ბრძანება N 844

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 24.01.2023
№ დოკუმენტი 844
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 844

24.01.2023

-------------- (პ/ნ -------------)

(მის: ქ. ----------------------------)

2022 წლის 10 და 22 დეკემბრის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 იანვრის სხდომაზე (ოქმი №2) განიხილა -------------- (პ/ნ -------------) №77184/1/2022 და № 232765/21 საჩივრები, რომლებიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 29 ნოემბრის №ELC18927 და №ELC18928 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრების ავტორი სადავო აქტებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ სატრანსპორტო საშუალებების დეკლარირებას ვერ ახორციელებს, ვინაიდან სატრანსპორტო საშუალებებზე მიმდინარეობს გამოძიება.

აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო ოქმებით დაკისრებული სანქციების მოხსნას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ კონტროლის ღონისძიების განხორციელებისას დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის 3 სექტემბერს -------------- (პ/ნ -------------) მიერ განხორციელდა სატრანსპორტო საშუალებების (ს/ნ ------------, სატრანზიტო №------; ს/ნ -----------, სატრანზიტო №---------) ზოგადი დეკლარირება. აღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარდგენის ბოლო ვადად განესაზღვრათ 2019 წლის ---------- ნოემბერი.

გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ 2022 წლის ---- ნოემბერს შედგენილი იქნა №ELC18927 (ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით) და №ELC18928 (ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით) საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც -------------- (პ/ნ -------------) დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა ჯამში 2 000 ლარის ოდენობით.

-------------- (პ/ნ -------------) მიერ საჩივარზე დამატებით იქნა წარმოდგენილი (რეგ. №------ 22.----.2022წ.) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ------ სამმართველოს 2022 წლის ----- დეკემბრის №------- წერილი, რომლის თანახმად შსს ------ სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის №------ საქმე -------------- (პ/ნ -------------) კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების საბუთების გაყალბების ფაქტზე. წერილის მიხედვით, 2019 წლის ---- ოქტომბერს -------------- (პ/ნ -------------) ორი ერთეული FORD TRANSIT-ის მარკის ავტომობილი (საიდენტიფიკაციო ნომრით ------------ ტრანზიტული ნომრით ------ და ----- ტრანზიტული ნომრით ------) განბაჟების და რეგისტრაციის მიზნით სსიპ შსს მომსახურების სააგენტოში წარადგინა. სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისას გამოვლინდა, რომ საიდენტიფიკაციო ნომრებს სავარაუდოდ აღენიშნება შესაძლო ზემოქმედების და ჩაკერების კვალი. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ----- პროკურატურის მიერ არ არის მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება და ამჟამად შსს ----- სამმართველოში მიმდინარებს გამოძიება. ზემოთ მითითებული ავტომობილები კი, გამოძიების დაწყებიდან ხელწერილით ჩაჰბარდა -------------- (პ/ნ -------------).

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის (შემდგომში – მოწმობა) შევსების თარიღიდან 60 კალენდარულ დღეში.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

„კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო ფორმალობებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №259/№74 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით:

1. ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების ან/და სისხლის სამართლის საქმეზე ავტოსატრანსპორტო საშუალების ამოღების შემთხვევაში, საქონლის წარდგენისა და გაფორმებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადების დენა შეჩერდება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება განახლდება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმების (შეცვლის) ან/და მტკიცებულების სახით ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაბრუნების დღიდან, ხოლო თუ ვადის შეჩერების თარიღი ემთხვეოდა საქონლის წარდგენისა და გაფორმებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ბოლო დღეს, განახლებული ვადა გადაიწევს მომდევნო სამუშაო დღემდე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

ამასთან, დაინტერესებული მხარე ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით ითანამშრომლოს ადმინისტრაციულ ორგანოსთან ადმინისტრაციული წარმოებისას.

ამავე კოდექსის 97-ე მუხლის მიხედვით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს და სხვა.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის მიზნით, უნდა დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს შეისწავლოს საჩივრებში მითითებული სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო ადმინისტრაციული აქტებით დარიცხული თანხის შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. -------------- (პ/ნ -------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო ადმინისტრაციულიაქტებით დარიცხულითანხისშესაბამისიკორექტირება (შემცირება);

3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.