გადაწყვეტილება №23589/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23589/2/2024
17 ოქტომბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,3.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------"-ის 30.07.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23589/2/2024).
დავის საგანი:
დავების განხილვის საბჭოს 14.03.2024 წლის №21779/2/2024 (რეგ. 21.03.2024წ. 03/22477) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგი - სანქციისაგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 19.06.2024 წლის დასკვნა;
2. აუდიტის დეპარტამენტის 8.07.2024 წლის №16211 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 9.07.2024 წლის №007-175 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 587 718.35 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 326 200
დღგ - 127 284
მოგების გადასახადი - 154 999
საშემოსავლო გადასახადი - 43 917
ჯარიმა - 163 100
საურავი - 98 418.35
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
1.01.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდზე იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირების სისწორის დადგენის მიზნით აუდიტის დეპარტამენტის 20.06.2023 წლის №14028 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა კომპანიის საქმიანობის პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 29.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხზე ირკვევა შემდეგი:
10.10.2022 წლის "-------" განცხადების საფუძველზე ქ. "-------""-------"-ზე არსებული ფართი ს/კ "-------" გამოტანილი იქნა შპს „------- -ის“ საწესდებო კაპიტალიდან და დარეგისტრირდა 100%-იანი წილის მქონე დამფუძნებლის "---------"-ის სახელზე, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერებით. საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 2022 წლის ოქტომბერში, დამფუძნებელზე გადაცემული ბინის ღირებულებით. შედეგად, საწარმოს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი. ასევე, საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის, 96- ე, 97-ე, 981 , 130-ე და 154-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, საწარმოს წილის სანაცვლოდ ნატურალური ფორმით განხორციელებული გადახდა/განაცემის ის ნაწილი, რომელიც კაპიტალში პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას აღემატება (კაპიტალიდან შენატანის უკან დაბრუნების მომენტისა და კაპიტალში შენატანის განხორციელების მომენტისთვის ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის სხვაობა) დაიბეგრა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით, ხოლო დეკლარაციებში გადასახადის თანხის შემცირებისათვის გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2023 წლის №24785 ბრძანება და ამავე თარიღის №007-271 საგადასახადო მოთხოვნა.
ამასთან, 17.10.2023 წელს აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა, რომლითაც ირკვევა, რომ შემოწმების პროცესში, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, არ იშიფრებოდა გადასახადის გადამხდელის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ფაქტი. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაგზავნილ იქნა წერილი შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტში, შპს „------- -ის “ დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო წესით რეგისტრაციასთან დაკავშირებით. 12.10.2023 წლის №"-------" საპასუხო წერილით ირკვევა, რომ გადამხდელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილ პერიოდში რეგისტრირებული იყო დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად. აღნიშნულის გათვალისწინებით, ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, კომპანიის მიმართ საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხულმა ჯარიმის თანხამ განიცადა კორექტირება, კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით დარიცხული ჯარიმის ნაცვლად კომპანიას დაერიცხა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. შედეგად, კომპანიას ჯარიმის სახით ნაცვლად 146 541 ლარისა დაეკისრა 177 287 ლარი.
აღნიშნულზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.10.2023 წლის №26452 ბრძანება და ამავე თარიღის №007-303 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები 2023 წლის 11 ოქტომბერს და 18 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 13.12.2023 წლის №31455 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 14.03.2024 წლის №21779/2/2024 (რეგ. 21.03.2024წ. 03/22477) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 13.12.2023 წლის №31455 ბრძანება;
- მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტში წარადგინოს უძრავი ქონების (ს/კ "-------"; მდებარე ქ. "-------","-------" №4) საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესახებ, ალტერნატიული დასკვნის (შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირის (ექსპერტის) წინაშე დასასმელი კითხვა (კითხვები) შეათანხმოს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელთან) მოთხოვნის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება;
- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, მომზადებული და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი უძრავი ქონების (ს/კ "-------"; მდებარე ქ. "-------", "-------"-ს ქუჩა №4) საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესახებ ალტერნატიული დასკვნის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება) და შედეგების მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა; - დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 14.03.2024 წლის №21779/2/2024 (რეგ. 21.03.2024წ. №03/22477) გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 19.06.2024 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №002417024 დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ ქ. "-------"-ში,"-------"-ზე №4-ში არსებული ფართის (ს/კ "-------") ღირებულება 30.09.2022 წლის მდგომარეობით შეადგენს 834 411 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა დაექვემდებარა გადაანგარიშებას.
დასკვნის მიხედვით შემცირდა სულ 42 560 ლარი, მათ შორის გადასახადის თანხა 28 373 ლარით და ჯარიმა 14 187 ლარით. დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 8.07.2024 წლის №16211 ბრძანება და 9.07.2024 წლის №007-175 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
26.09.2018 წელს კომპანიის მიერ სს თიბისი ბანკიდან შეძენილია შენობა-ნაგებობა 177,72 კვ.მ, რომელიც მდებარეობს ქ. "-------"-ში , ა. "-------"-ის ქ. №4, საკადასტრო კოდი"-------".2024 წელს შენობა-ნაგებობის შეძენის საფუძველია „უძრავი ქონების ვალდებულებით ნასყიდობის ხელშეკრულება სს თიბისი ბანკთან, რაზედაც გამოწერილია ბანკის მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა-"-------"თანხით 325 227,60 ლარი დღგ-ს ჩათვლით. ამის მიხედვით შენობა-ნაგებობის საწყისი საბალანსო ღირებულება დღგ-ის გარეშე არის 275 616,61 ლარი. შეძენის მომენტში შენობა იყო შავი კარკასი. 2018 წლის სექტემბერ-დეკემბერში კომპანიის შენობაში ჩატარდა კაპიტალური რემონტი. შეძენილია სხვადასხვა სარემონტო მასალები, რომლის დამადასტურებელი ზედდებულები ატვირთულია მომწოდებელთა მიერ გადამხდელთა გვერდზე შესაბამის პერიოდში. ამ პერიოდში სულ შეძენილია და დახარჯულია 40 300 ლარის სარემონტო მასალები დღგ-ს გარეშე. მათ შორის კაპიტალიზებულია 34 285 ლარი, რითაც გაიზარდა შენობის ღირებულება. 31.12.2018 წლისათვის შენობა-ნაგებობის საბალანსო ღირებულებამ შეადგინა 275616,61+34285=309 902 ლარი. ამასთან ერთად, 26.10.2018 წელს შპს „------- -თან“ გაფორმდა სს თიბისი ბანკის საბანკო საკრედიტო ხელშეკრულება №"-------". კრედიტი აღებულია აღნიშნული შენობის ღირებულების დასაფარად. 2018 წლის ნოემბრიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით კომპანიის მიერ გადახდილია სესხის პროცენტები 66 386 ლარი. კომპანია დღესაც აგრძელებს ბანკის სესხის და პროცენტების დაფარვას გრაფიკის მიხედვით.
10.10.2022 წელს კომპანიის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონება კაპიტალის გატანის მიზნით დარეგისტრირდა ამავე კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელზე, ფიზიკურ პირზე "---------"-ზე (პ/ნ "--------"). ეს დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერებით. კომპანიას მიაჩნია, რომ უნდა შეიცვალოს არსებული ოპერაციის (საწარმოს კაპიტალის შემცირება ან გატანა) კვალიფიკაცია საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე. საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას არ არის გათვალისწინებული საგადასახადო კოდექსის 8.12 და 98 მუხლის მოთხოვნები, ასევე, მოგების განაწილების ესტონური მოდელის მოთხოვნები. ამგვარად, საწარმოს კაპიტალის გადატანა პარტნიორზე არ განიხილება მოგების განაწილებად. კაპიტალში შენატანის უკან დაბრუნება არ ჩაითვლება დივიდენდად, შესაბამისად ესტონური მოდელის თანახმად არ წარმოიშობა მოგების გადასახადის გადახდისა და საწარმოს დამფუძნებელი ფიზიკური პირის მიმართ წყაროსთან დაკავების ვალდებულება. ამ დასკვნის დამადასტურებელია შემოსავლების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სიტუაციური სახელმძღვანელო კაპიტალის შემცირება №2549.
შესაბამისად, წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით კომპანია ვალდებულია გადაიხადოს მხოლოდ დღგ შენობის საბაზრო ღირებულებიდან და ამ თანხაზე დაკისრებული ჯარიმა.
ითხოვს წარმოდგენილი ახალი მტკიცებულებების შესწავლას საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს, რა შემთხვევაშიც გასათვალისწინებელია შემდეგი პრინციპები: სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლის არსი და მიზანი, აგრეთვე თანმდევი პროცესები და ქმედებები უნდა იყოს მკაფიო და ორმხრივად განჭვრეტადი (იგულისხმება საგადასახადო ორგანო და გადასახადის გადამხდელი). საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი და მე-2 მუხლების მიხედვით კომპანიის კაპიტალის გადატანა პარტნიორზე არ განიხილება მოგების განაწილებად. კაპიტალში შენატანის უკან დაბრუნება არ ჩაითვლება დივიდენდად, შესაბამისად ესტონური მოდელის თანახმად არ წარმოიშობა მოგების გადასახადის გადახდისა და საწარმოს დამფუძნებელი ფიზიკური პირის მიმართ წყაროსთან დაკავების ვალდებულება.
გარდა ამისა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის განმარტებიდან გამომდინარე, ითხოვს იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი "--------" არის უცხო ქვეყნის მოქალაქე. არ იცის ქართული ენა. შესაბამისად რთული იყო მისთვის ბუღალტერთან კომუნიკაცია. აღნიშნული საბუღალტრო ოპერაციით (კაპიტალის გადატანა) მან არ იცოდა, თუ დაერიცხებოდა ბიუჯეტის გადასახადები. ქართული საგადასახადო კანონმდებლობის არცოდნის გამო მოხდა ეს გაუგებრობა. რეალურად ამ ფინასური ოპერაციით მას არ მიუღია არანაირი ეკონომიკური სარგებელი, პირიქით ძალიან დაზარალდა. მისთვის რომ აეხსნათ თავის დროზე, ამ ოპერაციით გაუჩნდებოდა საბიუჯეტო ვალდებულებები, ალბათ ქონების გადატანას ფიზიკური პირის სახელზე არ განახორციელებდა. შესაბამისად შეგნებულად არ უფიქრია ბიუჯეტის გადასახადების დამალვა ან შემცირება. ამ სამეურნეო ოპერაციის განხორციელებამდე კომპანია ბიუჯეტის თანხებს იხდიდა დადგენილი ვადების მიხედვით, კეთილსინდისიერად.
ითხოვს, კომპანია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე განთავისუფლდეს დარიცხული საურავისგან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს სადავო აქტების (მოგების და საშემოსავლო გადასახადების, შესაბამისი ჯარიმის და საურავების დაკისრების ნაწილში) და ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 14.03.2024 წლის №21779/2/2024 (რეგ. 21.03.2024წ. 03/22477) გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის („5. საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს“), ბათილად ცნობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
საბჭოს 14.03.2024 წლის №21779/2/2024 (რეგ. 21.03.2024წ. 03/22477) გადაწყვეტილებით:
- მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტში წარადგინოს უძრავი ქონების (ს/კ "--------" ; მდებარე ქ. "--------", "--------"-ს ქუჩა №4) საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესახებ, ალტერნატიული დასკვნის (შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირის (ექსპერტის) წინაშე დასასმელი კითხვა (კითხვები) შეათანხმოს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელთან) მოთხოვნის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება;
- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, მომზადებული და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი უძრავი ქონების (ს/კ "---------"; მდებარე ქ. "-------", "-------"-ს ქუჩა №4) საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესახებ ალტერნატიული დასკვნის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება) და შედეგების მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;
საბჭოს 14.03.2024 წლის №21779/2/2024 (რეგ. 21.03.2024წ. 03/22477) გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის 19.06.2024 წლის დასკვნით:
გადამხდელის მიერ წარდგენილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №002417024 დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ ქ. "-------"-ში ,"-------"-ზე №4-ში არსებული ფართის (ს/კ "-------") ღირებულება 30.09.2022 წლის მდგომარეობით შეადგენს 834 411 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა დაექვემდებარა გადაანგარიშებას.
მომჩივანს მიაჩნია, რომ უნდა შეიცვალოს არსებული ოპერაციის (საწარმოს კაპიტალის შემცირება ან გატანა) კვალიფიკაცია საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე. საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას არ არის გათვალისწინებული საგადასახადო კოდექსის 8.12 და 98 მუხლის მოთხოვნები, ასევე, მოგების განაწილების ესტონური მოდელის მოთხოვნები. ამგვარად, საწარმოს კაპიტალის გადატანა პარტნიორზე არ განიხილება მოგების განაწილებად. კაპიტალში შენატანის უკან დაბრუნება არ ჩაითვლება დივიდენდად, შესაბამისად ესტონური მოდელის თანახმად არ წარმოიშობა მოგების გადასახადის გადახდისა და საწარმოს დამფუძნებელი ფიზიკური პირის მიმართ წყაროსთან დაკავების ვალდებულება. ამ დასკვნის დამადასტურებელია შემოსავლების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სიტუაციური სახელმძღვანელო კაპიტალის შემცირება №2549. ასევე, ითხოვს კომპანია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს დარიცხული საურავისგან.
მომჩივანი არგუმენტს აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 14.03.2024 წლის №21779/2/2024 (რეგ. 21.03.2024წ. 03/22477) წლის გადაწყვეტილების არასწორად ან არასრულად აღსრულებაზე არ წარმოადგენს. არგუმენტებს მიუთითებს ისეთ გარემოებებზე, რაც საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და არ ყოფილა დავალებული აღსასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
მომჩივნის მოთხოვნაზე საურავისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხებზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 14.03.2024 წლის №21779/2/2024 (რეგ. 21.03.2024წ. 03/22477) გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 14.03.2024 წლის №21779/2/2024 (რეგ. 21.03.2024წ. 03/22477) გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს, კომპანია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე განთავისუფლდეს დარიცხული საურავისგან.
მომჩივანი ითხოვს სადავო აქტების და ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 14.03.2024 წლის №21779/2/2024 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის,ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, მომზადებული და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესახებ ალტერნატიული დასკვნის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება და შედეგების მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა; - დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 14.03.2024 წლის №21779/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 19.06.2024 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №002417024 დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ არსებული ფართის (ს/კ "-------") ღირებულება 30.09.2022 წლის მდგომარეობით შეადგენს 834 411 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა დაექვემდებარა გადაანგარიშებას.
დასკვნის მიხედვით შემცირდა სულ 42 560 ლარი, მათ შორის გადასახადის თანხა 28 373 ლარით და ჯარიმა 14 187 ლარით. დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 8.07.2024 წლის №16211 ბრძანება და 9.07.2024 წლის №007-175 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 14.03.2024 წლის №21779/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
304(21).