ბრძანება N 31447
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 31447
13 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“-ის (ს/ნ „------“)
(ფაქტ. მის.: „------“)
2023 წლის 23 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №122) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 11 ოქტომბრის №19974/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „------“ -ის (ს/ნ „------“) 2023 წლის 23 იანვრის №78328/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 27 დეკემბრის №006-656 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
1. მეწარმეების მიერ გაწეულ მომსახურებაზე გადახდილი თანხების ფულის მოძრაობის გაანგარიშებაში გაუთვალისწინებლობა;
2. განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 ოქტომბრის №26802 და 18 ნოემბრის №29053 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „------“-ის (ს/ნ „------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 01 იანვრიდან 2022 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 22 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 27 დეკემბრის №33144 ბრძანება და ამავე თარიღის №006-656 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 322 773 ლარი, მათ შორის, გადასახადი 179 511 ლარი, ჯარიმა 102 270 ლარი, საურავი 40 992 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 31 მაისის №11988 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:
„1. შპს „------“-ის (ს/ნ „------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება, რომ კომპანიის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება ერთდროულად ფიქსირდება გადასახადის გადამხდელის და სხვა კომპანიის მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში, აღნიშნული ოპერაციის უსასყიდლოდ გაწეულ მომსახურებად განხილვის საფუძვლით განხორციელებული დარიცხვა დაუქვემდებაროს შემცირებას, ხოლო მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი გაანგარიშდეს სასაქონლო ზედნადებებში ასახული ტვირთის პროპორციულად. აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტმა უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
5. მე-6 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
ზემოაღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 11 ოქტომბრის №19974/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 მაისის №11988 ბრძანება და საჩივარი მე-4 სადავო საკითხის ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. ამასთან, შემოსავლების სამსახურს დაევალა, მე-4 სადავო საკითხის ნაწილში მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ხსენებული საკითხის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მე-6 სადავო საკითხზე გავლენის თაობაზე მსჯელობა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მეწარმეების მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადახდილი თანხების ფულის მოძრაობის გაანგარიშებაში გათვალისწინების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, ამდენად საჩივარი სადავო საკითხის ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
ამასთან, მეწარმეების მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადახდილი თანხების ფულის მოძრაობის გაანგარიშებაში გათვალისწინების თაობაზე, საბჭოს მიერ მე-4 სადავო საკითხის ნაწილში მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურს უნდა დაევალოს ხსენებული საკითხის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების სადავო საკითხზე გავლენის თაობაზე მსჯელობა.“
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
საგამოძიებო სამსახურიდან შემოსული წერილით და სისხლის სამართლის თანდართული მასალებით ირკვევა, რომ კომპანიის ხელმძღვანელი პირები ფართის რეალიზაციის ხელშეკრულებებში აფიქსირებდნენ რეალური ნასყიდობის ღირებულებისაგან განსხვავებულ (შემცირებულ) ღირებულებას. საგამოძიებო მასალების მიხედვით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ხელშეკრულებებში მითითებული თანხები ძირითადად ირიცხებოდა კომპანიის საბანკო ანგარიშზე, ხოლო სხვაობები რეალურ ღირებულებებსა და ხელშეკრულებებში დაფიქსირებულ თანხებს შორის გადაეცემოდა ნაღდი ფულით საწარმოს ხელმძღვანელ პირებს ან ირიცხებოდა ხელმძღვანელი პირის პირად ანგარიშზე. საგადასახადო შემოწმებით შესწავლილი მასალებით ვერ დგინდება ზემოაღნიშნული სხვაობების საწარმოში არსებობა ან მისი ეკონომიკური საქმიანობისათვის გახარჯვა. შემოწმების მიერ შედგენილ იქნა საწარმოს ნაღდი ფულადი საშუალებებისა და კაპიტალის მოძრაობა, რომელთა ანალიზით ირკვევა, რომ კომპანიის ბუღალტრულ აღრიცხვაში დაფიქსირებული ინფორმაციებითა და დოკუმენტაციით წარმოეშვებოდა უარყოფითი სხვაობა. საწარმოს არ ჰყავს დებიტორები და კრედიტორები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სხვაობით შემცირებული იქნა რეალურ ღირებულებებსა და ხელშეკრულებებში დაფიქსირებულ თანხებს შორის სხვაობა და დარჩენილი თანხა ჩათვლილ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
ამავე კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, კომპანიის ხელმძღვანელი პირები ფართის რეალიზაციის ხელშეკრულებებში აფიქსირებდნენ რეალური ნასყიდობის ღირებულებისაგან განსხვავებულ (შემცირებულ) ღირებულებას. საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ხელშეკრულებებში მითითებული თანხები ძირითადად ირიცხებოდა კომპანიის საბანკო ანგარიშზე, ხოლო სხვაობები რეალურ ღირებულებებსა და ხელშეკრულებებში დაფიქსირებულ თანხებს შორის გადაეცემოდა ნაღდი ფულით საწარმოს ხელმძღვანელ პირებს ან ირიცხებოდა ხელმძღვანელი პირის პირად ანგარიშზე. შემოწმებით ვერ დადგინდა ზემოაღნიშნული სხვაობების საწარმოში არსებობა ან მისი ეკონომიკური საქმიანობისათვის გახარჯვა. საწარმოს არ ჰყავს დებიტორები და კრედიტორები. შემოწმების მიერ შედგენილ იქნა საწარმოს ნაღდი ფულადი საშუალებებისა და კაპიტალის მოძრაობა, რომელთა ანალიზით ირკვევა, რომ კომპანიას ბუღალტრულ აღრიცხვაში დაფიქსირებული ინფორმაციებითა და დოკუმენტაციით წარმოეშვებოდა უარყოფითი სხვაობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სხვაობით შემცირებული იქნა რეალურ ღირებულებებსა და ხელშეკრულებებში დაფიქსირებულ თანხებს შორის სხვაობა და დარჩენილი თანხა განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა მიღება-ჩაბარების აქტები სხვადასხვა სარემონტო მომსახურებაზე, როგორიცაა: სართულის ფილით მოწყობა, ლიფტის გადახურვა და კიბის უჯრედების სამუშოები, ფასადის სამუშაოები და სხვა. ასევე სასაქონლო ზედნადებებით შეძენილია სხვადასხვა სარემონტო საშუალებები, როგორიცაა: საღებავები, შპალერები, კაფელ-მეტლახი, აღნიშნული შეძენები სრულად არის გათვალისწინებული ფულადი საშუალებების ნაკადების მოძრაობის შედგენისას.
მომჩივნის განმარტებით, კომპანიის მიერ სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები სრულდებოდა მის მიერ შეძენილი სამშენებლო მასალების გამოყენებით და სამუშაოები ხორციელდებოდა როგორც უშუალოდ კომპანიის მიერ, ისე სხვა ინდივიდუალური მეწარმეებისათვის ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ამა თუ იმ კონკრეტული სამუშაოს (მაგალითად, შენობის გადახურვის ან ბინის რემონტის) დაკვეთით. ინდივიდუალური მეწარმეებისათვის მათ მიერ შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება ხდებოდა როგორც უნაღდო, ისე ნაღდი ანგარიშსწორებით. შემოწმებამ მოცემული ხარჯები ფულის მოძრაობის ბალანსში არ გაითვალისწინა არც არაპირდაპირი და არც პირდაპირი მეთოდით. მიიჩნევს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, ფულის მოძრაობის ბალანსში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილებები და შესაბამისად უნდა დაკორექტირდეს დარიცხული გადასახადი, ვინაიდან თანხები მეწარმეებისათვის გადახდილია და წარდგენილია მიღება-ჩაბარების აქტები და თანხების გადარიცხვის საბუთები. ამასთან, მიუთითებს, რომ აღნიშნული საკითხი გავლენას მოახდენს განკარგვად თანხებზეც.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მეწარმეების მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადახდილი თანხების ფულის მოძრაობის გაანგარიშებაში გათვალისწინების საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ამასთან, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, მეწარმეების მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადახდილი თანხების ფულის მოძრაობის გაანგარიშებაში გათვალისწინების საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს განკარგვადი თანხის დირექტორის ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------“-ის (ს/ნ „------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს განკარგვადი თანხის დირექტორის ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება მეწარმეების მიერ გაწეულ მომსახურებაზე გადახდილი თანხების ფულის მოძრაობის გაანგარიშებაში გაუთვალისწინებლობას და განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიის ხელმძღვანელი პირები ფართის რეალიზაციის ხელშეკრულებებში აფიქსირებდნენ რეალური ნასყიდობის ღირებულებისაგან განსხვავებულ ღირებულებას. საგამოძიებო მასალების მიხედვით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ხელშეკრულებებში მითითებული თანხები ძირითადად ირიცხებოდა კომპანიის საბანკო ანგარიშზე, ხოლო სხვაობები რეალურ ღირებულებებსა და ხელშეკრულებებში დაფიქსირებულ თანხებს შორის გადაეცემოდა ნაღდი ფულით საწარმოს ხელმძღვანელ პირებს ან ირიცხებოდა ხელმძღვანელი პირის პირად ანგარიშზე.
საგადასახადო შემოწმებით შესწავლილი მასალებით ვერ დგინდება ზემოაღნიშნული სხვაობების საწარმოში არსებობა ან მისი ეკონომიკური საქმიანობისათვის გახარჯვა. შემოწმების მიერ შედგენილ იქნა საწარმოს ნაღდი ფულადი საშუალებებისა და კაპიტალის მოძრაობა, რომელთა ანალიზით ირკვევა, რომ კომპანიის ბუღალტრულ აღრიცხვაში დაფიქსირებული ინფორმაციებითა და დოკუმენტაციით წარმოეშვებოდა უარყოფითი სხვაობა. საწარმოს არ ჰყავს დებიტორები და კრედიტორები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სხვაობით შემცირებული იქნა რეალურ ღირებულებებსა და ხელშეკრულებებში დაფიქსირებულ თანხებს შორის სხვაობა და დარჩენილი თანხა ჩათვლილ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მეწარმეების მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადახდილი თანხების ფულის მოძრაობის გაანგარიშებაში გათვალისწინების საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებადა ასევე განახორციელოს განკარგვადი თანხის დირექტორის ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(9),101,154