გადაწყვეტილება №20291/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20291/2/2023
26 ოქტომბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 17.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20291/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 30.11.2021 წლის №36931 ბრძანების აღსრულების შედეგები
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 22.02.2023 წლის №006-68 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14883 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 333 046,87 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 166 628
დღგ - 59 841
მოგების გადასახადი - 5 835
საშემოსავლო გადასახადი - 98 448
ქონების გადასახადი - 2 504
ჯარიმა - 85 454
საურავი - 80 964,87
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 31.05.2021 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2018 წლიდან 1.03.2021 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 9.06.2021 წლის №006-388 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 30.11.2021 წლის №36931 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს ხელფასის სახით გაცემული თანხების დაბეგვრის, ფიზიკური პირისგან აღებული სესხის პროცენტის დაბეგვრის და ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 30.11.2021 წლის №36931 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 1.02.2023 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ:
- დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მითითებულ ვადაში არ წარუდგენია დამატებით დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, შესაბამისად შემოწმების მიერ არ განხორციელებულა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება;
- ხელფასის სახით გაცემული თანხების საკითხი შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა დამატებით, თუმცა რაიმე სახის ცვლილებას ადგილი არ ჰქონია, ასევე გადასახადის გადამხდელს დამატებით არ წარუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები, მათ შორის განსხვავებული გაანგარიშების ცხრილი. შესაბამისად, შემოწმების მიერ არ განხორციელებულა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება;
- შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა ფიზიკური პირისგან აღებულ სესხზე გადახდილი პროცენტების საკითხი. ვინაიდან პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციით ფიქსირდება, რომ კომპანია ფიზიკურ პირზე გაცემს პროცენტს, რომელიც მის მიერ დეკლარირებული არ არის, შემოწმების მიერ არ განხორციელებულა საგადასახადო აქტით დარიცხული თანხების კორექტირება;
- შემოწმებით გაანგარიშებული ფულის ნაშთის საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს შემოწმებისთვის წარმოდგენილი აქვს სამივლინებო ბრძანებები, სადაც ფიქსირდებოდა თუ რა ვადით იყო მივლინებული კონკრეტული თანამშრომელი ობიექტზე. ასევე, გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს დამკვეთისგან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა სამივლინებო მომსახურებაზე, რომელშიც ჯამურად არის დაფიქსირებული, როგორც ყოველდღიური სამივლინებო, ასევე სასტუმროს ხარჯები. თუმცა, ვინაიდან გადასახადის გადამხდელმა ვერ წარადგინა სასტუმროს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, შემოწმების მიერ მოხდა მხოლოდ ყოველდღიური ხარჯის გათვალისწინება, რაც ასახულია საგადასახადო შემოწმების აქტში. გადასახადის გადამხდელს გადაანგარიშების ეტაპზე დამატებითი დოკუმენტაცია არ წარუდგენია, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 1.02.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 22.02.2023 წლის №006-68 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14883 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე და საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრით მოთხოვნილი იყო აქტით დარიცხული და დეკლარირებული თანხების შესწავლა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით.
მომჩივანი მიუთითებს შემოსავლების სამსახურის ბრძანების სარეზოლუციო ნაწილზე, 1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 173-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 170-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე და დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ დასაბეგრი ბაზა არასწორადაა გაანგარიშებული, დღგ-ით დასაბეგრი პერიოდები არ არის სწორად გაანგარიშებული, რის გამოც უსაფუძვლოდ არის დარიცხული დღგ-ის თანხა (სწორი გაანგარიშება ასახულია საბუღალტრო პროგრამაში). მიღებული ავანსები და შემდეგ შესრულებული სამუშაოების ნაწილი დუბლირებულად არის დაბეგრილი, არ გაითვალისწინეს ავანსის განაშთვის საკითხი.
გასათვალისწინებელია, რომ კომპანიას აქვს მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (მიღებულ საქონელზე/მომსახურებაზე მომწოდებლებს სრულად არ ჰქონდათ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ნაწილმა გამოწერა უკვე), რომლებიც უკავშირდება კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობას (აუდიტის დეპარტამენტში წარმოდგენილია დღგ-ის ჩათვლისათვის საჭირო დოკუმენტები).
დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისა და ჩათვლის დოკუმენტების ნაწილი დასკვნის შედგენის დროსაც წარდგენილი იყო აუდიტის დეპარტამენტში, მაგრამ დასკვნის შედგენისას არ არის გათვალისწინებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს უკვე წარდგენილი (მათ შორის დასკვნის შედგენის შემდეგ წარდგენილი) დოკუმენტაცია/მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შესწავლა და დარიცხული/დეკლარირებული თანხების შემცირება.
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ ბანკის ანგარიშის ამონაწერში ფიქსირდება „ხელფასის“ დანიშნულებით თანხების ჩარიცხვა თანამშრომლებზე. აღნიშნული დანიშნულებით ჩარიცხული თანხები შემოწმების მიერ სრულად არის ხელფასად დაბეგრილი, რასაც არ ეთანხმება. თანამშრომლები შესამოწმებელ პერიოდებში არაერთ მივლინებაში იყვნენ (სამუშაოები შესრულებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით).
ასევე, ზოგიერთ თვეში არასწორად/ზედმეტად არის დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, რაც შემოწმებისას არ გაითვალისწინეს (უნდა შემცირებულიყო დეკლარირებული „ხელფასის“ დანიშნულებით ჩარიცხული თანხების ნაწილი), კერძოდ არ გაითვალისწინეს სამივლინებო ყოველდღიური თანხისა ანაზღაურება. შემოწმებისათვის მივლინებების ბრძანებები და შესაბამისი გაანგარიშების ცხრილები წარდგენილი იყო დასკვნის შედგენამდე, დაზუსტდა და დაკონკრეტდა მივლინების ცხრილი (რაც ასევე ასახულია საბუღალტრო პროგრამაში), რისი დამატებით შესწავლისას შემცირდება დარიცხული/დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს უკვე წარდგენილი (მათ შორის დასკვნის შედგენის შემდეგ წარდგენილი) დოკუმენტაცია/მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შესწავლა და დარიცხული/დეკლარირებული თანხების შემცირება.
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 309-ე მუხლის 112-ე ნაწილზე და აღნიშნავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში მოქმედებდა საგადასახადო შეღავათი საშემოსავლო გადასახადში, კერძოდ საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილი. აღნიშნული ნორმის მოქმედების პერიოდში გაცემულია ხელფასი, რომელიც შემოწმების მიერ სრულად (შეღავათის გათვალისწინების გარეშე) დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით.
აღნიშნული ინფორმაცია წარდგენილი იყო როგორც აქტის ასევე დასკვნის შედგენის მომენტისათვის, რაც შემოწმების მიერ არცერთხელ არ არის გათვალისწინებული. ხელფასის და საშემოსავლო გადასახადის შეღავათის გაანგარიშება ასევე ასახულია საბუღალტრო პროგრამაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს უკვე წარდგენილი (მათ შორის დასკვნის შედგენის შემდეგ წარდგენილი) დოკუმენტაცია/მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შესწავლა და დარიცხული/დეკლარირებული თანხების შემცირება.
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ კომპანიას ფიზიკური პირისაგან ნასესხები აქვს ფული, რომელზეც დარიცხულია პროცენტები. წარდგენილი საბუღალტრო პროგრამის მიხედვით, დარიცხული პროცენტის ნაწილი ანაზღაურებულია ფიზიკურ პირზე, ხოლო ნაწილი არა. შემოწმების მიერ დარიცხული პროცენტი განხილულია საშემოსავლო გადასახადით (5%) დასაბეგრ ბაზად, ნაცვლად ანაზღაურებული/გადახდილი პროცენტის თანხისა. აღნიშნული ინფორმაცია ასახული იყო საჩივარში და საბუღალტრო პროგრამაში, არ საჭიროებდა დამატებით დოკუმენტების წარდგენას, მაგრამ დასკვნის შედგენისას არ არის გათვალისწინებული. დამატებით წარმოდგენილია სესხის პროცენტის გაანგარიშებისა და ანაზღაურების ცხრილი, რაც ასევე ასახულია საბუღალტრო პროგრამაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს უკვე წარდგენილი (მათ შორის დასკვნის შედგენის შემდეგ წარდგენილი) დოკუმენტაცია/მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შესწავლა და დარიცხული/დეკლარირებული თანხების შემცირება.
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 309-ე მუხლის 112-ე ნაწილზე და აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ გაანგარიშებულია სალაროს ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის, სადაც არის არაერთი უზუსტობაა. კერძოდ, სრულად არ არის გათვალისწინებული კრედიტორებზე გადახდილი თანხები (რისი დოკუმენტაციაც წარდგენილი იყო), არ არის გამოკლებული გადახდილი სესხის პროცენტები როგორც ბანკისათვის გადახდილი, ასევე ფიზიკურ პირზე გადახდილი (რომელიც შემოწმების მიერვე დაბეგრილია გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით), ასევე გამოკლებული არ არის სამივლინებო ხარჯების, როგორც ყოველდღიური, ისე ტრანსპორტირებისა და განთავსების ხარჯები. ასევე, ნაწილი ხარჯის დოკუმენტი მიღებულია მოგვიანებით, რაც ასევე გავლენას ახდენს სალაროს საბოლოო ნაშთზე.
შემოწმების აქტში დაფიქსირებული „------- გადახდილი თანხებიც“ რეალურად არის ------- მდებარე ბანკომატიდან საქვეანგარიშოდ გატანილი თანხები, რომელიც მოხმარდა საწარმოს. აღნიშნული საკითხი წარმოადგენს სალაროს გაანგარიშების საკითხს და საჭიროა აქტის №3 და №4 საკითხების გაერთიანება, რის შემდეგაც გაერთიანებული სალაროს გაანგარიშება განხორციელდება. შესაბამისი გაანგარიშებები (სესხის პროცენტის, გადახდილი სესხის პროცენტის, გადახდილი კრედიტორული დავალიანების, მივლინების ცხრილის, ხელფასის და სალაროს (მათ შორის ------- „გადახდილი“ თანხების გაანგარიშებები) და საბუღალტრო პროგრამა წარდგენილია აუდიტის დეპარტამენტში. ასევე, გათვალისწინებული არ არის საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილის მოქმედების პერიოდში გადახდილი ხელფასები, რაც ასევე ასახულია საბუღალტრო პროგრამაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს უკვე წარდგენილი (მათ შორის დასკვნის შედგენის შემდეგ წარდგენილი) დოკუმენტაცია/მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შესწავლა და დარიცხული/დეკლარირებული თანხების შემცირება.
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ ქონების გადასახადი გაანგარიშებულია წარდგენილი საბუღალტრო პროგრამის მიხედვით, მაგრამ არის ტექნიკური ხარვეზები. შემოწმების დანიშვნის ბრძანებებით შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 1.03.2021 წლამდე, რაც 2020 წლის ქონების გადასახადის დეკლარირების ბოლო ვადას არ მოიცავდა, შემოწმების ბრძანებით 2020 წლის ქონების გადასახადის სისწორე არ მოწმდებოდა, ხოლო შემოწმების აქტით (აქტის დანართით) დგინდება, რომ დარიცხულია ქონების გადასახადი ისეთ პერიოდზე, რომელიც არ მოწმდებოდა. შესაბამისად 2020 წლის ქონების გადასახადის დარიცხვა შესამცირებელია სრულად. ქონების გადასახადი დარიცხულია არამატერიალურ აქტივზე (საბუღალტრო პროგრამა). საბუღალტრო პროგრამაში არ არის დარიცხული ცვეთა/ამორტიზაცია, ხოლო შემოწმების მიერ არ არის გათვალისწინებული ცვეთა/ამორტიზაციის ხარჯი, რომლითაც შემცირდებოდა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გაანგარიშებულია ქონების გადასახადი და შესაბამისი ცხრილი წარდგენილია აუდიტის დეპარტამენტში (ასევე წარდგენილია გასწორებული საბუღალტრო პროგრამა).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს უკვე წარდგენილი (მათ შორის დასკვნის შედგენის შემდეგ წარდგენილი) დოკუმენტაცია/მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შესწავლა და დარიცხული/დეკლარირებული თანხების შემცირება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან და წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებებით დგინდება, რომ შესამცირებელია დღგ, საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი და ქონების გადასახადი, რის გამოც აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებებით გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შესწავლა და შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ბათილად უნდა იქნას ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის 1.02.2023 წლის დასკვნა, მის საფუძველზე გამოცემული 21.02.2023 №3222 ბრძანება, 22.02.2023 წლის №006-68 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14883 ბრძანება. უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სრულად შეისწავლოს კომპანიის დაბეგვრასთან დაკავშირებული განაცემები, რათა მოხდეს კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 170-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბიუჯეტში შესატანი დღგ მოიცავს დასაბეგრი ბრუნვიდან ბიუჯეტში შესატან დღგ-ის თანხას, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა დასაბეგრ ბრუნვაზე დარიცხულ დღგ-ის თანხასა და ჩასათვლელ დღგ-ის თანხებს შორის.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ ან მათი სახელით ფიზიკური პირისათვის, ორგანიზაციისათვის ან საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.
გრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:
ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;
თ) პირი, რომელიც ამ კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს უხდის პროცენტს.
საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილის თანახმად, 2020 წლის 1 მაისიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში, აგრეთვე 2020 წლის 1 დეკემბრიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში დამქირავებელი უფლებამოსილია შეიმციროს (ბიუჯეტში არ შეიტანოს) დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ ამ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან 1 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება.
მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით, შემოწმების ეტაპზე აღრიცხვა არ იყო მოწესრიგებული, ამ ეტაპზე მიწოდებული ინფორმაცია არის სრულად აღრიცხული პროგრამაში. მათ შორის, მივლინების ბრძანებებიც წარდგენილია. ეს არის შინაარსობრივად კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე, კომპანიის საქმიანობაა სარეკლამო ბილბორდების დამზადება, რაც დასტურდება შიდა გადაზიდვის ზედნადებებით. მიწოდებული ინფორმაცია თანხვედრაშია ერთმანეთთან, მივლინების ბრძანებები და რეალიზაციის დოკუმენტები მიწოდებულია, რომ განიხილონ ანალიზურ ჭრილში. დანადგარების შესყიდვის ხარჯები შემოწმების დროსაც არ იყო გათვალისწინებული. არსებობს ხელშეკრულებები ძირითადი საშუალებების შესყიდვის შესახებ. „-------“ მდებარე ბანკომატიდან გატანილი თანხები შეფასდა „-------“ გადახდილ თანხებად, რაც არასწორია, რაც ბანკის ჩანაწერის გამო არასწორად არის ასახული შემოწმების აქტში. დღგ-ის ჩასათვლელი თანხა უნდა იქნას გათვალისწინებული. მივლინების ხარჯებთან დაკავშირებით, ხდებოდა საოჯახო სასტუმროებით სარგებლობა, ამ ეტაპზე შესწავლილია შემოსავლები და დაზუსტებულია სია, რაც თანხვედრაშია შემოსავლებთან და შიდა გადაზიდვებთან და ადასტურებს ყოველდღიურ სამივლინებო ხარჯებს.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, დასკვნის შედგენის ეტაპზე სრულყოფილად არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია. დღგ-ის ბრუნვის ნაწილში გადასახადის გადამხდელი ეთანხმება განსაზღვრულ ბრუნვას. სრული ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, გაცემული ხელფასების ნაწილში შესასწავლია საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების საკითხი, ასევე შესწავლას ექვემდებარება ფიზიკურ პირზე პროცენტის სახით გადახდილი თანხების დაბეგვრის ნაწილი. მივლინებების საკითხთან დაკავშირებით მიზნობრიობა სადავო არ არის, თუმცა წარმოდგენილი არ არის სასტუმროს ხარჯების გადახდის დოკუმენტები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მომჩივნის არგუმენტებზე და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 30.11.2021 წლის №36931 ბრძანების აღსრულების საკითხთან დაკავშირებით მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლა მომჩივნის მონაწილეობით და შემოსავლების სამსახურის 30.11.2021 წლის №36931 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14883 ბრძანება;
3. მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია;
4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლა მომჩივნის მონაწილეობით და შემოსავლების სამსახურის 30.11.2021 წლის №36931 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის 30.11.2021 წლის №36931 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2018 წლიდან 1.03.2021 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 30.11.2021 წლის №36931 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
აუდიტის დეპარტამენტის 1.02.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14883 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მომჩივნის არგუმენტებზე და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 30.11.2021 წლის №36931 ბრძანების აღსრულების საკითხთან დაკავშირებით მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლა მომჩივნის მონაწილეობით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1, 3); 131(1); 154; 309(112); 201; 159; 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 161