ბრძანება N 16661
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16661
15 ივლისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „--------ის“ (ს/ნ -----------------)
(მის.: ქ. -------------------------------)
2024 წლის 20 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 11 ივლისის სხდომაზე (ოქმი №75) განიხილა შპს „--------ის“ (ს/ნ -----------------) 2024 წლის 20 ივნისის №90305/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 მაისის №005-66 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელს საჩივარში არგუმენტები/მტკიცებულებები არ აქვს წარმოდგენილი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 თებერვლის №3769 და 28 მარტის №6743 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „--------ის“ (ს/ნ -----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 22 მარტამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 15 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 21 მაისის №11596 ბრძანება და ამავე თარიღის №005-66 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 215 986 ლარი, მათ შორის, გადასახადი 133 088 ლარი, ჯარიმა 65 393 ლარი, საურავი 17 505 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
. გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს საცალო ვაჭრობა საშინაო ფეხსაცმლით. საქონელი იმპორტირებულია ძირითადად ----დან, რეალიზაცია ხორციელდება საცალოდ ადგილობრივ ბაზარზე (გამოწერილია ფიზიკურ პირებზე უმნიშვნელო რაოდენობის ზედნადებები, კერძოდ მთლიანი ბრუნვის 1,2%). საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადამხდლთან საკონტროლო შესყიდვა ვერ განხორციელდა სავაჭრო ობიექტის არქონის გამო, რეალიზაცია ხორციელდება სასაწყობო ფართიდან (----, უსასყიდლო იჯარა). სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა საბაზრო ღირებულების 198 204 ლარის სმფ-ს ნაშთი. სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაციით დადგენილია 0 ლარის ფულადი ნაშთი. გადამხდელს გააჩნია ბუღალტრული პროგრამა „ინფო“, თუმცა აღრიცხავს და შესაბამისად ადეკლარირებს ბრუნვებს 10%-იანი ფასნამატით. შემოწმებით ირკვევა, რომ გადამხდელის მიერ ხელოვნურად/მკვეთრად შემცირებულია სარეალიზაციო ფასები, რაც შესაბამისად იწვევს გადასახადების შემცირებას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოწმებამ იხელმძღვანელა აუდირებული ფასნამატით ანალოგიურ საქონელზე, კერძოდ, ფეხსაცმელზე გავრცელდა 29%-იანი, ხოლო ბავშვის ფეხსაცმელზე 55,88%-იანი ფასნამატი. შემოწმებით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი საქონლის ნაშთის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების შესაბამისად, რეალიზებული საქონელი დაიბეგრა დღგ-ით შესაბამის პერიოდებში დეკლარირებული ბრუნვების ხვედრითი წილის გათვალისწინებით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 20 თებერვლის №3558 ბრძანების საფუძველზე 2024 წლის 28 თებერვალს განხორციელდა გადამხდელის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია ნაღდი ფულის ნაშთი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101- ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე" შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული ,,სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ დამატებით გამოვლენილი (არაპირდაპირი მეთოდით) შემოსავალი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდში დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივარში არ არის მითითებული სადავო საკითხები. გადასახადის გადამხდელს 2024 წლის 24 ივნისს გაეგზავნა №21-04/---- წერილი, რათა დაეზუსტებინა საჩივარი და მიეთითებინა სადავო საკითხები. მომჩივანი წერილს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო მიმდინარე წლის პირველ ივლისს და დაზუსტებული საჩივარი წერილით განსაზღვრულ ვადაში არ წარმოუდგენია.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესშიც არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--------ის“ (ს/ნ -----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელს საჩივარში არგუმენტები/მტკიცებულებები არ აქვს წარმოდგენილი.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №3769 და №6743 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 22 მარტამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №11596 ბრძანება და №005-66 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 215 986 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმებით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი საქონლის ნაშთის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების შესაბამისად, რეალიზებული საქონელი დაიბეგრა დღგ-ით შესაბამის პერიოდებში დეკლარირებული ბრუნვების ხვედრითი წილის გათვალისწინებით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
ასევე, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №3558 ბრძანების საფუძველზე 2024 წლის 28 თებერვალს განხორციელდა გადამხდელის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია ნაღდი ფულის ნაშთი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101- ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე" შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული ,,სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ დამატებით გამოვლენილი შემოსავალი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდში დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5’); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“); 159(1 „ბ“); 163(1.2);