა და საგადასახადო აღრიცხვის შესახებ; ზ.გ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის შესახებ.
დადგენილია, რომ 2020 წლის 10 თებერვლის მდგომარეობით, ი/მ -------ს ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება 37 324,80 ლარის ოდენობით.
ი/მ -------მა განცხადებით მიმართა სსიპ შემოვლების სამსახურს და მოითხოვა ანალიტიკური დეპარტამენტის 2020 წლის 4 ივნისის N21-05/50699 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის საფუძველზე დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებით.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 20 ივლისის N20098 ბრძანებით ი/მ --------ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 4 დეკემბრის N10868/2/2020 გადაწყვეტილებით, ი/მ -------ს საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დაევალა ანალიტიკურ დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების თავიდან ჩატარება გადაწყვეტილების შესაბამისად.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 1 მარტის N21-17/23741 წერილით, ი/მ --------ს მის განცხადებაზე, ეცნობა, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით ------- რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანების 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, ინდივიდუალური მეწარმე -------ს საგადასახადო დავალიანება ჩამოწერას არ ექვემდებარებოდა.
6.4. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53- ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინება საქმეზე Noბს-246-243(კ-14)).
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებაზე (საქმე Nბს-463- 451(კ-13), სადაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დაკარგავს უზრუნველყოფადობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს სტაბილურობას, მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა, მაშინ როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, --------ს არ გააჩნია ქონება ან/და აქტივები. ამასთან სასამართლოს მიერ მიღებულია განჩინება, რის საფუძველზეც ინდივიდუალური მეწარმე გამოცხადდა გაკოტრებულად და გაუუქმდა რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში, შესაბამისად სასამართლო არ იზიარებს მოპასუხეთა განმარტებას და მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული პირობა.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 10 მარტის N79579 წერილზე, რომლითაც სსიპ შემოსავლების სამსახურს ეცნობა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, --------ს (პ/ნ ------) საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. ამავე წერილით, სსიპ შემოსვლების სამსახურს ეცნობა, რომ ნივთზე საჯარო რეესტრის წარმოების წესი არ იძლება პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სრულყოფილად ძებნის საშუალებას მხოლოდ ამ პირის სახელის/სახელწოდების მიხედვით. ამის გამო, სასურველია წარმოდგენილი იქნეს უძრავი ნივთის სავარაუდო მისამართის ან საკადასტრო კოდის შესახებ ინფორმაცია, ანდა უძრავი ნივთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსია.
მოცემული წერილიდან ირკვევა, რომ ფიზიკური პირის პირადი ნომრით იქნა მოძიებული ინფორმაცია, რომლითაც ირკვევა, რომ --------ს (პ/ნ ------) საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. შესაბამისად გაურკვეველია რა დამატებითი ინფორმაცია უნდა ყოფილიყო წარდგენილი საგადასახადო ორგანოსათვის, როდესაც თვითონ რეესტრი 2019 წლის 18 დეკემბრის N438756 წერილით აღნიშნავს, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით --------ს საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34- ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ --------ს სარჩელი საფუძვლიანია, განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ კოდექსის მე-601 მუხლით ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 01 მარტის N21- 17/23741 გადაწყვეტილება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 3 ივნისის N12903/2/2021 გადაწყვეტილება და დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტს ი/მ -------ს საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე ი/მ ------- გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, მე-13, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. --------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილის სსიპ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 01 მარტის N21-17/23741 გადაწყვეტილება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება N12903/2/2021 გადაწყვეტილება;
3.დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს ი/მ --------ს საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა;
4. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე, ქ. თბილისი გრიგოლ რობაქიძის გამზირი N7), სააპელაციო საჩივარი შემოტანილ უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან;
მოსამართლე
ნათია ტოგონიძე
სადავო საკითხი
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ფაქტობრივი გარემოებები
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 6 ნოემბრის განჩინებით (საქმეზე N2/17764-20) ინდივიდუალური მეწარმე მომჩივანი გამოცხადდა გაკოტრებულად და გაუქმდა რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში. 2020 წლის 10 თებერვლის მდგომარეობით, მომჩივანს ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება 37 324,80 ლარის ოდენობით. მომჩივანმა განცხადებით მიმართა სსიპ შემოვლების სამსახურს და მოითხოვა ანალიტიკური დეპარტამენტის 2020 წლის 4 ივნისის N21-05/50699 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის საფუძველზე დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებით. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 20 ივლისის N20098 ბრძანებით მომჩივანის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 4 დეკემბრის N10868/2/2020 გადაწყვეტილებით, მომჩივანის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დაევალა ანალიტიკურ დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების თავიდან ჩატარება გადაწყვეტილების შესაბამისად.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 1 მარტის N21-17/23741 წერილით, მომჩივანს მის განცხადებაზე, ეცნობა, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით მომჩივანი რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანების 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, ინდივიდუალური მეწარმე მომჩივანის საგადასახადო დავალიანება ჩამოწერას არ ექვემდებარებოდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 3 ივნისის N12903/2/2021 გადაწყვეტილებით, მომჩივანის საჩივარი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 1 მარტის N21-17/23741 წერილის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება
სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 01 მარტის N21-17/23741 გადაწყვეტილება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 3 ივნისის N12903/2/2021 გადაწყვეტილება და დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტს ი/მ მომჩივანის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
დასაბუთება
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 43(1), 49, 252(1);
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი: 1, 10, 12, 13, 22, 32;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი: 8, 53, 55, 243, 244, 248, 257, 364, 369;
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N 994 ბრძანება.