გადაწყვეტილება №19911/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.08.2023
№ დოკუმენტი 19911/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19911/2/2023

04 აგვისტო 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (პ/ნ ----------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 7.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19911/2/2023).

 

დავის საგანი:

საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 26.04.2021 წლის №ELC01223 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. საბაჟო დეპარტამენტის 26.04.2021 წლის №ELC01363 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

3. საბაჟო დეპარტამენტის 26.04.2021 წლის №ELC01365 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

4. საბაჟო დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №ELC10173 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

5. შემოსავლების სამსახურის 10.05.2023 წლის №10159 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 4 000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის საფუძველზე დადგენილია, რომ მომჩივნის, როგორც „----------“ (პასპ. №----------) წარმომადგენლის მიერ:

1. 7.03.2019 წელს №---------- ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით რეექსპორტში დეკლარირებულ იქნა ავტოსატრანსპორტო საშუალება საიდენტიფიკაციო ნომრით ---------- (სატრანზიტო ნომრით ----------), რომელსაც დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარდგენის ბოლო ვადად განესაზღვრა 20.04.2019 წელი.

2. 20.02.2019 წელს №---------- ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით რეექსპორტში დეკლარირებულ იქნა ავტოსატრანსპორტო საშუალება საიდენტიფიკაციო ნომრით ---------- (სატრანზიტო ნომრით ----------), რომელსაც დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარდგენის ბოლო ვადად განესაზღვრა 5.04.2021 წელი.

3. 20.02.2019 წელს №---------- ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით რეექსპორტში დეკლარირებულ იქნა ავტოსატრანსპორტო საშუალება საიდენტიფიკაციო ნომრით ---------- (სატრანზიტო ნომრით ----------), რომელსაც დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარდგენის ბოლო ვადად განესაზღვრა 5.04.2019 წელი.

4. 25.02.2021 წელს №---------- ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით რეექსპორტში დეკლარირებულ იქნა ავტოსატრანსპორტო საშუალება საიდენტიფიკაციო ნომრით ---------- (სატრანზიტო ნომრით ----------), რომელსაც დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარდგენის ბოლო ვადად განესაზღვრა 10.04.2021 წელი.

მითითებულ ვადებში არ განხორციელებულა ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო ტერიტორიიდან გაყვანა, რაზეც მომჩივანს საბაჟო დეპარტამენტის 2021 წლის 26 აპრილის №ELC01223, №ELC01363, №ELC01365 და 29 დეკემბრის №ELC10173 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა თითოეული ოქმით 1 000 ლარის ოდენობით.

სამართალდარღვევის ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 10.05.2023 წლის №10159 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქის წარმომადგენლის „----------“ (პ/ნ ----------) მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი სატრანსპორტო საშუალებები მომჩივნის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობებით დადეკლარირდა რეექსპორტში და მათი დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადად განისაზღვრა 45 კალენდარული დღე, თუმცა სატრანსპორტო საშუალებები არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო ოქმით მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმების დაკისრება მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

როგორც საქართველოს მოქალაქე წარმოადგენდა ---------- ინტერესებს საქართველოს ტერიტორიაზე და სამართალდარღვევა ჩადენილია არცოდნით და კანონის უცოდინრობით და არა განზრახ ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა რომ არ იყოს კანონთან წინააღმდეგობაში და არ ითვლებოდეს ურჩ გადამხდელად, რადგან უნდა ყოფილიყო თითქოსდა თარჯიმანი ---------- და აღმოჩნდა კანონის არცოდნის გამო სამართალდამრღვევი. არ აქვს სურვილი იყოს სამართალდამრღვევი და უნდა, რომ სახელმწიფოსთან ითანამშრომლოს და არსებულ დავალიანებასთან დაკავშირებით აქვს წინადადებები.

რადგან საქმე ეხება 2019 წლის 7 მარტს დადეკლარირებულ №---------- ავტოსატრანსპორტო საშუალებას, 2019 წლის 20 თებერვალს დადეკლარირებულ №----------, №---------- ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, 2019 წლის 25 თებერვალს დადეკლარირებულ №---------- ავტოსატრანსპორტო საშუალებას და დაკისრებულია ჯარიმების იმის გამო, რომ არ მომხდარა დროული შეტყობინება მომჩივნისთვის, მითუმეტეს, რომ მოცემულია სხვადასხვა წლების გამო და საქმე ეხება ოთხ ავტომობილს, პირველ საჩივარში დააფიქსირა ეს ფაქტი, კერძოდ არ მიუღია საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, არც წერილობით და არც შეტყობინება მისვლია, რაც შეეხება გასაჩივრებულ შემოსავლების სამსახურის 10.05.2023 წლის №10159 ბრძანებას მიიღო საჩივრის საფუძველზე. როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქის წარმომადგენელს და საბაჟო კანონების არმცოდნეს ყველა ზემოთაღნიშნული გარემოებებიდან გამოდინარე ითხოვს შეუმსუბუქდეს ბიუჯეტის წინაშე გადასახდელი თანხა და გათავისუფლდეს ჯარიმების და საურავების გადახდისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 ნაწილების თანახმად:

1. პირს უფლება აქვს, საბაჟო ორგანოსთან ურთიერთობა განახორციელოს კანონიერი წარმომადგენლის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით.

4. ფიზიკური პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი მოქმედებს ამ ფიზიკური პირის მიერ გაცემული და სანოტარო წესით დადასტურებული მინდობილობის საფუძველზე.

5. საბაჟო წარმომადგენელი არის პირი, რომელიც სხვა პირის დავალებით საბაჟო ორგანოსთან ამ სხვა პირის ურთიერთობისას ახორციელებს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქმედებებსა და საბაჟო ფორმალობებს.

საბაჟო კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, რეექსპორტის განხორციელებისას საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.

საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამისი ქმედების ჩამდენ პირს.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანმა პირმა იგი საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული მარშრუტით დაუყოვნებლივ უნდა გადაზიდოს/გადაიტანოს შესაბამის საბაჟო კონტროლის ზონაში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე.

2. ნებისმიერ პირს, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ იღებს მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობას, ეკისრება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, რეექსპორტში ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული ან ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 45 კალენდარულ დღეს, რომელიც აითვლება შესაბამისი დეკლარაციის ან მოწმობის რეგისტრაციის თარიღიდან.

ამგვარად მომჩივანმა, რომელმაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა, ვალდებული იყო საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში გამოცხადებულიყო შესაბამის საბაჟო კონტროლის ზონაში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე.

ვინაიდან სატრანსპორტო საშუალებების დანიშნულების საბაჟო ორგანომდე მიტანისათვის განსაზღვრულ ვადაში არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში და ამასთან არც სატრანსპორტო საშუალებას არ დაუტოვებია საქართველოს საბაჟო ტერიტორია, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნისათვის საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება მართებულია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა.

მომჩივანი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

უცხო ქვეყნის მოქალაქის(მომჩივანის) წარმომადგენლის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი სატრანსპორტო საშუალებები მომჩივნის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობებით დადეკლარირდა რეექსპორტში და მათი დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადად განისაზღვრა 45 კალენდარული დღე, თუმცა სატრანსპორტო საშუალებები არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივნისათვის საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება მართებულია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 165